"ცელქი ბავშვები 3D"-ს წინასაპრემიერო ღონისძიება "ვენდის" რესტორანში გაიმართა

"ცელქი ბავშვები 3D"-ს წინასაპრემიერო ღონისძიება "ვენდის" რესტორანში გაიმართა

27 დეკემბერს, "ვენდის" რესტორანში გაიმართა კინოფილმის "ცელქი ბავშვები 3D"-ს წინასაპრემიერო ღონისძიება. საღამოს დაესწრნენ ფილმის მსახიობები: რუსკა მაყაშვილი, ნიკა გრიგოლია, ჯაბა კილაძე. ცელქი ბავშვები: დანიელა ბეშქენაძე, თეკლა კვიჟინაძე, ქეთო სიხარულიძე, გიგი გოგრიჭიანი, ბარბარე ჯინჭარაძე.

"დღეს ძალიან კარგი ამბავი გვაქვს, "ცელქი ბავშვები 3"-ის მესამე ნაწილი გამოვიდა. იმედი მაქვს, მაყურებელიც მოუთმენლად ელის კინოთეატრებში ფილმის პრემიერას, რომელიც 28 დეკემბერს გაიმართება." - განაცხადა მსახიობმა, ჯაბა კილაძემ.

ღონისძიებაზე, წლევანდელი ევროვიზიის საქართველოს წარმომადგენელმა - გრიგოლ ყიფშიძემ შეასრულა ფილმის საუნდტრეკი. "ვენდის" გოგონებმა კი ბავშვებისთვის წარმოდგენა მოაწყვეს, რამაც დამსწრე სტუმრებს საახალწლო განწყობა შეუქმნა.

"დღეს "ცელქი ბავშვები 3"-ის წინასაპრემიერო საღამო გვაქვს, ფილმის მსახიობები იმყოფებიან ჩვენთან. ისინი სახალისოდ ატარებენ დროს ბავშვებთან ერთად, საღამოს დასასრულს კი სტუმრებისთვის გაათამაშებენ ფილმის ბილეთებს."- აღნიშნა "ვენდის" მარკეტინგის დირექტორმა, ელენე კოხრეიძემ.

"დანკინ დონატსი" და "ვენდი" კინოფილმ "ცელქი ბავშვები 3"-ის ქასთინგის გენერალური სპონსორები და ფილმის პარტნიორები არიან.

თეკლე ჯანელიძე

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი