სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში დამნაშავედ ცნო.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, რატიანს 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ პოეტი რამდენიმე დღის წინ ჩატარებული საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. თავად რატიანი კი სამართალდამცველებს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. რატიანის განცხადებით, დაკავების შემდეგ პოლიციელებმა მას სასტიკად სცემეს. ზვიად რატიანის აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება პოლიციელების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო.