მოსამართლე ლირიკოსი შემხვდა, - ასე შეაფასა პოეტმა ზვიად რატიანმა მისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის შეფარდებაზე მოსამართლის განმარტება.
რატიანის თქმით, ის არ არის ჩახედული იურიდიულ საკითხებში, თუმცა ადვოკატების საშუალებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
პოეტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არც სასამართლომდე დაუმალავს მისი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა.
"კანონით როგორც რეგულირდება, რაღაც სასჯელი მეკუთვნის. მაგრამ ადვოკატებმა გადაწყვიტეს, რომ გამოტანილი სასჯელი აცდენილია იმისგან, რაც შეიძლება სასამართლოს დაედგინა. რომ დატოვონ ეს ჯარიმა ძალაში, მომიწევს მისი გადახდა", - განაცხადა ზვიად რატიანმა.
სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში დამნაშავედ ცნო. რატიანს 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
მოსამართლის განმარტებით, ზვიად რატიანისთვის მხოლოდ ჯარიმის შეფარდების გადაწყვეტილება საახალწლო დღეების გამო მიიღო.