საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რადიო "პალიტრა" ერთგული მსმენელისთვის, ჯეიმს ბლანტის კონცერტის ბილეთებს გაათამაშებს
რადიო "პალიტრა" ერთგული მსმენელისთვის, ჯეიმს ბლანტის კონცერტის ბილეთებს გაათამაშებს

29 დე­კემ­ბერს რა­დიო "პა­ლიტ­რა" ერ­თგულ მსმე­ნე­ლებს უამ­რავ სი­ურპრიზს უმ­ზა­დებს. სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად, დი­ლის 9 სა­ა­თი­დან, სა­ღა­მოს 20:00 სა­ა­თამ­დე, ყო­ველ სა­ათ­ში ერთხელ, "რა­დიო პა­ლიტ­რას" მსმე­ნე­ლებს, FM 103.9-ზე გრან­დი­ო­ზულ ვიქ­ტო­რი­ნა­ში შე­ეძ­ლე­ბათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. წამ­ყვა­ნი პირ­და­პირ ეთერ­ში დას­ვამს კი­თხვას, რის შემ­დე­გაც, სწო­რი პა­სუ­ხის ავ­ტო­რებს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრი­ზე­ბი გა­და­ე­ცე­მათ.

გრან­დი­ო­ზუ­ლი ვიქ­ტო­რი­ნის შე­სა­ხებ, "რა­დიო პა­ლიტ­რას" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი თამ­თა ასა­თი­ა­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა:

"რა­დიო "პა­ლიტ­რა­ში", უკვე ტრა­დი­ცი­აა ის, რომ ახალ წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბი მო­ვუ­წყოთ ჩვენს მსმე­ნე­ლებს. წელს, თა­მა­მად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ვიქ­ტო­რი­ნა მარ­თლაც გრან­დი­ო­ზუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრი­ზე­ბით და­ხუნძლუ­ლი იქ­ნე­ბა. სა­ჩუქ­რე­ბი ყო­ველ სა­ათ­ში გა­თა­მაშ­დე­ბა, ასე რომ, ჩვე­ნი მსმე­ნე­ლი მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყოს, რად­გან რო­დის და­ის­მე­ბა კი­თხვა და რო­დის მოხ­დე­ბა სა­ჩუქ­რის გა­და­ცე­მა, ეს წი­ნას­წარ არა­ვინ იცის. წამ­ყვა­ნის მიერ, პირ­და­პირ ეთერ­ში დას­მულ კი­თხვას თან სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხე­ბიც ექ­ნე­ბა და მსმე­ნელს აქ­ტი­უ­რო­ბა სწო­რედ კი­თხვის დას­მის შემ­დეგ შე­ეძ­ლე­ბა.

- რა პრი­ზე­ბი ელით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს?

- პრი­ზე­ბი მარ­თლაც ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა. დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა იმ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვნენ ჩვენს ვიქ­ტო­რი­ნა­ში. მსმე­ნე­ლი და­სა­ჩუქრდე­ბა კომ­პა­ნია "ბიბ­ლუ­სის" ვა­უ­ჩე­რე­ბი­თა და სა­ა­ხალ­წლო აქ­სე­სუ­ა­რე­ბით, ასე­ვე გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" იზ­რუ­ნებს მათ­ზე და სა­ჩუქ­რად გა­დას­ცემს წიგ­ნებს. იტა­ლი­უ­რი კაფე "პი­ა­ტოც" ჩვენს გვერ­დი­თაა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს ვა­უ­ჩე­რე­ბი­თა და უგემ­რი­ე­ლე­სი ვახ­შმით და­ა­სა­ჩუქ­რებს. და ბო­ლოს, ჩვე­ნი ვიქ­ტო­რი­ნის ერ­თგვა­რი კულ­მი­ნა­ცია იქ­ნე­ბა ბრი­ტა­ნე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის ჯე­იმს ბლან­ტის კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თი, რო­მე­ლიც 26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

- რო­მელ სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა ვიქ­ტო­რი­ნა?

- ვიქ­ტო­რი­ნა ეთერ­ში იქ­ნე­ბა დი­ლის 9 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 8 სა­ა­თამ­დე. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ერ­თგუ­ლი მსმე­ნე­ლე­ბი წა­ვა­ხა­ლი­სოთ და გა­ვა­ხა­როთ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ. შე­ვეც­დე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტ მსმე­ნელს მი­ე­ცეს პრი­ზე­ბის მო­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

რადიო "პალიტრა" ერთგული მსმენელისთვის, ჯეიმს ბლანტის კონცერტის ბილეთებს გაათამაშებს

რადიო "პალიტრა" ერთგული მსმენელისთვის, ჯეიმს ბლანტის კონცერტის ბილეთებს გაათამაშებს

29 დეკემბერს რადიო "პალიტრა" ერთგულ მსმენელებს უამრავ სიურპრიზს უმზადებს. საახალწლო განწყობის შესაქმნელად, დილის 9 საათიდან, საღამოს 20:00 საათამდე, ყოველ საათში ერთხელ, "რადიო პალიტრას" მსმენელებს, FM 103.9-ზე გრანდიოზულ ვიქტორინაში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება. წამყვანი პირდაპირ ეთერში დასვამს კითხვას, რის შემდეგაც, სწორი პასუხის ავტორებს მრავალფეროვანი პრიზები გადაეცემათ.

გრანდიოზული ვიქტორინის შესახებ, "რადიო პალიტრას" მარკეტინგის მენეჯერი თამთა ასათიანი გვესაუბრება:

"რადიო "პალიტრაში", უკვე ტრადიციაა ის, რომ ახალ წელს განსაკუთრებული სიურპრიზები მოვუწყოთ ჩვენს მსმენელებს. წელს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ვიქტორინა მართლაც გრანდიოზული და მრავალფეროვანი პრიზებით დახუნძლული იქნება. საჩუქრები ყოველ საათში გათამაშდება, ასე რომ, ჩვენი მსმენელი მთელი დღის მანძილზე ყურადღებით უნდა იყოს, რადგან როდის დაისმება კითხვა და როდის მოხდება საჩუქრის გადაცემა, ეს წინასწარ არავინ იცის. წამყვანის მიერ, პირდაპირ ეთერში დასმულ კითხვას თან სავარაუდო პასუხებიც ექნება და მსმენელს აქტიურობა სწორედ კითხვის დასმის შემდეგ შეეძლება.

- რა პრიზები ელით გამარჯვებულებს?

- პრიზები მართლაც ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ კომპანიებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენს ვიქტორინაში. მსმენელი დასაჩუქრდება კომპანია "ბიბლუსის" ვაუჩერებითა და საახალწლო აქსესუარებით, ასევე გამომცემლობა "პალიტრა L" იზრუნებს მათზე და საჩუქრად გადასცემს წიგნებს. იტალიური კაფე "პიატოც" ჩვენს გვერდითაა და გამარჯვებულებს ვაუჩერებითა და უგემრიელესი ვახშმით დაასაჩუქრებს. და ბოლოს, ჩვენი ვიქტორინის ერთგვარი კულმინაცია იქნება ბრიტანელი შემსრულებლის ჯეიმს ბლანტის კონცერტზე დასასწრები ბილეთი, რომელიც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

- რომელ საათამდე გაგრძელდება ვიქტორინა?

- ვიქტორინა ეთერში იქნება დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთგული მსმენელები წავახალისოთ და გავახაროთ წინასაახალწლოდ. შევეცდებით, მაქსიმალურად მეტ მსმენელს მიეცეს პრიზების მოგების შესაძლებლობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი