პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილების საფლავზე აიყვანეს..." - გიორგი ლუკავას ტრაგიკული ცხოვრება და დრანდის ციხეში გატარებული 7 წელი
"შვილების საფლავზე აიყვანეს..." - გიორგი ლუკავას ტრაგიკული ცხოვრება და დრანდის ციხეში გატარებული 7 წელი

7-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, დრან­დის ცი­ხი­დან გი­ორ­გი ლუ­კა­ვა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. არც მას და არც მის მე­უღ­ლეს, ლალი ბა­სა­რი­ას, ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ... ქარ­თვე­ლი უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი, აფხა­ზებ­მა 2011 წლის მა­ის­ში, გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზემო ბარ­ღებ­ში მა­შინ და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც შვი­ლე­ბის საფ­ლა­ვე­ბის მო­სავ­ლე­ლად იყო წა­სუ­ლი. აფხა­ზურ­მა მხა­რემ მას 20-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა, ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვილ­მა გი­ორ­გი ლუ­კა­ვას ხან­გრძლი­ვი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არის ქარ­თულ და აფხა­ზურ მხა­რე­ებს შო­რის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სა­კი­თხებ­ზე თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბის პო­ზი­ტი­უ­რი მა­გა­ლი­თი.

გი­ორ­გი ლუ­კა­ვას მე­უღ­ლე ლალი ბა­სა­რია, მე­უღ­ლის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად, რო­გორც ქარ­თულ, ისე აფხა­ზურ მხა­რეს­თან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­ღა­ლა­ვად იბ­რძო­და. გი­ორ­გი ლუ­კა­ვა 2011 წლის და­კა­ვე­ბამ­დე ერთხელ უკვე იყო აფხა­ზურ ცი­ხე­ში.

7-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ

გარ­და აფხა­ზურ მხა­რეს­თან პრობ­ლე­მე­ბი­სა, მისი წარ­სუ­ლი უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ე­ბით არის დამ­ძი­მე­ბუ­ლი... გი­ორ­გი ლუ­კა­ვას უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბამ­დე, სამი შვი­ლი გარ­და­ეც­ვა­ლა, - ორი ახალ­შო­ბი­ლი გუ­ლის მან­კით და­ი­ღუ­პა.

"მე­სა­მე ბავ­შვი, სამი წლი­საც არ იყო, როცა სახ­ლში, გი­ორ­გის ასაყ­ვა­ნად აფხა­ზე­ბი შე­მოგ­ვი­ვარ­დნენ. შე­სა­ში­ნებ­ლად, ერთ-ერ­თმა ავ­ტო­მა­ტი მო­მიქ­ნია, რომ­ლის კონ­და­ხიც, აკ­ვან­ში მწო­ლი­ა­რე ბავ­შვს თავ­ში მოხ­ვდა და და­ი­ღუ­პა... სწო­რედ თა­ვი­სი შვი­ლე­ბის საფ­ლავ­ზე აიყ­ვა­ნეს გი­ორ­გი ბო­ლოს" - იხ­სე­ნებს მისი მე­უღ­ლე.

ოჯა­ხი ომის დროს სო­ხუმ­ში ცხოვ­რობ­და. 90-იანი წლე­ბის აფხა­ზე­თის ომის დროს, გი­ორ­გი ლუ­კა­ვა სო­ხუ­მის სამ­ხედ­რო კო­მენ­და­ტუ­რა­ში ჩა­ი­რი­ცხა და სო­ხუ­მის და­ცე­მამ­დე, ოჯახ­თან ერ­თად იქ იყო... ქა­ლა­ქის და­ცე­მის შემ­დეგ, - ცოლ-შვილ­თან ერ­თად, ბა­თუმ­ში წა­მო­ვი­და, ფეხ­ში იყო დაჭ­რი­ლი, თუმ­ცა, მა­ინც სო­ხუმ­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებ­და...

მას შემ­დეგ, რაც პრო­ცე­სე­ბი ჩა­წყნარ­და, ოჯახ­თან ერ­თად გალ­ში, ზემო ბარ­ღებ­ში გა­და­ვი­და. თუმ­ცა, ვი­თა­რე­ბა მალე არია და ხელ­მე­ო­რედ იქ­ცნენ დევ­ნი­ლე­ბად... ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბამ ზუგ­დიდ­ში მო­უ­წი­ათ. ლუ­კა­ვამ ად­გი­ლობ­რივ სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა...

"1996 წელს სე­პა­რა­ტის­ტებ­მა ჩემი მე­უღ­ლე "პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის წევ­რო­ბის" ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. 1998 წელს, როცა გალ­ში ვი­თა­რე­ბა ისევ და­ი­ძა­ბა, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, გი­ორ­გი ცი­ხე­ში მოკ­ლე­სო. ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­ზუს­ტებ­ლად იმ აფხა­ზებს და­ვუ­კავ­შირ­დით, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ მხა­რეს­თან­ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მათ შე­მო­მით­ვა­ლეს - მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, თუ შეძ­ლებთ, გად­მო­დით, დაგ­ვხდე­ბით და მას­თან შეხ­ვედ­რა­ში და­გეხ­მა­რე­ბი­თო...

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ენ­გურს აქეთ, ერთი აფხა­ზუ­რი ოჯა­ხი შვილს ეძებ­და. მთხო­ვეს, მას­ზე თუ რა­მეს გა­არ­კვევთ, სო­ხუმ­ში, მე­უღ­ლის სა­ნა­ხა­ვად ჩა­გიყ­ვან­თო... რო­გორც გა­ვარ­კვიე, - ის აფხა­ზი ბიჭი რუს­თა­ვის ცი­ხე­ში იხ­დი­და სას­ჯელს... იმ წლებ­ში დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრი ნინო თო­დუა იყო, მისი სიძე, თე­მურ­ ში­კირ­ბა, დრან­დის ცი­ხის უფ­რო­სი ყო­ფი­ლა. ნი­ნოს შევ­ხვდი და ყვე­ლა­ფე­რი მო­ვუ­ყე­ვი, მან წე­რი­ლი გა­მა­ტა­ნა ში­კირ­ბას­თან, და­ეხ­მა­რეო...

შევ­ხვდი ში­კირ­ბას და გულ­წრფე­ლად ვუ­ამ­ბე ყვე­ლა­ფე­რი. მა­საც შვი­ლი ჰყო­ლია გარ­დაც­ვლი­ლი. ჩემი გა­სა­ჭი­რი გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა და მე­უღ­ლეს შე­მახ­ვედ­რა... მოკ­ლედ, მი­თხრეს, - მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის სა­ნაც­ვლოდ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ გი­ორ­გი­სო... ენ­გურს აქეთ, დიდი წვა­ლე­ბით მო­ვა­კო­წი­წე ეს თან­ხა და დრან­დში, ში­კირ­ბას მი­ვუ­ტა­ნეთ. 3 დღე ვე­ლო­დი პა­სუხს, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად უარი გვი­თხრა, - რა ვქნა, გა­ე­როს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჰყავს და რომ "გაქ­რეს", მე ჩა­მაგ­დე­ბენ ცი­ხე­შიო.

ში­კირ­ბამ ფული და­მიბ­რუ­ნა... არ ვი­ცო­დი, სად გა­დავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი... დრან­დის ცი­ხე­ში გი­ორ­გის სა­ნა­ხა­ვად მი­სუ­ლი, იქა­ურ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა და­მა­რი­გა - რის­კია, მაგ­რამ და­სა­კარ­გი უფრო არა­ფე­რი გაქვს და პირ­და­პირ "გენპ­რო­კუ­რორს", ანრი ჯერ­გე­ნი­ას შეხ­ვდიო. მარ­თლაც, მან მა­შინ­ვე გას­ცა გი­ორ­გის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა... თუმ­ცა, დრან­დის ცი­ხის უფ­რო­სი ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო და გა­მაფრ­თხი­ლა, - შენს ქმარ­ზე, რო­გორც მე­ო­მარ­ზე, აფხა­ზე­ბი ნა­დი­რო­ბენ და ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ გა­ი­გონ, მომ­კლა­ვენ. ამი­ტომ დღეს ღა­მით­ვე გა­ა­პა­რეო... ეს იყო 1999 წელი, - გი­ორ­გი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად ვიხ­სე­ნი ცი­ხი­დან, არა­და, 12 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. ნა­წა­მე­ბი იყო, - სარ­დაფ­ში ჰყავ­დათ გა­მო­კე­ტი­ლი. ფე­ხე­ბი ამომ­წვა­რი ჰქონ­და, მაგ­რამ "და­ნა­შა­უ­ლი" არ უღი­ა­რე­ბია..." - იხ­სე­ნებს ლალი ბა­სა­რია. ამის შემ­დეგ ოჯა­ხი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზუგ­დი­დის სო­ფელ კა­ხათ­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ შვი­ლის ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ, სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვიდ­ნენ.

გი­ორ­გი ლუ­კა­ვა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უმუ­შე­ვა­რი იყო და დრო და დრო, სახ­ლში, ზემო ბარ­ღებ­ში გა­და­დი­ო­და, რათა მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი და­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა, თხი­ლი და­ერ­გო... ბო­ლოს, 2011 წლის 7 მა­ისს გა­და­ვი­და, სახ­ლში, ორი დღის შემ­დეგ უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო... "მა­შინ, ქვე­მო ბარ­ღებ­ში აფხაზ სე­პა­რა­ტისტ­ებს რაულ ამიჩ­ბა მე­თა­უ­რობ­და, ეტყო­ბა, მან მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია გუ­და­უ­თის ბა­ტა­ლი­ონს და გი­ორ­გი გა­ი­ტა­ცეს...", - იხ­სე­ნებს ლალი ბა­სა­რია მე­უღ­ლის მე­ო­რედ და­კა­ვე­ბის ამ­ბავს...

თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლუ­კა­ვა, გა­ლის ე.წ. მი­ლი­ცი­ამ სიმ­თვრა­ლის­თვის და­ა­კა­ვა და 7 დღე მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა, შემ­დეგ მისი სახ­ლი­დან "ტო­მა­რა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ჟან­გი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტი ამო­ი­ღეს" და და­კა­ვე­ბულს "ბრა­ლი" და­უმ­ძიმ­და... მე­უღ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თხოვ­ნით, ლალი ბა­სა­რია, აფხა­ზე­თის ე.წ. ექ­სპრე­ზი­დენტს, ალექ­სან­დრე ან­ქვაბს 4-ჯერ შეხ­ვდა და ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე ახ­სე­ნებ­და, - ქარ­თულ მხა­რეს გად­მო­სულ აფხა­ზებს მკურ­ნა­ლო­ბას სრუ­ლად უფი­ნან­სებ­დნენ, - თა­ვად მან, აფხაზ ბავ­შვს სის­ხლი გა­და­უს­ხა და მხო­ლოდ ერთ რა­მეს სთხოვ­და "რკი­ნის ალი­კას" - ექ­სპერ­ტი­ზა ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, რათა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი­ყო, რომ ია­რაღ­ზე გი­ორ­გი ლუ­კა­ვას თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი არ ყო­ფი­ლა... ექ­სპერ­ტი­ზამ გი­ორ­გის ავ­ტო­მატ­თან კავ­ში­რი გა­მო­რი­ცხა...

ამის შემ­დეგ, გი­ორ­გი მა­ლე­ვე უნდა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ, მაგ­რამ ზემო ბარ­ღე­ბის გამ­გე­ბელ­მა, რაულ ამიჩ­ბამ, მო­სა­მარ­თლეს ლუ­კა­ვას­თვის 5-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა მოს­თხო­ვა. არც ამას დას­ჯერ­დნენ, - სა­სა­მარ­თლო­ში 14 გუ­და­უ­თე­ლი აფხა­ზი მი­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ და­კა­ვე­ბულს, 1994 წელს, გუ­და­უ­თა­ში მკვლე­ლო­ბა ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი: "ჯერ ორი კა­ცის მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ, ­ შემ­დეგ, ერთი აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბაც და­უ­მა­ტეს, რო­მელ­საც თურ­მე იმი­ტომ ეს­რო­ლა, რომ არ­ძინ­ბას მი­ამ­სგავ­სა..." - იგო­ნებს ლალი ბა­სა­რია.

გი­ორ­გი ლუ­კა­ვას, თავ­და­პირ­ვე­ლად, 25 წელი მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა, შემ­დეგ, 20-მდე შე­უმ­ცი­რეს, ოღონდ მკაც­რი რე­ჟი­მით... ოჯა­ხი, მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მიმ­დი­ნა­რე წლის, 26 ნო­ემ­ბერ­საც ელო­და, თუმ­ცა, მა­შინ ლუ­კა­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა...

P.S. მიმ­დი­ნა­რე წლის 26 ნო­ემ­ბერს, 18-თვი­ა­ნი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, ცხინ­ვა­ლის ცი­ხი­დან სო­ფელ დი­სე­ვის მკვიდ­რი, გი­ორ­გი გი­უ­ნაშ­ვი­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა, რო­მელ­საც ასე­ვე 20-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი.

2016 წლის მარ­ტშიც, მხა­რე­თა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, სო­ხუ­მი­სა და ცხინ­ვა­ლის სა­პა­ტიმ­რო­ე­ბი­დან 14 პა­ტი­მა­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

"შვილების საფლავზე აიყვანეს..." - გიორგი ლუკავას ტრაგიკული ცხოვრება და დრანდის ციხეში გატარებული 7 წელი

"შვილების საფლავზე აიყვანეს..." - გიორგი ლუკავას ტრაგიკული ცხოვრება და დრანდის ციხეში გატარებული 7 წელი

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავა გაათავისუფლეს. არც მას და არც მის მეუღლეს, ლალი ბასარიას, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ... ქართველი უკანონო პატიმარი, აფხაზებმა 2011 წლის მაისში, გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში მაშინ დააკავეს, როდესაც შვილების საფლავების მოსავლელად იყო წასული. აფხაზურმა მხარემ მას 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გიორგი ლუკავას ხანგრძლივი პატიმრობიდან გათავისუფლების შეფასებისას აღნიშნა, რომ ეს არის ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთობის პოზიტიური მაგალითი.

გიორგი ლუკავას მეუღლე ლალი ბასარია, მეუღლის გასათავისუფლებლად, როგორც ქართულ, ისე აფხაზურ მხარესთან წლების განმავლობაში დაუღალავად იბრძოდა. გიორგი ლუკავა 2011 წლის დაკავებამდე ერთხელ უკვე იყო აფხაზურ ციხეში.

7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ

გარდა აფხაზურ მხარესთან პრობლემებისა, მისი წარსული უდიდესი ტრაგედიებით არის დამძიმებული... გიორგი ლუკავას უკანონო პატიმრობამდე, სამი შვილი გარდაეცვალა, - ორი ახალშობილი გულის მანკით დაიღუპა.

"მესამე ბავშვი, სამი წლისაც არ იყო, როცა სახლში, გიორგის ასაყვანად აფხაზები შემოგვივარდნენ. შესაშინებლად, ერთ-ერთმა ავტომატი მომიქნია, რომლის კონდახიც, აკვანში მწოლიარე ბავშვს თავში მოხვდა და დაიღუპა... სწორედ თავისი შვილების საფლავზე აიყვანეს გიორგი ბოლოს" - იხსენებს მისი მეუღლე.

ოჯახი ომის დროს სოხუმში ცხოვრობდა. 90-იანი წლების აფხაზეთის ომის დროს, გიორგი ლუკავა სოხუმის სამხედრო კომენდატურაში ჩაირიცხა და სოხუმის დაცემამდე, ოჯახთან ერთად იქ იყო... ქალაქის დაცემის შემდეგ, - ცოლ-შვილთან ერთად, ბათუმში წამოვიდა, ფეხში იყო დაჭრილი, თუმცა, მაინც სოხუმში დაბრუნებას აპირებდა...

მას შემდეგ, რაც პროცესები ჩაწყნარდა, ოჯახთან ერთად გალში, ზემო ბარღებში გადავიდა. თუმცა, ვითარება მალე არია და ხელმეორედ იქცნენ დევნილებად... ცხოვრების გაგრძელებამ ზუგდიდში მოუწიათ. ლუკავამ ადგილობრივ სამხედრო პოლიციაში დაიწყო მუშაობა...

"1996 წელს სეპარატისტებმა ჩემი მეუღლე "პარტიზანული მოძრაობის წევრობის" ბრალდებით დააკავეს. 1998 წელს, როცა გალში ვითარება ისევ დაიძაბა, გავრცელდა ინფორმაცია, გიორგი ციხეში მოკლესო. ინფორმაციის დასაზუსტებლად იმ აფხაზებს დავუკავშირდით, რომლებიც ქართულ მხარესთან­ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ. მათ შემომითვალეს - მძიმე მდგომარეობაშია, თუ შეძლებთ, გადმოდით, დაგვხდებით და მასთან შეხვედრაში დაგეხმარებითო...

როგორც აღმოჩნდა, ენგურს აქეთ, ერთი აფხაზური ოჯახი შვილს ეძებდა. მთხოვეს, მასზე თუ რამეს გაარკვევთ, სოხუმში, მეუღლის სანახავად ჩაგიყვანთო... როგორც გავარკვიე, - ის აფხაზი ბიჭი რუსთავის ციხეში იხდიდა სასჯელს... იმ წლებში დევნილთა და განსახლების მინისტრი ნინო თოდუა იყო, მისი სიძე, თემურ­ შიკირბა, დრანდის ციხის უფროსი ყოფილა. ნინოს შევხვდი და ყველაფერი მოვუყევი, მან წერილი გამატანა შიკირბასთან, დაეხმარეო...

შევხვდი შიკირბას და გულწრფელად ვუამბე ყველაფერი. მასაც შვილი ჰყოლია გარდაცვლილი. ჩემი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და მეუღლეს შემახვედრა... მოკლედ, მითხრეს, - მილიონი რუბლის სანაცვლოდ გავათავისუფლებთ გიორგისო... ენგურს აქეთ, დიდი წვალებით მოვაკოწიწე ეს თანხა და დრანდში, შიკირბას მივუტანეთ. 3 დღე ველოდი პასუხს, თუმცა მოულოდნელად უარი გვითხრა, - რა ვქნა, გაეროს დაფიქსირებული ჰყავს და რომ "გაქრეს", მე ჩამაგდებენ ციხეშიო.

შიკირბამ ფული დამიბრუნა... არ ვიცოდი, სად გადავვარდნილიყავი... დრანდის ციხეში გიორგის სანახავად მისული, იქაურმა თანამშრომელმა დამარიგა - რისკია, მაგრამ დასაკარგი უფრო არაფერი გაქვს და პირდაპირ "გენპროკურორს", ანრი ჯერგენიას შეხვდიო. მართლაც, მან მაშინვე გასცა გიორგის გათავისუფლების განკარგულება... თუმცა, დრანდის ციხის უფროსი ძალიან შეშინებული იყო და გამაფრთხილა, - შენს ქმარზე, როგორც მეომარზე, აფხაზები ნადირობენ და ეს ყველაფერი რომ გაიგონ, მომკლავენ. ამიტომ დღეს ღამითვე გააპარეო... ეს იყო 1999 წელი, - გიორგი სასწაულებრივად ვიხსენი ციხიდან, არადა, 12 წელი ჰქონდა მისჯილი. ნაწამები იყო, - სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი. ფეხები ამომწვარი ჰქონდა, მაგრამ "დანაშაული" არ უღიარებია..." - იხსენებს ლალი ბასარია. ამის შემდეგ ოჯახი წლების განმავლობაში ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობდა, მაგრამ შვილის ავადმყოფობის შემდეგ, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ.

გიორგი ლუკავა გარკვეული დროის განმავლობაში უმუშევარი იყო და დრო და დრო, სახლში, ზემო ბარღებში გადადიოდა, რათა მიწის ნაკვეთები დაემუშავებინა, თხილი დაერგო... ბოლოს, 2011 წლის 7 მაისს გადავიდა, სახლში, ორი დღის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო... "მაშინ, ქვემო ბარღებში აფხაზ სეპარატისტ­ებს რაულ ამიჩბა მეთაურობდა, ეტყობა, მან მიაწოდა ინფორმა­ცია გუდაუთის ბატალიონს და გიორგი გაიტაცეს...", - იხსენებს ლალი ბასარია მეუღლის მეორედ დაკავების ამბავს...

თავდაპირველი ინფორმაციით, ლუკავა, გალის ე.წ. მილიციამ სიმთვრალისთვის დააკავა და 7 დღე მიუსაჯეს, თუმცა, შემდეგ მისი სახლიდან "ტომარაში ჩადებული ჟანგიანი ავტომატი ამოიღეს" და დაკავებულს "ბრალი" დაუმძიმდა... მეუღლის გათავისუფლების თხოვნით, ლალი ბასარია, აფხაზეთის ე.წ. ექსპრეზიდენტს, ალექსანდრე ანქვაბს 4-ჯერ შეხვდა და ყველა შეხვედრაზე ახსენებდა, - ქართულ მხარეს გადმოსულ აფხაზებს მკურნალობას სრულად უფინანსებდნენ, - თავად მან, აფხაზ ბავშვს სისხლი გადაუსხა და მხოლოდ ერთ რამეს სთხოვდა "რკინის ალიკას" - ექსპერტიზა ობიექტურად ჩატარებულიყო, რათა დადასტურებულიყო, რომ იარაღზე გიორგი ლუკავას თითის ანაბეჭდები არ ყოფილა... ექსპერტიზამ გიორგის ავტომატთან კავშირი გამორიცხა...

ამის შემდეგ, გიორგი მალევე უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ზემო ბარღების გამგებელმა, რაულ ამიჩბამ, მოსამართლეს ლუკავასთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდება მოსთხოვა. არც ამას დასჯერდნენ, - სასამართლოში 14 გუდაუთელი აფხაზი მიიყვანეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ დაკავებულს, 1994 წელს, გუდაუთაში მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი: "ჯერ ორი კაცის მკვლელობას ედავებოდნენ, ­ შემდეგ, ერთი აფხაზი ჟურნალისტის მკვლელობაც დაუმატეს, რომელსაც თურმე იმიტომ ესროლა, რომ არძინბას მიამსგავსა..." - იგონებს ლალი ბასარია.

გიორგი ლუკავას, თავდაპირველად, 25 წელი მიუსაჯეს, თუმცა, შემდეგ, 20-მდე შეუმცირეს, ოღონდ მკაცრი რეჟიმით... ოჯახი, მის გათავისუფლებას, მიმდინარე წლის, 26 ნოემბერსაც ელოდა, თუმცა, მაშინ ლუკავას გათავისუფლება ვერ მოხერხდა...

P.S. მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, 18-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის ციხიდან სოფელ დისევის მკვიდრი, გიორგი გიუნაშვილი გათავისუფლდა, რომელსაც ასევე 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

2016 წლის მარტშიც, მხარეთა თანამშრომლობის შედეგად, სოხუმისა და ცხინვალის საპატიმროებიდან 14 პატიმარი გაათავისუფლეს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?