საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიბო დავამარცხე, რამაც მასწავლა, როგორ მეცხოვრა" - გაიცანით ქართველი ექიმი, რომელმაც "ბედნიერების აკადემია" დააარსა
"კიბო დავამარცხე, რამაც მასწავლა, როგორ მეცხოვრა" - გაიცანით ქართველი ექიმი, რომელმაც "ბედნიერების აკადემია" დააარსა

ექიმ-გი­ნე­კო­ლოგ­სა და რეპ­რო­დუქ­ტო­ლოგს, მხატ­ვარს, პო­ეტს, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ ას­ტრო­ნავტსა და ფო­ტო­მოყ­ვა­რულ არ­სენ გვე­ნე­ტა­ძეს ბედ­ნი­ე­რე­ბის აინშტა­ინს უწო­დე­ბენ. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, რა­საც აკე­თებს, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სამ­ყა­რო უკე­თე­სი გა­ხა­დოს, ადა­მი­ა­ნე­ბი კი - ბედ­ნი­ე­რე­ბი! ამი­ტო­მაც გა­უჩ­ნდა იდეა, და­ე­ფუძ­ნე­ბი­ნა "ბედ­ნი­ე­რე­ბის აკა­დე­მია" და ეს იდეა სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა კი­დეც. სა­მი­ო­დე კვი­რის წინ თბი­ლის­ში გა­ი­მარ­თა "ჰე­ფი­ნეს აკა­დე­მი­ის" პრე­ზენ­ტა­ცია. რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რაში იპო­ვა ბედ­ნი­ე­რე­ბა თვი­თონ და რა­ტომ სჭირ­დე­ბათ ქარ­თვე­ლებს ბედ­ნი­ე­რე­ბის სწავ­ლა, ამის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რეთ ამ ნო­ვა­ტორ და ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­თან.

- ბედ­ნი­ე­რე­ბის მი­ღე­ბა და გა­ცე­მა უად­ვი­ლე­სია. რაც მეტს იღებ, უფრო მეტს გას­ცემ და რაც მეტს გას­ცემ, უფრო მეტს იღებ - ამას "ჰე­ფი­ნეს" ანუ "ბედ­ნი­ე­რე­ბის წრე" და­ვარ­ქვი. ერ­თმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მკი­თხა, მა­გას კი მარ­თალს ამ­ბობ, მაგ­რამ თა­ვი­დან სა­ი­დან­ღაც ხომ უნდა მქონ­დეს, რომ გავ­ცეო? დავ­ფიქ­რდი და ვუ­პა­სუ­ხე, რომ პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის პა­ტი­ვის­ცე­მა უნდა მო­ი­პო­ვო, სა­კუ­თარ თავს უნდა და­უ­მე­გობ­რდე და თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვო. აი, ამით მი­ი­ღებ ბედ­ნი­ე­რე­ბას და რო­გორც კი მი­ი­ღებ, უკვე შე­გიძ­ლია გას­ცე. რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა? არ იჭ­მე­ბა, არ ის­მე­ბა, არც ბან­კში სეს­ხად იძ­ლე­ვა - ან ხარ ბედ­ნი­ე­რი, ან - არა. იც­ვლე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, წარ­მა­ტე­ბას წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ცვლის და ბედ­ნი­ე­რე­ბა სა­მუ­და­მო არ არის, მაგ­რამ შე­გიძ­ლია, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის დრო­საც კი იპო­ვო რა­ღაც, რაც თავს უკე­თე­სად გაგ­რძნო­ბი­ნებს: მარ­ცხი გა­მოც­დი­ლე­ბად ჩათ­ვა­ლო ან მიხ­ვდე, რომ ეს შენი საქ­მე არ არის და სხვა რა­მის­კენ მი­მარ­თო სურ­ვი­ლე­ბი... ადა­მი­ან­მა არც ერთი შან­სი არ უნდა გა­უშ­ვას ხე­ლი­დან, თუ უნდა, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს. ცი­დან არა­ფე­რი ცვი­ვა. კონ­ტრას­ტე­ბის გა­რე­შე კი ბედ­ნი­ე­რე­ბის აღ­ქმა შე­უძ­ლე­ბე­ლია. უბე­დუ­რე­ბა ჩვე­ნი­ვე მო­გო­ნი­ლია და ასეთ ადა­მი­ანს რომ ჩა­მო­უთ­ვა­ლო, ბევ­რი რამ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რის გა­მოც ის წე­სით ბედ­ნი­ე­რად უნდა გრძნობ­დეს თავს.

- თქვენ რამ გას­წავ­ლათ ყვე­ლა­ფერ­ში პო­ზი­ტი­ვის ძი­ე­ბა?

- მძი­მე დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს. დავ­ფიქ­რდი, რა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე ცუდი მოხ­დეს-მეთ­ქი? მოვმკვდა­რი­ყა­ვი, სხვა ხომ არა­ფე­რი? მერე სხვა რა­მე­ზე დავ­ფიქ­რდი: ვინ­მე არის დე­და­მი­წის ზურ­გზე, ვინც არ კვდე­ბა? რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - ყო­ველ­დღე სიკ­ვდი­ლის ში­შით ვი­ცხოვ­რო და არა­ფე­რი ვა­კე­თო, თუ ჩემი სი­ცო­ცხლი­სა და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხია უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი? ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე, დარ­ჩე­ნი­ლი პე­რი­ო­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა... კიბო და­ვა­მარ­ცხე, რა­მაც მას­წავ­ლა, რო­გორ მე­ცხოვ­რა და ხში­რად ვამ­ბობ: რომ არა სიმ­სივ­ნე, ამ ცხოვ­რე­ბა­ში იმის მე­ა­თედ­საც ვერ ვის­წავ­ლი­დი და ვერ მივ­ხვდე­ბო­დი, რაც დღეს ვიცი. ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა და იმავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლე. ბედ­ნი­ე­რე­ბის შეც­ნო­ბა­ში დეილ კარ­ნე­გის წიგ­ნებ­მა და ლექ­ცი­ებ­მა უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა.

- მაგ­რამ ვიდ­რე ბედ­ნი­ე­რე­ბას შე­იც­ნობ, ალ­ბათ ჯერ სა­კუ­თა­რი თავი უნდა შე­იც­ნო ზედ­მი­წევ­ნით და კი­დევ, ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხიბ­ლი, ხომ?

- დიახ, ამის­თვის პი­როვ­ნე­ბად, პერ­სო­ნად უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე, რის­თვი­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. ჩემი ვაჟი 18 წლის რომ გახ­და, ვუ­თხა­რი: არ ვიცი, რა უნდა გა­ჩუ­ქო, ამი­ტო­მაც გჩუქ­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბას. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღე შენს თავ­ზე, მი­ი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლიც თა­ვად იყა­ვი-მეთ­ქი. ასეც ცხოვ­რობს. სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, რაც მარ­ტო, და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო, რა­საც მი­ვე­სალ­მე­ბი. უმე­ტე­სო­ბა იმი­ტომ ვერ აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას, რომ უჭირს მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა და მუ­დამ სხვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მო­ლო­დინ­შია. მო­ტი­ვი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თუ გინ­და რა­მეს მი­აღ­წიო. კარ­გი ცხოვ­რე­ბა მინ­და - აი, ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს და არა­ფერს ვა­კე­თებ­დე, - ასე ფიქ­რობს დღეს ბევ­რი უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი­ცა და ახალ­გაზ­რდაც. სი­მარ­თლე ვთქვათ, ნა­ცარ­ქე­ქი­აა ჩვე­ნი მთა­ვა­რი ზღა­პა­რი. ვი­თომ გამ­ჭრი­ა­ხო­ბას გვას­წავ­ლის, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი იმას ას­წავ­ლის ბავ­შვებს, რო­გორ მო­ა­ტყუ­ოს სხვე­ბი, მი­ი­სა­კუთ­როს სხვე­ბის ქო­ნე­ბა და მერე ისევ წა­მოწ­ვეს და გა­აგ­რძე­ლოს ნაც­რის ქექ­ვა. ნაც­რის ქექ­ვით არა­ფე­რი კეთ­დე­ბა! განა რე­ა­ლო­ბა­ში ასე­თი რამ მი­სა­ღე­ბია?... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"კიბო დავამარცხე, რამაც მასწავლა, როგორ მეცხოვრა" - გაიცანით ქართველი ექიმი, რომელმაც "ბედნიერების აკადემია" დააარსა

"კიბო დავამარცხე, რამაც მასწავლა, როგორ მეცხოვრა" - გაიცანით ქართველი ექიმი, რომელმაც "ბედნიერების აკადემია" დააარსა

ექიმ-გინეკოლოგსა და რეპროდუქტოლოგს, მხატვარს, პოეტს, სერტიფიცირებულ ასტრონავტსა და ფოტომოყვარულ არსენ გვენეტაძეს ბედნიერების აინშტაინს უწოდებენ. როგორც თვითონ ამბობს, რასაც აკეთებს, მხოლოდ იმიტომ, რომ სამყარო უკეთესი გახადოს, ადამიანები კი - ბედნიერები! ამიტომაც გაუჩნდა იდეა, დაეფუძნებინა "ბედნიერების აკადემია" და ეს იდეა სისრულეში მოიყვანა კიდეც. სამიოდე კვირის წინ თბილისში გაიმართა "ჰეფინეს აკადემიის" პრეზენტაცია. რა არის ბედნიერება, რაში იპოვა ბედნიერება თვითონ და რატომ სჭირდებათ ქართველებს ბედნიერების სწავლა, ამის შესახებ ვისაუბრეთ ამ ნოვატორ და ძალზე საინტერესო ადამიანთან.

- ბედნიერების მიღება და გაცემა უადვილესია. რაც მეტს იღებ, უფრო მეტს გასცემ და რაც მეტს გასცემ, უფრო მეტს იღებ - ამას "ჰეფინეს" ანუ "ბედნიერების წრე" დავარქვი. ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა, მაგას კი მართალს ამბობ, მაგრამ თავიდან საიდანღაც ხომ უნდა მქონდეს, რომ გავცეო? დავფიქრდი და ვუპასუხე, რომ პირველ რიგში საკუთარი თავის პატივისცემა უნდა მოიპოვო, საკუთარ თავს უნდა დაუმეგობრდე და თავისუფლება მოიპოვო. აი, ამით მიიღებ ბედნიერებას და როგორც კი მიიღებ, უკვე შეგიძლია გასცე. რა არის ბედნიერება? არ იჭმება, არ ისმება, არც ბანკში სესხად იძლევა - ან ხარ ბედნიერი, ან - არა. იცვლება სიტუაციები, წარმატებას წარუმატებლობა ცვლის და ბედნიერება სამუდამო არ არის, მაგრამ შეგიძლია, წარუმატებლობის დროსაც კი იპოვო რაღაც, რაც თავს უკეთესად გაგრძნობინებს: მარცხი გამოცდილებად ჩათვალო ან მიხვდე, რომ ეს შენი საქმე არ არის და სხვა რამისკენ მიმართო სურვილები... ადამიანმა არც ერთი შანსი არ უნდა გაუშვას ხელიდან, თუ უნდა, წარმატებას მიაღწიოს. ციდან არაფერი ცვივა. კონტრასტების გარეშე კი ბედნიერების აღქმა შეუძლებელია. უბედურება ჩვენივე მოგონილია და ასეთ ადამიანს რომ ჩამოუთვალო, ბევრი რამ აღმოჩნდება, რის გამოც ის წესით ბედნიერად უნდა გრძნობდეს თავს.

- თქვენ რამ გასწავლათ ყველაფერში პოზიტივის ძიება?

- მძიმე დიაგნოზი დამისვეს. დავფიქრდი, რა შეიძლება ყველაზე ცუდი მოხდეს-მეთქი? მოვმკვდარიყავი, სხვა ხომ არაფერი? მერე სხვა რამეზე დავფიქრდი: ვინმე არის დედამიწის ზურგზე, ვინც არ კვდება? რა არის მნიშვნელოვანი - ყოველდღე სიკვდილის შიშით ვიცხოვრო და არაფერი ვაკეთო, თუ ჩემი სიცოცხლისა და ცხოვრების ხარისხია უფრო მნიშვნელოვანი? ამიტომაც გადავწყვიტე, დარჩენილი პერიოდი მაქსიმალურად კარგად გამომეყენებინა... კიბო დავამარცხე, რამაც მასწავლა, როგორ მეცხოვრა და ხშირად ვამბობ: რომ არა სიმსივნე, ამ ცხოვრებაში იმის მეათედსაც ვერ ვისწავლიდი და ვერ მივხვდებოდი, რაც დღეს ვიცი. ცხოვრება საინტერესოა და იმავდროულად, ძალიან ხანმოკლე. ბედნიერების შეცნობაში დეილ კარნეგის წიგნებმა და ლექციებმა უდიდესი როლი ითამაშა.

- მაგრამ ვიდრე ბედნიერებას შეიცნობ, ალბათ ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიცნო ზედმიწევნით და კიდევ, შინაგანი თავისუფლების ხიბლი, ხომ?

- დიახ, ამისთვის პიროვნებად, პერსონად უნდა ჩამოყალიბდე, რისთვისაც თავისუფლება აუცილებელი პირობაა. ჩემი ვაჟი 18 წლის რომ გახდა, ვუთხარი: არ ვიცი, რა უნდა გაჩუქო, ამიტომაც გჩუქნი თავისუფლებას. პასუხისმგებლობა აიღე შენს თავზე, მიიღე გადაწყვეტილებები და პასუხისმგებელიც თავად იყავი-მეთქი. ასეც ცხოვრობს. სულ რამდენიმე კვირაა, რაც მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო, რასაც მივესალმები. უმეტესობა იმიტომ ვერ აღწევს წარმატებას, რომ უჭირს მიზნების დასახვა და მუდამ სხვისი გადაწყვეტილებების მოლოდინშია. მოტივი აუცილებელია, თუ გინდა რამეს მიაღწიო. კარგი ცხოვრება მინდა - აი, ბევრი ფული რომ მქონდეს და არაფერს ვაკეთებდე, - ასე ფიქრობს დღეს ბევრი უფროსი თაობის წარმომადგენელიცა და ახალგაზრდაც. სიმართლე ვთქვათ, ნაცარქექიაა ჩვენი მთავარი ზღაპარი. ვითომ გამჭრიახობას გვასწავლის, სინამდვილეში კი იმას ასწავლის ბავშვებს, როგორ მოატყუოს სხვები, მიისაკუთროს სხვების ქონება და მერე ისევ წამოწვეს და გააგრძელოს ნაცრის ქექვა. ნაცრის ქექვით არაფერი კეთდება! განა რეალობაში ასეთი რამ მისაღებია?... განაგრძეთ კითხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 19 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები

დღეს რომელი საათიდან გაუქმდება ე.წ. კომენდანტის საათი?

ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა