მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა 51-ე სკოლასთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებზე ახალ განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა 51-ე სკოლასთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებზე ახალ განცხადებას ავრცელებს

პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლი­სის 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან მომ­ხდარ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ ორ არას­რულ­წლო­ვანს - გ.ბ-ს და გ.ჯ-ს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა.

ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც AMBEBI.GE უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლის 1 დე­კემ­ბერს, დი­ლის სა­ა­თებ­ში, ქ.თბი­ლი­სის 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამა­ვე სკო­ლის მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რის გა­მოც მათ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ძა­ბა. ა.ს. დახ­მა­რე­ბის­თვის ნა­თე­სავს მ.კ-ს და­უ­კავ­შირ­და. მ.კ. მე­გობ­რებ­თან ერ­თად 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან მი­ვი­და. სკო­ლას­თან ასე­ვე შე­იკ­რიბ­ნენ ა.ს-სთან და თ.ჩ-სთან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი. და­პი­რის­პი­რე­ბულ­მა მხა­რე­ებ­მა ა.ხო­რა­ვას ქუჩა 4-ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ეზო­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც მო­ზარ­დებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და. ჩხუ­ბის დროს გ.ბ-მ და გ.ჯ-მ ჯგუ­ფუ­რად, გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, არას­რულ­წლო­ვან დ.ს-ს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ში და­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შემ­დე­გაც გ.ბ-მ გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, არას­რულ­წლო­ვან ლ.დ-ს და­ნით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ლ.დ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო დ.ს. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა მე­ო­რე დღეს.

და­კა­ვე­ბულ არას­რულ­წლოვ­ნებს გ.ბ-ს და გ.ჯ-ს თავ­და­პირ­ვე­ლად ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნათ, ხოლო გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 2017 წლის 27 დე­კემ­ბერს ბრალ­დე­ბუ­ლებს ბრა­ლი და­უ­ზუს­ტდათ. გ.ბ-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ" და "ე" ქვე­პუნ­ქტით და ამა­ვე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის, ასე­ვე ორი ან მეტი პი­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად), ხოლო გ.ჯ-ს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ" და "ე" ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) წა­რედ­გი­ნათ.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

პროკურატურა 51-ე სკოლასთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებზე ახალ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა 51-ე სკოლასთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებზე ახალ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს - გ.ბ-ს და გ.ჯ-ს ბრალდება დაუზუსტა.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც AMBEBI.GE უცვლელად გთავაზობთ:

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ა.ს. დახმარებისთვის ნათესავს მ.კ-ს დაუკავშირდა. მ.კ. მეგობრებთან ერთად 51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა. სკოლასთან ასევე შეიკრიბნენ ა.ს-სთან და თ.ჩ-სთან დაპირისპირებული არასრულწლოვნები. დაპირისპირებულმა მხარეებმა ა.ხორავას ქუჩა 4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც მოზარდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს გ.ბ-მ და გ.ჯ-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან დ.ს-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანების გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც გ.ბ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან ლ.დ-ს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა მეორე დღეს.

დაკავებულ არასრულწლოვნებს გ.ბ-ს და გ.ჯ-ს თავდაპირველად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინათ, ხოლო გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე 2017 წლის 27 დეკემბერს ბრალდებულებს ბრალი დაუზუსტდათ. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ასევე ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო გ.ჯ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ