პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაღაზია ორიგინალური ტანსაცმლითა და განსაკუთრებული ფასდაკლებით - "თათის ბუტიკი" "გლდანი მოლშიც" გაიხსნება
მაღაზია ორიგინალური ტანსაცმლითა და განსაკუთრებული ფასდაკლებით - "თათის ბუტიკი" "გლდანი მოლშიც" გაიხსნება

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბა, ახა­ლი ფი­ლი­ა­ლი, დაგ­რო­ვე­ბის ბა­რა­თი და რა თქმა უნდა, გა­მორ­ჩე­უ­ლი სტი­ლი­სა და ხა­რის­ხის ტან­საც­მე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­სა და 10 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის - ეს "თა­თის ბუ­ტი­კი" და მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბია.

ორმა მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ სა­ყიდ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი, 2 წლის წინ გა­და­წყვი­ტეს, შე­ექ­მნათ პა­ტა­რა ბუ­ტი­კი, რო­მე­ლიც ზუს­ტად ისე­თი იქ­ნე­ბო­და, რო­გო­რიც მათ ყვე­ლა­ზე მე­ტად მოს­წონ­დათ. თა­თია მე­ლუ­ამ და ნატო გა­ბე­ლა­ი­ამ თავ­და­პირ­ვე­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მნეს ვებგ­ვერ­დი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ორ­გი­ნა­ლურ ტან­საც­მელს მი­სა­ღებ ფა­სად ყი­დიდ­ნენ. გა­მორ­ჩე­ულ­მა სტილ­მა მალე მი­იქ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა და ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სწრა­ფად იზ­რდე­ბო­და. სწო­რედ ამი­ტომ მე­გობ­რებ­მა მა­ღა­ზი­ის გახ­სნა გა­და­წყვი­ტეს. ამ­ჟა­მად "თა­თის ბუ­ტი­კი" და "თა­თის ბუ­ტი­კი ქიდს" ვა­კე­ში, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "პიქ­სელ­ში" მდე­ბა­რე­ობს. ცოტა ხნის წინ ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­აც შე­იქ­მნა.

"ჩვენ­თან პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც მა­ღა­ზი­ა­ში, ისე "ფე­ის­ბუ­ქის" და ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით. ჩვე­ნი კუ­რი­ე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბა კი რე­გი­ო­ნებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია. მო­თხოვ­ნა იმ­დე­ნად მზარ­დია, რომ 2018 წლის მარ­ტში "გლ­და­ნი მოლ­ში" ფი­ლი­ალს ვხსნით. ახალ მა­ღა­ზი­ა­ში ქა­ლი­სა და ბავ­შვე­ბის ხაზი ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ალ­ბათ, მა­მა­კა­ცის ხა­ზიც და­გე­მა­ტე­ბა. ამ მხრივ, მო­თხოვ­ნაც არ­სე­ბობს," - გან­მარ­ტავს ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­თია მე­ლუა.

თა­თია და ნატო ტან­საც­მელს თა­ვად არ­ჩე­ვენ. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში მას ონ­ლა­ინ იწე­რენ. ხან კი თა­ვად მი­დი­ან ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში და ად­გილ­ზე ყი­დუ­ლო­ბენ. პრო­დუქ­ცია რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნი­დან, მათ შო­რის, ჩი­ნე­თი­დან, აშშ-დან, გერ­მა­ნი­ი­დან და ინ­გლი­სი­დან ჩა­მო­აქვთ.

"მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ რო­გორც სპორ­ტულ, ისე კლა­სი­კურ ხაზს. სა­ა­ხალ­წლოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი კა­ბე­ბი გვაქვს. ჩვე­ნი ტან­საც­მლის კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა ის არის, რომ ისი­ნი ძა­ლი­ან მა­სი­უ­რი არ არის. პრო­დუქ­ცია შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ჩა­მოგ­ვაქვს. თუმ­ცა ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა კონ­კრე­ტულ მო­დელ­ზე ისე­თი დიდი მო­თხოვ­ნა და­ფიქ­სირ­და, რომ მა­რა­გი ამო­ი­წუ­რა და მე­ო­რედ ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ," - აღ­ნიშ­ნავს თა­თია.

"თა­თის ბუ­ტი­კი" ახალ წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბით შეხ­ვდე­ბა. 31 დე­კემ­ბერს თი­თო­ე­უ­ლი მყიდ­ვე­ლი 20%, 30%, 40% ან 50%იან ფას­დაკ­ლე­ბას მი­ი­ღებს. გა­დახ­დამ­დე ისი­ნი პა­ტა­რა დო­ლუ­რი­დან ამო­ი­ღე­ბენ ბა­რათს, რო­მელ­ზეც მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ფას­დაკ­ლე­ბის პრო­ცენ­ტი. გა­მოვ­ლინ­დე­ბა 2 გან­სა­კუთ­რე­ბით იღ­ბლი­ა­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლიც. ერთი მათ­გა­ნი სრუ­ლი­ად უფა­სოდ შეძ­ლებს შერ­ჩე­უ­ლი ნივ­თის წა­ღე­ბას, მე­ო­რე კი - შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სა­ჩუქ­რე ვა­უ­ჩერს მი­ი­ღებს, რო­მელ­საც მომ­დევ­ნო ყიდ­ვი­სას გა­მო­ი­ყე­ნებს.

თა­თია მე­ლუ­ას გან­მარ­ტე­ბით, მო­მა­ვალ წელს ახალ ფი­ლი­ალ­თან ერ­თად, მომ­ხმა­რებ­ლებს დაგ­რო­ვე­ბით ბა­რა­თებ­საც შეს­თა­ვა­ზე­ბენ. "გლ­და­ნი მოლ­ში" მა­ღა­ზი­ის გახ­სნის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბას რე­გი­ო­ნებ­ში გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე და­ი­წყე­ბენ. სა­წყის ეტაპ­ზე ფი­ლი­ა­ლის გახ­სნა ბა­თუმ­ში იგეგ­მე­ბა.

R

მაღაზია ორიგინალური ტანსაცმლითა და განსაკუთრებული ფასდაკლებით - "თათის ბუტიკი" "გლდანი მოლშიც" გაიხსნება

მაღაზია ორიგინალური ტანსაცმლითა და განსაკუთრებული ფასდაკლებით - "თათის ბუტიკი" "გლდანი მოლშიც" გაიხსნება

განსაკუთრებული ფასდაკლება, ახალი ფილიალი, დაგროვების ბარათი და რა თქმა უნდა, გამორჩეული სტილისა და ხარისხის ტანსაცმელი ქალბატონებისა და 10 წლამდე ბავშვებისთვის - ეს "თათის ბუტიკი" და მისი სამომავლო გეგმებია.

ორმა მეგობარმა გოგონამ, რომლებსაც ძალიან უყვარდათ საყიდლებზე სიარული, 2 წლის წინ გადაწყვიტეს, შეექმნათ პატარა ბუტიკი, რომელიც ზუსტად ისეთი იქნებოდა, როგორიც მათ ყველაზე მეტად მოსწონდათ. თათია მელუამ და ნატო გაბელაიამ თავდაპირველად სოციალურ ქსელში შექმნეს ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც ორგინალურ ტანსაცმელს მისაღებ ფასად ყიდიდნენ. გამორჩეულმა სტილმა მალე მიიქცია საზოგადოების ყურადღება და ერთგული მომხმარებლების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა. სწორედ ამიტომ მეგობრებმა მაღაზიის გახსნა გადაწყვიტეს. ამჟამად "თათის ბუტიკი" და "თათის ბუტიკი ქიდს" ვაკეში, სავაჭრო ცენტრ "პიქსელში" მდებარეობს. ცოტა ხნის წინ ონლაინ მაღაზიაც შეიქმნა.

"ჩვენთან პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც მაღაზიაში, ისე "ფეისბუქის" და ონლაინ მაღაზიის საშუალებით. ჩვენი კურიერის მომსახურება კი რეგიონებშიც შესაძლებელია. მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ 2018 წლის მარტში "გლდანი მოლში" ფილიალს ვხსნით. ახალ მაღაზიაში ქალისა და ბავშვების ხაზი ერთად გაიყიდება. განვითარებასთან ერთად, ალბათ, მამაკაცის ხაზიც დაგემატება. ამ მხრივ, მოთხოვნაც არსებობს," - განმარტავს ერთ-ერთი დამფუძნებელი თათია მელუა.

თათია და ნატო ტანსაცმელს თავად არჩევენ. ზოგ შემთხვევაში მას ონლაინ იწერენ. ხან კი თავად მიდიან ამა თუ იმ ქვეყანაში და ადგილზე ყიდულობენ. პროდუქცია რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის, ჩინეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან და ინგლისიდან ჩამოაქვთ.

"მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც სპორტულ, ისე კლასიკურ ხაზს. საახალწლოდ გამორჩეული კაბები გვაქვს. ჩვენი ტანსაცმლის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ისინი ძალიან მასიური არ არის. პროდუქცია შეზღუდული რაოდენობით ჩამოგვაქვს. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა კონკრეტულ მოდელზე ისეთი დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა, რომ მარაგი ამოიწურა და მეორედ ჩამოვიტანეთ," - აღნიშნავს თათია.

"თათის ბუტიკი" ახალ წელს განსაკუთრებული ფასდაკლებით შეხვდება. 31 დეკემბერს თითოეული მყიდველი 20%, 30%, 40% ან 50%იან ფასდაკლებას მიიღებს. გადახდამდე ისინი პატარა დოლურიდან ამოიღებენ ბარათს, რომელზეც მითითებული იქნება ფასდაკლების პროცენტი. გამოვლინდება 2 განსაკუთრებით იღბლიანი მომხმარებელიც. ერთი მათგანი სრულიად უფასოდ შეძლებს შერჩეული ნივთის წაღებას, მეორე კი - შეძენილი პროდუქციის ღირებულების სასაჩუქრე ვაუჩერს მიიღებს, რომელსაც მომდევნო ყიდვისას გამოიყენებს.

თათია მელუას განმარტებით, მომავალ წელს ახალ ფილიალთან ერთად, მომხმარებლებს დაგროვებით ბარათებსაც შესთავაზებენ. "გლდანი მოლში" მაღაზიის გახსნის შემდეგ, მუშაობას რეგიონებში გაფართოებაზე დაიწყებენ. საწყის ეტაპზე ფილიალის გახსნა ბათუმში იგეგმება.

R

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."