პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გახდა შეუძლოდ 31 წლის ქალი საპოლიციო კონტროლის დროს - შსს გენინსპექციის მოკვლევის შედეგებს და ვიდეოკადრებს ავრცელებს
რატომ გახდა შეუძლოდ 31 წლის ქალი საპოლიციო კონტროლის დროს - შსს გენინსპექციის მოკვლევის შედეგებს და ვიდეოკადრებს ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო 22 დე­კემ­ბერს, ახ­მე­ტა­ში ჩა­ტა­რე­ბულ სა­პო­ლი­ციო კონ­ტროლ­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­ნინ­სპექ­ცი­ის მოკ­ვლე­ვის შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად და­დას­ტურ­და, რომ ჩხრე­კა ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ჩა­ტა­რე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს 31 წლის ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას­თან კავ­ში­რი არ აქვს. შსს ასე­ვე, სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლის დროს გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებს ავ­რცე­ლებს.

"2017 წლის 21 დე­კემ­ბერს მი­ღე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ჩხრე­კის ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე გას­ცა გან­ჩი­ნე­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, 22 დე­კემ­ბერს, დი­ლის 08:00 სა­ათ­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სო­ფელ ქის­ტა­ურ­ში, მო­ქა­ლა­ქე დ.ხ.-ს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში შე­მო­ვი­და მო­ქა­ლა­ქე დ.ხ.-ს შე­ტყო­ბი­ნე­ბა მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­სა­ხებ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გა­მო­ი­კი­თხნენ დ.ხ. და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის არა­ერ­თი მო­სამ­სა­ხუ­რე, და­ზუს­ტდა ინ­ფორ­მა­ცია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ირ­გვლივ, რი­თაც ირ­კვე­ვა, რომ ჩხრე­კა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ყო­ველ­გვა­რი იძუ­ლე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე, რის შე­სა­ხე­ბაც შედ­გა შე­სა­ბა­მი­სი ოქმი. ამას­თან, იმა­ვე დღეს მოხ­და საქ­მე­ზე მო­ქა­ლა­ქე დ. ხ.-სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვა, რა დრო­საც მათ აღ­ნიშ­ნეს, რომ ჩა­ტა­რე­ბულ ჩხრე­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია გა­აჩ­ნი­ათ. ამო­ღე­ბუ­ლია ჩხრე­კის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა.

პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს დ.ხ.-ს რძლის - თ.შ.-ს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩა­ტა­რე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას­თან, ამ ეტაპ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს რე­ლე­ვან­ტუ­რად, რად­გან სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ მო­ქა­ლა­ქე თ.შ.-ს თა­ვის ტვინ­ში აღე­ნიშ­ნე­ბა მრავ­ლო­ბი­თი სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი. მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია თა­ვის ტვინ­ში სიმ­სივ­ნის ზრდით, რა­მაც გა­მო­იწ­ვია შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, ინ­ტრაკ­რა­ნი­ა­ლუ­რი ჰი­პერ­ტენ­ზია, შემ­დგო­მი კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით, რისი და­კავ­ში­რე­ბაც სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან შე­უძ­ლე­ბე­ლია" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რატომ გახდა შეუძლოდ 31 წლის ქალი საპოლიციო კონტროლის დროს - შსს გენინსპექციის მოკვლევის შედეგებს და ვიდეოკადრებს ავრცელებს

რატომ გახდა შეუძლოდ 31 წლის ქალი საპოლიციო კონტროლის დროს - შსს გენინსპექციის მოკვლევის შედეგებს და ვიდეოკადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 22 დეკემბერს, ახმეტაში ჩატარებულ საპოლიციო კონტროლთან დაკავშირებით გენინსპექციის მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ჩხრეკა ყოველგვარი ძალადობის გარეშე მიმდინარეობდა და ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს 31 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან კავშირი არ აქვს. შსს ასევე, საპოლიციო კონტროლის დროს გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს.

"2017 წლის 21 დეკემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურორის შუამდგომლობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ ჩხრეკის ჩატარების თაობაზე გასცა განჩინება, რის საფუძველზეც, 22 დეკემბერს, დილის 08:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ქისტაურში, მოქალაქე დ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოვიდა მოქალაქე დ.ხ.-ს შეტყობინება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოიკითხნენ დ.ხ. და მისი ოჯახის წევრები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის არაერთი მოსამსახურე, დაზუსტდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ, რითაც ირკვევა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა ყოველგვარი იძულებისა და ძალადობის გარეშე, რის შესახებაც შედგა შესაბამისი ოქმი. ამასთან, იმავე დღეს მოხდა საქმეზე მოქალაქე დ. ხ.-სა და მისი ოჯახის წევრების მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც მათ აღნიშნეს, რომ ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია გააჩნიათ. ამოღებულია ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა.

პირველადი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დ.ხ.-ს რძლის - თ.შ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავშირებულია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან, ამ ეტაპზე არ შეიძლება ჩაითვალოს რელევანტურად, რადგან სამედიცინო კვლევებით დადასტურებულია, რომ მოქალაქე თ.შ.-ს თავის ტვინში აღენიშნება მრავლობითი სიმსივნური წარმონაქმნი. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა განვითარებულია თავის ტვინში სიმსივნის ზრდით, რამაც გამოიწვია შემდგომი გართულებები, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, შემდგომი კომატოზური მდგომარეობით, რისი დაკავშირებაც საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობასთან შეუძლებელია" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ