პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის სიძის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი კიდევ ერთ ბრალდებაში გაამართლეს
პრეზიდენტის სიძის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი კიდევ ერთ ბრალდებაში გაამართლეს

პრე­ზი­დენ­ტის სი­ძის მე­გო­ბა­რი მი­ხე­ილ თა­თა­რიშ­ვი­ლი კი­დევ ერთ ბრალ­დე­ბა­ში გა­ა­მარ­თლეს. კერ­ძოდ, ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბის ნა­წილ­ში სა­სა­მარ­თლომ თა­თა­რიშ­ვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო.

თა­თა­რიშ­ვილს გა­მო­ძი­ე­ბა ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბის ქურ­დო­ბას ედა­ვე­ბო­და.

მას აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

დაც­ვის მხა­რე საქ­მე­ში აპე­ლი­რებ­და იმა­ზე, რომ თა­თა­რიშ­ვი­ლის ჩხრე­კის ოქმი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო და რე­ა­ლუ­რად მის­გან ე. წ. ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბის ამო­ღე­ბა არ მომ­ხდა­რა.

ად­ვო­კატ ირმა ჭკა­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, ჩხრე­კის ოქ­მში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია, რომ ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბი თა­თა­რიშ­ვი­ლის ქურ­თუ­კის სარ­ჩუ­ლი­და­ნაა ამო­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გარ­ღვე­უ­ლი იყო, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ქურ­თუ­კი მთე­ლი იყო.

პრო­კუ­რა­ტუ­რა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თა­თა­რიშ­ვი­ლის გა­მარ­თლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პრეზიდენტის სიძის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი კიდევ ერთ ბრალდებაში გაამართლეს

პრეზიდენტის სიძის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი კიდევ ერთ ბრალდებაში გაამართლეს

პრეზიდენტის სიძის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი კიდევ ერთ ბრალდებაში გაამართლეს. კერძოდ, ქურდობის ბრალდების ნაწილში სასამართლომ თათარიშვილი უდანაშაულოდ ცნო.

თათარიშვილს გამოძიება ძვირფასი სამკაულების ქურდობას ედავებოდა.

მას აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.

დაცვის მხარე საქმეში აპელირებდა იმაზე, რომ თათარიშვილის ჩხრეკის ოქმი გაყალბებული იყო და რეალურად მისგან ე. წ. ნაქურდალი ნივთების ამოღება არ მომხდარა.

ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებულია, რომ ნაქურდალი ნივთები თათარიშვილის ქურთუკის სარჩულიდანაა ამოღებული, რომელიც გარღვეული იყო, თუმცა სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ ქურთუკი მთელი იყო.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას თათარიშვილის გამართლებასთან დაკავშირებით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ