პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგოები ჰიჯაბების გარეშე და ათასობით ადამიანი ქუჩებში - რა ხდება ირანში
გოგოები ჰიჯაბების გარეშე და ათასობით ადამიანი ქუჩებში - რა ხდება ირანში

ირა­ნე­ლი გოგო ჰი­ჯა­ბის გა­რე­შე - ფოტო ირან­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა. დე­მონ­სტრა­ცი­ის მო­ნა­წი­ლემ თავ­სა­ბუ­რა­ვი მო­იხ­სნა და ჰი­ჯა­ბის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა.

ირან­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა, რო­მელ­შიც, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს. 2009 წლის შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ზე დიდი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­აა, თუმ­ცა ბევ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ვიდ­რე 8 წლის წინ. 2009 წელს დე­მონ­სტრა­ცია იმარ­თე­ბო­და თე­ი­რან­ში და რამ­დე­ნი­მე მსხვილ ქა­ლაქ­ში, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კი მეტ პო­ლი­ტი­კურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ. ამ­ჯე­რად საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი უფრო პა­ტა­რა, ღა­რიბ ქა­ლა­ქებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: ეს გო­გო­ნა ირან­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა

დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი პრე­ზი­დენტ ჰა­სან რუ­ჰა­ნის და მისი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ და­ი­წყო. ხალ­ხი ინფლა­ცი­ას, უმუ­შევ­რო­ბის მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს და კო­რუფ­ცი­ას აპ­რო­ტეს­ტებ­და, თუმ­ცა მო­თხოვ­ნე­ბი მალე ბევ­რად დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და - დე­მონ­სტრა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ირა­ნის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის, უზე­ნა­ე­სი ხე­ლი­სუფ­ლის - ალი ხა­მე­ნე­ის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ. მათ, ასე­ვე სურთ, ირა­ნი აღარ მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს სი­რი­ა­სა და ლი­ბან­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში შე­იქ­მნა გვერ­დე­ბი, სა­დაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რე­ბის მიერ ქვეყ­ნის მარ­თვა­საც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. 

"ქუ­ჩა­ში შეკ­რე­ბი­ლე­ბი ბევ­რად მეტს ითხო­ვენ, ვიდ­რე საჭ­მე­ლი და ფუ­ლია," - გა­ნა­ცხა­და ხა­მე­ნე­იმ პრო­ტეს­ტის პა­სუ­ხად.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, მხარს უჭე­რენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ პრო­ტეს­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­მო­ხატ­ვას, თუმ­ცა აქ­ცი­ებ­ზე უამ­რა­ვი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეც შე­ე­წი­რა. ალი ხა­მე­ნე­ის თქმით, ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე ქვეყ­ნის მტრე­ბი არი­ან და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბიც სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან იმარ­თე­ბა.

რა მოხ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და რის მიღ­წე­ვას შეძ­ლე­ბენ დე­მონ­სტრა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბის­თვის რთუ­ლად სათ­ქმე­ლია, თუმ­ცა ერთი რამ ცხა­დია - ეს ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის უკა­ნას­კნე­ლი ათწლე­უ­ლის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვაა. თა­ნაც, ამ­ჯე­რად ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მმარ­თვე­ლე­ბი ბევ­რად მძი­მე პო­ზი­ცი­ა­ში არი­ან, რად­გან აშშ-მა, ის­რა­ელ­მა და სა­უ­დის არა­ბეთ­მა საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ან­ტი­ი­რა­ნუ­ლი ალი­ან­სი შექ­მნეს.

BBC-ს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლის აზ­რით, ძა­ლის ზედ­მეტ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ, შე­საძ­ლოა, სი­რი­ის სცე­ნა­რის გა­მე­ო­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­მელ­შიც სხვა ქვეყ­ნე­ბიც აქ­ტი­უ­რად ჩა­ებ­ნენ. იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუ ძა­ლას არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გა­ბე­დავს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს შე­უ­ერ­თდეს.

წყა­რო BBC

გოგოები ჰიჯაბების გარეშე და ათასობით ადამიანი ქუჩებში - რა ხდება ირანში

გოგოები ჰიჯაბების გარეშე და ათასობით ადამიანი ქუჩებში - რა ხდება ირანში

ირანელი გოგო ჰიჯაბის გარეშე - ფოტო ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების სიმბოლოდ იქცა. დემონსტრაციის მონაწილემ თავსაბურავი მოიხსნა და ჰიჯაბის ტარების ვალდებულება გააპროტესტა.

ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები გრძელდება, რომელშიც, ქვეყნის მასშტაბით, ათასობით ადამიანი მონაწილეობს. 2009 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი საპროტესტო აქციაა, თუმცა ბევრად განსხვავებული, ვიდრე 8 წლის წინ. 2009 წელს დემონსტრაცია იმართებოდა თეირანში და რამდენიმე მსხვილ ქალაქში, მონაწილეები კი მეტ პოლიტიკურ თავისუფლებას ითხოვდნენ. ამჯერად საპროტესტო აქციები უფრო პატარა, ღარიბ ქალაქებშიც მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: ეს გოგონა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების სიმბოლოდ იქცა

დემონსტრაციები პრეზიდენტ ჰასან რუჰანის და მისი ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ დაიწყო. ხალხი ინფლაციას, უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და კორუფციას აპროტესტებდა, თუმცა მოთხოვნები მალე ბევრად დიდი და მნიშვნელოვანი გახდა - დემონსტრაციის მონაწილეები ირანის ყველაზე გავლენიანი ადამიანის, უზენაესი ხელისუფლის - ალი ხამენეის გადადგომას ითხოვენ. მათ, ასევე სურთ, ირანი აღარ მონაწილეობდეს სირიასა და ლიბანში მიმდინარე პროცესებში.

სოციალურ ქსელებში შეიქმნა გვერდები, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები რელიგიური ლიდერების მიერ ქვეყნის მართვასაც აპროტესტებენ. 

"ქუჩაში შეკრებილები ბევრად მეტს ითხოვენ, ვიდრე საჭმელი და ფულია," - განაცხადა ხამენეიმ პროტესტის პასუხად.

ხელისუფლების თქმით, მხარს უჭერენ საზოგადოების მიერ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვას, თუმცა აქციებზე უამრავი დაპირისპირება მოხდა, რასაც ადამიანების სიცოცხლეც შეეწირა. ალი ხამენეის თქმით, ყველაფერში დამნაშავე ქვეყნის მტრები არიან და საპროტესტო აქციებიც სხვა ქვეყნებიდან იმართება.

რა მოხდება ქვეყანაში და რის მიღწევას შეძლებენ დემონსტრაციის მონაწილეები, ექსპერტებისთვის რთულად სათქმელია, თუმცა ერთი რამ ცხადია - ეს ირანის ხელისუფლებისთვის უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე დიდი გამოწვევაა. თანაც, ამჯერად ისლამური სახელმწიფოს მმართველები ბევრად მძიმე პოზიციაში არიან, რადგან აშშ-მა, ისრაელმა და საუდის არაბეთმა საკმაოდ ძლიერი ანტიირანული ალიანსი შექმნეს.

BBC-ს პოლიტიკური მიმომხილველის აზრით, ძალის ზედმეტმა გამოყენებამ, შესაძლოა, სირიის სცენარის გამეორება გამოიწვიოს, რომელშიც სხვა ქვეყნებიც აქტიურად ჩაებნენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ძალას არ გამოიყენებენ, უფრო მეტი ადამიანი გაბედავს საპროტესტო აქციებს შეუერთდეს.

წყარო BBC

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"