პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელოსნო "Birdie"-ის საჩუქრები, რომლებიც ბედნიერებას მოგიტანთ
სახელოსნო "Birdie"-ის საჩუქრები, რომლებიც ბედნიერებას მოგიტანთ

დღეს "ფე­ის­ბუქ­ში" უამ­რავ გვერდს შეხ­ვდე­ბით, სა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო ხელ­ნა­კეთ ნივ­თებს აღ­მო­ა­ჩენთ. მაგ­და სო­ლო­ღაშ­ვი­ლის სა­ხე­ლოს­ნო "Birdie" ამ სა­ინ­ტე­რე­სო გვერ­დებს შო­რის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რია. რო­გორც სტარ­ტა­პერ­მა გვი­ამ­ბო, ის სა­ხე­ლოს­ნო­ში ჯერ მარ­ტო მუ­შა­ობს და სხვა­დას­ხვა ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ას სა­კუ­თა­რი ხე­ლით ქმნის:

"ვმუ­შა­ობ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, მუ­სი­კა­ლურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ჩემ­მა სამ­სა­ხურ­მა ძა­ლი­ან შე­მი­წყო ხელი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს და არ მზღუ­დავს. ხე­ლოვ­ნე­ბას­თან შე­ხე­ბა უკვე დიდი ხა­ნია მაქვს. ყო­ველ­თვის მსურ­და, რა­ღაც სა­კუ­თა­რი შე­მექ­მნა, ამი­ტომ სახ­ლის­თვის დე­კო­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბა და­ვი­წყე.

ხატ­ვა­ზე არა­სო­დეს მივ­ლია და სა­გან­გე­ბოდ არ მის­წავ­ლია, თუმ­ცა ამ სფე­როს მი­მართ ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის მქონ­და. რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შე­ვა­რი რომ შევ­ქმე­ნი, ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა მირ­ჩი­ეს "ფე­ის­ბუქ­ზე" გვერ­დი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, სა­დაც ამ ნა­მუ­შევ­რებს გან­ვა­თავ­სებ­დი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნობ­დი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა საკ­მა­ოდ დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა და მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

ნა­მუ­შევ­რებს ჩემი ხე­ლით ვქმნი, ჯერ არა­ვინ მეხ­მა­რე­ბა. ამ ბოლო დროს, როცა სა­ღა­მოს სახ­ლში მივ­დი­ვარ, 6 სა­ა­თი მა­ინც ვმუ­შა­ობ, შუ­ა­ღა­მემ­დე ვხა­ტავ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი დიდი ხანი გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა სა­ერ­თოდ არ ვიღ­ლე­ბი, უფრო ვის­ვე­ნებ. ეს გან­ტვვირ­თვის მშვე­ნი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა, თან მა­შინ, როცა იცი, რომ შენს ხელ­ნა­კეთ ნივთს ელო­დე­ბი­ან და ამ ნივთმა ახალ მე­პატ­რო­ნეს ბედ­ნი­ე­რე­ბა უნდა მო­უ­ტა­ნოს.

ფე­რებ­საც ღი­ა­სა და კაშ­კა­შას ვი­ყე­ნებ, რად­გან ჩემს ში­ნა­გან ენერ­გი­ა­სა და გან­წყო­ბას ამ ფე­რე­ბით უფრო კარ­გად გა­მოვ­ხა­ტავ. ყვე­ლა­ფერს ჩემი გე­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ და ამ მხრივ სა­სი­ა­მოვ­ნო­ცაა, როცა არ ვარ შე­ზღუ­დუ­ლი და ჩემი ფიქ­რე­ბი თა­ვი­სუფ­ლად გად­მო­მაქვს", - გვე­უბ­ნე­ბა მაგ­და სო­ლო­ღაშ­ვი­ლი.

მაგ­დას სა­ხე­ლოს­ნო და­ახ­ლო­ე­ბით 2 წე­ლია არ­სე­ბობს და საკ­მა­ოდ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც აქვს. "ბოლო ორი თვეა ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბის შე­ძე­ნის იმ­დე­ნი მსურ­ვე­ლი გა­მოჩ­ნდა, ხში­რად ღა­მის გა­თე­ნე­ბაც მი­წევს, რად­გან ნა­მუ­შე­ვა­რი დრო­უ­ლად და­ვას­რუ­ლო. მირ­ჩევ­ნია, ჩემი უძი­ლო ღა­მე­ე­ბის ხარ­ჯზე ამ პა­ტა­რა სა­ჩუ­ქარ­მა ყვე­ლა მსურ­ველს გული გა­უთ­ბოს და გა­ა­ხა­ლი­სოს, ვიდ­რე და­ვი­ზა­რო და საქ­მე გა­უ­კე­თე­ბე­ლი დამ­რჩეს" - ამ­ბობს სტარ­ტა­პე­რი.

მი­სი­ვე თქმით, და­რე­გის­ტრირ­და "თი­ბი­სი ბან­კის" პრო­ექ­ტში სტარ­ტა­პე­რე­ბის­თვის, სა­ი­და­ნაც უკვე ბევ­რი სა­ჭი­რო ცოდ­ნა შე­ი­ძი­ნა: "თი­ბი­სი ბან­კის" გვერდს ხში­რად ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი და "თი­ბი­სი სტარ­ტა­პერ­ში" და­რე­გის­ტრი­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. და­ვეს­წა­რი ძა­ლი­ან კარგ ტრე­ნინგს "ციფ­რულ­მა მარ­კე­ტინ­გმა რა ჰქმნა", რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და ვფიქ­რობ ამ ცოდ­ნას საქ­მე­შიც კარ­გად გა­მო­ვი­ყე­ნებ" - ამ­ბობს მაგ­და.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

სახელოსნო "Birdie"-ის საჩუქრები, რომლებიც ბედნიერებას მოგიტანთ

სახელოსნო "Birdie"-ის საჩუქრები, რომლებიც ბედნიერებას მოგიტანთ

დღეს "ფეისბუქში" უამრავ გვერდს შეხვდებით, სადაც საინტერესო ხელნაკეთ ნივთებს აღმოაჩენთ. მაგდა სოლოღაშვილის სახელოსნო "Birdie" ამ საინტერესო გვერდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული და ორიგინალურია. როგორც სტარტაპერმა გვიამბო, ის სახელოსნოში ჯერ მარტო მუშაობს და სხვადასხვა ქართულ პროდუქციას საკუთარი ხელით ქმნის:

"ვმუშაობ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მუსიკალურ განყოფილებაში. ჩემმა სამსახურმა ძალიან შემიწყო ხელი, შემოქმედებითი აზროვნების საშუალებას მაძლევს და არ მზღუდავს. ხელოვნებასთან შეხება უკვე დიდი ხანია მაქვს. ყოველთვის მსურდა, რაღაც საკუთარი შემექმნა, ამიტომ სახლისთვის დეკორაციების გაკეთება დავიწყე.

ხატვაზე არასოდეს მივლია და საგანგებოდ არ მისწავლია, თუმცა ამ სფეროს მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა. რამდენიმე ნამუშევარი რომ შევქმენი, ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს "ფეისბუქზე" გვერდი გამეკეთებინა, სადაც ამ ნამუშევრებს განვათავსებდი და საზოგადოებას გავაცნობდი. დროთა განმავლობაში ჩემმა ნამუშევრებმა საკმაოდ დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.

ნამუშევრებს ჩემი ხელით ვქმნი, ჯერ არავინ მეხმარება. ამ ბოლო დროს, როცა საღამოს სახლში მივდივარ, 6 საათი მაინც ვმუშაობ, შუაღამემდე ვხატავ. სიმართლე გითხრათ, მუშაობის პროცესი დიდი ხანი გრძელდება, თუმცა საერთოდ არ ვიღლები, უფრო ვისვენებ. ეს განტვვირთვის მშვენიერი საშუალებაა, თან მაშინ, როცა იცი, რომ შენს ხელნაკეთ ნივთს ელოდებიან და ამ ნივთმა ახალ მეპატრონეს ბედნიერება უნდა მოუტანოს.

ფერებსაც ღიასა და კაშკაშას ვიყენებ, რადგან ჩემს შინაგან ენერგიასა და განწყობას ამ ფერებით უფრო კარგად გამოვხატავ. ყველაფერს ჩემი გემოვნებით ვაკეთებ და ამ მხრივ სასიამოვნოცაა, როცა არ ვარ შეზღუდული და ჩემი ფიქრები თავისუფლად გადმომაქვს", - გვეუბნება მაგდა სოლოღაშვილი.

მაგდას სახელოსნო დაახლოებით 2 წელია არსებობს და საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც აქვს. "ბოლო ორი თვეა ჩემი ნამუშევრების შეძენის იმდენი მსურველი გამოჩნდა, ხშირად ღამის გათენებაც მიწევს, რადგან ნამუშევარი დროულად დავასრულო. მირჩევნია, ჩემი უძილო ღამეების ხარჯზე ამ პატარა საჩუქარმა ყველა მსურველს გული გაუთბოს და გაახალისოს, ვიდრე დავიზარო და საქმე გაუკეთებელი დამრჩეს" - ამბობს სტარტაპერი.

მისივე თქმით, დარეგისტრირდა "თიბისი ბანკის" პროექტში სტარტაპერებისთვის, საიდანაც უკვე ბევრი საჭირო ცოდნა შეიძინა: "თიბისი ბანკის" გვერდს ხშირად ვათვალიერებდი და "თიბისი სტარტაპერში" დარეგისტრირება გადავწყვიტე. დავესწარი ძალიან კარგ ტრენინგს "ციფრულმა მარკეტინგმა რა ჰქმნა", რომელიც საინტერესო იყო, ბევრი რამ ვისწავლე და ვფიქრობ ამ ცოდნას საქმეშიც კარგად გამოვიყენებ" - ამბობს მაგდა.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ეკა გადახაბაძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი