პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინასაახალწლო რჩევები წლის ყველაზე პოპულარული ენდოკრინოლოგისგან
წინასაახალწლო რჩევები წლის ყველაზე პოპულარული ენდოკრინოლოგისგან

ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა, წლის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ექი­მად ჩავ­თვა­ლოთ - ის 2017 წელს AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტი რამ­დენ­ჯერ­მე იყო და მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს 300 000-მდე მკი­თხვე­ლი გა­ეც­ნო. სა­ა­ხალ­წლოდ ლაშა ექიმს ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბულ ამ­პლუ­ა­ში წარ­მო­გიდ­გენთ. გვე­სუბ­რე­ბა იმა­ზე, თუ რო­გორ გახ­და ექი­მი, რა­ტომ აირ­ჩია ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია, რა­ტომ არ იც­ვამს კლი­ნი­კა­ში ხა­ლათს და რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი აქვს სა­ა­ხალ­წლოდ სა­კუ­თა­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის.

"ბავ­შვო­ბა­ში ექი­მო­ბა ძა­ლი­ან მინ­დო­და და რო­დე­საც ვთა­მა­შობ­დი ხოლ­მე, სა­ბავ­შვო ბა­ღი­დან და­წყე­ბუ­ლი, ვცდი­ლობ­დი, ექი­მის როლი მო­მერ­გო, ფო­ნენ­დოს­კო­პით და თერ­მო­მეტ­რით დავ­დი­ო­დი. თუმ­ცა ზრდას­რულ ასაკ­ში ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მო­მინ­და. მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ 9 კლა­სის შემ­დეგ იძუ­ლე­ბით, იმის გამო, რომ მი­ღე­ბა სხვა­გან არ იყო, სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯში მოვ­ხვდი. მერე მე­დი­ცი­ნამ ჩა­მით­რია და სა­ბო­ლო­ოდ ამ სფე­როს შე­მოვ­რჩი. შემ­დგომ იყო უკვე სწავ­ლა სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ვფიქ­რობ, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე და ჩემს თავს მე­დი­ცი­ნის გარ­და სხვა­გან ვერც ვხე­დავ. ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­და, ამ პრო­ფე­სი­ით ვცხოვ­რობ, დრო­ის უდი­დეს ნა­წილს სამ­სა­ხურ­ში ვა­ტა­რებ. არა­სა­მუ­შაო სა­ა­თებ­შიც ხში­რად მი­წევს პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, მი­ღე­ბა, მოს­მე­ნა. ამ ეტა­პის­თვის, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად გვერ­დით მაქვს გა­და­დე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­ა­ში ვარ ჩაფ­ლუ­ლი..." - გვე­უბ­ნე­ბა ლაშა და კი­თხვა­ზე, რა­ტომ აირ­ჩია ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია, ასე­თი პა­სუ­ხი აქვს:

"მე­ო­რე კურ­სი­დან პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის­თვის ერთ-ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სამ­სა­ხუ­რი ქი­რურ­გის ასის­ტენ­ტად და­ვი­წყე, თუმ­ცა ქი­რურ­გი­ა­ში წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი დავ­ყა­ვი. მაგ­რამ ერთ-ერთი დის­ციპ­ლი­ნის გავ­ლი­სას, რო­მელ­საც ელე­ნე გი­ორ­გა­ძე მას­წავ­ლი­და, შე­მომ­თა­ვა­ზა, ბედი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ა­ში მე­ცა­და. იქ­ნებ მუ­შა­ო­ბა ჩვენ­თან და­გე­წყოო. სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, თან, საყ­ვა­რელ საქ­მეს გა­ვა­კე­თებ­დი და ამა­ში ხელ­ფასს გა­და­მიხ­დიდ­ნენ, რა­ტო­მაც არა? მოკ­ლედ, მე­ო­თხე­კურ­სელ­მა ელე­ნე გი­ორ­გა­ძის კლი­ნი­კა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა.

ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ამ ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, ჩა­მით­რია, სა­ინ­ტე­რე­სო სფე­როა, მუდ­მი­ვად გი­ზი­დავს და სულ ძი­ე­ბა­ში ხარ, ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბას პა­ცი­ენ­ტთან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავ, რად­გა­ნაც ჰორ­მო­ნა­ლუ­რი სის­ტე­მა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია და მუდ­მი­ვად გა­ნუ­წყვეტ­ლივ სი­ახ­ლეს პო­უ­ლობ. პა­ცი­ენ­ტებ­თან ერ­თად გა­ნიც­დი," - ამ­ბობს ლაშა უჩა­ვა.

- რაც შე­ე­ხე­ბა პა­ცი­ენ­ტებ­თან თქვენ ურ­თი­ერ­თო­ბას და სა­ერ­თოდ, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის მქო­ნე, ჭარ­ბწო­ნი­ა­ნე­ბი რო­გო­რე­ბი არი­ან?..

- ისი­ნი თა­ვი­ანთ და­ა­ვა­დე­ბას­თან პრო­ტეს­ტის დიდი გრძნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, რას­თა­ნაც გამ­კლა­ვე­ბა მი­ჭირს. მკურ­ნა­ლო­ბას არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან. ქალ­ბა­ტო­ნი ლენა თა­ვი­დან­ვე მე­უბ­ნე­ბო­და ხოლ­მე, როცა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ას ვი­წყებ­დი, იცო­დე, მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტი ამ სფე­რო­ში არ იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან აქ ყვე­ლა პა­თო­ლო­გია არის ქრო­ნი­კუ­ლი, ამი­ტომ, ავად­მყო­ფი უნდა და­ი­მე­გობ­რო, რად­გა­ნაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ერ­თად უნდა მარ­თოთ და­ა­ვა­დე­ბა. ჰოდა, ამ ადა­მი­ა­ნებს სულ ვარ­წმუ­ნებ იმა­ში, რომ ერ­თად უნდა გა­ვი­ა­როთ გზა, რომ სა­ბო­ლოო შე­დე­გამ­დე მი­ვი­დეთ. ასე რომ, სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­ტი­პთან და და­ა­ვა­დე­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მას­თან გვაქვს საქ­მე...

- რო­გორც გა­ვი­გე, თქვენ ხართ ექი­მი, რო­მელ­საც ხა­ლა­თით კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნა არ გიყ­ვართ. ეს რა­ი­მე ფო­ბი­ას ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, არა, ასე­თი ფო­ბია რომ იყოს, ეს ბავ­შვო­ბა­ში მი­ღე­ბულ რა­ი­მე სტრესს და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და. არა­და, გი­თხა­რით, რომ თა­ვი­დან­ვე ექი­მო­ბა მინ­დო­და, სა­ა­ვად­მყო­ფოს სუნ­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი, ექი­მებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მსი­ა­მოვ­ნებ­და, მა­მი­დაც ექი­მი მყავ­და და თეთრხა­ლა­თი­ა­ნებ­თან ხში­რად ვკონ­ტაქ­ტობ­დი. თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში მეც და­ვი­წყე საქ­მი­ა­ნო­ბა, ხა­ლა­თით ვი­ყა­ვი, მაგ­რამ სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში, გარ­კვე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მიჩ­ნდა, რო­დე­საც გავ­დი­ო­დი დის­ციპ­ლი­ნას, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტი­სა და ფსი­ქო­ლო­გის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ეხე­ბო­და. იქ აქ­ცენ­ტე­ბი იყო გა­კე­თე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის ემო­ცი­ა­ზე თეთრ ხა­ლათ­თან და­კავ­ში­რე­ბით, "თეთ­რი ხა­ლა­თი" მათ გარ­კვე­ულ ბა­რი­ერს უქ­მინ­და, რის გა­მოც აე­სა­ხე­ბო­დათ ტა­ქი­კარ­დი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია და ა.შ. რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ რად­გა­ნაც და­ა­ვა­დე­ბის დროს მე და პა­ცი­ენ­ტმა ერ­თად უნდა ვი­მუ­შა­ვოთ, ერ­თად მი­ვაღ­წი­ოთ მი­ზანს და ამ დროს ბა­რი­ე­რი არა­ფერ­მა უნდა შექ­მნას...

- პა­ცი­ენ­ტებს, ძი­რი­თა­დად ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის­კენ უბიძ­გებთ. თა­ვად რამ­დე­ნად მიჰ­ყვე­ბით ცხოვ­რე­ბის ასეთ სტილს?

- რო­დე­საც ექი­მი სხვას სწო­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის­კენ მო­უ­წო­დებს, ამის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბაც უნდა ჰქონ­დეს, ამი­ტომ, ვცდი­ლობ, ვიყო ფორ­მა­ში და და­ვიც­ვა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი, ვი­ნა­ი­დან შემ­დგომ­ში არ მექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, სხვას რამე ვუ­კარ­ნა­ხო. მათ მა­გი­და­ზე ხე­ლის დარ­ტყმით არ ვე­ლა­პა­რე­ა­კე­ბი. ვერც თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას ვუკ­რძა­ლავ, ვი­ნა­ი­დან თვი­თონ ვარ თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რე­ბე­ლი. უბ­რა­ლოდ ვუხ­სნი, რას წარ­მო­ად­გენს ის და უღირს თუ არა თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა. მოკ­ლედ, ვცდი­ლობ, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით მეც ვი­ცხოვ­რო.

- ახა­ლი წელი მო­დის, ადა­მი­ა­ნე­ბი ხან­გრძლი­ვი ქე­ი­ფის რე­ჟიმ­ში გა­და­დი­ან. რა რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ?

- პირ­ვე­ლი, ზო­მი­ე­რე­ბის დაც­ვაა, თან, მარ­ხვის პე­რი­ო­დი უწევს და შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­ულ წი­ლად, ეს წი­ნა­ღო­ბებს ქმნის. ამ პე­რი­ოდ­ში უმე­ტე­სად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, სა­ხა­მებ­ლის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რაც ისე­დაც ჭარბ წო­ნა­ზე არ­ცთუ კარ­გად მოქ­მე­დებს. ამი­ტომ, ზო­მი­ე­რე­ბა კი­დევ უფრო სა­ჭი­როა.

სა­სუ­რევ­ლია 31-ში ღა­მის 12 სა­ა­თი­დან არ და­ვი­წყოთ ყვე­ლაფ­რის მირ­თმე­ვა და მე­ო­რე დღის სა­დი­ლით შე­მო­ვი­ფარ­გლოთ. მარ­ხვის გახ­სნი­ლე­ბის შემ­დე­გაც უცებ და ერ­თდრო­უ­ლად არ უნდა მი­ი­ღოთ ყვე­ლა სა­ხის პრო­დუქ­ტი, ორ­გა­ნიზ­მი რომ არ გა­და­იტ­ვირ­თოს. სა­ჭი­როა რძის პრო­დუქ­ტე­ბის ჩარ­თვა და ამის შემ­დგომ ნელ-ნელა ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა.

და კი­დევ, რა­საც ახლა ვი­ტყვი, სა­კუ­თარ თავ­საც იმა­ვეს ვურ­ჩევ­დი:

  • ვიკ­ვე­ბოთ ჯან­სა­ღად, რა სა­შუ­ა­ლე­ბა­საც გვაძ­ლევს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, მი­ვი­ღოთ ყვე­ლა ის სა­ყუ­ა­თო ნივ­თი­ე­რე­ბა, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მში ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­თვის;
  • სა­ჭი­როა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, თუნ­დაც დამ­ღლე­ლი სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ (25-30 წუთი) სუფ­თა ჰა­ერ­ზე ფე­ხით სი­ა­რუ­ლი;
  • დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­ლი­ოთ სუფ­თა წყა­ლი (6-8 ჭიქა);
  • და ვი­ცხოვ­როთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით!
- რა სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­თი­თე­ბე­ბი გაქვთ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის.

- აქ სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­თი­თე­ბე­ბია, ვე­უბ­ნე­ბი, რომ 6 დღე აქვთ დღე­სას­წა­უ­ლის­თვის, რო­დე­საც გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა შე­იძ­ლე­ბა. ვი­ნა­ი­დან წე­სე­ბი სწო­რედ იმას აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი დარ­ღვე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ერთ-ერთი ასე­თი არის ახა­ლი წელი. თუმ­ცა მათი და­ა­ვა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ქრო­ნი­კუ­ლია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეს­წავ­ლი­ლი ჰყავთ სა­კუ­თა­რი თავი და იცი­ან, რითი უნდა და­არ­ღვი­ონ და რითი არა, აკონ­ტრო­ლე­ბენ. ჩვე­ნი, ექი­მე­ბის ვა­ლია, რომ ეს აკ­რძალ­ვე­ბიც ისე უნდა მი­ვა­წო­დოთ პა­ცი­ენ­ტებს, რომ მათ­თვის მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­სი­ხა­რუ­ლოც იყოს.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლებს, ეს არის - ჯან­მრთე­ლო­ბა, მშვიდ და ბედ­ნი­ერ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბა, მიზ­ნე­ბის და სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

წინასაახალწლო რჩევები წლის ყველაზე პოპულარული ენდოკრინოლოგისგან

წინასაახალწლო რჩევები წლის ყველაზე პოპულარული ენდოკრინოლოგისგან

ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა თამამად შეიძლება, წლის ყველაზე პოპულარულ ექიმად ჩავთვალოთ - ის 2017 წელს AMBEBI.GE-ს რესპონდენტი რამდენჯერმე იყო და მის რეკომენდაციებს 300 000-მდე მკითხველი გაეცნო. საახალწლოდ ლაშა ექიმს ოდნავ განსხვავებულ ამპლუაში წარმოგიდგენთ. გვესუბრება იმაზე, თუ როგორ გახდა ექიმი, რატომ აირჩია ენდოკრინოლოგია, რატომ არ იცვამს კლინიკაში ხალათს და რა რეკომენდაციები აქვს საახალწლოდ საკუთარი პაციენტებისთვის.

"ბავშვობაში ექიმობა ძალიან მინდოდა და როდესაც ვთამაშობდი ხოლმე, საბავშვო ბაღიდან დაწყებული, ვცდილობდი, ექიმის როლი მომერგო, ფონენდოსკოპით და თერმომეტრით დავდიოდი. თუმცა ზრდასრულ ასაკში ჟურნალისტობა მომინდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ 9 კლასის შემდეგ იძულებით, იმის გამო, რომ მიღება სხვაგან არ იყო, სამედიცინო კოლეჯში მოვხვდი. მერე მედიცინამ ჩამითრია და საბოლოოდ ამ სფეროს შემოვრჩი. შემდგომ იყო უკვე სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში.

დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე და ჩემს თავს მედიცინის გარდა სხვაგან ვერც ვხედავ. ცხოვრების ნაწილი გახდა, ამ პროფესიით ვცხოვრობ, დროის უდიდეს ნაწილს სამსახურში ვატარებ. არასამუშაო საათებშიც ხშირად მიწევს პაციენტებთან ურთიერთობა, კონსულტაციები, მიღება, მოსმენა. ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, რომ პირადი ცხოვრება მეტ-ნაკლებად გვერდით მაქვს გადადებული, პროფესიაში ვარ ჩაფლული..." - გვეუბნება ლაშა და კითხვაზე, რატომ აირჩია ენდოკრინოლოგია, ასეთი პასუხი აქვს:

"მეორე კურსიდან პრაქტიკული ნაწილისთვის ერთ-ერთ დაწესებულებაში სამსახური ქირურგის ასისტენტად დავიწყე, თუმცა ქირურგიაში წელიწად-ნახევარი დავყავი. მაგრამ ერთ-ერთი დისციპლინის გავლისას, რომელსაც ელენე გიორგაძე მასწავლიდა, შემომთავაზა, ბედი ენდოკრინოლოგიაში მეცადა. იქნებ მუშაობა ჩვენთან დაგეწყოო. სიამოვნებით დავთანხმდი. სტუდენტი ვიყავი, თან, საყვარელ საქმეს გავაკეთებდი და ამაში ხელფასს გადამიხდიდნენ, რატომაც არა? მოკლედ, მეოთხეკურსელმა ელენე გიორგაძის კლინიკაში დავიწყე მუშაობა.

ენდოკრინოლოგიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ჩამითრია, საინტერესო სფეროა, მუდმივად გიზიდავს და სულ ძიებაში ხარ, ყველა დაავადებას პაციენტთან ინდივიდუალურად განიხილავ, რადგანაც ჰორმონალური სისტემა არაერთგვაროვანია და მუდმივად განუწყვეტლივ სიახლეს პოულობ. პაციენტებთან ერთად განიცდი," - ამბობს ლაშა უჩავა.

- რაც შეეხება პაციენტებთან თქვენ ურთიერთობას და საერთოდ, შაქრიანი დიაბეტის მქონე, ჭარბწონიანები როგორები არიან?..

- ისინი თავიანთ დაავადებასთან პროტესტის დიდი გრძნობით გამოირჩევიან, რასთანაც გამკლავება მიჭირს. მკურნალობას არ ემორჩილებიან. ქალბატონი ლენა თავიდანვე მეუბნებოდა ხოლმე, როცა ენდოკრინოლოგიას ვიწყებდი, იცოდე, მადლიერი პაციენტი ამ სფეროში არ იქნება, ვინაიდან აქ ყველა პათოლოგია არის ქრონიკული, ამიტომ, ავადმყოფი უნდა დაიმეგობრო, რადგანაც მთელი ცხოვრების მანძილზე ერთად უნდა მართოთ დაავადება. ჰოდა, ამ ადამიანებს სულ ვარწმუნებ იმაში, რომ ერთად უნდა გავიაროთ გზა, რომ საბოლოო შედეგამდე მივიდეთ. ასე რომ, სხვადასხვა ფსიქოტიპთან და დაავადების სხვადასხვა ფორმასთან გვაქვს საქმე...  

- როგორც გავიგე, თქვენ ხართ ექიმი, რომელსაც ხალათით კლინიკაში ყოფნა არ გიყვართ. ეს რაიმე ფობიას ხომ არ უკავშირდება?

- სავარაუდოდ, არა, ასეთი ფობია რომ იყოს, ეს ბავშვობაში მიღებულ რაიმე სტრესს დაუკავშირდებოდა. არადა, გითხარით, რომ თავიდანვე ექიმობა მინდოდა, საავადმყოფოს სუნზე ვგიჟდებოდი, ექიმებთან ურთიერთობა მსიამოვნებდა, მამიდაც ექიმი მყავდა და თეთრხალათიანებთან ხშირად ვკონტაქტობდი. თუმცა დროთა განმავლობაში, როცა სამედიცინო სფეროში მეც დავიწყე საქმიანობა, ხალათით ვიყავი, მაგრამ სტუდენტობის პერიოდში, გარკვეული დამოკიდებულება გამიჩნდა, როდესაც გავდიოდი დისციპლინას, რომელიც პაციენტისა და ფსიქოლოგის დამოკიდებულებას ეხებოდა. იქ აქცენტები იყო გაკეთებული პაციენტის ემოციაზე თეთრ ხალათთან დაკავშირებით, "თეთრი ხალათი" მათ გარკვეულ ბარიერს უქმინდა, რის გამოც აესახებოდათ ტაქიკარდიული მოვლენები, არტერიული ჰიპერტენზია და ა.შ. რამაც საბოლოოდ, ჩამოაყალიბა დამოკიდებულება, რომ რადგანაც დაავადების დროს მე და პაციენტმა ერთად უნდა ვიმუშავოთ, ერთად მივაღწიოთ მიზანს და ამ დროს ბარიერი არაფერმა უნდა შექმნას...

- პაციენტებს, ძირითადად ჯანსაღი ცხოვრებისკენ უბიძგებთ. თავად რამდენად მიჰყვებით ცხოვრების ასეთ სტილს?

- როდესაც ექიმი სხვას სწორი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს, ამის მორალური უფლებაც უნდა ჰქონდეს, ამიტომ, ვცდილობ, ვიყო ფორმაში და დავიცვა ჯანსაღი ცხოვრების პრინციპები, ვინაიდან შემდგომში არ მექნება უფლება, სხვას რამე ვუკარნახო. მათ მაგიდაზე ხელის დარტყმით არ ველაპარეაკები. ვერც თამბაქოს მოხმარებას ვუკრძალავ, ვინაიდან თვითონ ვარ თამბაქოს მომხმარებელი. უბრალოდ ვუხსნი, რას წარმოადგენს ის და უღირს თუ არა თამბაქოს მოხმარება. მოკლედ, ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესით მეც ვიცხოვრო.

- ახალი წელი მოდის, ადამიანები ხანგრძლივი ქეიფის რეჟიმში გადადიან. რა რეკომენდაციის მიცემა შეგიძლიათ?

- პირველი, ზომიერების დაცვაა, თან, მარხვის პერიოდი უწევს და შესაბამისად, გარკვეულ წილად, ეს წინაღობებს ქმნის. ამ პერიოდში უმეტესად რეკომენდებულია ბურღულეული, სახამებლის შემცველი პროდუქტები, რაც ისედაც ჭარბ წონაზე არცთუ კარგად მოქმედებს. ამიტომ, ზომიერება კიდევ უფრო საჭიროა.

სასურევლია 31-ში ღამის 12 საათიდან არ დავიწყოთ ყველაფრის მირთმევა და მეორე დღის სადილით შემოვიფარგლოთ. მარხვის გახსნილების შემდეგაც უცებ და ერთდროულად არ უნდა მიიღოთ ყველა სახის პროდუქტი, ორგანიზმი რომ არ გადაიტვირთოს. საჭიროა რძის პროდუქტების ჩართვა და ამის შემდგომ ნელ-ნელა ხორცის პროდუქტების მიღება.

და კიდევ, რასაც ახლა ვიტყვი, საკუთარ თავსაც იმავეს ვურჩევდი:

  • ვიკვებოთ ჯანსაღად, რა საშუალებასაც გვაძლევს ბაზარზე არსებული პროდუქტები, მივიღოთ ყველა ის საყუათო ნივთიერება, რაც აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებისთვის;
  • საჭიროა ფიზიკური აქტივობა, თუნდაც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ (25-30 წუთი) სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული;
  • დღის განმავლობაში დავლიოთ სუფთა წყალი (6-8 ჭიქა);
  • და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით!
- რა სპეციალური მითითებები გაქვთ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის.

- აქ სპეციალური მითითებებია, ვეუბნები, რომ 6 დღე აქვთ დღესასწაულისთვის, როდესაც გარკვეული წესების დარღვევა შეიძლება. ვინაიდან წესები სწორედ იმას აღნიშნავს, რომ მისი დარღვევა შესაძლებელია. ერთ-ერთი ასეთი არის ახალი წელი. თუმცა მათი დაავადებიდან გამომდინარე, რომ ქრონიკულია, აბსოლუტურად შესწავლილი ჰყავთ საკუთარი თავი და იციან, რითი უნდა დაარღვიონ და რითი არა, აკონტროლებენ. ჩვენი, ექიმების ვალია, რომ ეს აკრძალვებიც ისე უნდა მივაწოდოთ პაციენტებს, რომ მათთვის მეტ-ნაკლებად სასიხარულოც იყოს.

ახლა რაც შეეხება საახალწლო სურვილებს, ეს არის - ჯანმრთელობა, მშვიდ და ბედნიერ გარემოში ცხოვრება, მიზნების და სურვილების ასრულება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი