პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვიცით ჩატაევის თანამზრახველ შუიაფ ბორზიევზე, რომელიც "ინტერპოლით" იძებნებოდა და თბილისში დააკავეს
რა ვიცით ჩატაევის თანამზრახველ შუიაფ ბორზიევზე, რომელიც "ინტერპოლით" იძებნებოდა და თბილისში დააკავეს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის გამ­ზირ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს.

სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სუს-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამე­რი­კელ კო­ლე­გებ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბით სა­მა­ლა­ვი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ავ­ტო­მა­ტის მჭი­დე­ბი, ტყვი­ე­ბი, ზურგჩან­თე­ბი, რუ­კე­ბი, რა­ცი­ე­ბი და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, ოპე­რა­ტი­უ­ლად დად­გე­ნი­ლია სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის ვი­ნა­ო­ბა. იგი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე შუ­იაფ ბორ­ზი­ე­ვია, რო­მე­ლიც ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით ინ­ტერ­პო­ლის მიერ იძებ­ნე­ბა. ასე­ვე ოპე­რა­ტი­უ­ლად დად­გე­ნი­ლია სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა. ესე­ნი არი­ან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იბ­რა­გიმ ადა­შე­ვი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ყალ­ბი პას­პორ­ტე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 2010- 2012 წლებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ას­ტან­გებ სოლ­ტახ­მა­დო­ვი", - გა­ნა­ცხა­და ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

შუ­იაფ ბორ­ზი­ე­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მში ბრალ­დე­ბუ­ლი ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვის ერთ-ერთი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლია. ის ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში 22 ნო­ემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ას გა­და­ურ­ჩა, რად­გან ის ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე, ცო­ცხლად აიყ­ვა­ნეს. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის სამი წევ­რი კი ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს იქნა ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი, მათ­გან ერ­თმა - ახ­მედ ჩა­ტა­ევ­მა თავი აი­ფეთ­ქა.

"ინ­ტერ­პო­ლის" ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე, შუ­იაფ ბორ­ზი­ევ­ზე გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვე­ბა. ის 23 წლი­საა, და­ბა­დე­ბუ­ლია 1994 წლის 27 ივ­ლისს, ჩეჩ­ნე­თის პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბა­ში ახკინ­ჩუ-ბორ­ზო­ი­ში. ბორ­ზი­ე­ვი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა და რუ­სე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის მიერ იძებ­ნე­ბო­და არა­ლე­გა­ლურ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. ამ­ჟა­მად ბორ­ზი­ევს სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

წა­ი­კი­თხეთ: რა ვი­ცით ახ­მედ ჩა­ტა­ევ­ზე, რო­მელ­მაც თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას თავი აი­ფეთ­ქა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რა ვიცით ჩატაევის თანამზრახველ შუიაფ ბორზიევზე, რომელიც "ინტერპოლით" იძებნებოდა და თბილისში დააკავეს

რა ვიცით ჩატაევის თანამზრახველ შუიაფ ბორზიევზე, რომელიც "ინტერპოლით" იძებნებოდა და თბილისში დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული და დაკავებული პირების ვინაობის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

საგანგებო პრესკონფერენციაზე სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი მოქმედებებით სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები, რაციები და სხვა მტკიცებულებები.

"საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა. იგი რუსეთის მოქალაქე შუიაფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა. ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010- 2012 წლებში იმყოფებოდა და ასტანგებ სოლტახმადოვი", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

შუიაფ ბორზიევი საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევის ერთ-ერთი თანამზრახველია. ის ერთადერთია, რომელიც თბილისში 22 ნოემბერს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას გადაურჩა, რადგან ის ქართველმა სამართალდამცველებმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დაწყებამდე, ცოცხლად აიყვანეს. დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი კი ოპერაციის მიმდინარეობის დროს იქნა ლიკვიდირებული, მათგან ერთმა - ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.

"ინტერპოლის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შუიაფ ბორზიევზე გარკვეული ინფორმაცია მოიპოვება. ის 23 წლისაა, დაბადებულია 1994 წლის 27 ივლისს, ჩეჩნეთის პატარა დასახლებაში ახკინჩუ-ბორზოიში. ბორზიევი რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ იძებნებოდა არალეგალურ შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობისთვის. ამჟამად ბორზიევს საქართველოში წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

წაიკითხეთ: რა ვიცით ახმედ ჩატაევზე, რომელმაც თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციისას თავი აიფეთქა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ