სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა
 ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა

ავ­სტრი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი და ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და ქ. ვე­ნა­ში გან­ლა­გე­ბულ სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლი კონ­სტან­ტი­ნე ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ვიცე-პრე­მი­ე­რი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე ავ­რცე­ლებს.

"დიდი ადა­მი­ა­ნი, დიპ­ლო­მა­ტი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ქარ­თვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე, ბა­ტო­ნი კონ­სტან­ტი­ნე ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ის და­აკ­ლდე­ბა ჩვენს დიპ­ლო­მა­ტი­ას, თუმ­ცა მისი მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი კი­დევ დიდ­ხანს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რის გა­რან­ტი. ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს და ყვე­ლა ახ­ლო­ბელს", - წერს მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვის გვერ­დზე.

კონ­სტან­ტი­ნე ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1960 წლის 23 დე­კემ­ბერს, ქ. თბი­ლის­ში.

1982 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, მარ­თვის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით.

1982-1983 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ავ­ტო­მა­ტი­კი­სა და გა­მოთ­ვლი­თი ტექ­ნი­კის ფა­კულ­ტე­ტის მარ­თვის ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბის კა­თედ­რას­თან არ­სე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ინ­ჟი­ნე­რი.

1983 წლის სექ­ტემ­ბრი­დან 1984 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბა­ში პროგ­რა­მუ­ლი მარ­თვის კა­თედ­რის ლა­ბო­რან­ტი.

1984 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 1987 წლის ნო­ემ­ბრამ­დე იყო ქ.დრეზ­დე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­პი­რან­ტი.

1987 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ქ.დრეზ­დე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია და მი­ე­ნი­ჭა ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი.

1987-1989 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის კა­თედ­რის ასის­ტენ­ტი.

1989 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 1990 წლის აგ­ვის­ტომ­დე იყო გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ერ­ლან­გენ-ნი­ურნ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტექ­ნი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტის მკვლე­ვა­რი.

1990-1992 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კა მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სას­წავ­ლო დარ­გში და ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის კა­თედ­რის დო­ცენ­ტი.

1992 წლის მა­ი­სი­დან 1993 წლის მარ­ტამ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი.

1993 წლის მარ­ტი­დან 1994 წლის დე­კემ­ბრამ­დე იყო თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი.

1994 წლის დე­კემ­ბრი­დან 1995 დე­კემ­ბრამ­დე იყო გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი დეს­პა­ნი.

1995 წლის 20 დე­კემ­ბრი­დან 1998 წლის 8 აგ­ვის­ტომ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლოს ვაჭ­რო­ბი­სა და სა­გა­რეო ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მი­ნის­ტრი.

1998 წლის 8 აგ­ვის­ტო­დან 1999 წლის 15 აპ­რი­ლამ­დე იყო ქ.ბრი­უ­სელ­ში ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ხოლო 1999 წლის

15 აპ­რი­ლი­დან 2000 წლის 26 ნო­ემ­ბამ­დე კი - ქ.ბრი­უ­სელ­ში ევ­რო­კავ­შირ­თან, ევ­რო­გა­ერ­თი­ა­ნე­ბის კო­მი­სი­ებ­სა და ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

2000-2005 წლებ­ში იყო ბე­ნი­ლუქ­სის ქვეყ­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი და ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

2005 წლის 17 ოქ­ტომ­ბრი­დან 2013 წლის 1 მა­ი­სამ­დე იყო ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს­საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი.

2013 წლის 18 ივ­ნი­სი­დან დღემ­დე არის ავ­სტრი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი და ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და ქ.ვე­ნა­ში გან­ლა­გე­ბულ სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლი.

1998 წელს მი­ე­ნი­ჭა სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი რან­გი. იყო ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა

 ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ამის შესახებ ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ავრცელებს.

"დიდი ადამიანი, დიპლომატი, პროფესიონალი და ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. ის დააკლდება ჩვენს დიპლომატიას, თუმცა მისი მიღწეული შედეგები კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის გარანტი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს", - წერს მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დაიბადა 1960 წლის 23 დეკემბერს, ქ. თბილისში.

1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობით.

1982-1983 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრასთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინჟინერი.

1983 წლის სექტემბრიდან 1984 წლის ოქტომბრამდე იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობაში პროგრამული მართვის კათედრის ლაბორანტი.

1984 წლის ოქტომბრიდან 1987 წლის ნოემბრამდე იყო ქ.დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტი.

1987 წლის სექტემბერში ქ.დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

1987-1989 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის ასისტენტი.

1989 წლის ოქტომბრიდან 1990 წლის აგვისტომდე იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტის მკვლევარი.

1990-1992 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში და ამავე უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის კათედრის დოცენტი.

1992 წლის მაისიდან 1993 წლის მარტამდე იყო საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის სამმართველოს უფროსი.

1993 წლის მარტიდან 1994 წლის დეკემბრამდე იყო თბილისის მერიის საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი.

1994 წლის დეკემბრიდან 1995 დეკემბრამდე იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.

1995 წლის 20 დეკემბრიდან 1998 წლის 8 აგვისტომდე იყო საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრი.

1998 წლის 8 აგვისტოდან 1999 წლის 15 აპრილამდე იყო ქ.ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ხოლო 1999 წლის

15 აპრილიდან 2000 წლის 26 ნოემბამდე კი - ქ.ბრიუსელში ევროკავშირთან, ევროგაერთიანების კომისიებსა და ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

2000-2005 წლებში იყო ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

2005 წლის 17 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მაისამდე იყო ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი.

2013 წლის 18 ივნისიდან დღემდე არის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ.ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი.

1998 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. იყო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი