სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაუბლოკეს რამზან კადიროვს სოციალური ქსელები?..
რატომ დაუბლოკეს რამზან კადიროვს სოციალური ქსელები?..

რამ­ზან კა­დი­რო­ვი და ჩე­ჩე­ნი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ახალ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ზე გა­დას­ვლის შე­სა­ხებ ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც Facebook-სა და Instagram-ზე რამ­ზან კა­დი­რო­ვის პი­რა­დი გვერ­დე­ბი და­იბ­ლო­კა, 30 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ Mylistory-ზე გა­და­ვი­და. მათი თქმით, ეს ფორ­მა­ტი უფრო მი­სა­ღე­ბია.

20 დე­კემ­ბერს ამე­რი­კამ რამ­ზან კა­დი­რო­ვი, ჩეჩ­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვი­სა და არა­ერ­თი ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო, "მაგ­ნიტსკის სი­ა­ში" შე­იყ­ვა­ნა, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი კა­დი­როვ­მა Facebook-სა და Instagram-ზე, სა­დაც ის წლე­ბის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი იყო, შეს­ვლა ვერ შეძ­ლო.

კა­დი­რო­ვი და მისი გა­რე­მოც­ვა ვა­რა­უ­დობს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აშშ-ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­უბ­ლო­კეს. ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნულ ქსე­ლებს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მომ­წე­რე­ბის გამო არ ტო­ვებ­და, თო­რემ "დიდი ხა­ნია, მათ დაბ­ლოკ­ვას აპი­რებ­და".

ჩეჩ­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის სპი­კერ­მა, მა­გო­მედ და­უ­დოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბო­ი­კო­ტის ნიშ­ნად, მა­ნაც დაბ­ლო­კა სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, ვიდ­რე, რამ­ზან კა­დი­რო­ვი სა­კუ­თარ გვერ­დზე შეს­ვლას არ შეძ­ლებს.

"ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რე­სურ­სე­ბიც არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის. ამი­ტომ, ჩვენ მათ ჩვენს ქსელ­ში ვე­ლო­დე­ბით, სა­დაც ჩემი სა­ხე­ლია "lord", - და­წე­რა და­უ­დოვ­მა რუ­სულ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

და­უ­დო­ვის შემ­დეგ რამ­ზან კა­დი­რო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვა ჩეჩ­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის სხვა წევ­რებ­მაც გა­ი­ზი­ა­რეს და სა­კუ­თა­რი გვერ­დე­ბი ორი­ვე ქსელ­ზე დაბ­ლო­კეს. ამა­ვე პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რაც... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის დაბ­ლოკ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მა­ში ელო­დე­ბი­ან გან­მარ­ტე­ბას, თუ რა­ტომ დაბ­ლო­კა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ჩეჩ­ნეთ­ში რამ­ზან კა­დი­როვ­მა" - გა­ნა­ცხა­და სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლე­ო­ნიდ ლე­ვინ­მა. მისი კო­მენ­ტა­რი­დან ჩანს, რომ კა­დი­რო­ვის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დის" დაბ­ლოკ­ვა­ში "ამე­რი­კის ხელს" ხე­დავს.

"ეს სუ­ლაც არ არის სა­ქი­ლი­კო თემა, რო­გორც ამას რუ­სუ­ლი მე­დია და ბლო­გე­რე­ბი წარ­მო­ა­ჩე­ნენ. ეს საკ­მა­ოდ საფრ­თხი­ლო საქ­მეა. დიდი ინ­ტე­რე­სით მო­ვის­მენ­დით მი­ზე­ზებს, თუ რა გახ­და მისი გვერ­დის დაბ­ლოკ­ვის მი­ზე­ზი, რად­გან რამ­ზან კა­დი­რო­ვი მხო­ლოდ ერთი რე­გი­ო­ნის პრე­ზი­დენ­ტი კი არა, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ბლო­გე­რია, რო­მელ­საც 3 მი­ლი­ო­ნამ­დე გა­მომ­წე­რი ჰყავს.

ასე რომ, ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია და გვინ­და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყოთ, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვა და ინ­ფორ­მა­ცია არ იზღუ­დე­ბა" - წერს ლე­ვი­ნი და დას­ძენს, რომ "თუ ამ დღე­ებ­ში ვერ მი­ვი­ღებთ ახ­სნას ამის შე­სა­ხებ, მა­შინ იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მივ­მარ­თოთ კი­თხვე­ბით, - კი­დევ რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იგეგ­მე­ბო­და კა­დი­რო­ვის მი­მართ".

კა­დი­რო­ვის გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდი­ვა­ნი დი­მიტ­რი პეს­კო­ვიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, - მისი თქმით, ეს სა­კი­თხი დუ­მა­ში ჯერ არ გა­ნუ­ხი­ლავთ, თუმ­ცა, კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს და მათი დას­მა ნამ­დვი­ლად ღირს...

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის დაბ­ლოკ­ვის თე­მას, რო­მელ­მაც რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ერთი ნა­წი­ლის შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, "შა­პი­ტოს" უწო­დე­ბენ რუსი ბლო­გე­რე­ბი. მათი თქმით, მა­შინ რო­დე­საც ჩეჩ­ნეთ­სა და მთლი­ა­ნად რუ­სეთ­ში, რო­დე­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის­თვის, ადა­მი­ა­ნებს პირ­და­პირ სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში ან ქუ­ჩა­ში ხო­ცა­ვენ, კა­დი­რო­ვის თემა ამაზ­რზე­ნი და დამ­ცი­ნა­ვია...

რუსი ბლო­გე­რე­ბის თქმით, არც კა­დი­რო­ვის მიერ და­ხო­ცი­ლი, ან გამ­ქრა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ახ­სოვს ვინ­მეს, მთა­ვა­რია, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს პუ­ტი­ნი­სად­მი ლექ­სე­ბის კონ­კურ­სის გა­მო­სა­ცხა­დე­ბე­ლი ტრი­ბუ­ნა არ და­უბ­ლო­კონ. "ერთ დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად მო­უბ­რუნ­დე­ბა რუ­სეთს... ჩვენ ჩრდო­ლო­ეთ კო­რე­ის გვიკ­ვირს, მა­შინ რო­დე­საც ჩვე­ნი­ვე სა­ხელ­მწი­ფო­ში გვყავს "კიმ ჩენ ირი" და მისი გა­რე­მოც­ვა", - წე­რენ ისი­ნი.

ცნო­ბის­თვის, ამე­რი­კა­ში რამ­ზან კა­დი­რო­ვი "მაგ­ნიტსკის სი­ა­ში" შე­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, აშშ ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა არ არის, სა­დაც მას შეს­ვლა აეკ­რძა­ლა. 2014 წელს, რამ­ზან კა­დი­როვს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სეს ევ­რო­კავ­შირ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­სა და კა­ნა­და­ში. ამის პა­სუ­ხად, მან ასე­ვე შე­ად­გი­ნა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ამე­რი­კის იმ ლი­დე­რე­ბის სია, რომ­ლებ­საც ჩეჩ­ნეთ­ში შეს­ვლა შე­უ­ზღუ­და.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რატომ დაუბლოკეს რამზან კადიროვს სოციალური ქსელები?..

რატომ დაუბლოკეს რამზან კადიროვს სოციალური ქსელები?..

რამზან კადიროვი და ჩეჩენი მაღალჩინოსნები ახალ სოციალურ ქსელზე გადასვლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც Facebook-სა და Instagram-ზე რამზან კადიროვის პირადი გვერდები დაიბლოკა, 30 ათასზე მეტი ადამიანი სოციალურ ქსელ Mylistory-ზე გადავიდა. მათი თქმით, ეს ფორმატი უფრო მისაღებია.

20 დეკემბერს ამერიკამ რამზან კადიროვი, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევისა და არაერთი ჩადენილი დანაშაულის გამო, "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანა, რამდენიმე დღის შემდეგ კი კადიროვმა Facebook-სა და Instagram-ზე, სადაც ის წლების მანძილზე ძალიან აქტიური იყო, შესვლა ვერ შეძლო.

კადიროვი და მისი გარემოცვა ვარაუდობს, რომ სოციალური ქსელი აშშ-ს ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად დაუბლოკეს. ჩეჩნეთის ლიდერი ამბობს, რომ აღნიშნულ ქსელებს დიდი რაოდენობით გამომწერების გამო არ ტოვებდა, თორემ "დიდი ხანია, მათ დაბლოკვას აპირებდა".

ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა, მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ ბოიკოტის ნიშნად, მანაც დაბლოკა საერთაშორისო სოციალური ქსელი, ვიდრე, რამზან კადიროვი საკუთარ გვერდზე შესვლას არ შეძლებს.

"ძალიან კარგია, რომ ალტერნატიული რესურსებიც არსებობს საზოგადობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის გავრცელებისთვის. ამიტომ, ჩვენ მათ ჩვენს ქსელში ველოდებით, სადაც ჩემი სახელია "lord", - დაწერა დაუდოვმა რუსულ სოციალურ ქსელში.

დაუდოვის შემდეგ რამზან კადიროვის ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის სხვა წევრებმაც გაიზიარეს და საკუთარი გვერდები ორივე ქსელზე დაბლოკეს. ამავე პოზიციას იზიარებს გენერალური პროკურატურაც... მოგვიანებით, ჩეჩნეთის ლიდერმა სოციალური ქსელების დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო.

"რუსეთის სახელმწიფო დუმაში ელოდებიან განმარტებას, თუ რატომ დაბლოკა სოციალური ქსელი ჩეჩნეთში რამზან კადიროვმა" - განაცხადა საინფორმაციო პოლიტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ ლევინმა. მისი კომენტარიდან ჩანს, რომ კადიროვის "ფეისბუქგვერდის" დაბლოკვაში "ამერიკის ხელს" ხედავს.

"ეს სულაც არ არის საქილიკო თემა, როგორც ამას რუსული მედია და ბლოგერები წარმოაჩენენ. ეს საკმაოდ საფრთხილო საქმეა. დიდი ინტერესით მოვისმენდით მიზეზებს, თუ რა გახდა მისი გვერდის დაბლოკვის მიზეზი, რადგან რამზან კადიროვი მხოლოდ ერთი რეგიონის პრეზიდენტი კი არა, ძალიან პოპულარული ბლოგერია, რომელსაც 3 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.

ასე რომ, ეს ძალიან საინტერესო ფაქტია და გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ თავისუფალი სიტყვა და ინფორმაცია არ იზღუდება" - წერს ლევინი და დასძენს, რომ "თუ ამ დღეებში ვერ მივიღებთ ახსნას ამის შესახებ, მაშინ იძულებული ვიქნებით, აღნიშნული სოციალური ქსელების ადმინისტრაციას მივმართოთ კითხვებით, - კიდევ რა ღონისძიებები იგეგმებოდა კადიროვის მიმართ".

კადიროვის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა, - მისი თქმით, ეს საკითხი დუმაში ჯერ არ განუხილავთ, თუმცა, კითხვები არსებობს და მათი დასმა ნამდვილად ღირს...

ჩეჩნეთის ლიდერის საერთაშორისო სოციალური ქსელების დაბლოკვის თემას, რომელმაც რუსი პოლიტიკოსების ერთი ნაწილის შეშფოთება გამოიწვია, "შაპიტოს" უწოდებენ რუსი ბლოგერები. მათი თქმით, მაშინ როდესაც ჩეჩნეთსა და მთლიანად რუსეთში, როდესაც განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის, ადამიანებს პირდაპირ საკუთარ სახლებში ან ქუჩაში ხოცავენ, კადიროვის თემა ამაზრზენი და დამცინავია...

რუსი ბლოგერების თქმით, არც კადიროვის მიერ დახოცილი, ან გამქრალი ადამიანები ახსოვს ვინმეს, მთავარია, ჩეჩნეთის ლიდერს პუტინისადმი ლექსების კონკურსის გამოსაცხადებელი ტრიბუნა არ დაუბლოკონ. "ერთ დღეს ეს ყველაფერი ცუდად მოუბრუნდება რუსეთს... ჩვენ ჩრდოლოეთ კორეის გვიკვირს, მაშინ როდესაც ჩვენივე სახელმწიფოში გვყავს "კიმ ჩენ ირი" და მისი გარემოცვა", - წერენ ისინი.

ცნობისთვის, ამერიკაში რამზან კადიროვი "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანეს, თუმცა, აშშ ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც მას შესვლა აეკრძალა. 2014 წელს, რამზან კადიროვს სანქციები დაუწესეს ევროკავშირში, შვეიცარიასა და კანადაში. ამის პასუხად, მან ასევე შეადგინა ევროკავშირისა და ამერიკის იმ ლიდერების სია, რომლებსაც ჩეჩნეთში შესვლა შეუზღუდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"