10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძღოლი კაცი ვარ, 4 შვილი მყავს, სოფლიდან არც გავსულვარო..." - პანკისში დაკავებული პირის თქმით, ახმედ ჩატაევს საერთოდ არ იცნობდა
"მძღოლი კაცი ვარ, 4 შვილი მყავს, სოფლიდან არც გავსულვარო..." - პანკისში დაკავებული პირის თქმით, ახმედ ჩატაევს საერთოდ არ იცნობდა

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი ბა­დურ ჩო­ფა­ნაშ­ვი­ლი ახ­მედ ჩა­ტა­ევ­თან რა­ი­მე კავ­შირს უარ­ყოფს. რო­გორც მის­მა ად­ვო­კატ­მა დალი ბარ­ბა­ქა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ჩო­ფა­ნაშ­ვი­ლის­თვის უც­ნო­ბია, სა­ერ­თოდ რა­ზეა და­კა­ვე­ბუ­ლი ან რას ედა­ვე­ბი­ან.

"თვი­თონ არა­ფე­რი იცო­და. მე­კი­თხე­ბო­და, რაზე ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნებ თქვენ იცო­დე­თო. მე რაც მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­ცო­დი, ის ვუ­თხა­რი და კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს, არა­ფერ შუ­ა­ში ვარ, სულ არ ვიც­ნობ ჩა­ტა­ევ­სო. ვკი­თხე ნა­თე­სა­ურ კავ­შირ­ზე, თუმ­ცა ამ­ბობს - არ ვიც­ნობ სა­ერ­თოდ და არც ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი გვაქ­ვსო. ფიქ­რობს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს ინ­ფორ­მა­ცია მას­ზე არას­წო­რად მი­ა­წო­დეს. იგი ამ­ბობს: მძღო­ლი კაცი ვარ, 4 შვი­ლი მყავს, ჩემ­თვის ვშრო­მობ­დი და სოფ­ლი­დან სა­ერ­თოდ არც გავ­სულ­ვა­რო, ქვეყ­ნის სა­ზღვრე­ბიც არას­დროს და­მი­ტო­ვე­ბი­აო", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი და აღ­ნიშ­ნავს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალს დღეს წა­რუდ­გე­ნენ.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ, გუ­შინ დი­ლით თბი­ლის­სა და ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სოფ­ლებ­ში, დუ­ის­სა და ომა­ლო­ში და­კა­ვე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს 5 მო­ქა­ლა­ქე: ზუ­რაბ გორ­ნა­კაშ­ვი­ლი, რუს­ლან ალ­და­მო­ვი, რა­მაზ მარ­გოშ­ვი­ლი, ბა­დურ ჩო­ფა­ნაშ­ვი­ლი და თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი.

და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან 21-22 ნო­ემ­ბერს ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­თან და წარ­მო­ად­გენ­დნენ მათ ხელ­შემ­წყობ პი­რებს.

თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბი­სას შე­ე­ცა­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ე­წია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის, კერ­ძოდ უნ­დო­და მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ეყ­ვა­ნა ხელ­ყუმ­ბა­რა, რა დრო­საც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის აღ­საკ­ვე­თად უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა პრო­პორ­ცი­უ­ლი ძალა და მოხ­და თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით გას­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ამ უკა­ნას­კნელ­მა თა­ვის არე­ში მი­ი­ღო ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბა. იგი ამ­ჟა­მად ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლია.

გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა, უზ­რუნ­ველ­ყვეს ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვის და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბის ჯერ თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, მათი დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის კირ­ნა­თი-მა­რა­დი­დის მწვა­ნე ზო­ლის მო­ნაკ­ვე­თამ­დე, ხოლო შემ­დგომ და­ეხ­მარ­ნენ ამა­ვე მო­ნაკ­ვე­თით სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მოს­ვლა­ში. და­კა­ვე­ბულ­მა პი­რებ­მა ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყვეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის თბი­ლი­სამ­დე ჩა­მოყ­ვა­ნა, დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს ბი­ნის ქი­რა­ო­ბა­სა და ია­რა­ღის მო­ძი­ე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მძღოლი კაცი ვარ, 4 შვილი მყავს, სოფლიდან არც გავსულვარო..." - პანკისში დაკავებული პირის თქმით, ახმედ ჩატაევს საერთოდ არ იცნობდა

"მძღოლი კაცი ვარ, 4 შვილი მყავს, სოფლიდან არც გავსულვარო..." - პანკისში დაკავებული პირის თქმით, ახმედ ჩატაევს საერთოდ არ იცნობდა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი ახმედ ჩატაევთან რაიმე კავშირს უარყოფს. როგორც მისმა ადვოკატმა დალი ბარბაქაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჩოფანაშვილისთვის უცნობია, საერთოდ რაზეა დაკავებული ან რას ედავებიან.

"თვითონ არაფერი იცოდა. მეკითხებოდა, რაზე ვარ დაკავებული იქნებ თქვენ იცოდეთო. მე რაც მასმედიის საშუალებით ვიცოდი, ის ვუთხარი და კატეგორიულად უარყოფს, არაფერ შუაში ვარ, სულ არ ვიცნობ ჩატაევსო. ვკითხე ნათესაურ კავშირზე, თუმცა ამბობს - არ ვიცნობ საერთოდ და არც ნათესაური კავშირი გვაქვსო. ფიქრობს, რომ სამართალდამცველ ორგანოებს ინფორმაცია მასზე არასწორად მიაწოდეს. იგი ამბობს: მძღოლი კაცი ვარ, 4 შვილი მყავს, ჩემთვის ვშრომობდი და სოფლიდან საერთოდ არც გავსულვარო, ქვეყნის საზღვრებიც არასდროს დამიტოვებიაო", - აცხადებს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, გუშინ დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.

დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ