Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს
აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის აფგან მუხ­თარ­ლის და, დის­შვი­ლი და ძმის­შვი­ლი ზა­ქა­თა­ლა­ში, დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 14:00 სა­ათ­ზე­თი სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იპო­ვეს. გარ­დაც­ვა­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზით მო­წამ­ვლას უკავ­შირ­დე­ბა.

ჟურ­ნა­ლის­ტის და - ნუ­რა­ნი ზე­ი­ნა­ლაბ­დინ ტა­გი­ე­ვის ქუ­ჩა­ზე # 2-ში სახ­ლს ქი­რა­ობ­და. მას­თან ერ­თად გარ­დაც­ვლი­ლია მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და ძმის - რა­მა­ზა­ნის ასე­ვე მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა. Meydan TV-ის მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ აფგან მუხ­თარ­ლის ძმამ ელ­შან­მა აც­ნო­ბა.

ხი­ლეთ ვი­დეო

"ისი­ნი სახ­ლს გა­ზ­ქუ­რით ათ­ბობ­დნენ. ღა­მით ცე­ცხლი ჩაქ­რა, ძლი­ე­რი ქარი იყო. სახ­ლში გაზი დაგ­როვ­და", - გა­ნა­ცხა­და მან.

მისი თქმით, ბი­ნა­ში ნუ­რა­ნის კი­დევ ერთი ბავ­შვი იყო, რო­მე­ლიც გა­დარ­ჩა.

ელ­შა­ნის გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვლილ­თა ცხედ­რე­ბი ექ­სპერ­ტი­ზის­თვის გა­და­ას­ვე­ნეს.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო იზო­ლა­ტორ­ში მყო­ფი მუხ­თარ­ლიც. მან ად­ვო­კატ ელ­ჩინ სა­დი­ხოვს სთხო­ვა, გა­ზეთ "ბას­ტა­ინ­ფოს" რე­დაქ­ტორს ეშუ­ამ­დგომ­ლა, რომ გარ­დაც­ვლილ­თა დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ას და­ას­წრონ.

ამ დრო­ის­თვის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის პა­სუ­ხი უც­ნო­ბია.

აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს

აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი ზაქათალაში, დღეს, დაახლოებით 14:00 საათზეთი საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. გარდაცვალება, სავარაუდოდ, გაზით მოწამვლას უკავშირდება.

ჟურნალისტის და - ნურანი ზეინალაბდინ ტაგიევის ქუჩაზე # 2-ში სახლს ქირაობდა. მასთან ერთად გარდაცვლილია მისი მცირეწლოვანი შვილი და ძმის - რამაზანის ასევე მცირეწლოვანი გოგონა. Meydan TV-ის მომხდარის შესახებ აფგან მუხთარლის ძმამ ელშანმა აცნობა.

ხილეთ ვიდეო

"ისინი სახლს გაზქურით ათბობდნენ. ღამით ცეცხლი ჩაქრა, ძლიერი ქარი იყო. სახლში გაზი დაგროვდა", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ბინაში ნურანის კიდევ ერთი ბავშვი იყო, რომელიც გადარჩა.

ელშანის განცხადებით, გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზისთვის გადაასვენეს.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საგამოძიებო იზოლატორში მყოფი მუხთარლიც. მან ადვოკატ ელჩინ სადიხოვს სთხოვა, გაზეთ „ბასტაინფოს“ რედაქტორს ეშუამდგომლა, რომ გარდაცვლილთა დაკრძალვის ცერემონიას დაასწრონ.

ამ დროისთვის პენიტენციური სამსახურის პასუხი უცნობია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"