მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხედრო რეზერვში სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს
 სამხედრო რეზერვში სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს

სამ­ხედ­რო რე­ზერვში სამ­სა­ხუ­რი შე­საძ­ლოა ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი გახ­დეს, - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ლე­ვან იზო­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც აქ­ტი­უ­რი, ისე სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო რე­ზერ­ვის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას. მი­ნის­ტრის თქმით, მსგავ­სი მიდ­გო­მა მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას გა­ა­ჩენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდას შე­უ­წყობს ხელს.

"შე­ვი­მუ­შა­ვეთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცია და, შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნონპ­რო­ექ­ტიც, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში მთავ­რო­ბა­ზე იქ­ნე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი და გან­ხილ­ვის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში შევა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის თა­ნახ­მად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რო­გორც აქ­ტი­უ­რი რე­ზერ­ვის სის­ტე­მა, ანუ ეს არის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი, რო­გორც თავ­დაც­ვი­თი, ასე­ვე სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა.

რე­ზერ­ვი არის თავ­დაც­ვის რე­ზერ­ვად სა­ხელ­წო­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სამ კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავს. ერთი არის აქ­ტი­უ­რი რე­ზერ­ვის კომ­პო­ნენ­ტი, მე­ო­რე ტე­რი­ტო­რი­უ­ლი რე­ზერ­ვის კომ­პო­ნენ­ტი და სპე­ცი­ა­ლის­ტთა რე­ზერ­ვის კომ­პო­ნენ­ტი. ჩვენ ვი­წყებთ სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტით, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი რე­ზერ­ვის კომ­პო­ნენ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­სხვავ­დე­ბა კა­ნო­ნით მოქ­მე­დი სის­ტე­მის­გან. იქ­ნე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი. რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნელ­ვა­ნია, გა­ფორმ­დე­ბა კონ­ტრაქ­ტი, ოღონდ ვინც კონ­ტრაქ­ტით თა­ვის დრო­ზე მსა­ხუ­რობ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ან იყო წვე­ვამ­დე­ლი, ექ­ნე­ბათ გან­გრძო­ბა­დო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამო­წუ­რეს კონ­ტრაქ­ტი. ჩვენ, და­მა­ტე­ბით, ვი­საც უნა­რი შეს­წევს და­იც­ვას თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა, ვაძ­ლევთ შანსს, გა­უ­ფორმ­დეს ხუ­თწ­ლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ა­ნი კომ­პო­ნენ­ტია, რომ ყო­ველ­თვი­უ­რად ანა­ზღა­ურ­დე­ბა მათი რე­ზერვში ყოფ­ნა, თუმ­ცა სარ­გო­დან რო­მე­ლიც ბო­ლოს ჰქონ­დათ, მისი 20%, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც წე­ლი­წად­ში 45 დღე ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პირი გა­მო­ცხად­დეს და შე­მოწ­მდეს, ის მი­ი­ღებს 100% სარ­გოს. ეს ერ­თგვა­რი და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცი­აა, რათა ჰქონ­დეს და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი სხვა საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იზო­რი­ამ.

სამხედრო რეზერვში სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს

 სამხედრო რეზერვში სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს

სამხედრო რეზერვში სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი თქმით, შემუშავებულია კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს როგორც აქტიური, ისე სამობილიზაციო რეზერვის სისტემის განვითარებას. მინისტრის თქმით, მსგავსი მიდგომა მეტ მოტივაციას გააჩენს მოქალაქეებში, რაც საბოლოო ჯამში თავდაცვისუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

"შევიმუშავეთ განხორციელებაზე ორიენტირებული კონცეფცია და, შესაბამისად, კანონპროექტიც, რომელიც მომავალში მთავრობაზე იქნება გამოტანილი და განხილვის შემდეგ პარლამენტში შევა. აღნიშნული კონცეფციის თანახმად, გათვალისწინებულია როგორც აქტიური რეზერვის სისტემა, ანუ ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, როგორც თავდაცვითი, ასევე სამობილიზაციო სისტემა.

რეზერვი არის თავდაცვის რეზერვად სახელწოდებული, რომელიც სამ კომპონენტს მოიცავს. ერთი არის აქტიური რეზერვის კომპონენტი, მეორე ტერიტორიული რეზერვის კომპონენტი და სპეციალისტთა რეზერვის კომპონენტი. ჩვენ ვიწყებთ საპილოტე პროექტით, განსაკუთრებით აქტიური რეზერვის კომპონენტის განხორციელებით, რომელიც განსხვავდება კანონით მოქმედი სისტემისგან. იქნება ნებაყოფლობითი. რაც ძალიან მნიშვნელვანია, გაფორმდება კონტრაქტი, ოღონდ ვინც კონტრაქტით თავის დროზე მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში ან იყო წვევამდელი, ექნებათ განგრძობადობის საშუალება თავიანთი საქმიანობის, მიუხედავად იმისა, რომ ამოწურეს კონტრაქტი. ჩვენ, დამატებით, ვისაც უნარი შესწევს დაიცვას თავისი ქვეყანა, ვაძლევთ შანსს, გაუფორმდეს ხუთწლიანი კონტრაქტი. ასევე მნიშვნელოანი კომპონენტია, რომ ყოველთვიურად ანაზღაურდება მათი რეზერვში ყოფნა, თუმცა სარგოდან რომელიც ბოლოს ჰქონდათ, მისი 20%, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც წელიწადში 45 დღე ვალდებული იქნება პირი გამოცხადდეს და შემოწმდეს, ის მიიღებს 100% სარგოს. ეს ერთგვარი დამატებითი მოტივაციაა, რათა ჰქონდეს დამატებითი შემოსავალი სხვა საქმიანობასთან ერთად", - განაცხადა ლევან იზორიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი