საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს
 სუს-ი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის გამ­ზირ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს.

სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სუს-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნა­ცხა­და რომ, ამე­რი­კელ კო­ლე­გებ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბით სა­მა­ლა­ვი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ავ­ტო­მა­ტის მჭი­დე­ბი, ტყვი­ე­ბი, ზურგჩან­თე­ბი, რუ­კე­ბი, რა­ცი­ე­ბი და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, ოპე­რა­ტი­უ­ლად დად­გე­ნი­ლია სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის ვი­ნა­ო­ბა. იგი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე შუ­იაფ ბორ­ზი­ე­ვია, რო­მე­ლიც ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით ინ­ტერ­პო­ლის მიერ იძებ­ნე­ბა. ასე­ვე ოპე­რა­ტი­უ­ლად დად­გე­ნი­ლია სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა. ესე­ნი არი­ან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იბ­რა­გიმ ადა­შე­ვი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ყალ­ბი პას­პორ­ტე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 2010- 2012 წლებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ას­ტან­გებ სოლ­ტახ­მა­დო­ვი", - გა­ნა­ცხა­და ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

წა­ი­კი­თხეთ: პან­კის­ში და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ახ­მედ ჩა­ტა­ევს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ში და­ეხ­მარ­ნენ - სუს-ის სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

სუს-ი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

 სუს-ი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული და დაკავებული პირების ვინაობის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

საგანგებო პრესკონფერენციაზე სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა რომ, ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი მოქმედებებით სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები, რაციები და სხვა მტკიცებულებები.

"საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა. იგი რუსეთის მოქალაქე შუიაფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა. ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010- 2012 წლებში იმყოფებოდა და ასტანგებ სოლტახმადოვი", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

წაიკითხეთ: პანკისში დაკავებულები ახმედ ჩატაევს საქართველოში შემოსვლაში დაეხმარნენ - სუს-ის საგანგებო ბრიფინგი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ