საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

4

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 19:02-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა - რომელ ადგილზეა საქართველო
5 ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა -  რომელ ადგილზეა საქართველო

საბ­ჭო­თა კავ­ში­რი მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი სა­ხელ­მწი­ფო იყო, რო­მე­ლიც 15 რეს­პუბ­ლი­კი­სა­გან შედ­გე­ბო­და.

სსრკ-ის დაშ­ლის შემ­დეგ ეს რეს­პუბ­ლი­კე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ. რო­მე­ლია პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი? - ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ეკო­ნო­მი­კის დოქ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ირაკ­ლი მა­კა­ლა­თი­ამ მოგ­ვა­წო­და.

"მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის დო­ნის ამ­სახ­ვე­ლი ზო­გა­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი (მშპ), რო­მე­ლიც გვიჩ­ვე­ნებს ამა თუ იმ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე­საც. მშპ-ის ერთ მო­სახ­ლე­ზე გა­ნა­წი­ლე­ბით პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში სა­ქარ­თვე­ლო მე-10 ად­გილ­ზეა და მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან მხო­ლოდ სომ­ხეთს უს­წრებს" - აღ­ნიშ­ნა მან "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

ირაკ­ლი მა­კა­ლა­თი­ას თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მო­ნა­ცე­მე­ბით, მშპ ერთ მო­სახ­ლე­ზე (მსყიდ­ვე­ლო­ბი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბის პა­რი­ტე­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით) პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

1. ეს­ტო­ნე­თი - მშპ ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე 25 795 დო­ლა­რი

ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მა, უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­სად­მი გახ­სნი­ლო­ბა და ლი­ბე­რა­ლუ­რი სა­ვაჭ­რო რე­ჟი­მი ხელს უწყობს ეს­ტო­ნე­თის ეკო­ნო­მი­კის წინსვლას. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სა­შე­მო­სავ­ლო და კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო გა­ნაკ­ვე­თი ამ ქვე­ყა­ნა­ში 20 პრო­ცენ­ტია. გა­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მო­გე­ბა კი არ იბეგ­რე­ბა. ეს­ტო­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო ვა­ლის მო­ცუ­ლო­ბა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე და­ბალ ნიშ­ნულ­ზეა და მშპ-ის 10.1 პრო­ცენტს შე­ად­გენს.

2. ლიტ­ვა - მშპ ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე 24 303 დო­ლა­რი

ლიტ­ვამ, მი­უ­ხე­და­ვად გლო­ბა­ლუ­რი და რე­გი­ო­ნუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა, კო­რუფ­ცი­ის აღ­მო­ფხვრით, ეფექ­ტი­ა­ნი ფის­კა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბი­თა და მას­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ტრო­ლით გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ლიტ­ვის ექ­სპორ­ტის 30%-ზე მეტი ნავ­თობ­ზე მო­დის, ხოლო და­მუ­შა­ვე­ბულ და გა­და­უ­მუ­შა­ვე­ბელ საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზე - 16,9%. ლიტ­ვა 2016 წლი­დან აღარ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი რუ­სულ გაზ­ზე და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის იმ­პორ­ტს ნორ­ვე­გი­ი­დან ახორ­ცი­ე­ლებს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მზია ამაღლობელი საკუთარ სისხლის სამართლის საქმეზე დღეს, 4 აგვისტოს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

5 ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა - რომელ ადგილზეა საქართველო

5 ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა -  რომელ ადგილზეა საქართველო

საბჭოთა კავშირი მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფო იყო, რომელიც 15 რესპუბლიკისაგან შედგებოდა.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ ეს რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. რომელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე მდიდარი? - ამის თაობაზე ინფორმაცია ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ირაკლი მაკალათიამ მოგვაწოდა.

"მოსახლეობის ცხოვრების დონის ამსახველი ზოგადი მაჩვენებელია მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), რომელიც გვიჩვენებს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესაც. მშპ-ის ერთ მოსახლეზე განაწილებით პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო მე-10 ადგილზეა და მეზობელი ქვეყნებიდან მხოლოდ სომხეთს უსწრებს" - აღნიშნა მან "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

ირაკლი მაკალათიას თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მშპ ერთ მოსახლეზე (მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით) პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ასე გამოიყურება:

1. ესტონეთი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 25 795 დოლარი

ეკონომიკური თავისუფლება, გამარტივებული საგადასახადო სისტემა, უცხოური ინვესტიციებისადმი გახსნილობა და ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი ხელს უწყობს ესტონეთის ეკონომიკის წინსვლას. ყველაზე მაღალი საშემოსავლო და კორპორატიული საგადასახადო განაკვეთი ამ ქვეყანაში 20 პროცენტია. გაუნაწილებელი მოგება კი არ იბეგრება. ესტონეთის სახელმწიფო ვალის მოცულობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და მშპ-ის 10.1 პროცენტს შეადგენს.

2. ლიტვა - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 24 303 დოლარი

ლიტვამ, მიუხედავად გლობალური და რეგიონული გამოწვევებისა, კორუფციის აღმოფხვრით, ეფექტიანი ფისკალური პოლიტიკის გატარებით, სახელმწიფო ხარჯების შემცირებითა და მასზე მაქსიმალური კონტროლით გაიუმჯობესა მაკროეკონომიკური მდგომარეობა. ლიტვის ექსპორტის 30%-ზე მეტი ნავთობზე მოდის, ხოლო დამუშავებულ და გადაუმუშავებელ საკვებ პროდუქტებზე - 16,9%. ლიტვა 2016 წლიდან აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და ბუნებრივი აირის იმპორტს ნორვეგიიდან ახორციელებს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი