საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან პანკისში დაჭრილი და დაკავებული პირები - ფოტოები სპეცოპერაციის ადგილიდან
ვინ არიან პანკისში დაჭრილი და დაკავებული პირები - ფოტოები სპეცოპერაციის ადგილიდან

დუ­ი­სის რწმუ­ნე­ბუ­ლი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას დაჭ­რი­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დუ­ი­სის რწმუ­ნე­ბულ­მა თა­მარ მარ­გოშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და­იჭ­რა დუ­ი­სე­ლი იმირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თე­ლა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლებს, აყ­ვა­ნი­ლია კი­დევ ერთი დუ­ი­სე­ლი რუს­ლან ალ­ხა­ნაშ­ვი­ლი და ომა­ლო­ე­ლი ბა­დურ ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი. რო­გორც ვიცი, ეს სპე­ცო­პე­რა­ცია უკავ­შირ­დე­ბა ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვის­თვის ხე­ლის­შე­წყო­ბას," - გა­ნა­ცხა­და დუ­ი­სის რწმუ­ნე­ბულ­მა თა­მარ მარ­გოშ­ვილ­მა.

თა­ვის მხრივ, "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თე­ლა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ დაჭ­რილს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა.

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სახ­ლში სპე­ცო­პე­რა­ცია დღეს გამ­თე­ნი­ი­სას, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ად­გილ­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დი­ლის 04:00 სა­ა­თი­დან სო­ფელ ომა­ლო­სა და დუ­ის­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ას 50-ზე მეტი სპეც­რაზ­მე­ლი ატა­რებ­და.

და­კა­ვე­ბუ­ლია სამი ად­გი­ლობ­რი­ვი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცია თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ტრტე­რო­რის­ტულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, აყ­ვა­ნი­ლია ახ­მეტ ჩა­ტა­ევ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი 3 პირი.

გაფრ­თხი­ლე­ბა: ფო­ტო­მა­სა­ლა შე­ი­ცავს მძი­მე კად­რებს

ფოტო: ნა­თია წი­თე­ლა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ვინ არიან პანკისში დაჭრილი და დაკავებული პირები - ფოტოები სპეცოპერაციის ადგილიდან

ვინ არიან პანკისში დაჭრილი და დაკავებული პირები - ფოტოები სპეცოპერაციის ადგილიდან

დუისის რწმუნებული პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და დაკავებული პირების ვინაობის შესახებ საუბრობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დუისის რწმუნებულმა თამარ მარგოშვილმა განუცხადა, მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიჭრა დუისელი იმირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"რაც შეეხება დაკავებულებს, აყვანილია კიდევ ერთი დუისელი რუსლან ალხანაშვილი და ომალოელი ბადურ ჩოფიკაშვილი. როგორც ვიცი, ეს სპეცოპერაცია უკავშირდება ახმედ ჩატაევისთვის ხელისშეწყობას," - განაცხადა დუისის რწმუნებულმა თამარ მარგოშვილმა.

თავის მხრივ, "ინტერპრესნიუსს" თელავის საავადმყოფოში განუცხადეს, რომ დაჭრილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

პანკისის ხეობაში რამდენიმე სახლში სპეცოპერაცია დღეს გამთენიისას, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, დილის 04:00 საათიდან სოფელ ომალოსა და დუისში სპეცოპერაციას 50-ზე მეტი სპეცრაზმელი ატარებდა.

დაკავებულია სამი ადგილობრივი. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია თბილისში ჩატარებულ კონტრტერორისტულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. სავარაუდოდ, აყვანილია ახმეტ ჩატაევთან კავშირში მყოფი 3 პირი.

გაფრთხილება: ფოტომასალა შეიცავს მძიმე კადრებს

ფოტო: ნათია წითელაური

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა