მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედი მაქვს, მომცემთ შანსს, ცოტა დრო გავატარო შვილთან" - საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქე ირინა სავიცკაია საპატიმროში დატოვა
"იმედი მაქვს, მომცემთ შანსს, ცოტა დრო გავატარო შვილთან" - საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქე ირინა სავიცკაია საპატიმროში დატოვა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ირი­ნა სა­ვიც­კა­ია კვლავ სა­პა­ტიმ­რო­ში და­ტო­ვა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას სა­ექ­სტრა­და­ციო პა­ტიმ­რო­ბა კი­დევ სამი თვით გა­უგ­რძელ­და. სა­ექ­სტრა­და­ციო პა­ტიმ­რო­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის შე­ამ­დგომ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ა­ყე­ნა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა მო­სა­მარ­თლეს ნაკ­ლე­ბად მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა სთხო­ვეს და 150 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რაო შეს­თა­ვა­ზეს. თა­ვად ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ამ კი­დევ ერთხელ უარ­ყო უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი და გა­ნა­ცხა­და, რომ უდა­ნა­შა­უ­ლოა.

"იმე­დი მაქვს, მომ­ცემთ შანსს, ცოტა დრო გა­ვა­ტა­რო შვილ­თან ერ­თად. მე არ ვა­პი­რებ გაქ­ცე­ვას და თა­ნახ­მა ვარ ყვე­ლა სა­ხის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გარ­და პა­ტიმ­რო­ბი­სა" - მი­მარ­თა ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ამ მო­სა­მარ­თლეს.

ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­უ­სა­ბუ­თებ­ლად მი­ი­ჩია.

"სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტა­ცია ძნე­ლად თუ შე­იძ­ლე­ბა, მო­ე­პო­ვე­ბო­დეს სა­სა­მარ­თლოს ამა­ზე უფრო მყა­რი, რო­დე­საც ქალ­ბა­ტონს, არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის დე­დას, მა­შინ, როცა დაც­ვის მხრი­დან შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლია მყა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი გი­რა­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტო­ვებს მა­ინც და მა­ინც პა­ტიმ­რო­ბა­ში. მა­შინ, რო­დე­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად რე­ლე­ვან­ტუ­რი იყო, რომ ნაკ­ლე­ბად მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა ყო­ფი­ლი­ყო შე­ფარ­დე­ბუ­ლი" - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა.

ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას სა­ექ­სტრა­და­ციო პა­ტიმ­რო­ბა კი­დევ სამი თვით გა­უ­ხან­გრძლივ­და, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა იყო, რომ ჯერ ვერ გა­ვერ­კვი­ეთ საქ­მე­ში და გთხოვთ კი­დევ სამი თვით და­ტო­ვეთ ეს ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ში, სა­ნამ ჩვენ გა­ვერ­კვე­ვით ექ­სტრა­დი­ცია შე­იძ­ლე­ბა თუ არა. ჩვენ ვი­თხოვ­დით ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, სა­ნამ თქვენ გა­ერ­კვე­ვით გთხოვთ, რომ ამ ადა­მი­ანს მი­ე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თა­ვის არას­რულ­წლო­ვან ავად­მყოფ შვილ­თან ერ­თად გა­ა­ტა­როს გი­რა­ოს ქვეშ.

არის პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც თვი­თონ პრო­კუ­რა­ტუ­რა არ უარ­ყოფს, რომ, რა თქმა უნდა, ეს და­საშ­ვე­ბო­ბის ეტაპ­ზეა გან­სა­ხილ­ვე­ლი, სა­დაც პირ­და­პირ არის ნაჩ­ვე­ნე­ბი, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახორ­ცი­ე­ლებს არ­ნა­ხულ დევ­ნას, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის შე­კერ­ვას, პი­რე­ბის დევ­ნას და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია აი ეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, რო­გორც ინ­სტრუ­მენ­ტი პი­რე­ბის დევ­ნის თვალ­საზ­რი­სით"- გან­მარ­ტა გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა და აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ არც სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს იმე­დი არ აქვს, რად­გან ამ დრომ­დე ჩა­ტა­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე მან სა­მარ­თლებ­რი­ვი მიდ­გო­მა ვერ და­ი­ნა­ხა.

"აქ აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბია. მა­შინ, რო­დე­საც პირ­და­პირ არის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რე­კო­მენ­და­ცია, მა­შინ რო­დე­საც არის ინ­ტერ­პო­ლის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს პირ­და­პი­რი ჩარ­თუ­ლო­ბა, რომ აქ არის ნიშ­ნე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის და არ არის, ასე ვთქვათ, სა­მარ­თლებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით გა­მარ­თუ­ლი საქ­მე, არ იღებს ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო ამას მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა და კი­დევ ერთხელ მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ სა­ექ­სტრა­და­ციო კონ­კრე­ტულ საქ­მე­ში, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს ეხე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, არის და­ყე­ნე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და არა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი",- გან­მარ­ტა ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას ად­ვო­კატ­მა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტა­ნი­ლი მათი სარ­ჩე­ლიც არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას უფ­ლე­ბათ­დამ­ცვე­ლე­ბი ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მი­ღე­ბუ­ლი იმ აქ­ტის გა­უქ­მე­ბას ითხოვ­დნენ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა.

ირი­ნა სა­ვიც­კა­ია სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია "ლე­ა­დერ დის­ტრი­ბუ­ტი­ონ"-ის ბუ­ღალ­ტე­რია, ამას­თა­ნა­ვე არის უკ­რა­ი­ნა­ში მოქ­მე­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი რა­დი­კა­ლუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი­სა და სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტის სერ­გეი რი­ბალ­კას მე­გო­ბა­რი.

სა­ვიც­კა­ი­ამ ჯერ კი­დევ უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რე­ბის დროს, იმ კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თან ერ­თად, რო­მელ­შიც ბუ­ღალ­ტრად მუ­შა­ობ­და, სა­სა­მარ­თლოს სარ­ჩე­ლით მი­მარ­თა, რათა მომ­ხდა­რი­ყო მე­ო­რე კომ­პა­ნი­ის­თვის და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­კის­რე­ბა და სა­სა­მარ­თლოს გზით აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ამო­ღე­ბა. სა­ვიც­კა­ი­ას ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ეს უფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ შე­ფა­სე­ბუ­ლია, რო­გორც კომ­პა­ნი­ის ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბის მცდე­ლო­ბა, სწო­რედ ამ ბრალ­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღიძ­რა სა­ვიც­კა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე უკ­რა­ი­ნა­ში.

ირი­ნა სა­ვიც­კა­ია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 30 ივ­ნისს ქა­ლაქ ბა­თუმ­ში და­ა­კა­ვეს. უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან სა­ვიც­კა­ი­ას ექ­სტრა­დი­რე­ბას მო­ი­თხოვს.

სა­ლო­მე აბუ­ლაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"იმედი მაქვს, მომცემთ შანსს, ცოტა დრო გავატარო შვილთან" - საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქე ირინა სავიცკაია საპატიმროში დატოვა

"იმედი მაქვს, მომცემთ შანსს, ცოტა დრო გავატარო შვილთან" - საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქე ირინა სავიცკაია საპატიმროში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქე ირინა სავიცკაია კვლავ საპატიმროში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირინა სავიცკაიას საექსტრადაციო პატიმრობა კიდევ სამი თვით გაუგრძელდა. საექსტრადაციო პატიმრობის გახანგრძლივების შეამდგომლობა საქართველოს პროკურატურამ დააყენა. სასამართლო პროცესზე ირინა სავიცკაიას უფლებადამცველებმა მოსამართლეს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება სთხოვეს და 150 ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზეს. თავად ირინა სავიცკაიამ კიდევ ერთხელ უარყო უკრაინის ხელისუფლების მიერ წაყენებული ბრალი და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.

"იმედი მაქვს, მომცემთ შანსს, ცოტა დრო გავატარო შვილთან ერთად. მე არ ვაპირებ გაქცევას და თანახმა ვარ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიებაზე გარდა პატიმრობისა" - მიმართა ირინა სავიცკაიამ მოსამართლეს.

ირინა სავიცკაიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩია.

"სამართლებრივი არგუმენტაცია ძნელად თუ შეიძლება, მოეპოვებოდეს სასამართლოს ამაზე უფრო მყარი, როდესაც ქალბატონს, არასრულწლოვანი შვილის დედას, მაშინ, როცა დაცვის მხრიდან შეთავაზებულია მყარი პოზიციები გირაოსთან დაკავშირებით, ტოვებს მაინც და მაინც პატიმრობაში. მაშინ, როდესაც აბსოლუტურად რელევანტური იყო, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ყოფილიყო შეფარდებული" - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ირინა სავიცკაიას უფლებადამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც, ირინა სავიცკაიას საექსტრადაციო პატიმრობა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"პროკურატურის შუამდგომლობა იყო, რომ ჯერ ვერ გავერკვიეთ საქმეში და გთხოვთ კიდევ სამი თვით დატოვეთ ეს ადამიანი ციხეში, სანამ ჩვენ გავერკვევით ექსტრადიცია შეიძლება თუ არა. ჩვენ ვითხოვდით ძალიან მარტივად, სანამ თქვენ გაერკვევით გთხოვთ, რომ ამ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, რომ თავის არასრულწლოვან ავადმყოფ შვილთან ერთად გაატაროს გირაოს ქვეშ.

არის პირდაპირი მტკიცებულებები, რომელზეც თვითონ პროკურატურა არ უარყოფს, რომ, რა თქმა უნდა, ეს დასაშვებობის ეტაპზეა განსახილველი, სადაც პირდაპირ არის ნაჩვენები, რომ უკრაინის ხელისუფლება ახორციელებს არნახულ დევნას, სისხლის სამართლის საქმეების შეკერვას, პირების დევნას და გამოყენებულია აი ეს სისხლის სამართლის საქმე, როგორც ინსტრუმენტი პირების დევნის თვალსაზრისით"- განმარტა გიორგი კონდახიშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ არც სააპელაციო სასამართლოს იმედი არ აქვს, რადგან ამ დრომდე ჩატარებულ სასამართლო პროცესებზე მან სამართლებრივი მიდგომა ვერ დაინახა.

"აქ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებია. მაშინ, როდესაც პირდაპირ არის სახალხო დამცველის რეკომენდაცია, მაშინ როდესაც არის ინტერპოლის ეროვნული ბიუროს პირდაპირი ჩართულობა, რომ აქ არის ნიშნები პოლიტიკური დევნის და არ არის, ასე ვთქვათ, სამართლებრივი თვალსაზრისით გამართული საქმე, არ იღებს ქართული სასამართლო ამას მხედველობაში, რაც ძალიან სამწუხაროა და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ საექსტრადაციო კონკრეტულ საქმეში, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს ეხება, პირველ რიგში, არის დაყენებული ქვეყნების ურთიერთობები და არა ადამიანის უფლებები და სამართლებრივი პროცედურები",- განმარტა ირინა სავიცკაიას ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი მათი სარჩელიც არ დააკმაყოფილა. ირინა სავიცკაიას უფლებათდამცველები ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიღებული იმ აქტის გაუქმებას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც, ირინა სავიცკაიას ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა.

ირინა სავიცკაია სადისტრიბუციო კომპანია "ლეადერ დისტრიბუტიონ"-ის ბუღალტერია, ამასთანავე არის უკრაინაში მოქმედი ოპოზიციური რადიკალური პარტიის ლიდერისა და სახალხო დეპუტატის სერგეი რიბალკას მეგობარი.

სავიცკაიამ ჯერ კიდევ უკრაინაში ცხოვრების დროს, იმ კომპანიის დირექტორთან ერთად, რომელშიც ბუღალტრად მუშაობდა, სასამართლოს სარჩელით მიმართა, რათა მომხდარიყო მეორე კომპანიისთვის დავალიანების დაკისრება და სასამართლოს გზით აღნიშნული დავალიანების ამოღება. სავიცკაიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, კონსტიტუციურად გარანტირებული ეს უფლება უკრაინის პროკურატურის მიერ შეფასებულია, როგორც კომპანიის ქონების მითვისების მცდელობა, სწორედ ამ ბრალდების საფუძველზე აღიძრა სავიცკაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკრაინაში.

ირინა სავიცკაია სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 30 ივნისს ქალაქ ბათუმში დააკავეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებისგან სავიცკაიას ექსტრადირებას მოითხოვს.

სალომე აბულაშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ