საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეში, სავარაუდოდ, ჩინური ბუკმეიკერული კომპანიები ფიგურირებენ
ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეში, სავარაუდოდ, ჩინური ბუკმეიკერული კომპანიები ფიგურირებენ

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. გა­რი­გე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბის საქ­მე­ში ჩი­ნუ­რი ბუკ­მე­ი­კე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, კა­ლათ­ბურ­თის ჩა­წყო­ბილ თა­მა­შებ­ზე ფსო­ნე­ბი ჩი­ნეთ­ში იდე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, პირი, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლებს ჩა­წყო­ბილ თა­მა­შებ­ში თან­ხას უხ­დი­და, ფსო­ნებს სა­ზღვარ­გა­რეთ დებ­და. საქ­მე­ში ქარ­თუ­ლი სა­ბუკ­მე­ი­კე­რო კომ­პა­ნი­ე­ბი ამ ეტაპ­ზე არ ფი­გუ­რი­რე­ბენ.

გა­რი­გე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბის საქ­მე­ზე კა­ლათ­ბურ­თის მსა­ჯე­ბი და სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ "სო­ხუ­მის" მწვრთნე­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­სულ კვი­რას და­ა­კა­ვა. სა­ერ­თო ჯამ­ში, ჯგუ­ფუ­რად კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე აყ­ვა­ნი­ლია 5 პირი. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რად კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის მსა­ჯე­ბი -ზაზა მა­ჩა­ლა­ძე, ირაკ­ლი ბე­რიშ­ვი­ლი და და­ვით ბე­რიშ­ვი­ლი, ასე­ვე სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ "სო­ხუ­მი"-ს მწვრთნე­ლი ვაჟა კვა­რა­ცხე­ლია და ამა­ვე კლუ­ბის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი - თე­მურ და­თი­კაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე მატ­ჩის ჩა­წყო­ბის შე­დე­გად ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ჯამ­ში 36 ათა­სი ლარი მი­ი­ღეს. და­კა­ვე­ბუ­ლი 5 პი­რი­დან 2-მა ბრა­ლი აღი­ა­რა და გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. მათ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო, ხოლო და­ნარ­ჩენ სამ ბრალ­დე­ბულს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეში, სავარაუდოდ, ჩინური ბუკმეიკერული კომპანიები ფიგურირებენ

ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეში, სავარაუდოდ, ჩინური ბუკმეიკერული კომპანიები ფიგურირებენ

არაოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეში ჩინური ბუკმეიკერული კომპანიები ფიგურირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" ხდება ცნობილი, კალათბურთის ჩაწყობილ თამაშებზე ფსონები ჩინეთში იდებოდა. გამოძიების მასალების თანახმად, პირი, რომელიც ბრალდებულებს ჩაწყობილ თამაშებში თანხას უხდიდა, ფსონებს საზღვარგარეთ დებდა. საქმეში ქართული საბუკმეიკერო კომპანიები ამ ეტაპზე არ ფიგურირებენ.

გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ კვირას დააკავა. საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ "სოხუმი"-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ