პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო ფურთხებაც, დამამცირებელი მოპყრობაც, გაიჟღერა კიდეც ბოლოს - "ხომ არ მოვკლათ?!" - ზვიად რატიანი მასსა და პოლიციელებს შორის მომხდარ ინციდენტს იხსენებს
"იყო ფურთხებაც, დამამცირებელი მოპყრობაც, გაიჟღერა კიდეც ბოლოს - "ხომ არ მოვკლათ?!" - ზვიად რატიანი მასსა და პოლიციელებს შორის მომხდარ ინციდენტს იხსენებს

პო­ე­ტი ზვი­ად რა­ტი­ა­ნი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ას ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, მას­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს იხ­სე­ნებს. რო­გორც რა­ტი­ა­ნი აცხა­დებს, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სამი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად მას და­უდ­გინ­და, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მი­ა­ყე­ნეს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ზი­კუ­რის გარ­და, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მას სხვა სა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა­საც აყე­ნებ­დნენ.

"ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც აღ­მე­ნიშ­ნე­ბა, მი­ყე­ნე­ბუ­ლი მაქვს პო­ლი­ცი­ის­გან. რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მი­ტარ­და შე­მოწ­მე­ბა. პირ­ვე­ლად გამ­სინ­ჯა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რის ექიმ­მა, შემ­დეგ გამ­სინ­ჯეს ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში და შემ­დეგ უკვე სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში. მთა­ვა­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მაქვს თა­ვის არე­ში. თვი­თო­ნაც ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ხე­ში არ და­ერ­ტყა არა­ვის. მაქვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ასე­ვე ზურ­გზე, ფე­ხებ­სა და ხე­ლებ­ზე, მაგ­რამ ეს უკვე ძირს თრე­ვის შე­დე­გია. იქ არა მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნეს, არა­მედ ფურ­თხე­ბაც იყო და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბაც. დიდი ხნით მი­ჭერ­დნენ ყელ­ში და ვერ ვა­ხერ­ხებ­დი ჩა­სუნ­თქვას", - აღ­ნიშ­ნა რა­ტი­ან­მა.

პო­ე­ტი არ უარ­ყოფს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს აგი­ნებ­და, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს იყო იმ ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გი, რა­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მის წი­ნა­აღ­მდეგ ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

"შე­იძ­ლე­ბა ნას­ვა­მო­ბა­მაც ითა­მა­შა თა­ვი­სი როლი, მაგ­რამ ფხი­ზე­ლიც რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, იმ შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი წა­მე­ბის ფონ­ზე, სუ­ლაც არ გა­მოვ­რი­ცხავ იგი­ვე რე­აქ­ცია მქო­ნო­და. გი­ნე­ბა არ არის ჩემი სა­უ­კე­თე­სო და ძლი­ე­რი მხა­რე, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ვი­ყა­ვი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკონ­ტრო­ლო, მათ შო­რის ჩემი ლექ­სი­კი­დან. ალ­ბათ არის კად­რე­ბი, სა­დაც თვი­თონ ან­გე­ლო­ზე­ბად ჩა­ნან და მო­მი­წო­დე­ბენ მო­ქა­ლა­ქეს ზრდი­ლო­ბის­კენ იმ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, მე კი გან­ვაგ­რძობ ჩემს ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას. რომც არ ყო­ფი­ლი­ყო კად­რე­ბი, მე ამას არც დავ­მა­ლავ­დი", - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, არ ახ­სოვს თუ რამ­დე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და მას­ზე ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ხე­ზე რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი და­ი­მახ­სოვ­რა და მათ ამოც­ნო­ბა­საც შეძ­ლებს. მას ასე­ვე არ ახ­სოვს, ეც­ვათ თუ არა აღ­ნიშ­ნულ პი­რებს პო­ლი­ცი­ის ფორ­მე­ბი.

"მცე­მეს რამ­დენ­ჯერ­მე. ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს მცემ­დნენ დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­თან, სა­ნამ შე­მიყ­ვან­დნენ. გა­იჟ­ღე­რა კი­დეც ბო­ლოს - "ხომ არ მოვ­კლათ?!". პო­ტენ­ცი­უ­რად ისი­ნი არი­ან მკვლე­ლე­ბი. უნდა მოხ­დეს ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო­ძი­ე­ბა. არ ვიცი, რო­გორ შე­ა­ფა­სებს სა­სა­მარ­თლო ჩემს რე­აქ­ცი­ებს, მაგ­რამ ჩემი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი საქ­ცი­ე­ლი იყო პა­სუ­ხი მათ გა­ცი­ლე­ბით უფრო არა­ა­დეკ­ვა­ტურ ქმე­დე­ბებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"იყო ფურთხებაც, დამამცირებელი მოპყრობაც, გაიჟღერა კიდეც ბოლოს - "ხომ არ მოვკლათ?!" - ზვიად რატიანი მასსა და პოლიციელებს შორის მომხდარ ინციდენტს იხსენებს

"იყო ფურთხებაც, დამამცირებელი მოპყრობაც, გაიჟღერა კიდეც ბოლოს - "ხომ არ მოვკლათ?!" - ზვიად რატიანი მასსა და პოლიციელებს შორის მომხდარ ინციდენტს იხსენებს

პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც პოლიციას ცემაში ადანაშაულებს, მასსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ ინციდენტს იხსენებს. როგორც რატიანი აცხადებს, დაზიანებები, რომელიც სამი შემოწმების შედეგად მას დაუდგინდა, პოლიციელებმა მიაყენეს. მისივე ინფორმაციით, ფიზიკურის გარდა, პოლიციელები მას სხვა სახის შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.

"ის დაზიანებები, რომელიც აღმენიშნება, მიყენებული მაქვს პოლიციისგან. რამდენჯერმე ჩამიტარდა შემოწმება. პირველად გამსინჯა დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმმა, შემდეგ გამსინჯეს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში და შემდეგ უკვე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. მთავარი დაზიანებები მაქვს თავის არეში. თვითონაც ამბობდნენ, რომ სახეში არ დაერტყა არავის. მაქვს დაზიანებები ასევე ზურგზე, ფეხებსა და ხელებზე, მაგრამ ეს უკვე ძირს თრევის შედეგია. იქ არა მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს, არამედ ფურთხებაც იყო და დამამცირებელი მოპყრობაც. დიდი ხნით მიჭერდნენ ყელში და ვერ ვახერხებდი ჩასუნთქვას", - აღნიშნა რატიანმა.

პოეტი არ უარყოფს, რომ სამართალდამცველებს აგინებდა, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს იყო იმ ქმედებების შედეგი, რასაც სამართალდამცველები მის წინააღმდეგ ახორციელებდნენ.

"შეიძლება ნასვამობამაც ითამაშა თავისი როლი, მაგრამ ფხიზელიც რომ ვყოფილიყავი, იმ შეურაცხყოფებისა და ფიზიკური წამების ფონზე, სულაც არ გამოვრიცხავ იგივე რეაქცია მქონოდა. გინება არ არის ჩემი საუკეთესო და ძლიერი მხარე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიყავი აბსოლუტურად უკონტროლო, მათ შორის ჩემი ლექსიკიდან. ალბათ არის კადრები, სადაც თვითონ ანგელოზებად ჩანან და მომიწოდებენ მოქალაქეს ზრდილობისკენ იმ მოკლე პერიოდში, მე კი განვაგრძობ ჩემს ბილწსიტყვაობას. რომც არ ყოფილიყო კადრები, მე ამას არც დავმალავდი", - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, არ ახსოვს თუ რამდენი პოლიციელი მონაწილეობდა მასზე ფიზიკურ ძალადობაში, თუმცა აღნიშნავს, რომ სახეზე რამდენიმე მათგანი დაიმახსოვრა და მათ ამოცნობასაც შეძლებს. მას ასევე არ ახსოვს, ეცვათ თუ არა აღნიშნულ პირებს პოლიციის ფორმები.

"მცემეს რამდენჯერმე. ყველაზე დიდხანს მცემდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სანამ შემიყვანდნენ. გაიჟღერა კიდეც ბოლოს - "ხომ არ მოვკლათ?!". პოტენციურად ისინი არიან მკვლელები. უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გამოძიება. არ ვიცი, როგორ შეაფასებს სასამართლო ჩემს რეაქციებს, მაგრამ ჩემი არაადეკვატური საქციელი იყო პასუხი მათ გაცილებით უფრო არაადეკვატურ ქმედებებზე", - განაცხადა რატიანმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ