პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი განრიგით იმუშავებს ახალი წლის ღამეს მეტრო, ავტობუსები და საბაგირო
როგორი განრიგით იმუშავებს ახალი წლის ღამეს მეტრო, ავტობუსები და საბაგირო

31 დე­კემ­ბერს, "თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი", ავ­ტო­ბუ­სე­ბი და სა­ბა­გი­რო "რიყე-ნა­რი­ყა­ლა" მო­ქა­ლა­ქე­ებს უფა­სოდ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი წლის ღა­მეს, "მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი" და ავ­ტო­ბუ­სე­ბი 23:00 სა­ა­თი­დან, პირ­ვე­ლი იან­ვრის 04:00 სა­ა­თამ­დე იმუ­შა­ვე­ბენ, ხოლო სა­ბა­გი­რო - 03:00 სა­ა­თამ­დე.

მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­და­ქა­ლაქ­ში 160 ერ­თე­უ­ლამ­დე ავ­ტო­ბუ­სი ძი­რი­თა­დად, 30 წუ­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით იმოძ­რა­ვებს. ისი­ნი მგზავ­რებს მეტ­რო­სად­გუ­რე­ბამ­დე, სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ად­გი­ლე­ბამ­დე და ცენ­ტრა­ლურ უბ­ნე­ბამ­დე გა­და­იყ­ვა­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა მეტ­როს, მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის მიზ­ნით, თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლი­სის მეტ­როს პირ­ველ ხაზ­ზე ("ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი" – "ვარ­კე­თი­ლი"), პი­კის სა­ა­თებ­ში მა­ტა­რებ­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის ინ­ტერ­ვა­ლი მცირ­დე­ბა. კერ­ძოდ, 21 დე­კემ­ბრი­დან ახალ წლამ­დე, თბი­ლი­სის მეტ­როს პირ­ველ ხაზს 08:00-დან 11:00 სა­ა­თამ­დე და 17:00-დან 20:00 სა­ა­თამ­დე, ორი მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბა და­ე­მა­ტე­ბა.

მა­ტა­რებ­ლე­ბი სამ­წუ­თი­ა­ნი შუ­ა­ლე­დით იმოძ­რა­ვე­ბენ. გარ­და ამი­სა, 30-31 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის "მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი" შა­ბათ-კვი­რის გან­რი­გის ნაც­ვლად, სა­მუ­შაო დღე­ე­ბის გან­რი­გი­თა და ინ­ტერ­ვა­ლით იმუ­შა­ვებს.

მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი მგზავ­რებს გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი გრა­ფი­კი­თა და უფა­სოდ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა შო­ბის ღა­მე­საც. იგი 2018 წლის 6 იან­ვრის 24:00 სა­ა­თი­დან, 2018 წლის 7 იან­ვრის 04:00 სა­ა­თამ­დე იმუ­შა­ვებს.

როგორი განრიგით იმუშავებს ახალი წლის ღამეს მეტრო, ავტობუსები და საბაგირო

როგორი განრიგით იმუშავებს ახალი წლის ღამეს მეტრო, ავტობუსები და საბაგირო

31 დეკემბერს, "თბილისის მეტროპოლიტენი", ავტობუსები და საბაგირო "რიყე-ნარიყალა" მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს, "მეტროპოლიტენი" და ავტობუსები 23:00 საათიდან, პირველი იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო საბაგირო - 03:00 საათამდე.

მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში 160 ერთეულამდე ავტობუსი ძირითადად, 30 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ისინი მგზავრებს მეტროსადგურებამდე, სადღესასწაულო ღონისძიებების ადგილებამდე და ცენტრალურ უბნებამდე გადაიყვანენ.

რაც შეეხება მეტროს, მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისა და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ("ახმეტელის თეატრი" – "ვარკეთილი"), პიკის საათებში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება. კერძოდ, 21 დეკემბრიდან ახალ წლამდე, თბილისის მეტროს პირველ ხაზს 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, ორი მოძრავი შემადგენლობა დაემატება.

მატარებლები სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ. გარდა ამისა, 30-31 დეკემბერს, თბილისის "მეტროპოლიტენი" შაბათ-კვირის განრიგის ნაცვლად, სამუშაო დღეების განრიგითა და ინტერვალით იმუშავებს.

მეტროპოლიტენი მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკითა და უფასოდ მოემსახურება შობის ღამესაც. იგი 2018 წლის 6 იანვრის 24:00 საათიდან, 2018 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი