სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცოპერაცია პანკისში - ჩატაევთან კავშირში მყოფების დასაკავებლად ხეობაში სპეცრაზმია მობილიზებული
სპეცოპერაცია პანკისში - ჩატაევთან კავშირში მყოფების დასაკავებლად ხეობაში სპეცრაზმია მობილიზებული

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სპე­ცო­პე­რა­ცია დას­რულ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ად­გი­ლი­დან იტყო­ბი­ნე­ბა, დი­ლის 04:00 სა­ა­თი­დან სო­ფელ ომა­ლო­სა და დუ­ის­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ას 50-ზე მეტი სპეც­რაზ­მე­ლი ატა­რებ­და. შე­დე­გად, სამი ად­გი­ლობ­რი­ვი და­ა­კა­ვეს.

პან­კი­სის სა­თე­მო რა­დი­ოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა სო­ფელ ომა­ლო­ში სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ბა­ა­დურ (ბადო) ჩო­ფა­ნაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვის ჯგუ­ფის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ია­რა­ღი. ასე­ვე, ჩხრე­კა სო­ფელ დუ­ის­ში ვახო მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის სახ­ლში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხე­ო­ბა­ში 60-ზე მეტი სპეც­რაზ­მე­ლი არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ დუ­ის­ში ასე­ვე და­ა­კა­ვეს ტე­მირ­ლან და რუს­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბი.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე 22 ნო­ემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უდას­ტუ­რებს, რომ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა დე­ტა­ლებ­ზე ამ ეტაპ­ზე არ სა­უბ­რობს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი და კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი იქნა ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი, ხოლო ერთი და­კა­ვე­ბუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

სპეცოპერაცია პანკისში - ჩატაევთან კავშირში მყოფების დასაკავებლად ხეობაში სპეცრაზმია მობილიზებული

სპეცოპერაცია პანკისში - ჩატაევთან კავშირში მყოფების დასაკავებლად ხეობაში სპეცრაზმია მობილიზებული

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დილის 04:00 საათიდან სოფელ ომალოსა და დუისში სპეცოპერაციას 50-ზე მეტი სპეცრაზმელი ატარებდა. შედეგად, სამი ადგილობრივი დააკავეს.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოფელ ომალოში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბაადურ (ბადო) ჩოფანაშვილი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ის ახმედ ჩატაევის ჯგუფისთვის დახმარების გაწევის ბრალდებით არის დაკავებული.

თვითმხილველების თქმით, სახლიდან ამოღებულია იარაღი. ასევე, ჩხრეკა სოფელ დუისში ვახო მაჩალიკაშვილის სახლში მიმდინარეობს. ხეობაში 60-ზე მეტი სპეცრაზმელი არის მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ დუისში ასევე დააკავეს ტემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები.

წინასწარი ინფორმაციით, ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ინტერპრესნიუსს" უდასტურებს, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.

ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევი და კიდევ ორი ადამიანი იქნა ლიკვიდირებული, ხოლო ერთი დაკავებულია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ