პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Telegraph - "ადამიანის თავის პირველი სრული ტრანსპლანტაცია წარმატებით განხორციელდა..."
The Telegraph - "ადამიანის თავის პირველი სრული ტრანსპლანტაცია წარმატებით განხორციელდა..."

ჩი­ნეთ­ში, ადა­მი­ა­ნის თა­ვის პირ­ვე­ლი სრუ­ლი ტრან­სპლან­ტა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. ოპე­რა­ცია 25 დე­კემ­ბერს, გვამ­ზე ჩა­ტარ­და და ქი­რურ­გე­ბის თქმით, მათ ის შე­დე­გი მი­ი­ღეს, რა­საც ელოდ­ნენ. The Telegraph-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იტა­ლი­ე­ლი ქი­რურ­გის, სერ­ჯიო კა­ნა­ვე­რო­სა და ჰარ­ბი­ნის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქი­რურ­გე­ბის თა­ვის გა­და­ნერგვის ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცია, 18 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ექი­მებ­მა მხო­ლოდ მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­და­ა­ბეს ყვე­ლა ნერ­ვი, ხერ­ხე­მა­ლი და მთა­ვა­რი სის­ხლძარ­ღვე­ბი... ტრან­სპლან­ტა­ცია, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ცო­ცხალ ადა­მი­ან­ზეც ჩა­ტარ­დე­ბა. სხვა დე­ტა­ლებს, შე­დე­გებ­ზე ან ოპე­რა­ცი­ის პრო­ცეს­ზე, - ექი­მე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ახ­მა­უ­რე­ბენ.

2016 წლის იან­ვარ­ში, მეც­ნი­ერ­თა ამა­ვე ჯგუფ­მა თა­ვის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია მა­ი­მუ­ნებ­ზეც ჩა­ა­ტა­რეს... მა­თი­ვე თქმით, წლე­ბის წინ, რო­დე­საც კა­ნა­ვე­რო ამა­ზე სა­უბ­რობ­და, მსოფ­ლი­ოს მე­დი­კო­სე­ბი მის ინი­ცი­ა­ტი­ვას სკეპ­ტი­კუ­რად აფა­სებ­დნენ, მე­ტიც, არა­სე­რი­ო­ზუ­ლა­დაც კი აღიქ­ვამ­დნენ.

"მა­შინ მე ვთქვი, - ყვე­ლას და­ვა­ნახ­ვებ, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, მე­დი­ცი­ნა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბას მო­ვახ­დენ­დი. ახლა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი წინ არის, - იგი­ვე ოპე­რა­ცია ცო­ცხალ ადა­მი­ან­ზეც უნდა ჩა­ვა­ტა­როთ. ჰარ­ბი­ნის კლი­ნი­კა ამის­თვის მზად არის..."- აცხა­დებს იტა­ლი­ე­ლი ქი­რურ­გი.

ჩი­ნე­თის კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, 25 დე­კემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბულ ოპე­რა­ცი­ას "სენ­სა­ცი­ურს" უწო­დებს. ჰარ­ბი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, - სწო­რედ მათი კლი­ნი­კის კედ­ლებ­ში მოხ­დე­ბა ის, რაც "ალექ­სან­დრე ბე­ლი­ა­ევს თა­ვის ფან­ტას­ტი­კურ რო­მან­ში უწე­რია, - ადა­მი­ა­ნის­თვის თა­ვის გა­და­ნერგვა" - გა­ნუ­ცხა­დეს მათ The Telegraph-ს. 

კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით­ვე, მსოფ­ლი­ო­ში მე­დი­კე­ბის ერთი ნა­წი­ლი, გა­ბე­დულ ქი­რურგს, "შარ­ლა­ტანს" უწო­დებს, - სხვე­ბი კი, "თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის დი­დე­ბულ გე­ნი­ოსს." "არა­და, მან გა­ა­კე­თა ის, რა­ზეც ოც­ნე­ბობ­დნენ ჩი­ნე­ლი იმ­პე­რა­ტო­რე­ბი, ინ­გლი­სე­ლი მო­ნარ­ქე­ბი და შუ­ა­სა­კუ­ნე­ე­ბის შავი მა­გი­ის მიმ­დევ­რე­ბი, - ყვე­ლა მათ­გა­ნი ეძებ­და გზას უკ­ვდა­ვე­ბი­სა და მა­რა­დი­უ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის­კენ..."- მი­აჩ­ნი­ათ მათ.

ახლა მთა­ვა­რია, შემ­დე­გი სა­ფე­ხუ­რი. კერ­ძოდ, - ვინ გა­რის­კავს თა­ვის სი­ცო­ცხლეს იტა­ლი­ე­ლი ქი­რურ­გის ახა­ლი, მთა­ვა­რი მიზ­ნის­თვის, რო­მელ­ზეც ის წლე­ბია სა­უბ­რობს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლი "კან­დი­და­ტი", რუსი პროგ­რა­მის­ტი ვა­ლე­რი სპი­რი­დო­ნო­ვი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­მელ­საც კუნ­თე­ბის ატრო­ფია აქვს და ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა... პე­კი­ნის კლი­ნი­კა ამ პრო­ექტს დას­თან­ხმდა. პე­კინ­ში ამ ექ­სპე­რი­მენტს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რაც გა­მო­უ­ცხა­დეს, თუმ­ცა, შემ­დეგ, ექიმ­სა და პა­ცი­ენტს შო­რის თით­ქმის მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა, რა­ტომ­ღაც გა­უქ­მდა. იმა­ზე, თუ რო­გორ ეძებ­დნენ დო­ნორს სპი­რი­დო­ნო­ვის­თვის, პე­კი­ნის კლი­ნი­კა­ში დუმ­დნენ. ამ თე­მა­ზე არ სა­უბ­რობს იტა­ლი­ე­ლი ქი­რურ­გიც.

ბოლო, რე­ზო­ნან­სუ­ლი ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას, კა­ნა­ვე­როს ასის­ტენ­ტი ჩი­ნე­ლი ქი­რურ­გი იყო, რო­მე­ლიც 5 წლის წინ, მსგავს ოპე­რა­ცი­ებს მღრღნე­ლებ­ზე ატა­რებ­და. ცნო­ბი­ლია, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, საც­დელ­მა ცხო­ვე­ლებ­მა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ათს იცო­ცხლეს, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ექი­მი ხე­ლის ჩაქ­ნე­ვას არ აპი­რებს...

კა­ნა­ვა­როს ბოლო გახ­მა­უ­რე­ბულ ოპე­რა­ცი­ას მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა, - მე­დი­კო­სე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა, მის საქ­მი­ა­ნო­ბას "გრან­დი­ო­ზუ­ლი აფე­რა" უწო­და. თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი მის შემ­დეგ ნა­ბიჯს ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალ­ყურს. ნა­წი­ლი კი, იმე­დოვ­ნებს, რომ იტა­ლი­ე­ლი ქი­რურ­გი მე­დი­ცი­ნა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბას მარ­თლაც მო­ახ­დენს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

The Telegraph - "ადამიანის თავის პირველი სრული ტრანსპლანტაცია წარმატებით განხორციელდა..."

The Telegraph - "ადამიანის თავის პირველი სრული ტრანსპლანტაცია წარმატებით განხორციელდა..."

ჩინეთში, ადამიანის თავის პირველი სრული ტრანსპლანტაცია წარმატებით დასრულდა. ოპერაცია 25 დეკემბერს, გვამზე ჩატარდა და ქირურგების თქმით, მათ ის შედეგი მიიღეს, რასაც ელოდნენ. The Telegraph-ის ინფორმაციით, იტალიელი ქირურგის, სერჯიო კანავეროსა და ჰარბინის სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგების თავის გადანერგვის ერთობლივი ოპერაცია, 18 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ოპერაციის დასრულების შემდეგ, ექიმებმა მხოლოდ მცირე ინფორმაცია გაავრცელეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ წარმატებულად გადააბეს ყველა ნერვი, ხერხემალი და მთავარი სისხლძარღვები... ტრანსპლანტაცია, უახლოეს მომავალში, ცოცხალ ადამიანზეც ჩატარდება. სხვა დეტალებს, შედეგებზე ან ოპერაციის პროცესზე, - ექიმები ჯერჯერობით არ ახმაურებენ.

2016 წლის იანვარში, მეცნიერთა ამავე ჯგუფმა თავის გადანერგვის ოპერაცია მაიმუნებზეც ჩაატარეს... მათივე თქმით, წლების წინ, როდესაც კანავერო ამაზე საუბრობდა, მსოფლიოს მედიკოსები მის ინიციატივას სკეპტიკურად აფასებდნენ, მეტიც, არასერიოზულადაც კი აღიქვამდნენ.

"მაშინ მე ვთქვი, - ყველას დავანახვებ, რომ ეს შესაძლებელია, მედიცინაში გადატრიალებას მოვახდენდი. ახლა ყველაზე მთავარი წინ არის, - იგივე ოპერაცია ცოცხალ ადამიანზეც უნდა ჩავატაროთ. ჰარბინის კლინიკა ამისთვის მზად არის..."- აცხადებს იტალიელი ქირურგი.

ჩინეთის კლინიკის ხელმძღვანელობა, 25 დეკემბერს ჩატარებულ ოპერაციას "სენსაციურს" უწოდებს. ჰარბინის წარმომადგენლების თქმით, - სწორედ მათი კლინიკის კედლებში მოხდება ის, რაც "ალექსანდრე ბელიაევს თავის ფანტასტიკურ რომანში უწერია, - ადამიანისთვის თავის გადანერგვა" - განუცხადეს მათ The Telegraph-ს. 

კლინიკის ხელმძღვანელობის თქმითვე, მსოფლიოში მედიკების ერთი ნაწილი, გაბედულ ქირურგს, "შარლატანს" უწოდებს, - სხვები კი, "თანამედროვეობის დიდებულ გენიოსს." "არადა, მან გააკეთა ის, რაზეც ოცნებობდნენ ჩინელი იმპერატორები, ინგლისელი მონარქები და შუასაკუნეების შავი მაგიის მიმდევრები, - ყველა მათგანი ეძებდა გზას უკვდავებისა და მარადიული ახალგაზრდობისკენ..."- მიაჩნიათ მათ.

ახლა მთავარია, შემდეგი საფეხური. კერძოდ, - ვინ გარისკავს თავის სიცოცხლეს იტალიელი ქირურგის ახალი, მთავარი მიზნისთვის, რომელზეც ის წლებია საუბრობს. არსებული ინფორმაციით, პირველი "კანდიდატი", რუსი პროგრამისტი ვალერი სპირიდონოვი უნდა ყოფილიყო, რომელსაც კუნთების ატროფია აქვს და ეტლით გადაადგილდება... პეკინის კლინიკა ამ პროექტს დასთანხმდა. პეკინში ამ ექსპერიმენტს ფინანსური მხარდაჭერაც გამოუცხადეს, თუმცა, შემდეგ, ექიმსა და პაციენტს შორის თითქმის მიღწეული შეთანხმება, რატომღაც გაუქმდა. იმაზე, თუ როგორ ეძებდნენ დონორს სპირიდონოვისთვის, პეკინის კლინიკაში დუმდნენ. ამ თემაზე არ საუბრობს იტალიელი ქირურგიც.

ბოლო, რეზონანსული ოპერაციის მსვლელობისას, კანავეროს ასისტენტი ჩინელი ქირურგი იყო, რომელიც 5 წლის წინ, მსგავს ოპერაციებს მღრღნელებზე ატარებდა. ცნობილია, რომ ოპერაციის შემდეგ, საცდელმა ცხოველებმა მხოლოდ რამდენიმე საათს იცოცხლეს, თუმცა, ამის მიუხედავად, ექიმი ხელის ჩაქნევას არ აპირებს...

კანავაროს ბოლო გახმაურებულ ოპერაციას მსოფლიოში ახალი გამოხმაურებები მოჰყვა, - მედიკოსების ერთმა ნაწილმა, მის საქმიანობას "გრანდიოზული აფერა" უწოდა. თუმცა, ფაქტია, რომ მილიონობით ადამიანი მის შემდეგ ნაბიჯს ყურადღებით ადევნებს თვალყურს. ნაწილი კი, იმედოვნებს, რომ იტალიელი ქირურგი მედიცინაში გადატრიალებას მართლაც მოახდენს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"