მსოფლიო
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 საინტერესო ადამიანი, რომელიც 2017 წელს აღმოვაჩინეთ
5 საინტერესო ადამიანი, რომელიც 2017 წელს აღმოვაჩინეთ

რამ­დე­ნი­მე დღე­ში ახა­ლი, 2018 წელი დგე­ბა. 2017 წლის ბოლო დღე­ებს ვით­ვლით და ვა­ჯა­მებთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ამა­ღელ­ვე­ბე­ლი, ტრა­გი­კუ­ლი თუ სა­სი­ხა­რუ­ლო მოვ­ლე­ნე­ბით იყო და­ხუნძლუ­ლი მი­მა­ვა­ლი წელი. გა­დავ­წყვი­ტეთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­მო­გიდ­გი­ნოთ, რომ­ლე­ბიც 2017 წელს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აღ­მო­ჩე­ნად იქ­ცნენ, ცნო­ბი­ლე­ბი გახ­დნენ მათი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, თუ მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის. მაშ ასე, და­ვი­წყოთ...

ზუგ­დი­დე­ლი მე­ბა­ღე

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, პა­ა­ტა გო­გე­ლი­ას სა­ხე­ლი მხო­ლოდ ზუგ­დი­დე­ლებ­მა და ქა­ლა­ქის სტუმ­რებ­მა იცოდ­ნენ. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე ფო­ტომ, მისი ედე­მის ბა­ღი­დან, ზუგ­დი­დე­ლი მე­ბა­ღე ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვად აქ­ცია. 46 წლის მე­ბა­ღის შე­სა­ხებ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ შე­ი­ტყო, მას­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი ასი ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა წა­ი­კი­თხა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ერ­თმა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რა.

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახა­ლა­ბას­თუ­მან­ში პა­ა­ტა გო­გე­ლია სა­კუ­თარ ეზოს შვი­დი წე­ლია დე­კო­რა­ტი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბით აწყობს. მის ეზო­ში 100-მდე სხვა­დას­ხვა ჯი­შის მცე­ნა­რე ხა­რობს, მე­ბა­ღეს მცე­ნა­რის ჯი­შე­ბი თა­ვად გა­მო­ყავს და მათ სხვა­დას­ხვა ფორ­მას აძ­ლევს. პა­ა­ტა გო­გე­ლია 2011-2016 წლებ­ში ზუგ­დი­დის ბო­ტა­ნი­კურ ბაღს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ახლა კი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ედე­მის ბა­ღის მოვ­ლი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ზუგ­დი­დელ­მა მე­ბა­ღემ მო­უ­ლოდ­ნელ პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ მისი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა ვინ­მეს გა­ეც­ნო, მას უბ­რა­ლოდ სურს უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა შე­იყ­ვა­როს მცე­ნა­რე­ე­ბი და ის­წავ­ლოს მათი მოვ­ლა.

"ჩემი ბაღი ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის, ვა­პი­რებ ბევ­რი რა­ღა­ცის შეც­ვლას და უფრო მეტი სა­ხე­ო­ბის ხე-მცე­ნა­რე­ე­ბის დარ­გვას. სა­ბო­ლოო სა­ხეს ალ­ბათ 2018 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე მი­ი­ღებს. მინ­და რომ ეს კულ­ტუ­რა, რა­საც მე­ბა­ღე­ო­ბა და მცე­ნა­რის სი­ლა­მა­ზე ჰქვია, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვამ­კვიდ­რო. მგო­ნია, რომ ადა­მი­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად ის­წავ­ლი­ან მცე­ნა­რი­სად­მი სიყ­ვა­რულს - სწო­რედ ეს არის ჩემი მი­ზა­ნი" - ამ­ბობს მეგ­რუ­ლი "ედე­მის ბა­ღის" მე­ბა­ღე იხი­ლეთ ვი­დეო (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად და ნა­ხეთ მეტი ფოტო)

14 წლის ჩემ­პი­ო­ნი

ზუს­ტად ერთი წლის წინ, 14 წლის ჩემ­პი­ო­ნი, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ში ლიმ­ნის გა­ყიდ­ვით ოჯახს არ­ჩენ­და, "პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს" ჟურ­ნა­ლის­ტმა, თიკო გუ­რაშ­ვილ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა.

აი­დე­ნიზ ბა­დი­რო­ვი, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი რამ­დენ­ჯერ­მე გახ­და, მშობ­ლებ­თან და სამ მცი­რე­წლო­ვან დას­თან ერ­თად, სო­ფელ ველ­ში ცხოვ­რობს. აი­და­ნი­სი ყო­ველ დი­ლით ვაგ­ზალ­ზე მა­ტა­რებ­ლით მი­დი­ო­და, რომ დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­ში ლი­მო­ნი გა­ე­ყი­და. დღე­ში მისი შე­მო­სა­ვა­ლი სულ რა­ღაც, 5-6 ლარი იყო.

ბიჭ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი და სტა­ტია ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­მა ნახა, მი­სით და­ინ­ტე­რეს­დნენ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი. აი­და­ნი­სის და მისი ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი კი ასო­ბით მო­ქა­ლა­ქემ გა­მოთ­ქვა. პა­ტა­რა ჩემ­პი­ონს არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და კომ­პა­ნია და­ეხ­მა­რა. უკვე ერთი წე­ლია დახ­მა­რე­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვი არ წყდე­ბა.

მისი გაც­ნო­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, პა­ტა­რა სპორ­ტსმე­ნი ბევ­რად უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ჩანს. აი­და­ნისს რამ­დე­ნი­მე ოც­ნე­ბა უკვე აუს­რულ­და - აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ჩა­მო­სულ ბიჭს, უკვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაა აქვს, მისი ოჯა­ხის პრობ­ლე­მე­ბი შე­და­რე­ბით მოგ­ვარ­და, აქ­ტი­უ­რად ვარ­ჯი­შობს და ჭი­და­ობს... ახლა კი სურს, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბის შემ­დეგ უფრო დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს სპორ­ტში და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მად­ლო­ბა ასე გა­და­უ­ხა­დოს... (ნა­ხეთ, აი­დე­ნიზ ბა­დი­რო­ვის ცხოვ­რე­ბა 1 წლის შემ­დეგ)

გერ­მა­ნუ­ლი Voice-ის ქარ­თუ­ლი ხმა

ნა­თია თო­დუ­ას სა­ხე­ლი და გვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ადა­მი­ან­მა თუ იცო­და, ბევ­რს კი ბუნ­დოვ­ნად ახ­სოვ­და მორ­ცხვი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც წლე­ბის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა წა­რუ­მა­ტებ­ლად. 2017 წლის ოქ­ტომ­ბრის ერთ დღეს კი, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ნა­თია თო­დუ­ა­ზე ალა­პა­რაკ­და. 21 წლის ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის გერ­მა­ნულ "ახალ ხმა­ში" გა­მო­ჩე­ნას ჟი­უ­რის წევ­რე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მოჰ­ყვა.

ნა­თია თო­დუა ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი ქარ­თულ "იქს ფაქ­ტორ­ში" სცა­და, მაგ­რამ არ გა­უ­მარ­თლა, შემ­დეგ იყო უკ­რა­ი­ნუ­ლი "ახა­ლი ხმა"... როცა მიხ­ვდა, რომ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბას პა­ტა­რა ქვეყ­ნებ­ში ვერ შეძ­ლებ­და, სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, გა­უ­მარ­თლა - "იქს ფაქ­ტო­რის" ჟი­უ­რის წევ­რე­ბის მო­ხიბ­ვლა რამ­დე­ნი­მე წამ­ში შეძ­ლო, 2 თვე­ში კი მთე­ლი გერ­მა­ნი­ის გული და­ი­პყრო და დღეს, ნა­თია გერ­მა­ნუ­ლი ვო­ი­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია! ქარ­თველ­მა გო­გო­ნამ, მა­ყუ­რე­ბელ­თა ხმე­ბის 50% მო­ი­პო­ვა, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ­მა კონ­კურ­სან­ტმა კი ხმე­ბის 25% მი­ი­ღო.

"ვე­რა­ნა­ი­რად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი თუ მე გავ­ხდე­ბო­დი პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. ეკ­რან­ზე ჩემი სა­ხე­ლი რომ და­ე­წე­რა, ისე გა­მი­ხარ­და შოკ­ში ჩავ­ვარ­დი და ახ­ლაც ვერ გა­მოვ­დი­ვარ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ ამ დიდი წარ­მა­ტე­ბით!" - აღ­ნიშ­ნა ნა­თი­ამ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში. იხი­ლეთ ვი­დეო

პო­პუ­ლა­რო­ბამ და აღი­ა­რე­ბამ ნა­თი­ას ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა - რო­გორც პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბულ­მა, The Voice of Germany-სგან სა­ჩუქ­რად ალ­ბო­მის ჩა­წე­რა და ავ­ტო­მან­ქა­ნა მი­ი­ღო. და რაც მთა­ვა­რია ტურ­ნე გერ­მა­ნი­ის დიდ ქა­ლა­ქებ­ში - ნა­თია თო­დუა პრო­ექ­ტის სხვა კონ­კურ­სან­ტებ­თან ერ­თად ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის დიდ სცე­ნებ­ზე იმ­ღე­რებს. სა­უბ­რო­ბენ იმა­ზეც, რომ ნა­თია თო­დუა 2018 წლის ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე გერ­მა­ნი­ის სა­ხე­ლით გა­მო­ვა, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ამას ჯერ არ ადას­ტუ­რებს...

უხუ­ცე­სი მცვე­ლი

წყალ­ტუ­ბო­ში, პრო­მე­თეს მღვი­მე­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ბევ­რი თქვენ­გა­ნია ნამ­ყო­ფი, და შე­საძ­ლოა ბევ­რსაც შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ, მო­ხუ­ცი, ხელ­ჯო­ხი­ა­ნი მა­მა­კა­ცის ძეგლი, რო­მე­ლიც მღვი­მეს შე­სას­ვლელ­ში დგას... ეს 85 წლის გი­ორ­გი ტყაბ­ლა­ძის ძეგლია, მო­ხუ­ცი მცვე­ლის, რო­მე­ლიც თით­ქმის 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უსას­ყიდ­ლოდ იცავ­და პრო­მე­თეს მღვი­მეს.

ამ დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მას წელს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი გა­და­ე­ცა. გი­ორ­გი ტყაბ­ლა­ძე პრო­მე­თეს მღვი­მე­ში 1984 წლი­დან 2007 წლამ­დე და­რა­ჯობ­და. მას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი მი­უ­ძღვის პრო­მე­თეს მღვი­მის უნი­კა­ლუ­რი ბუ­ნებ­რი­ვი ძეგლის პირ­ვან­დე­ლი სა­ხით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.

"წლე­ბის წინ მე ვი­ყა­ვი მისი დაც­ვა და ერ­თა­დერ­თი პატ­რო­ნი. მარ­ტო ვი­ყა­ვი, არა­ვინ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­და. მეც რომ მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა, დღეს არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და.

არე­უ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, როცა ძარ­ცვა და­ი­წყო და სჭირ­დე­ბო­დათ თუ არა, ხალ­ხი ყვე­ლა­ფერს იპა­რავ­და, მღვი­მე­ში არა­ვის ვუშ­ვებ­დი, არ მინ­დო­და, ვინ­მეს მო­ე­ტე­ხა სტა­ლაქ­ტი­ტე­ბი და სტა­ლაგ­მი­ტე­ბი.

მღვი­მეს შე­სას­ლელ­ში ვი­ჯე­ქი, მაგ­რამ მას გა­მო­სას­ვლე­ლიც აქვს და მისი უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბა სა­რის­კო იყო, ნე­ბის­მი­ერს შე­ეძ­ლო იქე­დან შე­სუ­ლი­ყო, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ამო­მე­ქო­ლა.

სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით ვი­ქი­რა­ვე ტრაქ­ტო­რი და მიწა მი­ვა­ყა­რე. ლურ­სმნებს და ყვე­ლა­ფერს ვყი­დუ­ლობ­დი, რათა და­ზი­ა­ნე­ბის­გან და­მეც­ვა… ვინ მოს­თვლის, რამ­დე­ნი ღამე გა­მი­ტა­რე­ბია იქ სი­ცხი­ან­საც და ავად­მყოფ­საც" - გვი­თხრა ინ­ტერ­ვი­უ­ში პრო­მე­თეს მღვი­მის უხუ­ცეს­მა მცველ­მა. იხი­ლეთ ვი­დეო

19 წლის მო­რაგ­ბე, მსოფ­ლიო კლა­სის ლე­ლო­თი

"და­ი­მახ­სოვ­რეთ ეს სა­ხე­ლი! მისი 55-მეტ­რი­ა­ნი ლელო, ირ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მსოფ­ლიო კლა­სი­საა!" - ასე შე­ა­ფა­სა 19 წლის ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბე გელა აფ­რა­სი­ძე ცნო­ბილ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტულ­მა გა­მო­ცე­მამ Pundit Arenaა-მ, და მარ­თლაც, ამ პა­ტა­რა ბი­ჭის სა­ო­ცარ­მა ლე­ლომ არამ­ხო­ლოდ ქარ­თვე­ლი, რაგ­ბის მსოფ­ლიო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბიც აღაფრ­თო­ვა­ნა და 19 წლის ქარ­თვე­ლის სა­ხე­ლი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რე­თაც გა­ი­ტა­ნა (იხი­ლეთ აფ­რა­სი­ძის ლელო ირ­ლან­დი­ას­თან მატჩში).

აფ­რა­სი­ძის ეფექ­ტუ­რი ლელო, ზა­ფხულ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რაგ­ბის მსოფ­ლიო თა­სის ხუთ სა­უ­კე­თე­სო ლე­ლოს შო­რის და­სა­ხელ­და. ამას გარ­და 2017 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დირ­თა სი­ა­ში გელა აფ­რა­სი­ძე მე­სა­მე ად­გილ­ზე, 47 ქუ­ლით მოხ­ვდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახალ­გაზ­რდა ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი ბოლო მატჩში ირ­ლან­დი­ას­თან და­მარ­ცხდნენ, მთა­ვა­რი მი­ზა­ნი შე­ას­რუ­ლეს - 20-წლამ­დე მო­რაგ­ბე­ე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­მა­ვალ წელ­საც ითა­მა­შე­ბენ.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და თბი­ლი­სის "ლე­ლოს" ცხრა ნო­მერ­მა სამ­წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა საფ­რან­გე­თის ელი­ტურ პირ­ველ დი­ვი­ზი­ონ­ში მო­ას­პა­რე­ზე "მონ­პე­ლი­ეს­თან". შარ­შან, მან­ჩეს­ტერ­ში გა­მარ­თუ­ლი მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბის შე­ძე­ნა სურ­და, თუმ­ცა აფ­რა­სი­ძემ არ­ჩე­ვა­ნი მონ­პე­ლი­ე­ზე შე­ა­ჩე­რა, სა­დაც სამი ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბე თა­მა­შობს.

აფ­რა­სი­ძე თბი­ლი­სის "ლე­ლოს" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 2016 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მა­შინ ის სულ რა­ღაც 18 წლის იყო. 2015 და 2016 წლებ­ში კი, ევ­რო­პის 18-წლამ­დელ­თა ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ორ­ჯერ გახ­და ვიცე- ჩემ­პი­ო­ნი. წლე­ულს კი, რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, ის 20-წლამ­დელ­თა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფი­გუ­რა იყო. იხი­ლეთ ვი­დეო

თიკო გუ­რაშ­ვი­ლი, თა­თუ­ლი რო­გა­ვა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

5 საინტერესო ადამიანი, რომელიც 2017 წელს აღმოვაჩინეთ

5 საინტერესო ადამიანი, რომელიც 2017 წელს აღმოვაჩინეთ

რამდენიმე დღეში ახალი, 2018 წელი დგება. 2017 წლის ბოლო დღეებს ვითვლით და ვაჯამებთ, რამდენად მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი, ტრაგიკული თუ სასიხარულო მოვლენებით იყო დახუნძლული მიმავალი წელი. გადავწყვიტეთ ის ადამიანები წარმოგიდგინოთ, რომლებიც 2017 წელს ქართული საზოგადოებისთვის აღმოჩენად იქცნენ, ცნობილები გახდნენ მათი საქმიანობისთვის, დამსახურებისთვის, თუ მომავალი წარმატებისთვის. მაშ ასე, დავიწყოთ...

ზუგდიდელი მებაღე

რამდენიმე თვის წინ, პაატა გოგელიას სახელი მხოლოდ ზუგდიდელებმა და ქალაქის სტუმრებმა იცოდნენ. თუმცა, რამდენიმე ფოტომ, მისი ედემის ბაღიდან, ზუგდიდელი მებაღე ინტერნეტვარსკვლავად აქცია. 46 წლის მებაღის შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყო, მასზე მომზადებული სტატიები ასი ათასობით ადამიანმა წაიკითხა და სოციალურ ქსელებში ერთმანეთს გაუზიარა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში პაატა გოგელია საკუთარ ეზოს შვიდი წელია დეკორატიული ელემენტებით აწყობს. მის ეზოში 100-მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე ხარობს, მებაღეს მცენარის ჯიშები თავად გამოყავს და მათ სხვადასხვა ფორმას აძლევს. პაატა გოგელია 2011-2016 წლებში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ხელმძღვანელობდა, ახლა კი მხოლოდ საკუთარი ედემის ბაღის მოვლითაა დაკავებული. ზუგდიდელმა მებაღემ მოულოდნელ პოპულარობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა ვინმეს გაეცნო, მას უბრალოდ სურს უფრო მეტმა ადამიანმა შეიყვაროს მცენარეები და ისწავლოს მათი მოვლა.

"ჩემი ბაღი ჯერ დასრულებული არ არის, ვაპირებ ბევრი რაღაცის შეცვლას და უფრო მეტი სახეობის ხე-მცენარეების დარგვას. საბოლოო სახეს ალბათ 2018 წლის შემოდგომაზე მიიღებს. მინდა რომ ეს კულტურა, რასაც მებაღეობა და მცენარის სილამაზე ჰქვია, საქართველოში დავამკვიდრო. მგონია, რომ ადამინები აუცილებლად ისწავლიან მცენარისადმი სიყვარულს - სწორედ ეს არის ჩემი მიზანი" - ამბობს მეგრული "ედემის ბაღის" მებაღე იხილეთ ვიდეო (წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ მეტი ფოტო)

14 წლის ჩემპიონი

ზუსტად ერთი წლის წინ, 14 წლის ჩემპიონი, რომელიც ბაზარში ლიმნის გაყიდვით ოჯახს არჩენდა, "პალიტრავიდეოს" ჟურნალისტმა, თიკო გურაშვილმა აღმოაჩინა.

აიდენიზ ბადიროვი, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი რამდენჯერმე გახდა, მშობლებთან და სამ მცირეწლოვან დასთან ერთად, სოფელ ველში ცხოვრობს. აიდანისი ყოველ დილით ვაგზალზე მატარებლით მიდიოდა, რომ დეზერტირების ბაზარში ლიმონი გაეყიდა. დღეში მისი შემოსავალი სულ რაღაც, 5-6 ლარი იყო.

ბიჭზე მომზადებული სიუჟეტი და სტატია ინტერნეტსივრცეში ასიათასობით ადამიანმა ნახა, მისით დაინტერესდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებები, ტელევიზიები. აიდანისის და მისი ოჯახის დახმარების სურვილი კი ასობით მოქალაქემ გამოთქვა. პატარა ჩემპიონს არაერთი ადამიანი და კომპანია დაეხმარა. უკვე ერთი წელია დახმარების მსურველთა რიცხვი არ წყდება.

მისი გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ, პატარა სპორტსმენი ბევრად უფრო თავდაჯერებული ჩანს. აიდანისს რამდენიმე ოცნება უკვე აუსრულდა - აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ბიჭს, უკვე საქართველოს მოქალაქეობაა აქვს, მისი ოჯახის პრობლემები შედარებით მოგვარდა, აქტიურად ვარჯიშობს და ჭიდაობს... ახლა კი სურს, ამდენი ადამიანის დახმარების შემდეგ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს სპორტში და საზოგადოებას მადლობა ასე გადაუხადოს... (ნახეთ, აიდენიზ ბადიროვის ცხოვრება 1 წლის შემდეგ)

გერმანული Voice-ის ქართული ხმა

ნათია თოდუას სახელი და გვარი საქართველოში ცოტა ადამიანმა თუ იცოდა, ბევრს კი ბუნდოვნად ახსოვდა მორცხვი გოგონა, რომელმაც წლების წინ, საქართველოში რამდენიმე მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა, თუმცა წარუმატებლად. 2017 წლის ოქტომბრის ერთ დღეს კი, მთელი საქართველო ნათია თოდუაზე ალაპარაკდა. 21 წლის ქართველი მომღერლის გერმანულ "ახალ ხმაში" გამოჩენას ჟიურის წევრებისა და საქართველოს აღფრთოვანება მოჰყვა.

ნათია თოდუა ბავშვობიდან მღერის, საკუთარი ძალები ქართულ "იქს ფაქტორში" სცადა, მაგრამ არ გაუმართლა, შემდეგ იყო უკრაინული "ახალი ხმა"... როცა მიხვდა, რომ საკუთარი მიზნების ასრულებას პატარა ქვეყნებში ვერ შეძლებდა, საქართველო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, გაუმართლა - "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრების მოხიბვლა რამდენიმე წამში შეძლო, 2 თვეში კი მთელი გერმანიის გული დაიპყრო და დღეს, ნათია გერმანული ვოისის გამარჯვებულია! ქართველმა გოგონამ, მაყურებელთა ხმების 50% მოიპოვა, მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა კი ხმების 25% მიიღო.

"ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი თუ მე გავხდებოდი პროექტის გამარჯვებული. ეკრანზე ჩემი სახელი რომ დაეწერა, ისე გამიხარდა შოკში ჩავვარდი და ახლაც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ძალიან ბედნიერი ვარ ამ დიდი წარმატებით!" - აღნიშნა ნათიამ AMBEBI.GE-სთან საუბარში. იხილეთ ვიდეო

პოპულარობამ და აღიარებამ ნათიას ცხოვრება რადიკალურად შეცვალა - როგორც პროექტის გამარჯვებულმა, The Voice of Germany-სგან საჩუქრად ალბომის ჩაწერა და ავტომანქანა მიიღო. და რაც მთავარია ტურნე გერმანიის დიდ ქალაქებში - ნათია თოდუა პროექტის სხვა კონკურსანტებთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის დიდ სცენებზე იმღერებს. საუბრობენ იმაზეც, რომ ნათია თოდუა 2018 წლის ევროვიზიაზე გერმანიის სახელით გამოვა, თუმცა ქართველი მომღერალი ამას ჯერ არ ადასტურებს...

უხუცესი მცველი

წყალტუბოში, პრომეთეს მღვიმეში დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანია ნამყოფი, და შესაძლოა ბევრსაც შეგიმჩნევიათ, მოხუცი, ხელჯოხიანი მამაკაცის ძეგლი, რომელიც მღვიმეს შესასვლელში დგას... ეს 85 წლის გიორგი ტყაბლაძის ძეგლია, მოხუცი მცველის, რომელიც თითქმის 25 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ იცავდა პრომეთეს მღვიმეს.

ამ დამსახურებისთვის მას წელს ღირსების ორდენი გადაეცა. გიორგი ტყაბლაძე პრომეთეს მღვიმეში 1984 წლიდან 2007 წლამდე დარაჯობდა. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პრომეთეს მღვიმის უნიკალური ბუნებრივი ძეგლის პირვანდელი სახით შენარჩუნებაში.

"წლების წინ მე ვიყავი მისი დაცვა და ერთადერთი პატრონი. მარტო ვიყავი, არავინ ყურადღებას არ აქცევდა. მეც რომ მიმეტოვებინა, დღეს არაფერი იქნებოდა.

არეულობის პერიოდში, როცა ძარცვა დაიწყო და სჭირდებოდათ თუ არა, ხალხი ყველაფერს იპარავდა, მღვიმეში არავის ვუშვებდი, არ მინდოდა, ვინმეს მოეტეხა სტალაქტიტები და სტალაგმიტები.

მღვიმეს შესასლელში ვიჯექი, მაგრამ მას გამოსასვლელიც აქვს და მისი უყურადღებოდ დატოვება სარისკო იყო, ნებისმიერს შეეძლო იქედან შესულიყო, ამიტომ გადავწყვიტე, ამომექოლა.

საკუთარი სახსრებით ვიქირავე ტრაქტორი და მიწა მივაყარე. ლურსმნებს და ყველაფერს ვყიდულობდი, რათა დაზიანებისგან დამეცვა… ვინ მოსთვლის, რამდენი ღამე გამიტარებია იქ სიცხიანსაც და ავადმყოფსაც" - გვითხრა ინტერვიუში პრომეთეს მღვიმის უხუცესმა მცველმა. იხილეთ ვიდეო

19 წლის მორაგბე, მსოფლიო კლასის ლელოთი

"დაიმახსოვრეთ ეს სახელი! მისი 55-მეტრიანი ლელო, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიო კლასისაა!" - ასე შეაფასა 19 წლის ქართველი მორაგბე გელა აფრასიძე ცნობილმა საერთაშორისო სპორტულმა გამოცემამ Pundit Arenaა-მ, და მართლაც, ამ პატარა ბიჭის საოცარმა ლელომ არამხოლოდ ქართველი, რაგბის მსოფლიო გულშემატკივრებიც აღაფრთოვანა და 19 წლის ქართველის სახელი, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიტანა (იხილეთ აფრასიძის ლელო ირლანდიასთან მატჩში).

აფრასიძის ეფექტური ლელო, ზაფხულში ჩატარებული რაგბის მსოფლიო თასის ხუთ საუკეთესო ლელოს შორის დასახელდა. ამას გარდა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საუკეთესო ბომბარდირთა სიაში გელა აფრასიძე მესამე ადგილზე, 47 ქულით მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ბოლო მატჩში ირლანდიასთან დამარცხდნენ, მთავარი მიზანი შეასრულეს - 20-წლამდე მორაგბეები მსოფლიო ჩემპიონატზე მომავალ წელსაც ითამაშებენ.

რამდენიმე თვის წინ, საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის "ლელოს" ცხრა ნომერმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა საფრანგეთის ელიტურ პირველ დივიზიონში მოასპარეზე "მონპელიესთან". შარშან, მანჩესტერში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ ქართველი მორაგბის შეძენა სურდა, თუმცა აფრასიძემ არჩევანი მონპელიეზე შეაჩერა, სადაც სამი ქართველი მორაგბე თამაშობს.

აფრასიძე თბილისის "ლელოს" შემადგენლობაში 2016 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. მაშინ ის სულ რაღაც 18 წლის იყო. 2015 და 2016 წლებში კი, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ორჯერ გახდა ვიცე- ჩემპიონი. წლეულს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. იხილეთ ვიდეო

თიკო გურაშვილი, თათული როგავა

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი