პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელით ქართველ პოლიტიკოსებს 2018 წელს - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი
რა ელით ქართველ პოლიტიკოსებს 2018 წელს - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

ას­ტრო­ლოგ­მა მი­ხე­ილ ცა­გა­რელ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის 2018 წლის პროგ­ნოზ­ზე ისა­უბ­რა.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი (20 ივ­ლი­სი, 1967 წელი) - პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რი წელი ექ­ნე­ბა, ალ­ბათ თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს. სულ მე­კი­თხე­ბი­ან, ეს თქვე­ნი პი­რა­დი ან­ტი­პა­თი­აა? არა. არა­ფერს ვერ­ჩი ამ ადა­მი­ანს, უფრო მე­ტიც, მომ­წონს გა­რეგ­ნუ­ლა­დაც და ვთვლი, რომ ასე­თი პრე­მი­ე­რი ქვე­ყა­ნას უნდა ჰყავ­დეს. თუმ­ცა ვარ­სკვლა­ვებ­სა და კოს­მოსს სხვა კა­ნო­ნე­ბი აქვთ. ანუ მის­თვის საკ­მა­ოდ მძი­მე წე­ლი­წა­დი იწყე­ბა. ის თხის წელ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, ძაღ­ლი კი თხას­თან არ მე­გობ­რობს. ამი­ტომ მათ შო­რის ან­ტა­გო­ნიზ­მია. ზო­გა­დად, თხის წე­ლი­წად­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი წე­ლი­წა­დი აქვთ.

გი­ორ­გი გა­ხა­რია, შს მი­ნის­ტრი (19 მარ­ტი, 1975 წელი ) - კა­ტის წე­ლი­წად­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­თი. მას ნე­იტ­რა­ლუ­რი წელი ექ­ნე­ბა. 5 ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მა რომ ავი­ღოთ, 4-იან­ზე "აქა­ჩავს". ზო­გა­დად, ჩემ­ზე რომ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მო­მა­ვალ წელს სამ ნი­შანს და­ვა­წი­ნა­უ­რებ­დი: მო­რი­ელს, თევ­ზებს და ქალ­წულს. ეს სამი ნი­შა­ნი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლია, ამი­ტომ ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ნის­ტრე­ბი უფრო იღ­ბლი­ა­ნე­ბი არი­ან და უფრო სწო­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი აქვთ.

კახა კა­ლა­ძე, თბი­ლი­სის მერი (27 თე­ბერ­ვა­ლი, 1978 წელი) - 2018 წელი მის­თვის კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე 2017 იყო, რად­გან ის არის ცხე­ნის წე­ლი­წად­ში და­ბა­დე­ბუ­ლი. ცხე­ნი ძაღ­ლთან მე­გობ­რობს. ეს წე­ლი­წა­დი მის­თვის გარ­დამ­ტე­ხი იქ­ნე­ბა, სე­რი­ო­ზულ ცვლი­ლე­ბებს შე­მო­ი­ტანს ბევრ სფე­რო­ში, მათ შო­რის მშე­ნებ­ლო­ბის სფე­რო­ში და ეს იქ­ნე­ბა სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი (4 სექ­ტემ­ბე­რი, 1969 წელი) - ის არის მამ­ლის წე­ლი­წად­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ქალ­წუ­ლი. ქალ­წუ­ლის­თვის კარ­გია წე­ლი­წა­დი, მამ­ლის­თვის - არა. მისი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი 5 ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მი­დან 3-იან­ზე შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს. თუ ის გა­მო­ავ­ლენს მამ­ლის სულსწრა­ფო­ბას, ზედ­მეტ აგ­რე­სი­ას და ზედ­მეტ აქ­ტი­უ­რო­ბას, მა­შინ აგებს... თუ ქალ­წუ­ლის სიმ­შვი­დეს, სტა­ბი­ლუ­რო­ბას და მოთ­მი­ნე­ბას - მა­შინ იგებს.

ნა­ხეთ ვი­დეო

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი (18 თე­ბერ­ვა­ლი, 1956 წელი) - პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. 20 იან­ვრი­დან მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო დრო და­ი­წყე­ბა. მე მას ვთხოვ­დი, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი წე­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მი­ი­ღოს, აგ­ვის­ტომ­დე. აგ­ვის­ტო­დან შავი მთვა­რე გა­და­დის მის ზო­დი­ა­ქო­ში ანუ წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი რთუ­ლია. უფრო მა­ღა­ლია შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბა. უფრო მე­ტიც, მა­ტუ­ლობს მე­გობ­რე­ბის მხრი­დან ღა­ლა­ტის ალ­ბა­თო­ბა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი (1967 წლის 21 დე­კემ­ბე­რი) - მას ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა მშვილ­დო­სა­ნი, მაგ­რამ ხუ­თი­ან­ზე ვერ "ქა­ჩავს", თხა უშ­ლის. თხა არის ან­ტა­გო­ნიზ­მში ძაღ­ლთან და ამი­ტომ შორს ვერ წავა. სა­მა­გი­ე­როდ, 2019 წელი მის­თვის ბრწყინ­ვა­ლე წელი იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

რა ელით ქართველ პოლიტიკოსებს 2018 წელს - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

რა ელით ქართველ პოლიტიკოსებს 2018 წელს - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ქართველი პოლიტიკოსების 2018 წლის პროგნოზზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი (20 ივლისი, 1967 წელი) - პრემიერ-მინისტრს ძალიან პრობლემური წელი ექნება, ალბათ თანამდებობას დატოვებს. სულ მეკითხებიან, ეს თქვენი პირადი ანტიპათიაა? არა. არაფერს ვერჩი ამ ადამიანს, უფრო მეტიც, მომწონს გარეგნულადაც და ვთვლი, რომ ასეთი პრემიერი ქვეყანას უნდა ჰყავდეს. თუმცა ვარსკვლავებსა და კოსმოსს სხვა კანონები აქვთ. ანუ მისთვის საკმაოდ მძიმე წელიწადი იწყება. ის თხის წელშია დაბადებული, ძაღლი კი თხასთან არ მეგობრობს. ამიტომ მათ შორის ანტაგონიზმია. ზოგადად, თხის წელიწადში დაბადებულებს ერთ-ერთი ურთულესი წელიწადი აქვთ.

გიორგი გახარია, შს მინისტრი (19 მარტი, 1975 წელი ) - კატის წელიწადშია დაბადებული, თევზების ზოდიაქოთი. მას ნეიტრალური წელი ექნება. 5 ქულიანი სისტემა რომ ავიღოთ, 4-იანზე "აქაჩავს". ზოგადად, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მომავალ წელს სამ ნიშანს დავაწინაურებდი: მორიელს, თევზებს და ქალწულს. ეს სამი ნიშანი ყველაზე წარმატებულია, ამიტომ ამ ნიშნით დაბადებული მინისტრები უფრო იღბლიანები არიან და უფრო სწორი მოქმედებები აქვთ.

კახა კალაძე, თბილისის მერი (27 თებერვალი, 1978 წელი) - 2018 წელი მისთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე 2017 იყო, რადგან ის არის ცხენის წელიწადში დაბადებული. ცხენი ძაღლთან მეგობრობს. ეს წელიწადი მისთვის გარდამტეხი იქნება, სერიოზულ  ცვლილებებს შემოიტანს ბევრ სფეროში, მათ შორის მშენებლობის სფეროში და ეს იქნება სასიკეთო ცვლილებები.

გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი (4 სექტემბერი, 1969 წელი) - ის არის მამლის წელიწადში დაბადებული ქალწული. ქალწულისთვის კარგია წელიწადი, მამლისთვის - არა. მისი პერსპექტივები 5 ქულიანი სისტემიდან 3-იანზე შეიძლება შეფასდეს. თუ ის გამოავლენს მამლის სულსწრაფობას, ზედმეტ აგრესიას და ზედმეტ აქტიურობას, მაშინ აგებს... თუ ქალწულის სიმშვიდეს, სტაბილურობას და მოთმინებას - მაშინ იგებს.

ნახეთ ვიდეო

ბიძინა ივანიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი (18 თებერვალი, 1956 წელი) - პირველი ნახევარი ძალიან წარმატებული იქნება. 20 იანვრიდან მისთვის საინტერესო დრო დაიწყება. მე მას ვთხოვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წელის პირველ ნახევარში მიიღოს, აგვისტომდე. აგვისტოდან შავი მთვარე გადადის მის ზოდიაქოში ანუ წლის მეორე ნახევარი რთულია. უფრო მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. უფრო მეტიც, მატულობს მეგობრების მხრიდან ღალატის ალბათობა.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი (1967 წლის 21 დეკემბერი) - მას ძალიან ეხმარება მშვილდოსანი, მაგრამ ხუთიანზე ვერ "ქაჩავს", თხა უშლის. თხა არის ანტაგონიზმში ძაღლთან და ამიტომ შორს ვერ წავა. სამაგიეროდ, 2019 წელი მისთვის ბრწყინვალე წელი იქნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"