სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენით გაეზარდათ თბილისისა და რეგიონების მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის საფასური
რამდენით გაეზარდათ თბილისისა და რეგიონების მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის საფასური

სე­მე­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "თე­ლა­სის" აბო­ნენ­ტე­ბის­თვის 2018 წლის 1-ელი იან­ვრი­დან, რო­გორც სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო, ისე­ვე კო­მერ­ცი­უ­ლი ტა­რი­ფი 1,5 თეთ­რით გა­იზ­რდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექტს კენ­ჭი სე­მე­კის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე უყა­რეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღემ­დე 101 კი­ლო­ვატ სა­ა­თამ­დე მოხ­მა­რე­ბულ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტა­რი­ფი 12,980 თეთ­რი იყო, 101-დან 301 კი­ლო­ვატ საათ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე - 16,992 თეთ­რი, 301 კი­ლო­ვატ სა­ა­თი­დან ზე­მოთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის კი 21,476 თეთ­რი ღირ­და.

შე­სა­ბა­მი­სად, დღეს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "თე­ლა­სის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც 101 კი­ლო­ვატ სა­ა­თის ჩათ­ვლით ელექ­ტო­რე­ნერ­გი­ას მო­იხ­მა­რენ, დღგ-ს ჩათ­ვლით 12,980 თეთ­რი­დან 14,5435 თეთ­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა ტა­რი­ფი. აბო­ნენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც 101-დან 301 კი­ლო­ვატ სა­ა­თის ჩათ­ვლით ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მა­რენ - 16,992 თეთ­რი­დან გა­და­სა­ხა­დი 18,555 თეთ­რამ­დე იზ­რდე­ბა; ხოლო აბო­ნენ­ტებს, რომ­ლე­ბიც 301 კი­ლო­ვატ სა­ა­თი­დან ზე­მოთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მა­რენ - 21,476 თეთ­რი­დან 23,039 თეთ­რამ­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა "თე­ლა­სის" აბო­ნენ­ტე­ბის არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნა­წილს, ანუ კო­მერ­ცი­ულ სექ­ტორს: 110-35 კვ ძაბ­ვის სა­ფე­ხუ­რის აბო­ნენ­ტე­ბი ერთ კვტ.სთ-ზე 16.110 თეთ­რს გა­და­იხ­დი­ან, 10-6-3.3 კვ ძაბ­ვა­ზე - 16.882 თეთ­რს, ხოლო 0.4 კვ-ზე - 21.319 თეთ­რს.

ახა­ლი ტა­რი­ფე­ბი ძა­ლა­ში 2018 წლის 1-ელი იან­ვრი­დან შევა და 2020 წლის ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა. აქამ­დე არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სექ­ტო­რის ტა­რი­ფე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და - 110-35 კვ ძაბ­ვის სა­ფე­ხურ­ზე 1 კვტ.სთ-ის მოხ­მა­რე­ბის­თვის 14.542 თეთ­რი, 10-6-3.3 კვ. ძაბ­ვა­ზე - 15.318 თეთ­რი, 0.4 კვ. ძაბ­ვა­ზე - 19.753 თეთ­რი.

თბი­ლი­სის გარ­და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რი რე­გი­ო­ნებ­შიც გა­ი­ზარ­და. "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" ტა­რიფ­ზეც სე­მეკ­მა დღეს იმ­სჯე­ლა და მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2018 წლის 1-ელი იან­ვრი­დან რო­გორც სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო, ასე­ვე კო­მერ­ცი­უ­ლი სექ­ტო­რე­ბის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ფასი კი­ლო­ვატ სა­ათ­ზე 1,28 თეთ­რით მო­ი­მა­ტებს. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სექ­ტორ­ში შემ­დე­გი ტა­რი­ფი დად­გინ­და: 101 კვტ სა­ა­თის ჩათ­ვლით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის გა­და­სა­ხა­დი ნაც­ვლად 12,954 თეთ­რი­სა, გა­ნი­სა­ზღვრა 14,23666 თეთ­რით, 101 კი­ლო­ვა­ტი­დან 301 კვტ სა­ა­თის ჩათ­ვლით, სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი ნაც­ვლად 16,931 თეთ­რი­სა, გა­ნი­სა­ზღვრა 18,21366 თეთ­რით, 301 კვტ სა­ა­თი­დან მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის კი, ტა­რი­ფი ნაც­ვლად 21,450 თეთ­რი­სა გა­ნი­სა­ზღვრა 22,73266 თეთ­რით.

რაც შე­ე­ხე­ბა არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სექ­ტორს, 110-35 კვ ძაბ­ვის სა­ფე­ხუ­რის აბო­ნენ­ტე­ბი ერთ კვტ.სთ-ზე 14.860 თეთ­რს გა­და­იხ­დი­ან, 10-6-3.3 კვ ძაბ­ვა­ზე - 16.251 თეთ­რს, ხოლო 0.4 კვ-ზე - 21.083 თეთ­რს.

ახა­ლი ტა­რი­ფე­ბი ძა­ლა­ში 2018 წლის 1-ელი იან­ვრი­დან შევა და 2020 წლის ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რამდენით გაეზარდათ თბილისისა და რეგიონების მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის საფასური

რამდენით გაეზარდათ თბილისისა და რეგიონების მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის საფასური

სემეკის გადაწყვეტილებით, "თელასის" აბონენტებისთვის 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე კომერციული ტარიფი 1,5 თეთრით გაიზრდება. შესაბამისი დადგენილების პროექტს კენჭი სემეკის დღევანდელ სხდომაზე უყარეს.

შეგახსენებთ, რომ დღემდე 101 კილოვატ საათამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო ტარიფი 12,980 თეთრი იყო, 101-დან 301 კილოვატ საათ ელექტროენერგიაზე - 16,992 თეთრი, 301 კილოვატ საათიდან ზემოთ ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის კი 21,476 თეთრი ღირდა.

შესაბამისად, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, "თელასის" მომხმარებლებისთვის, რომლებიც 101 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტორენერგიას მოიხმარენ, დღგ-ს ჩათვლით 12,980 თეთრიდან 14,5435 თეთრამდე გაიზრდება ტარიფი. აბონენტებისთვის, რომლებიც 101-დან 301 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ - 16,992 თეთრიდან გადასახადი 18,555 თეთრამდე იზრდება; ხოლო აბონენტებს, რომლებიც 301 კილოვატ საათიდან ზემოთ ელექტროენერგიას მოიხმარენ - 21,476 თეთრიდან 23,039 თეთრამდე.

რაც შეეხება "თელასის" აბონენტების არასაყოფაცხოვრებო ნაწილს, ანუ კომერციულ სექტორს: 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ.სთ-ზე 16.110 თეთრს გადაიხდიან, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე - 16.882 თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე - 21.319 თეთრს.

ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება. აქამდე არასაყოფაცხოვრებო სექტორის ტარიფები ასე გამოიყურებოდა - 110-35 კვ ძაბვის საფეხურზე 1 კვტ.სთ-ის მოხმარებისთვის 14.542 თეთრი, 10-6-3.3 კვ. ძაბვაზე - 15.318 თეთრი, 0.4 კვ. ძაბვაზე - 19.753 თეთრი.

თბილისის გარდა ელექტროენერგიის საფასური რეგიონებშიც გაიზარდა. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტარიფზეც სემეკმა დღეს იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორებისთვის ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1,28 თეთრით მოიმატებს. კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფი დადგინდა: 101 კვტ საათის ჩათვლით, ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის გადასახადი ნაცვლად 12,954 თეთრისა, განისაზღვრა 14,23666 თეთრით, 101 კილოვატიდან 301 კვტ საათის ჩათვლით, სამომხმარებლო ტარიფი ნაცვლად 16,931 თეთრისა, განისაზღვრა 18,21366 თეთრით, 301 კვტ საათიდან მომხმარებლებისთვის კი, ტარიფი ნაცვლად 21,450 თეთრისა განისაზღვრა 22,73266 თეთრით.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ.სთ-ზე 14.860 თეთრს გადაიხდიან, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე - 16.251 თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე - 21.083 თეთრს.

ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი