პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება დოლარის კურსი 2018 წელს - სავალუტო ბაზრის სტრატეგების ანალიზი
როგორი იქნება დოლარის კურსი 2018 წელს - სავალუტო ბაზრის სტრატეგების ანალიზი

გა­სუ­ლი წელი დო­ლა­რის­თვის ბოლო ათწლე­ულ­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­მოდ­გა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ბაზ­რის სტრა­ტე­გე­ბი თვლი­ან, რომ ამე­რი­კულ ვა­ლუ­ტას ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი არც მო­მა­ვა­ლი წლის­თვის უნდა ჰქონ­დეს.

მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ დო­ლა­რი ყვე­ლა ვა­ლუ­ტას­თან წყვილ­ში აპი­რებს პო­ზი­ცი­ე­ბის დათ­მო­ბას.

რა თქმა უნდა, ძი­რი­თად მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლად ისევ ფედ­რე­ზერ­ვის მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა რჩე­ბა, რო­მე­ლიც მეტ­ნაკ­ლე­ბად გარ­კვე­უ­ლია, თუმ­ცა ბა­ზარ­ზე ამინდს ბევ­რი სხვა გა­რე­მო­ე­ბაც აყა­ლი­ბებს და სწო­რედ მათი ზე­მოქ­მე­დე­ბით ყა­ლიბ­დე­ბა ესა თუ ის ტრენ­დი. რა თქმა უნდა, ამ საქ­მის სტრა­ტეგ­თა მო­საზ­რე­ბე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

"ბლუმ­ბერ­გმა" გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­დაც სა­ვა­ლუ­ტო ბაზ­რის სტრა­ტე­გე­ბი, სხვა­დას­ხვა ვა­ლუ­ტას­თან მი­მარ­თე­ბით, დო­ლა­რის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

იენი

ამ­ჟა­მად 1 დო­ლა­რი 113.19 იე­ნის ფარ­გლებ­შია. მო­მა­ვა­ლი წლის სა­ვა­რა­უ­დო სა­შუ­ა­ლო კურ­სი - 112 იენი.

ტო­რონ­ტოს "დო­მი­ნი­ონ ბან­კის" ჩრდი­ლო­ა­მე­რი­კუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის, ფო­რექ­სის სტრა­ტე­გი­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის შეფი, მარკ მა­კორ­მი­კი თვლის, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ ია­პო­ნი­ის ბან­კი შემ­დე­გია (ფედ­რე­ზერ­ვის შემ­დეგ), რო­მე­ლიც მო­ნე­ტა­რულ პო­ლი­ტი­კას შეც­ვლის. მისი მო­საზ­რე­ბით, დო­ლა­რი-იე­ნის კურ­სი 115-სა და 100-ს შო­რის იმოძ­რა­ვებს.

"ბერკლი­ზის" სა­ვა­ლუ­ტო გაც­ვლე­ბის სტრა­ტე­გი, ხუან პრა­და მო­ე­ლის, რომ ინფლა­ცი­ის ზრდის კვა­ლო­ბა­ზე, იენი გამ­ყა­რე­ბას და­ი­წყებს. ია­პო­ნი­ის ბან­კი თა­ვის მო­ნე­ტა­რულ პო­ლი­ტი­კას 2018 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შეც­ვლის. პრა­და ფიქ­რობს, რომ დო­ლა­რი-იე­ნის კურ­სი მო­მა­ვა­ლი წლის ბო­ლოს­თვის

105 იე­ნის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა აქვს "კრე­დიტ აგ­რი­კო­ლის" ანა­ლი­ტი­კოსს, ვა­სი­ლი სე­რებ­რი­ა­კოვს, ვინც თვლის, რომ ია­პო­ნი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კი, მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გამ­კაც­რე­ბის გლო­ბა­ლურ ციკ­ლებს ჩა­მორ­ჩე­ბა ხოლ­მე. ამ მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რებს "ველს ფარ­გოს" ანა­ლი­ტი­კო­სი, ნიკ ბე­ნენბ­რო­ე­კი, ვინც ამ­ბობს, რომ ია­პო­ნი­ის ბან­კი, სხვა ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კე­ბის მიერ პო­ლი­ტი­კის შეც­ვლის შემ­დეგ იწყებს ხოლ­მე მოქ­მე­დე­ბას. ეს კი ნიშ­ნავს, რომ იენს გამ­ყა­რე­ბის რე­ა­ლუ­რი სა­ფუ­ძე­ლი არ ექ­ნე­ბა.

ევრო

ამ­ჟა­მად 1 ევ­როს ფასი 1.1863 დო­ლა­რის სი­ახ­ლო­ვე­საა. მო­მა­ვა­ლი წლის სა­ვა­რა­უ­დო სა­შუ­ა­ლო კურ­სი 1.21 დო­ლა­რია

ზო­გად სუ­რათ­ში ყვე­ლა­ზე უკეთ ევ­რო­პა გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­მელ­საც მოს­დევს ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა და შემ­დეგ აზია. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, 2018 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ერთი ევ­როს ფასი 1.23 დო­ლარს მი­აღ­წევს. მის პო­ზი­ცი­ას ის გა­რე­მო­ე­ბა გან­სა­ზღვრავს, რომ ევ­რო­პის ცენ­ტრა­ლურ­მა ბან­კმა (ECB) თა­ვი­სი რა­ო­დე­ნობ­რი­ვი შემ­სუ­ბუ­ქე­ბის (QE) პროგ­რა­მის შეკ­ვე­ცა და­ი­წყო, რა­საც ევ­რო­ზო­ნა­ში ეკო­ნო­მი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი მო­ე­ლი­ან, რომ ევ­რო­პის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გამ­ყა­რე­ბის ფაქ­ტო­რი, ინ­ვეს­ტო­რე­ბის ქმე­დე­ბებ­ზე მო­მა­ვა­ლი წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი­დან აი­სა­ხე­ბა.

კა­ნა­დუ­რი კო­მერ­ცი­უ­ლი სა­მე­ფო ბან­კის მაკ­რო სტრა­ტე­გი, ბი­პან რაი ფიქ­რობს, რომ ევრო ე. წ. პრო­ციკ­ლუ­რი ვა­ლუ­ტაა. ამას­თან, ევ­რო­პის ეკო­ნო­მი­კის ახ­ლან­დე­ლი ციკ­ლი, წინა ციკ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე მოკ­ლეა. ამავდრო­უ­ლად, ამე­რი­კუ­ლი ციკ­ლი უფრო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია. მისი აზ­რით, ECB ზა­ფხუ­ლის შემ­დეგ იქ­ნე­ბა მზად პო­ლი­ტი­კის შე­საც­ვლე­ლად. QE-ს მოქ­მე­დი პროგ­რა­მა სექ­ტემ­ბერ­ში უნდა დას­რულ­დეს, რის შემ­დე­გაც, მისი შეკ­ვე­ცა და­ი­წყე­ბა. ეს პრო­ცე­სი კი 2019 წლის იან­ვარ­ში უნდა დას­რულ­დეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი, ევ­როს გამ­ყა­რე­ბას და­უ­ჭერს მხარს. რაი მო­ე­ლის, რომ 2018 წლის ბო­ლოს ერთი ევრო 1.25 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში ეღი­რე­ბა.

სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ვა­ლუ­ტე­ბი

ამ­ჟა­მად 1 ევრო 9.8997 შვე­დუ­რი კრო­ნას ფარ­გლებ­შია. მო­მა­ვა­ლი წლის სა­ვა­რა­უ­დო სა­შუ­ა­ლო კურ­სი 9.30 კრო­ნაა.

1 ევრო 9.8524 ნორ­ვე­გი­უ­ლი კრო­ნის ფარ­გლებ­შია. მო­მა­ვა­ლი წლის სა­ვა­რა­უ­დო სა­შუ­ა­ლო კურ­სი 9.20 კრო­ნია.

ცნო­ბი­სათ­ვის, შვე­დუ­რი კრო­ნა იმ კა­ლა­თა­შია, რო­მელ­თან შე­წო­ნი­ლი კურ­სიც დო­ლა­რის ინ­დექსს გან­სა­ზღვრავს.

"ბერკლი­ზის" წარ­მო­მო­მად­გე­ნე­ლი, ხუან პრა­და თვლის, რომ დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბით ყვე­ლა­ზე კარგ პო­ზი­ცი­ა­ში შე­საძ­ლოა ევ­რო­პუ­ლი სა­ტე­ლი­ტი ვა­ლუ­ტე­ბი - შვე­დუ­რი კრო­ნა და ნორ­ვე­გი­უ­ლი კრო­ნი აღ­მოჩ­ნდეს. ის ამ­ბობს, რომ სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ვა­ლუ­ტე­ბი ევ­რო­ზე ად­რე­უ­ლი ციკ­ლუ­რი ცვლი­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

HSBC-ს სა­ვა­ლუ­ტო ბაზ­რის სტრა­ტეგს, და­რაგ მა­ჰერს მი­აჩ­ნია, რომ შვე­დურ კრო­ნა­ზე არ­სე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი და მა­ღა­ლი ბა­ლან­სი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ პროგ­ნოზს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა მო­მა­ვალ წელს და­ახ­ლო­ე­ბით 2 პრო­ცენ­ტით გა­იზ­რდე­ბა. მსგავ­სი ვი­თა­რე­ბაა ნორ­ვე­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის ბან­კის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა, ნაკ­ლე­ბად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც აშ­კა­რად არაა სუს­ტი.

გა­ნაგგრძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები

როგორი იქნება დოლარის კურსი 2018 წელს - სავალუტო ბაზრის სტრატეგების ანალიზი

როგორი იქნება დოლარის კურსი 2018 წელს - სავალუტო ბაზრის სტრატეგების ანალიზი

გასული წელი დოლარისთვის ბოლო ათწლეულში ყველაზე რთული გამოდგა. საერთაშორისო სავალუტო ბაზრის სტრატეგები თვლიან, რომ ამერიკულ ვალუტას ოპტიმიზმის საფუძველი არც მომავალი წლისთვის უნდა ჰქონდეს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დოლარი ყველა ვალუტასთან წყვილში აპირებს პოზიციების დათმობას.

რა თქმა უნდა, ძირითად მამოძრავებელ ძალად ისევ ფედრეზერვის მონეტარული პოლიტიკა რჩება, რომელიც მეტნაკლებად გარკვეულია, თუმცა ბაზარზე ამინდს ბევრი სხვა გარემოებაც აყალიბებს და სწორედ მათი ზემოქმედებით ყალიბდება ესა თუ ის ტრენდი. რა თქმა უნდა, ამ საქმის სტრატეგთა მოსაზრებები განსხვავებულია.

"ბლუმბერგმა" გამოაქვეყნა სტატია, სადაც სავალუტო ბაზრის სტრატეგები, სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებით, დოლარის პერსპექტივებზე საუბრობენ.

იენი

ამჟამად 1 დოლარი 113.19 იენის ფარგლებშია. მომავალი წლის სავარაუდო საშუალო კურსი - 112 იენი.

ტორონტოს "დომინიონ ბანკის" ჩრდილოამერიკული ოპერაციების, ფორექსის სტრატეგიების განყოფილების შეფი, მარკ მაკორმიკი თვლის, რომ სავარაუდოდ იაპონიის ბანკი შემდეგია (ფედრეზერვის შემდეგ), რომელიც მონეტარულ პოლიტიკას შეცვლის. მისი მოსაზრებით, დოლარი-იენის კურსი 115-სა და 100-ს შორის იმოძრავებს.

"ბერკლიზის" სავალუტო გაცვლების სტრატეგი, ხუან პრადა მოელის, რომ ინფლაციის ზრდის კვალობაზე, იენი გამყარებას დაიწყებს. იაპონიის ბანკი თავის მონეტარულ პოლიტიკას 2018 წლის მეორე ნახევარში შეცვლის. პრადა ფიქრობს, რომ დოლარი-იენის კურსი მომავალი წლის ბოლოსთვის

105 იენის ფარგლებში იქნება.

განსხვავებული მოსაზრება აქვს "კრედიტ აგრიკოლის" ანალიტიკოსს, ვასილი სერებრიაკოვს, ვინც თვლის, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გლობალურ ციკლებს ჩამორჩება ხოლმე. ამ მოსაზრებას იზიარებს "ველს ფარგოს" ანალიტიკოსი, ნიკ ბენენბროეკი, ვინც ამბობს, რომ იაპონიის ბანკი, სხვა ცენტრალური ბანკების მიერ პოლიტიკის შეცვლის შემდეგ იწყებს ხოლმე მოქმედებას. ეს კი ნიშნავს, რომ იენს გამყარების რეალური საფუძელი არ ექნება.

ევრო

ამჟამად 1 ევროს ფასი 1.1863 დოლარის სიახლოვესაა. მომავალი წლის სავარაუდო საშუალო კურსი 1.21 დოლარია

ზოგად სურათში ყველაზე უკეთ ევროპა გამოიყურება, რომელსაც მოსდევს ჩრდილოეთ ამერიკა და შემდეგ აზია. ანალიტიკოსების აზრით, 2018 წლის მეორე ნახევარში ერთი ევროს ფასი 1.23 დოლარს მიაღწევს. მის პოზიციას ის გარემოება განსაზღვრავს, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) თავისი რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) პროგრამის შეკვეცა დაიწყო, რასაც ევროზონაში ეკონომიკის გაჯანსაღება განაპირობებს. ანალიტიკოსები მოელიან, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამყარების ფაქტორი, ინვესტორების ქმედებებზე მომავალი წლის მეორე ნახევარიდან აისახება.

კანადური კომერციული სამეფო ბანკის მაკრო სტრატეგი, ბიპან რაი ფიქრობს, რომ ევრო ე. წ. პროციკლური ვალუტაა. ამასთან, ევროპის ეკონომიკის ახლანდელი ციკლი, წინა ციკლების საშუალო ხანგრძლივობაზე მოკლეა. ამავდროულად, ამერიკული ციკლი უფრო ჩამოყალიბებულია. მისი აზრით, ECB ზაფხულის შემდეგ იქნება მზად პოლიტიკის შესაცვლელად. QE-ს მოქმედი პროგრამა სექტემბერში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, მისი შეკვეცა დაიწყება. ეს პროცესი კი 2019 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. ეს ყველაფერი, ევროს გამყარებას დაუჭერს მხარს. რაი მოელის, რომ 2018 წლის ბოლოს ერთი ევრო 1.25 დოლარის ფარგლებში ეღირება.

სკანდინავიური ვალუტები

ამჟამად 1 ევრო 9.8997 შვედური კრონას ფარგლებშია. მომავალი წლის სავარაუდო საშუალო კურსი 9.30 კრონაა.

1 ევრო 9.8524 ნორვეგიული კრონის ფარგლებშია. მომავალი წლის სავარაუდო საშუალო კურსი 9.20 კრონია.

ცნობისათვის, შვედური კრონა იმ კალათაშია, რომელთან შეწონილი კურსიც დოლარის ინდექსს განსაზღვრავს.

"ბერკლიზის" წარმომომადგენელი, ხუან პრადა თვლის, რომ დოლართან მიმართებით ყველაზე კარგ პოზიციაში შესაძლოა ევროპული სატელიტი ვალუტები - შვედური კრონა და ნორვეგიული კრონი აღმოჩნდეს. ის ამბობს, რომ სკანდინავიური ვალუტები ევროზე ადრეული ციკლური ცვლილებით გამოირჩევა.

HSBC-ს სავალუტო ბაზრის სტრატეგს, დარაგ მაჰერს მიაჩნია, რომ შვედურ კრონაზე არსებული უარყოფითი საპროცენტო განაკვეთი და მაღალი ბალანსი არ შეესაბამება იმ პროგნოზს, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ეკონომიკა მომავალ წელს დაახლოებით 2 პროცენტით გაიზრდება. მსგავსი ვითარებაა ნორვეგიასთან დაკავშირებით, რომლის ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა, ნაკლებად შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას, რომელიც აშკარად არაა სუსტი.

განაგგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."