მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცეცხლმოკიდებული სალათის ქრონიკები - რა მოხდა პიატოში?
ცეცხლმოკიდებული სალათის ქრონიკები - რა მოხდა პიატოში?

26­ დე­კემ­ბრის ღა­მეს, პი­ა­ტო-ში ის უნდა მომ­ხდა­რი­ყო, რაც მა­ნამ­დე არა­ვის ენა­ხა.

ზუს­ტად 8 სა­ათ­ზე, ღვი­ნით სავ­სე ჭი­ქებ­მა სტა­ფი­ლოს­ფე­რი სხი­ვე­ბი რომ აი­რეკ­ლა, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოვ­ლის­შემ­ძლე პე­პე­რო­ნის ნაც­ვლად, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი სა­ლა­თა აღ­მოჩ­ნდა...

საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან გა­ვარ­კვიე:

ღო­ნის­ძი­ე­ბამ­დე 3 დღით ადრე, პი­ა­ტოს ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ი­სუქგ­ვერ­დზე www.facebook.com/piatto.ge, რომ­ლის აქ­ტი­უ­რი "ფო­ლო­უ­ე­რიც" ვარ, "მზაკ­ვრუ­ლი" გეგ­მა და­ი­სა­ხა: მი­ზა­ნი ისე­თი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც კა­ფის სტუმ­რებს და­უ­ვი­წყარ ემო­ცი­ებს აჩუ­ქებ­და. ჩა­ნა­ფიქ­რის სა­თა­ნა­დოდ შეს­რუ­ლე­ბა კი მხო­ლოდ პი­ა­ტოს შეფმ­ზა­რე­ულს შე­ეძ­ლო.

"ჩვე­ნი ამო­ცა­ნა ისე­თი სა­ღა­მოს მო­წყო­ბა იყო, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ახ­დენ­და. სი­მარ­თლე გი­თხრა, თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, რომ ექ­სპრომ­ტად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცე­ცხლო­ვა­ნი სა­ლა­თა დიდ მო­წო­ნე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებ­და - ასეც მოხ­და. მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ის და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს. ეს კი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია",- მი­თხრა შეფმ­ზა­რე­ულ­მა მიშა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც სა­თი­თა­ოდ მო­ემ­სა­ხუ­რა კა­ფის სტუმ­რებს, მათ შო­რის მეც, ბო­ლომ­დე მო­ის­მი­ნა ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი და კმა­ყო­ფი­ლი სა­ხით დაგვპირ­და: მსგავ­სი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბაო...

პი­ა­ტოს სტუმ­რე­ბი აღ­ტა­ცე­ბას ვერ მა­ლავ­დნენ. ერ­თერ­თმა მათ­გან­მა ისიც კი მი­თხრა: მარ­თა­ლია, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლებ­მა სა­ლათ­მა თა­ვი­დან და­მაბ­ნია, თუმ­ცა ნა­ნახ­მა, ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბაო.

"მსგავ­სი მე­თო­დით მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი არას­დროს მი­ნა­ხავს. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პი­ა­ტოს მთელ გუნდს ასე­თი ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ღა­მოს­თვის".

რო­გორც გა­ვარ­კვიე, ხა­ტი­ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით შე­ი­ტყო.

" პი­ა­ტო-ს ფე­ის­ბუქგ­ვერ­დის აქ­ტი­უ­რი "ფო­ლო­უ­ე­რი" ვარ. სა­ღა­მოს შე­სა­ხებ რომ შე­ვი­ტყვე მა­შინ­ვე თა­და­რი­გი და­ვი­ჭი­რე. "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა"-ში დი­ლით მი­ვე­დი, ჯერ სა­ჩუქ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე: წიგ­ნე­ბი და სა­ა­ხალ­წლო აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. 8 სა­ათ­ზე კი სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი. სა­ნა­ხა­ო­ბამ იმ­დე­ნად მომ­ხიბ­ლა, ლა­ი­ვიც კი ჩავ­რთე. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მსგავსს ღო­ნის­ძი­ე­ბებს მო­მა­ვალ­შიც და­გეგ­მა­ვენ",- სა­უბ­რის ბო­ლოს, ბო­დი­ში მო­მი­ხა­და და იმ სა­ლა­თის და­გე­მოვ­ნე­ბა გა­ნაგ­რძნო, რო­მე­ლიც შეფმ­ზა­რე­ულ­მა პი­რა­დად მი­არ­თვა ...

წიგ­ნის კა­ფე­ში გა­მარ­თულ პერ­ფორ­მანსს, არა მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­საც სა­გულ­და­გუ­ლოდ ჰქონ­დათ დღე და­გეგ­მი­ლი, არა­მედ ისი­ნი, ვინც ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შემ­თხვე­ვით მოხ­ვდნენ. ჯონ გრე­მი ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყო.

"დამ­ღლე­ლი დღის შემ­დეგ, პი­ა­ტო სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია გან­ტვირ­თვის­თვის. ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი, თუმ­ცა გა­მი­მარ­თლა და დღეს აქ აღ­მოვ­ჩნდი. ვერ გე­ტყვით, რომ მსგავ­სი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას მეც შევ­ძლებ, თუმ­ცა ის, რაც აქ და­ვა­გე­მოვ­ნე, ნამ­დვი­ლად მშვე­ნი­ე­რი იყო. მად­ლო­ბა პი­ა­ტოს და მის შეფმ­ზა­რე­ულს ასე­თი გემ­რი­ე­ლი, ზამ­თრის სა­ლა­თის­თვის",-თქვა გრემ­მა.

უსა­მარ­თლო­ბა იქ­ნე­ბა ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი რომ არ აღ­ვნიშ­ნო: წიგ­ნის კა­ფე­ში გა­მარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა ვერ იქ­ნე­ბო­და ისე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი, რომ არა ვახო კალ­მა­ხე­ლი­ძის მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა, საქ­სა­ფო­ნით გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი რეტ­რო მუ­სი­კა და რო­ი­ა­ლი, რო­მელ­მაც ემო­ცი­უ­რად და­წყე­ბუ­ლი პერ­ფორ­მან­სი, დახ­ვე­წი­ლი, კლა­სი­კუ­რი ტო­ნა­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

წყა­რო:https://ninijaparidze.weebly.com/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ცეცხლმოკიდებული სალათის ქრონიკები - რა მოხდა პიატოში?

ცეცხლმოკიდებული სალათის ქრონიკები - რა მოხდა პიატოში?

26­ დეკემბრის ღამეს, პიატო-ში ის უნდა მომხდარიყო, რაც მანამდე არავის ენახა.

ზუსტად 8 საათზე, ღვინით სავსე ჭიქებმა სტაფილოსფერი სხივები რომ აირეკლა, ყურადღების ცენტრში ყოვლისშემძლე პეპერონის ნაცვლად, ცეცხლმოკიდებული სალათა აღმოჩნდა...

საქმის მასალებიდან გავარკვიე:

ღონისძიებამდე 3 დღით ადრე, პიატოს ოფიციალურ ფეისუქგვერდზე www.facebook.com/piatto.ge, რომლის აქტიური "ფოლოუერიც" ვარ, "მზაკვრული" გეგმა დაისახა: მიზანი ისეთი იდეის განხორციელება იყო, რომელიც კაფის სტუმრებს დაუვიწყარ ემოციებს აჩუქებდა. ჩანაფიქრის სათანადოდ შესრულება კი მხოლოდ პიატოს შეფმზარეულს შეეძლო.

"ჩვენი ამოცანა ისეთი საღამოს მოწყობა იყო, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენდა. სიმართლე გითხრა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ექსპრომტად მომზადებული ცეცხლოვანი სალათა დიდ მოწონებას დაიმსახურებდა - ასეც მოხდა. მომხმარებლებმა ის დადებითად შეაფასეს. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია",- მითხრა შეფმზარეულმა მიშა ბერძენიშვილმა, რომელიც სათითაოდ მოემსახურა კაფის სტუმრებს, მათ შორის მეც, ბოლომდე მოისმინა ჩვენი შეფასებები და კმაყოფილი სახით დაგვპირდა: მსგავსი კულინარიული საღამოები მომავალშიც გაგრძელდებაო...

პიატოს სტუმრები აღტაცებას ვერ მალავდნენ. ერთერთმა მათგანმა ისიც კი მითხრა: მართალია, ცეცხლმოკიდებულებმა სალათმა თავიდან დამაბნია, თუმცა ნანახმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბაო.

"მსგავსი მეთოდით მომზადებული კერძი არასდროს მინახავს. მადლობა მინდა გადავუხადო პიატოს მთელ გუნდს ასეთი ორიგინალური საღამოსთვის".

როგორც გავარკვიე, ხატიამ ღონისძიების შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო.

" პიატო-ს ფეისბუქგვერდის აქტიური "ფოლოუერი" ვარ. საღამოს შესახებ რომ შევიტყვე მაშინვე თადარიგი დავიჭირე. "ბიბლუსი გალერეა"-ში დილით მივედი, ჯერ საჩუქრები შევიძინე: წიგნები და საახალწლო აქსესუარები. 8 საათზე კი სრულიად თავისუფალი ვიყავი. სანახაობამ იმდენად მომხიბლა, ლაივიც კი ჩავრთე. კარგი იქნება, თუ მსგავსს ღონისძიებებს მომავალშიც დაგეგმავენ",- საუბრის ბოლოს, ბოდიში მომიხადა და იმ სალათის დაგემოვნება განაგრძნო, რომელიც შეფმზარეულმა პირადად მიართვა ...

წიგნის კაფეში გამართულ პერფორმანსს, არა მხოლოდ ის ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებსაც საგულდაგულოდ ჰქონდათ დღე დაგეგმილი, არამედ ისინი, ვინც ღონისძიებაზე შემთხვევით მოხვდნენ. ჯონ გრემი ერთ-ერთი მათგანი იყო.

"დამღლელი დღის შემდეგ, პიატო საუკეთესო ადგილია განტვირთვისთვის. ღონისძიების შესახებ არაფერი ვიცოდი, თუმცა გამიმართლა და დღეს აქ აღმოვჩნდი. ვერ გეტყვით, რომ მსგავსი კერძის მომზადებას მეც შევძლებ, თუმცა ის, რაც აქ დავაგემოვნე, ნამდვილად მშვენიერი იყო. მადლობა პიატოს და მის შეფმზარეულს ასეთი გემრიელი, ზამთრის სალათისთვის",-თქვა გრემმა.

უსამართლობა იქნება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი რომ არ აღვნიშნო: წიგნის კაფეში გამართული კულინარიული სანახაობა ვერ იქნებოდა ისეთი შთამბეჭდავი, რომ არა ვახო კალმახელიძის მუსიკალური გაფორმება, საქსაფონით გაცოცხლებული რეტრო მუსიკა და როიალი, რომელმაც ემოციურად დაწყებული პერფორმანსი, დახვეწილი, კლასიკური ტონალობით დაასრულა.

წყარო:https://ninijaparidze.weebly.com/

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი