მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"18 წლის ბავშვს საწოლში ესროლეს, თუ სადმე არსებობს სამართალი, ყველაფერს მივმართავ" - პანკისის ხეობაში დაჭრილის მამის კომენტარი
"18 წლის ბავშვს საწოლში ესროლეს, თუ სადმე არსებობს სამართალი, ყველაფერს მივმართავ" - პანკისის ხეობაში დაჭრილის მამის კომენტარი

ძა­ლი­ან მძი­მეა ჩემი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, ექი­მე­ბი არ გვაძ­ლე­ვენ იმედს და გვე­უბ­ნე­ბი­ან, მხო­ლოდ სას­წა­უ­ლი გა­და­არ­ჩენ­სო, - ამის შე­სა­ხებ, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს დაჭ­რი­ლი თერ­მი­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მა­მამ, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით აპი­რებს სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ მისი შვი­ლის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კა­რე­ბის ჩამ­ტვრე­ვის­თა­ნა­ვე ეს­რო­ლეს ჩემს შვილს. ამის შემ­დეგ გა­რეთ დაგ­ვაწ­ვი­ნეს და არ მოგ­ვცეს მისი ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. ჩაგ­ვკე­ტეს ოთა­ხებ­ში და არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვქონ­და. დაჭ­რის შემ­დეგ ერთ სა­ათ­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

ჩემს სახ­ლში გა­სა­ჩხრე­კი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, არას­დროს გვქო­ნია ია­რა­ღი, ხოლო ხელ­ყუმ­ბა­რა ჩა­დე­ბუ­ლია. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ბა­ლი­შის ქვეშ ამო­ი­დებ­და ვინ­მე ხელ­ყუმ­ბა­რას?! რაც შე­ე­ხე­ბა მისი თურ­ქეთ­ში ყოფ­ნის მი­ზეზს, მე თვი­თონ წა­ვიყ­ვა­ნე თურ­ქეთ­ში ჩემი შვი­ლი თხი­ლის და­საკ­რე­ფად. ჩემი შვი­ლი 19 წლი­საა, ახ­მედ ჩა­ტა­ევს სა­ი­დან უნდა იც­ნობ­დეს?! თუ ჩემი შვი­ლი იყო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, ან სად­მე და­ე­ბა­რე­ბი­ნათ, ან სად­მე აეყ­ვა­ნათ, ჩემ­თვის ეთ­ქვათ და მე თვი­თონ მი­ვიყ­ვან­დი, 18 წლის ბავ­შვს სა­წოლ­ში ეს­რო­ლეს. ეს ხდე­ბა თქვენ­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში, სხვა­გან ასე­თი რამ არ ხდე­ბა. ამ პლა­ნე­ტა­ზე თუ სად­მე არ­სე­ბობს სა­მარ­თა­ლი, ყვე­ლა­ფერს მივ­მარ­თავ. რა­ტომ გა­წი­რეს ჩემი შვი­ლი?!", - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

სუს-მა დღეს 5 პირი და­ა­კა­ვა, აქე­დან 4 პან­კის­ში, ერთი კი - თბი­ლის­ში. ყვე­ლა მათ­განს თბი­ლის­ში, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის გამ­ზირ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას გა­ნე­იტ­რა­ლე­ბულ პი­რებ­თან კავ­ში­რი და მათი დახ­მა­რე­ბა ედე­ბა ბრა­ლად. პან­კის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ერთი პირი და­იჭ­რა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: პან­კის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დე­ტა­ლე­ბი - ბრი­ფინ­გი სუს-ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"18 წლის ბავშვს საწოლში ესროლეს, თუ სადმე არსებობს სამართალი, ყველაფერს მივმართავ" - პანკისის ხეობაში დაჭრილის მამის კომენტარი

"18 წლის ბავშვს საწოლში ესროლეს, თუ სადმე არსებობს სამართალი, ყველაფერს მივმართავ" - პანკისის ხეობაში დაჭრილის მამის კომენტარი

ძალიან მძიმეა ჩემი შვილის მდგომარეობა, ექიმები არ გვაძლევენ იმედს და გვეუბნებიან, მხოლოდ სასწაული გადაარჩენსო, - ამის შესახებ, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თერმილან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აპირებს სამართლებრივ ბრძოლას, რადგან მიაჩნია, რომ მისი შვილის მიმართ არსებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

"სამართალდამცავებმა კარების ჩამტვრევისთანავე ესროლეს ჩემს შვილს. ამის შემდეგ გარეთ დაგვაწვინეს და არ მოგვცეს მისი ნახვის საშუალება. ჩაგვკეტეს ოთახებში და არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. დაჭრის შემდეგ ერთ საათში გადაგვიყვანეს საავადმყოფოში.

ჩემს სახლში გასაჩხრეკი არაფერი ყოფილა, არასდროს გვქონია იარაღი, ხოლო ხელყუმბარა ჩადებულია. როგორ წარმოგიდგენიათ, ბალიშის ქვეშ ამოიდებდა ვინმე ხელყუმბარას?! რაც შეეხება მისი თურქეთში ყოფნის მიზეზს, მე თვითონ წავიყვანე თურქეთში ჩემი შვილი თხილის დასაკრეფად. ჩემი შვილი 19 წლისაა, ახმედ ჩატაევს საიდან უნდა იცნობდეს?! თუ ჩემი შვილი იყო ეჭვმიტანილი, ან სადმე დაებარებინათ, ან სადმე აეყვანათ, ჩემთვის ეთქვათ და მე თვითონ მივიყვანდი, 18 წლის ბავშვს საწოლში ესროლეს. ეს ხდება თქვენთან, საქართველოში, სხვაგან ასეთი რამ არ ხდება. ამ პლანეტაზე თუ სადმე არსებობს სამართალი, ყველაფერს მივმართავ. რატომ გაწირეს ჩემი შვილი?!", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

ასევე წაიკითხეთ: პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები - ბრიფინგი სუს-ში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ