პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები
პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

გთა­ვა­ზობთ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის, პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ე­რის სა­ახ­ლაწლო მი­ლოც­ვებს:

მისი უწ­მინ­დე­სო­ბა ილია მე­ო­რე:

"ქრის­ტეს­მი­ერ სიყ­ვა­რუ­ლით ყვე­ლას მო­გე­სალ­მე­ბით და გი­ლო­ცავთ ახალ წელს. ჩვენ შეჩ­ვე­უ­ლი ვართ, რო­დე­საც ვა­და­რებთ წარ­სულს და მო­მა­ვალს. წარ­სუ­ლი წელი იყო მძი­მე, მაგ­რამ ღვთის მად­ლით დავძლი­ეთ ეს წელი. სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვე­სალ­მე­ბი, ვუ­ლო­ცავ ახალ წელს მკვიდრთა სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა­თა-ქარ­თვე­ლებს, აფხა­ზებს, ოსებს, ბერ­ძნებს, რუ­სებს, სომ­ხებს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს და ყვე­ლას ვინც არის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

დღეს ჩვენ ვუ­სურ­ვებთ ყვე­ლას ბედ­ნი­ე­რე­ბას, მაგ­რამ არ გვეს­მის რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა და რა­შია ბედ­ნი­ე­რე­ბა. ბედ­ნი­ე­რე­ბა ის არის, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი კმა­ყო­ფი­ლია სუ­ლი­ე­რად და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, რო­დე­საც და­ლოც­ვი­ლია ღვთი­სა­გან და თა­ვი­სი მშობ­ლე­ბი­სა­გან. ეს უნდა გვახ­სოვ­დეს ყვე­ლას, რომ მშობ­ლე­ბის და­ლოც­ვა არის ღვთის და­ლოც­ვა და ბიბ­ლი­ა­ში სწე­რია - პა­ტი­ვი ეც მა­მა­სა შენ­სა და დე­და­სა შენ­სა, რათა კე­თი­ლი გე­ყოს შენ და დღეგ­რძე­ლი იყო ქვე­ყა­ნა­სა ზედა.

ბედ­ნი­ე­რია ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უნა­რი შეს­წევს აპა­ტი­ოს შეც­დო­მე­ბი სხვა ადა­მი­ანს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გრძნობს თა­ვის და­ნა­შა­ულს და მო­ი­ნა­ნი­ებს - ჰე უფა­ლო მო­მა­ნი­ჭე მე გან­ცდაი თვის­თა ცოდ­ვა­თა და არა გან­კი­თხვა ძმი­სა ჩე­მი­სა. ხში­რი შემ­თხვე­ვაა რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გა­ნი­კი­თხავს სხვას და ის ცოდ­ვე­ბი რო­მე­ლიც მას ჩა­უ­დე­ნია, გად­მო­დის იმა­ზე ვინც გა­ნი­კი­თხავს.

დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ჩვენს შვი­ლებს, ბავ­შვებს. ხში­რი შემ­თხვე­ვაა რო­დე­საც ბავ­შვე­ბი იზ­რდე­ბი­ან ქუ­ჩა­ში, შე­დე­გე­ბიც სა­თა­ნა­დოა.

კი­დევ ერთხელ მო­გე­სალ­მე­ბით და გი­სურ­ვებთ სიმ­შვი­დეს. სიმ­შვი­დემ უნდა და­ი­სად­გუ­როს თქვენს გულ­ში და გო­ნე­ბა­ში. იყა­ვით ბედ­ნი­ე­რი. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ თქვენ და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო".

პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ახა­ლი, 2018 წელი მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­სახ­ლის იმ დარ­ბა­ზი­დან მი­უ­ლო­ცა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის შექ­მნა გა­მო­ცხად­და და ქვეყ­ნის უზე­ნა­ეს მიზ­ნად აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან ერ­თად, მთლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შექ­მნა და­ა­სა­ხე­ლა.

"ჩემო ძვირ­ფა­სო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, გი­ლო­ცავთ ახალ 2018 წელს! გი­ლო­ცავთ იმ დარ­ბა­ზი­დან, სა­დაც ასი წლის წინ ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი რეს­პუბ­ლი­კა გა­მო­ა­ცხა­დეს. ამ ასმა წელ­მა დრა­მა­ტუ­ლად გან­ვლო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, მაგ­რამ დღე­საც ჩვენ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი ვართ და ვიღწ­ვით უზე­ნა­ე­სი მიზ­ნის­თვის - თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შექ­მნი­სათ­ვის. იმის­თვის, რომ ამ მი­ზანს მი­ვაღ­წი­ოთ ჩვენ კარ­გად უნდა გა­ვი­აზ­როთ ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვა და გა­ვერ­თი­ან­დეთ მთა­ვა­რი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

უზე­ნა­ე­სი მი­ზა­ნია ერ­თი­ა­ნი, მთლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შექ­მნა აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან ერ­თად.

მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რა თქმა უნდა, უფრო ძლი­ე­რი და უფრო ეფექ­ტი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მაა. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც უფრო ძლი­ერ ახალ თა­ო­ბას გაზ­რდის.

უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის და­საძ­ლე­ვად კი­დევ უფრო წა­ვა­ხა­ლი­სოთ მე­წარ­მე­ე­ბი, ის ხალ­ხი, ვინც ქმნის ჩვე­ნი ქვეყ­ნის დოვ­ლათს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ტრა­დი­ცი­ას აგ­რძე­ლე­ბენ და ჩვენს ქვე­ყა­ნას იცა­ვენ, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რეთ, კი­დევ უფრო მე­ტად და­ვეხ­მა­როთ და გვერ­დში ამო­ვუდ­გეთ. მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მი­ვი­ღოთ ერ­თმა­ნე­თის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბა და ვა­ღი­ა­როთ ის, რომ ჩვე­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი ჩვე­ნი სიმ­დიდ­რეა.ამ სუ­ლის­კვე­თე­ბით, მე, ახა­ლი 2018 წელი თა­ვი­სუფ­ლე­ბის წლად გა­მო­ვა­ცხა­დე. გი­ლო­ცავთ ამ წელს და მი­გუ­ლეთ თქვენ თა­ნა­მო­აზ­რედ ყვე­ლა იმ ახალ გა­მარ­ჯვე­ბა­ში, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბით იქ­ნე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი" - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ახა­ლი წელი ბა­კუ­რი­ა­ნი­დან მი­უ­ლო­ცა:

"გი­ლო­ცავთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს თა­რიღს და ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის კი­დევ ერთ წელს. გი­სურ­ვებთ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბას, სა­დაც ყვე­ლა თქვე­ნი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია; სა­დაც ყვე­ლა­ნი ვუფრ­თხილ­დე­ბით არ­სე­ბულს და, ამა­ვე დროს, სა­კუ­თა­რი ხე­ლით ვქმნით ჩვენს მო­მა­ვალს; სა­დაც ყვე­ლა ვა­კე­თებთ ჩვენს საყ­ვა­რელ საქ­მეს და ყვე­ლას შეგ­ვიძ­ლია, ჩვე­ნი ცოდ­ნით და გა­მოც­დი­ლე­ბით ვემ­სა­ხუ­როთ ჩვენს საყ­ვა­რელ ქვე­ყა­ნას, ჩვენს სამ­შობ­ლოს. ჩვენ სწო­რედ ასეთ სა­ქარ­თვე­ლოს ვა­შე­ნებთ.

წლე­ვან­დელ ახალ წელს გი­ლო­ცავთ ბა­კუ­რი­ა­ნი­დან - ად­გი­ლი­დან, რო­მე­ლიც თოვლს, ახალ წელს, ჩვენს ბავ­შვო­ბას, ახლა კი უკვე ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო დღე­ებს უკავ­შირ­დე­ბა. ბა­კუ­რი­ა­ნი, ამა­ვე დროს, ჩვე­ნი მო­მავ­ლის, ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წი­ლიც გახ­ლავთ. მე ნამ­დვი­ლად მჯე­რა, რომ ეს ად­გი­ლი, ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი ულა­მა­ზე­სი სამ­შობ­ლოს თი­თო­ე­უ­ლი ლა­მა­ზი კუ­თხე სულ უფრო და უფრო მეტი და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით და იმე­დით აივ­სე­ბა.

კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ 2018 წლის დად­გო­მას! ბედ­ნი­ე­რე­ბა, სი­ხა­რუ­ლი არ მოკ­ლე­ბო­დეს თქვენს ოჯა­ხებს. მშვი­დო­ბას, სი­კე­თეს, ახალ გა­მარ­ჯვე­ბებს გი­სურ­ვებთ ყვე­ლას. მრა­ვალ ახალ წელს და­ეს­წა­რით!" - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი სა­ა­ხალ­წლო მი­მარ­თვი­სას.

პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

გთავაზობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახლაწლო მილოცვებს:

მისი უწმინდესობა ილია მეორე:

"ქრისტესმიერ სიყვარულით ყველას მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს. ჩვენ შეჩვეული ვართ, როდესაც ვადარებთ წარსულს და მომავალს. წარსული წელი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის მადლით დავძლიეთ ეს წელი. სიყვარულით მივესალმები, ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისათა-ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და ყველას ვინც არის საქართველოში.

დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას ბედნიერებას, მაგრამ არ გვესმის რა არის ბედნიერება და რაშია ბედნიერება. ბედნიერება ის არის, როდესაც ადამიანი კმაყოფილია სულიერად და მატერიალურად, როდესაც დალოცვილია ღვთისაგან და თავისი მშობლებისაგან. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და ბიბლიაში სწერია - პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.

ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც უნარი შესწევს აპატიოს შეცდომები სხვა ადამიანს. როდესაც ადამიანი გრძნობს თავის დანაშაულს და მოინანიებს - ჰე უფალო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ხშირი შემთხვევაა როდესაც ადამიანი განიკითხავს სხვას და ის ცოდვები რომელიც მას ჩაუდენია, გადმოდის იმაზე ვინც განიკითხავს.

დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს შვილებს, ბავშვებს. ხშირი შემთხვევაა როდესაც ბავშვები იზრდებიან ქუჩაში, შედეგებიც სათანადოა.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ სიმშვიდეს. სიმშვიდემ უნდა დაისადგუროს თქვენს გულში და გონებაში. იყავით ბედნიერი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო".

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი, 2018 წელი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზიდან მიულოცა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა და ქვეყნის უზენაეს მიზნად აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მთლიანი საქართველოს შექმნა დაასახელა.

"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ 2018 წელს! გილოცავთ იმ დარბაზიდან, სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ ასმა წელმა დრამატულად განვლო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ დღესაც ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ვიღწვით უზენაესი მიზნისთვის - თავისუფალი საქართველოს შექმნისათვის. იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად.

უზენაესი მიზანია ერთიანი, მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად.

მიზნების მიღწევის მთავარი საშუალება, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი და უფრო ეფექტიანი განათლების სისტემაა. განათლების სისტემა, რომელიც უფრო ძლიერ ახალ თაობას გაზრდის.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად კიდევ უფრო წავახალისოთ მეწარმეები, ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის დოვლათს.

მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების ტრადიციას აგრძელებენ და ჩვენს ქვეყანას იცავენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ და გვერდში ამოვუდგეთ. მთავარი და მნიშვნელოვანია, მივიღოთ ერთმანეთის განსხვავებულობა და ვაღიაროთ ის, რომ ჩვენი ინდივიდუალიზმი ჩვენი სიმდიდრეა.ამ სულისკვეთებით, მე, ახალი 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე. გილოცავთ ამ წელს და მიგულეთ თქვენ თანამოაზრედ ყველა იმ ახალ გამარჯვებაში, რომელიც თავისუფლების სულისკვეთებით იქნება გაერთიანებული" - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი ბაკურიანიდან მიულოცა:

"გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და ყველა ჩვენგანისთვის ახალი შესაძლებლობების კიდევ ერთ წელს. გისურვებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა თქვენი იდეის განხორციელება შესაძლებელია; სადაც ყველანი ვუფრთხილდებით არსებულს და, ამავე დროს, საკუთარი ხელით ვქმნით ჩვენს მომავალს; სადაც ყველა ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს და ყველას შეგვიძლია, ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით ვემსახუროთ ჩვენს საყვარელ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ვაშენებთ.

წლევანდელ ახალ წელს გილოცავთ ბაკურიანიდან - ადგილიდან, რომელიც თოვლს, ახალ წელს, ჩვენს ბავშვობას, ახლა კი უკვე ჩვენი შვილების საუკეთესო დღეებს უკავშირდება. ბაკურიანი, ამავე დროს, ჩვენი მომავლის, ჩვენი განვითარების ნაწილიც გახლავთ. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ადგილი, ისევე, როგორც ჩვენი ულამაზესი სამშობლოს თითოეული ლამაზი კუთხე სულ უფრო და უფრო მეტი დადებითი ემოციით და იმედით აივსება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ 2018 წლის დადგომას! ბედნიერება, სიხარული არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს. მშვიდობას, სიკეთეს, ახალ გამარჯვებებს გისურვებთ ყველას. მრავალ ახალ წელს დაესწარით!" - განაცხადა კვირიკაშვილმა მოსახლეობისადმი საახალწლო მიმართვისას.