კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს 9 მოქალაქე "ვიზეარისგან" ითხოვს, ავიაკომპანიამ ლარნაკადან მათი გამომგზავრება უზრუნველყოს
საქართველოს 9 მოქალაქე "ვიზეარისგან" ითხოვს, ავიაკომპანიამ ლარნაკადან მათი გამომგზავრება უზრუნველყოს

სა­ქარ­თვე­ლოს 9 მო­ქა­ლა­ქე "ვი­ზე­ა­რის­გან" ითხოვს, ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ ლარ­ნა­კა­დან მათი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს. "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერთი მგზავ­რი სა­ლო­მე შო­ნია და­უ­კავ­შირ­და და გა­ნუ­ცხა­და, რომ 10 ადა­მი­ა­ნი­დან, რომ­ლე­ბიც დღეს ლარ­ნა­კა-ქუ­თა­ი­სის რე­ი­სით უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა მხო­ლოდ ერ­თმა მო­ა­ხერ­ხა. მისი თქმით, ამის მი­ზე­ზი აე­რო­პორ­ტის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა იყო, თუმ­ცა "ვი­ზე­არ­მა" აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

"ეს 10 ადა­მი­ა­ნი ლარ­ნა­კას აე­რო­პორ­ტში მი­ვე­დით თა­ვის დრო­ზე, წე­სე­ბის დაც­ვით, 2 სა­ა­თით ადრე, თუმ­ცა აე­რო­პორ­ტმა რიგი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა და­აგ­ვი­ა­ნა, არ მუ­შა­ობ­და პას­პორ­ტის სკა­ნი­რე­ბის აპა­რა­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, მხო­ლოდ ორმა მათ­გან­მა მო­ა­ხერ­ხა მგზავ­რო­ბის­წი­ნა პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა დრო­უ­ლად. მათ "ვი­ზე­ა­რის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლებს ვი­თა­რე­ბა აუხ­სნეს და უთხრეს, რომ კი­დევ 8 ადა­მი­ა­ნი აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­დუ­რებს შე­ფერ­ხე­ბით გა­დი­ო­და, თუმ­ცა გამ­შვებ პუნ­ქტზე ეს გა­რე­მო­ე­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. სა­ბო­ლო­ოდ ამ 8 ადა­მი­ან­მა მო­ას­წრო პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა, თუმ­ცა ისი­ნი ბორტზე არ აუშ­ვეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვითმფრი­ნა­ვი ჯერ კი­დევ ად­გილ­ზე იყო. აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი გო­გო­ნა უყ­ვი­რო­და მათ - თქვენს გამო ეს­კორ­ტი უნდა გა­მო­ვი­ძა­ხო და შე­ვა­ყოვ­ნო გაფ­რე­ნა, რა­საც არ ვი­ზა­მო. აცხა­დებ­დნენ ჩვენს გვა­რებს და ყურს არა­ვინ იბერ­ტყავ­და, ვე­უბ­ნე­ბო­დით ჩვენ ვარ­თო... აე­რო­პორ­ტი ნუ იღებს მა­შინ იმ­დენ ფრე­ნას, რა­საც ვერ გა­უმკლავ­დე­ბა. ასე­ვე, სრუ­ლი­ად გულ­გრი­ლად მო­ექ­ცნენ ჩვენს მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც არის ორ­სუ­ლად და ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­და­ზე გულ­წა­სულს მხო­ლოდ წყა­ლი მო­უგ­დეს, ისიც ჩვე­ნი და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნის შემ­დეგ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერთი და იგი­ვე დროს მი­სუ­ლი მგზავ­რე­ბის ჯგუ­ფი­დან, რო­მე­ლე­ბიც სინ­ქრო­ნუ­ლად მოქ­მე­დებ­დნენ, ორმა მო­ა­ხერ­ხოს ბორტზე აღ­მო­ჩე­ნა და რვამ ვერა?! ამ ორი­დან ერთი ბორ­ტი­დან გა­მობ­რუნ­და ჩვე­ნი ამ­ბის გა­სა­გე­ბად და ისიც აღარ და­აბ­რუ­ნეს უკან. შე­სა­ბა­მი­სად, 9 დავ­რჩით, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მხო­ლოდ ერ­თმა შეძ­ლო", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე შო­ნი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

საქართველოს 9 მოქალაქე "ვიზეარისგან" ითხოვს, ავიაკომპანიამ ლარნაკადან მათი გამომგზავრება უზრუნველყოს

საქართველოს 9 მოქალაქე "ვიზეარისგან" ითხოვს, ავიაკომპანიამ ლარნაკადან მათი გამომგზავრება უზრუნველყოს

საქართველოს 9 მოქალაქე "ვიზეარისგან" ითხოვს, ავიაკომპანიამ ლარნაკადან მათი საქართველოში დაბრუნება უზრუნველყოს. "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი მგზავრი სალომე შონია დაუკავშირდა და განუცხადა, რომ 10 ადამიანიდან, რომლებიც დღეს ლარნაკა-ქუთაისის რეისით უნდა დაბრუნებულიყვნენ, საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ ერთმა მოახერხა. მისი თქმით, ამის მიზეზი აეროპორტის მხრიდან შესაბამისი პროცედურების შეფერხება იყო, თუმცა "ვიზეარმა" აღნიშნული ვითარება არ გაითვალისწინა.

"ეს 10 ადამიანი ლარნაკას აეროპორტში მივედით თავის დროზე, წესების დაცვით, 2 საათით ადრე, თუმცა აეროპორტმა რიგი პროცედურების გატარება დააგვიანა, არ მუშაობდა პასპორტის სკანირების აპარატი. შესაბამისად, მხოლოდ ორმა მათგანმა მოახერხა მგზავრობისწინა პროცედურების გავლა დროულად. მათ "ვიზეარის" წარმომადგენელებს ვითარება აუხსნეს და უთხრეს, რომ კიდევ 8 ადამიანი აღნიშნულ პროცედურებს შეფერხებით გადიოდა, თუმცა გამშვებ პუნქტზე ეს გარემოება არ გაითვალისწინეს. საბოლოოდ ამ 8 ადამიანმა მოასწრო პროცედურების გავლა, თუმცა ისინი ბორტზე არ აუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი ჯერ კიდევ ადგილზე იყო. აეროპორტის თანამშრომელი გოგონა უყვიროდა მათ - თქვენს გამო ესკორტი უნდა გამოვიძახო და შევაყოვნო გაფრენა, რასაც არ ვიზამო. აცხადებდნენ ჩვენს გვარებს და ყურს არავინ იბერტყავდა, ვეუბნებოდით ჩვენ ვართო... აეროპორტი ნუ იღებს მაშინ იმდენ ფრენას, რასაც ვერ გაუმკლავდება. ასევე, სრულიად გულგრილად მოექცნენ ჩვენს მეგობარს, რომელიც არის ორსულად და ნერვიულობის ნიადაზე გულწასულს მხოლოდ წყალი მოუგდეს, ისიც ჩვენი დაჟინებული თხოვნის შემდეგ. როგორ შეიძლება ერთი და იგივე დროს მისული მგზავრების ჯგუფიდან, რომელებიც სინქრონულად მოქმედებდნენ, ორმა მოახერხოს ბორტზე აღმოჩენა და რვამ ვერა?! ამ ორიდან ერთი ბორტიდან გამობრუნდა ჩვენი ამბის გასაგებად და ისიც აღარ დააბრუნეს უკან. შესაბამისად, 9 დავრჩით, ხოლო საქართველოში დაბრუნება მხოლოდ ერთმა შეძლო", - განაცხადა სალომე შონიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი