საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თოვლის ბაბუ, ახლაც ჩემთვის არაფერს გთხოვ..." - რა სურვილები აქვს საახალწლოდ მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცს
 "თოვლის ბაბუ, ახლაც ჩემთვის არაფერს გთხოვ..." - რა სურვილები აქვს საახალწლოდ მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცს

მას უკვე შე­არ­ქვეს და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი გო­ლი­ა­თი.

24 წლის ასაკ­ში, მისი ტი­ტუ­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შთამ­ბეჭ­და­ვია. თუ შე­იძ­ლე­ბა, ამ ქვე­ყა­ნა­ში ვინ­მეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეწო­დოს, ეს ძა­ლო­სა­ნი ლაშა ტა­ლა­ხა­ძეა. ვინც ლა­შას იც­ნობს და ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნია, და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ეს ბიჭი ადა­მი­ა­ნო­ბა­შიც ჩემ­პი­ო­ნია. ის დიდი ბავ­შვია, რო­მელ­საც დღემ­დე გა­წით­ლე­ბის უნა­რი შერ­ჩე­ნია.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ჩემ­პი­ო­ნის ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც მან ჟურ­ნალ "გზას" ცოტა ხნის წინ მის­ცა:

- ვიცი, რომ ბევ­რი ქვეყ­ნი­დან გაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე მათი სა­ხე­ლით გახ­ვი­დე, მათ შო­რის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კუ­თხით, ძა­ლი­ან მაც­დუ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც გქო­ნია, მაგ­რამ უარს ამ­ბობ. რა­ტომ?

- დიახ, მსგავ­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ბევ­რჯერ მქონ­და, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე უარი ვთქვი. დავ­ფიქ­რდი, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, სხვა ქვეყ­ნის დრო­შა უნდა ავ­წიო და მო­ვი­ფა­რო, ეს იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ვე­რაფ­რით შევ­ძლებ.

- 2017 წელი შენ­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, 2018 წლის­გან რას ელო­დე­ბი, რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- ეს და გა­სუ­ლი წლე­ბიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. ყვე­ლა ტი­ტუ­ლი, რაც კი არ­სე­ბობს, მო­პო­ვე­ბუ­ლი მაქვს. მო­მა­ვა­ლი 2018 წე­ლიც უკვე და­გეგ­მი­ლია. წინ ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბია. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მოს­ვლა მე­ტად რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო იქ­ნე­ბა, რად­გან 2020 წლის ოლიმ­პი­ა­დის ლი­ცენ­ზი­ე­ბი თა­მაშ­დე­ბა. მარ­ტის ბო­ლოს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტია, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვალ და ვეც­დე­ბი, უკვე მე­სა­მედ გავ­ხდე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. 15 იან­ვრი­დან ვარ­ჯიშს და­ვი­წყებ. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­შუ­ა­ლოდ 5 სა­ათს ვვარ­ჯი­შობ, როცა შე­ჯიბ­რე­ბა ახ­ლოვ­დე­ბა და დატ­ვირ­თულ რე­ჟი­მი მაქვს, მაგ დროს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვვარ­ჯი­შობ.

- ბავ­შვო­ბა­ში თოვ­ლის ბა­ბუ­ას წე­რი­ლებს სწერ­დი?

- ასე­თი რამ არ მახ­სენ­დე­ბა. ვი­ცო­დი, სა­ჩუქ­რებს მშობ­ლე­ბი რომ მი­კე­თებ­დნენ. ამ­ბობ­დნენ, თოვ­ლის ბა­ბუ­ამ მო­გი­ტა­ნაო. ამ სა­კითხს დი­დად არ ვი­ძი­ებ­დი.

- თოვ­ლის ბა­ბუ­ას ახლა რას მის­წერ­დი?

- რა ვიცი, რა მივ­წე­რო? რაც მინ­დო­და, ყვე­ლა სურ­ვი­ლი ამის­რულ­და. ახლა მხო­ლოდ ერთ რა­მეს ვთხოვ. "თოვ­ლის ბაბუ! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვო­ბა­ში თქვენ­თვის წე­რი­ლი არას­დროს მო­მი­წე­რია და არა­ფე­რი მი­თხო­ვია, მა­ინც ყვე­ლა­ფერს მის­რუ­ლებ. დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის. ახ­ლაც ჩემ­თვის არა­ფერს გთხოვ. ძა­ლი­ან მინ­და, ყვე­ლა ბავ­შვთან მიხ­ვი­დე და გა­ა­ხა­რო, ვი­საც ეს მარ­თლა სჭირ­დე­ბა. ჰო, ასე­თე­ბი დი­დე­ბიც არი­ან და მათ­თა­ნაც მიდი და გა­ა­ხა­რე, ძა­ლი­ან გთხოვ. დიდი სიყ­ვა­რუ­ლით, ლაშა ტა­ლა­ხა­ძე"... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად სპორ­ტსმე­ნის ინ­ტერ­ვიუ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"თოვლის ბაბუ, ახლაც ჩემთვის არაფერს გთხოვ..." - რა სურვილები აქვს საახალწლოდ მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცს

 "თოვლის ბაბუ, ახლაც ჩემთვის არაფერს გთხოვ..." - რა სურვილები აქვს საახალწლოდ მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცს

მას უკვე შეარქვეს დაუმარცხებელი გოლიათი.

24 წლის ასაკში, მისი ტიტულების ჩამონათვალი შთამბეჭდავია. თუ შეიძლება, ამ ქვეყანაში ვინმეს წარმატებული ეწოდოს, ეს ძალოსანი ლაშა ტალახაძეა. ვინც ლაშას იცნობს და ურთიერთობა ჰქონია, დამეთანხმება, რომ ეს ბიჭი ადამიანობაშიც ჩემპიონია. ის დიდი ბავშვია, რომელსაც დღემდე გაწითლების უნარი შერჩენია.

გთავაზობთ ამონარიდებს ჩემპიონის ინტერვიუდან, რომელიც მან ჟურნალ "გზას" ცოტა ხნის წინ მისცა:

- ვიცი, რომ ბევრი ქვეყნიდან გაქვს შემოთავაზება, ჩემპიონატებზე მათი სახელით გახვიდე, მათ შორის, მატერიალური კუთხით, ძალიან მაცდური შემოთავაზებებიც გქონია, მაგრამ უარს ამბობ. რატომ?

- დიახ, მსგავსი შემოთავაზება ბევრჯერ მქონდა, მაგრამ ყოველ ჯერზე უარი ვთქვი. დავფიქრდი, გამარჯვების შემდეგ, სხვა ქვეყნის დროშა უნდა ავწიო და მოვიფარო, ეს იმდენად წარმოუდგენელია, ვერაფრით შევძლებ.

- 2017 წელი შენთვის წარმატებული იყო, 2018 წლისგან რას ელოდები, რა გეგმები გაქვს?

- ეს და გასული წლებიც ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო. ყველა ტიტული, რაც კი არსებობს, მოპოვებული მაქვს. მომავალი 2018 წელიც უკვე დაგეგმილია. წინ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებია. მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეტად რთული და საპასუხისმგებლო იქნება, რადგან 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები თამაშდება. მარტის ბოლოს ევროპის ჩემპიონატია, აუცილებლად გავალ და ვეცდები, უკვე მესამედ გავხდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. 15 იანვრიდან ვარჯიშს დავიწყებ. დღის განმავლობაში, საშუალოდ 5 საათს ვვარჯიშობ, როცა შეჯიბრება ახლოვდება და დატვირთულ რეჟიმი მაქვს, მაგ დროს მთელი დღის განმავლობაში ვვარჯიშობ.

- ბავშვობაში თოვლის ბაბუას წერილებს სწერდი?

- ასეთი რამ არ მახსენდება. ვიცოდი, საჩუქრებს მშობლები რომ მიკეთებდნენ. ამბობდნენ, თოვლის ბაბუამ მოგიტანაო. ამ საკითხს დიდად არ ვიძიებდი.

- თოვლის ბაბუას ახლა რას მისწერდი?

- რა ვიცი, რა მივწერო? რაც მინდოდა, ყველა სურვილი ამისრულდა. ახლა მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ. "თოვლის ბაბუ! მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში თქვენთვის წერილი არასდროს მომიწერია და არაფერი მითხოვია, მაინც ყველაფერს მისრულებ. დიდი მადლობა ამისთვის. ახლაც ჩემთვის არაფერს გთხოვ. ძალიან მინდა, ყველა ბავშვთან მიხვიდე და გაახარო, ვისაც ეს მართლა სჭირდება. ჰო, ასეთები დიდებიც არიან და მათთანაც მიდი და გაახარე, ძალიან გთხოვ. დიდი სიყვარულით, ლაშა ტალახაძე"... წაიკითხეთ ვრცლად სპორტსმენის ინტერვიუ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი