პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძიმე ზაფხული მქონდა... ჩემმა ანომ შვილისთვის ფაქტობრივად, თავი გაწირა" - გოგა პიპინაშვილი თეატრზე, კინოსა და ოჯახზე
"მძიმე ზაფხული მქონდა... ჩემმა ანომ შვილისთვის ფაქტობრივად, თავი გაწირა" - გოგა პიპინაშვილი თეატრზე, კინოსა და ოჯახზე

მას უყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­თან ჭი­დი­ლი და ძი­ე­ბა. ჯი­უ­ტი­ცაა, ამი­ტომ "მე­ო­რე მეს" ყო­ველ­თვის ვერ ჯობ­ნის. პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ არის თვითკრი­ტი­კუ­ლი. პრინ­ცი­პუ­ლია და სათ­ქმელს ყო­ველ­თვის პირ­და­პირ ამ­ბობს. არ უყ­ვარს ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი - ამის ბევ­რი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ჟურ­ნა­ლისტს უკი­თხავს: "რა აზ­რი­სა ხართ თა­ვი­სუ­ფალ სექსზე?" ანდა, "ვინ არის თქვენ­თვის იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი?" - ასეთ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა დრო­ის და­კარ­გვად მი­აჩ­ნია. ჩემი ინ­ტერ­ვი­უს თემა მის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეხე­ბო­და, თუმ­ცა ჩვე­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი მა­ინც უშე­დე­გოდ დას­რულ­და. ორი­ო­დე თვის შემ­დეგ კი, მას­თან სტუ­დი­ა­ში მი­ვე­დი და ისევ ვთხო­ვე, მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და პრობ­ლე­მა­ტურ თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რა. სა­ღა­მო ხანი იყო. სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მის გამო, მძი­მე დღე ჰქონ­და გავ­ლი­ლი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­უ­ბა­რი ნელ-ნელა აე­წყო... თე­ატ­რა­ლუ­რი სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­კლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბის ცენ­ტრ "ართ ჰო­ლის" ხელ­მძღვა­ნელ­თან, მსა­ხი­ობ გოგა პი­პი­ნაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უს შე­ფა­სე­ბა მკი­თხვე­ლის­თვის მი­მინ­დვია.

წუ­ხი­ლი თე­ატ­რის ირ­გვლივ

- უკვე წლე­ბია, რაც ზო­გა­დად, თე­ატ­რის ყვე­ლა რგოლ­შია პრობ­ლე­მა: მარ­თვა, რე­ჟი­სუ­რა, მსა­ხი­ო­ბე­ბი, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა­ზე მკაც­რად თე­ატრმ­ცოდ­ნე­ე­ბი არი­ან გა­საკ­რი­ტი­კებ­ლე­ბი და მათ შო­რის, ჩემი მე­გობ­რე­ბიც არი­ან; მათ­თვის არა­ერ­თხელ მი­საყ­ვე­დუ­რია, რად­გან არც ერთი კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტია აღარ წა­მი­კი­თხავს. როცა შენ, თე­ატრმ­ცოდ­ნე, არ­ცთუ მა­ღა­ლი დო­ნის დად­გმას ტაშს უკ­რავ, მა­ყუ­რე­ბელ­მა რა ქნას? ყვე­ლა­ფე­რი რე­ჟი­სუ­რას­თან მი­დის. ჩემი ომი რე­ჟი­სო­რებ­თან იცით, რო­გორ და­ი­წყო? თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში რე­ჟი­სუ­რას - პრო­ფე­სი­ას როცა ას­წავ­ლი­ან, ამა­ვე დროს, იმა­საც ას­წავ­ლი­ან, რომ ის უნდა იყოს თე­ატ­რა­ლუ­რი სფე­როს გამ­გე­ბე­ლი. ეს რომ ასე არ არის, ამა­ზე ნე­ბის­მი­ერ რე­ჟი­სორს შე­მიძ­ლია ვე­კა­მა­თო. რო­დე­საც რო­ბერტ სტუ­რუა დგამ­და სპექ­ტაკლს, ვთქვათ, "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრეს", რომ არ ყო­ფი­ლი­ყო იმ დი­დე­ბულ მსა­ხი­ო­ბებ­სა და რე­ჟი­სორს შო­რის "სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა", დღე­სას­წა­უ­ლი შედ­გე­ბო­და? რა თქმა უნდა, არა! ამი­ტომ, ხომ არი­ან რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე და იზა გი­გოშ­ვი­ლი იმ სპექ­ტაკ­ლის თა­ნა­ავ­ტო­რე­ბი? უდა­ვოდ! რე­ჟი­სო­რებს ვე­კი­თხე­ბი: რა­ტომ აკ­ლებთ მსა­ხი­ო­ბებს ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას? მათ ხომ ისე­დაც არა­ფე­რი გა­აჩ­ნი­ათ. უკან მო­ი­ხე­და­ვენ და სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბი რჩე­ბა. მე თუ მკი­თხავთ, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძემ აზ­და­კი შე­უ­და­რებ­ლად ითა­მა­შა, ნა­ნა­ხი მყავს ამ როლ­ში - ჩემი წუ­ხი­ლი პირ­და­პირ ამას უკავ­შირ­დე­ბა. რე­ჟი­სორ­მა სპექ­ტაკ­ლი მოხ­სნა. რას ნიშ­ნავს, მოხ­სნა? რო­გორ, სპექ­ტაკ­ლი რე­ჟი­სორს ეკუთ­ვნის და მსა­ხი­ობს - არა? პერ­სო­ნაჟ­ზე, რო­მელ­საც ვთა­მა­შობ, ღა­მე­ე­ბი მაქვს ნა­თე­ნე­ბი. ის ადა­მი­ა­ნი სის­ხლი­ა­ნად მიყ­ვარს და ჩე­მია. რა უფ­ლე­ბა გაქვს, რომ მოკ­ლა ან თა­რო­ზე დადო? როცა სპექ­ტაკ­ლი "ჯერ და­ი­ხოც­ნენ, მერე იქორ­წი­ნეს" რე­პერ­ტუ­ა­რი­დან მოხ­სნეს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით თე­ატ­რში კონ­ფლიქ­ტი მქონ­და. მა­შინ ვთქვი: "პერ­სო­ნა­ჟი ოსე­ფა ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­გორც მინ­და და სა­დაც მინ­და, ისე გა­მო­ვი­ყე­ნებ". ამი­ტომ ექ­სპე­რი­მენ­ტის სა­ხით წა­ვე­დი "იუ­მო­რი­ნა­ში". გა­ა­მარ­თლა და მერე აღად­გი­ნეს სპექ­ტაკ­ლი იმი­ტომ, რომ ის, ვინც ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში და­დის, თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლებს არ ეს­წრე­ბა. მერ­წმუ­ნეთ, ეს ორი სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის მა­ყუ­რე­ბე­ლია. ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მო­დი­ო­და, მოტ­რი­ალ­და თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის­კენ, მათ აინ­ტე­რე­სებ­დათ ეს პერ­სო­ნა­ჟი ნა­ტუ­რა­ლუ­რად ენა­ხათ.

პა­ტა­რა "მზე"

- ექ­ვსი თვის წინ შვი­ლიშ­ვი­ლი შე­მე­ძი­ნა. ჩემს გო­გო­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის გამო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე ორ­თვე­ნა­ხევ­რით ადრე დაწ­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. პა­ტა­რა თურ­ქეთ­ში და­ი­ბა­და. მძი­მე ზა­ფხუ­ლი გა­და­ვი­ტა­ნე, სა­ნამ ქვე­ყა­ნას გი­ორ­გი, სა­ოც­რე­ბა ბიჭი მო­ევ­ლი­ნე­ბო­და. შვი­ლიშ­ვი­ლის შე­ძე­ნა ყვე­ლას­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა, მაგ­რამ ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლია იმი­თაც, რომ დე­დამ შვი­ლის გა­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მყა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და ფაქ­ტობ­რი­ვად, თავი გა­წი­რა. გმი­რი აღ­მოჩ­ნდა ჩემი ანო. ალ­ბათ, ყვე­ლა მშო­ბე­ლი ასე მო­იქ­ცე­ო­და. ახლა სახ­ლში მყავს პა­ტა­რა "მზე". ის რომ "გა­მო­ა­ნა­თებს", ჩემს ოჯახ­ში არის სით­ბო, სი­ხა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი. პირ­ვე­ლი გი­ორ­გო­ბა გა­ვი­ა­რეთ და მალე, პირ­ველ ახალ წელს შევ­ხვდე­ბით...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"მძიმე ზაფხული მქონდა... ჩემმა ანომ შვილისთვის ფაქტობრივად, თავი გაწირა" - გოგა პიპინაშვილი თეატრზე, კინოსა და ოჯახზე

"მძიმე ზაფხული მქონდა... ჩემმა ანომ შვილისთვის ფაქტობრივად, თავი გაწირა" - გოგა პიპინაშვილი თეატრზე, კინოსა და ოჯახზე

მას უყვარს საკუთარ თავთან ჭიდილი და ძიება. ჯიუტიცაა, ამიტომ "მეორე მეს" ყოველთვის ვერ ჯობნის. პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ არის თვითკრიტიკული. პრინციპულია და სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობს. არ უყვარს ინტერვიუები - ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ყოფილა შემთხვევა, როცა ჟურნალისტს უკითხავს: "რა აზრისა ხართ თავისუფალ სექსზე?" ანდა, "ვინ არის თქვენთვის იდეალური მამაკაცი?" - ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემა დროის დაკარგვად მიაჩნია. ჩემი ინტერვიუს თემა მის პროფესიულ საქმიანობას ეხებოდა, თუმცა ჩვენი სატელეფონო საუბარი მაინც უშედეგოდ დასრულდა. ორიოდე თვის შემდეგ კი, მასთან სტუდიაში მივედი და ისევ ვთხოვე, მისთვის საინტერესო და პრობლემატურ თემებზე გვესაუბრა. საღამო ხანი იყო. სხვადასხვა პრობლემის გამო, მძიმე დღე ჰქონდა გავლილი. ამის მიუხედავად, საუბარი ნელ-ნელა აეწყო... თეატრალური სამსახიობო ხელოვნების ინკლუზიური სწავლების ცენტრ "ართ ჰოლის" ხელმძღვანელთან, მსახიობ გოგა პიპინაშვილთან ინტერვიუს შეფასება მკითხველისთვის მიმინდვია.

წუხილი თეატრის ირგვლივ

- უკვე წლებია, რაც ზოგადად, თეატრის ყველა რგოლშია პრობლემა: მართვა, რეჟისურა, მსახიობები, მაგრამ პირველ რიგში, ყველაზე მკაცრად თეატრმცოდნეები არიან გასაკრიტიკებლები და მათ შორის, ჩემი მეგობრებიც არიან; მათთვის არაერთხელ მისაყვედურია, რადგან არც ერთი კრიტიკული სტატია აღარ წამიკითხავს. როცა შენ, თეატრმცოდნე, არცთუ მაღალი დონის დადგმას ტაშს უკრავ, მაყურებელმა რა ქნას? ყველაფერი რეჟისურასთან მიდის. ჩემი ომი რეჟისორებთან იცით, როგორ დაიწყო? თეატრალურ ინსტიტუტში რეჟისურას - პროფესიას როცა ასწავლიან, ამავე დროს, იმასაც ასწავლიან, რომ ის უნდა იყოს თეატრალური სფეროს გამგებელი. ეს რომ ასე არ არის, ამაზე ნებისმიერ რეჟისორს შემიძლია ვეკამათო. როდესაც რობერტ სტურუა დგამდა სპექტაკლს, ვთქვათ, "კავკასიური ცარცის წრეს", რომ არ ყოფილიყო იმ დიდებულ მსახიობებსა და რეჟისორს შორის "საიდუმლო სერობა", დღესასწაული შედგებოდა? რა თქმა უნდა, არა! ამიტომ, ხომ არიან რამაზ ჩხიკვაძე და იზა გიგოშვილი იმ სპექტაკლის თანაავტორები? უდავოდ! რეჟისორებს ვეკითხები: რატომ აკლებთ მსახიობებს ამ ბედნიერებას? მათ ხომ ისედაც არაფერი გააჩნიათ. უკან მოიხედავენ და სპექტაკლებიდან მხოლოდ ფოტოები რჩება. მე თუ მკითხავთ, ეროსი მანჯგალაძემ აზდაკი შეუდარებლად ითამაშა, ნანახი მყავს ამ როლში - ჩემი წუხილი პირდაპირ ამას უკავშირდება. რეჟისორმა სპექტაკლი მოხსნა. რას ნიშნავს, მოხსნა? როგორ, სპექტაკლი რეჟისორს ეკუთვნის და მსახიობს - არა? პერსონაჟზე, რომელსაც ვთამაშობ, ღამეები მაქვს ნათენები. ის ადამიანი სისხლიანად მიყვარს და ჩემია. რა უფლება გაქვს, რომ მოკლა ან თაროზე დადო? როცა სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" რეპერტუარიდან მოხსნეს, ამასთან დაკავშირებით თეატრში კონფლიქტი მქონდა. მაშინ ვთქვი: "პერსონაჟი ოსეფა ცოცხალი ადამიანია, როგორც მინდა და სადაც მინდა, ისე გამოვიყენებ". ამიტომ ექსპერიმენტის სახით წავედი "იუმორინაში". გაამართლა და მერე აღადგინეს სპექტაკლი იმიტომ, რომ ის, ვინც ფილარმონიაში დადის, თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლებს არ ესწრება. მერწმუნეთ, ეს ორი სხვადასხვა კატეგორიის მაყურებელია. ხალხის რაოდენობა, რომელიც ფილარმონიაში მოდიოდა, მოტრიალდა თუმანიშვილის თეატრისკენ, მათ აინტერესებდათ ეს პერსონაჟი ნატურალურად ენახათ.

პატარა "მზე"

- ექვსი თვის წინ შვილიშვილი შემეძინა. ჩემს გოგონას ჯანმრთელობის გამო სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მშობიარობამდე ორთვენახევრით ადრე დაწვა საავადმყოფოში. პატარა თურქეთში დაიბადა. მძიმე ზაფხული გადავიტანე, სანამ ქვეყანას გიორგი, საოცრება ბიჭი მოევლინებოდა. შვილიშვილის შეძენა ყველასთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში განსაკუთრებული და გამორჩეულია იმითაც, რომ დედამ შვილის გაჩენასთან დაკავშირებით მყარი გადაწყვეტილება მიიღო და ფაქტობრივად, თავი გაწირა. გმირი აღმოჩნდა ჩემი ანო. ალბათ, ყველა მშობელი ასე მოიქცეოდა. ახლა სახლში მყავს პატარა "მზე". ის რომ "გამოანათებს", ჩემს ოჯახში არის სითბო, სიხარული, სიყვარული. პირველი გიორგობა გავიარეთ და მალე, პირველ ახალ წელს შევხვდებით...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ