საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
24 წლის ქართველი ბიჭი, ყველა მსახიობის საოცნებო ნიუ-იორკის აკადემიაში ჩაირიცხა
24 წლის ქართველი ბიჭი, ყველა მსახიობის საოცნებო ნიუ-იორკის აკადემიაში ჩაირიცხა

ალ პა­ჩი­ნო, რო­ბერტ დე­ნი­რო, ენ­ტო­ნი ჰო­პ­კინ­სი - ეს იმ ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობ­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლე­ბიც ნიუ-იორ­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში 24 წლის ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის, ირაკ­ლი გრძე­ლიშ­ვი­ლის ლექ­ტო­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან... ოღონდ, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე სწავ­ლის სა­ფა­სურს გა­და­იხ­დის.

ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს "ნიუ-იორ­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ", რო­მე­ლიც ლოს ან­ჯე­ლეს­ში მდე­ბა­რე­ობს, ფილ­მის მსა­ხი­ო­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე მი­ღე­ბის შე­სა­ხებ დას­ტუ­რი მიმ­დი­ნა­რე წლის 1 სექ­ტემ­ბერს გა­მო­უგ­ზავ­ნა, თუმ­ცა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი 51 000 აშშ დო­ლარს შე­ად­გენს, ირაკ­ლიმ და­ფი­ნან­სე­ბის მი­სა­ღე­ბად ისევ აკა­დე­მი­ას მი­მარ­თა, შე­დე­გად თან­ხის 30%-ს სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ფა­რავს.

"თბი­ლის­ში, შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩემი ინ­გლი­სურ ენა­ზე ჩა­წე­რი­ლი მო­ნო­ლო­გე­ბი და აქ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბის მო­ნაკ­ვე­თე­ბი ნიუ-იორ­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში გავ­გზავ­ნე, სა­ი­და­ნაც ძა­ლი­ან მალე გა­მო­მეხ­მა­ურ­ნენ და მი­მი­ღეს. შემ­დე­გი ეტა­პი იყო და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა, რის­თვი­საც მივ­მარ­თე რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის, ისე პრე­მი­ე­რის ად­მი­ნიტ­რა­ცი­ას, სა­ი­და­ნაც პა­სუ­ხი სა­ერ­თოდ არ მი­მი­ღია. ასე­ვე მივ­მარ­თე გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრს, სა­დაც მი­თხრეს, რომ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­სა­ღე­ბად რე­გის­ტრა­ცია უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია და გა­ნა­ცხა­დი 2018 წელს უნდა გა­ვა­კე­თო," - აღ­ნიშ­ნავს ირაკ­ლი გრძე­ლიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ირაკ­ლი გრძე­ლიშ­ვი­ლის ვა­რა­უ­დით, აკა­დე­მი­ა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი მო­ნო­ლო­გე­ბი და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი­დან ამოჭ­რი­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი მო­ე­წო­ნათ. მისი თქმით, ნიუ-იორ­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში მოხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, რად­გან რო­გორც სამ­სა­ხი­ო­ბო, ისე რე­ჟი­სუ­რი­სა და დრა­მა­ტურ­გი­ის გან­ხრით, ის ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია, სა­დაც სწავ­ლის შან­სის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა არ სურს, თუმ­ცა სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის ბოლო ვადა 30 დე­კემ­ბე­რია.

"იმედს არ ვკარ­გავ, რად­გან ჩემი ოჯა­ხი მეხ­მა­რე­ბა და მა­ინც ვეც­დე­ბი, რომ სწავ­ლა გა­ვაგ­რძე­ლო. აკა­დე­მი­ა­შიც მი­თხრეს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, თან­ხა გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ზე გა­და­მი­ნა­წი­ლონ. აქ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან უყუ­რა­დღე­ბო­ბის მო­მენ­ტია. ზო­გა­დად, კულ­ტუ­რის სფე­რო­ში ეს ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა, რაც შემ­დეგ თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­ზე აი­სა­ხე­ბა. ძა­ლი­ან დიდი მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ჩვენ მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოს, რაც სამ­წუ­ხა­როდ, ახლა არ ხდე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი.

მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი 15 წლის ასა­კი­დან და­ე­წყო, როცა თე­ატ­რა­ლურ სკო­ლა-სტუ­დია "ბე­რი­კებ­ში" მი­ვი­და და რე­ჟი­სორ გოგი თო­და­ძეს შეხ­ვდა:

"ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა აქე­დან და­ი­წყო," - იხ­სე­ნებს ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი. მა­ნამ­დე, 6 წლის ასაკ­ში ირაკ­ლი გრძე­ლიშ­ვი­ლი ჯან­სუღ კა­ხი­ძის ბი­ჭუ­ნა­თა კა­პე­ლა­ში მღე­რო­და. 18 წლი­სამ კი ფეხი დიდ სცე­ნა­ზე შედ­გა და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში დად­გმულ "პა­ტა­რა უფ­ლის­წულ­ში" მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა. ამას მოჰ­ყვა გი­ორ­გი მა­ჭა­რაშ­ვი­ლის მიერ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი "მე­ტა­მორ­ფო­ზა." შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ მა­ჩაბ­ლის კონ­კურ­სზე, რო­მე­ლიც თე­ატ­რა­ლურ და­სებს შო­რის გა­ი­მარ­თა, მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო.

ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი ცოდ­ნის გა­საღ­რმა­ვებ­ლად და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, ცდი­ლობს ნიუ-იორ­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის­თვის და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვოს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, აკა­დე­მი­ის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მით გა­ნათ­ლე­ბა ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს არ­ცერთ მო­ქა­ლა­ქეს არ მი­უ­ღია, სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე კი მხო­ლოდ ერთი ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი, თუმ­ცა აშშ-ს მო­ქა­ლა­ქე სწავ­ლობ­და. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, და­ფი­ნან­სე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრში მო­მა­ვალ წელს გა­ნა­ცხადს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ი­ტანს, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა წელ­საც ესა­ჭი­რო­ე­ბა.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

24 წლის ქართველი ბიჭი, ყველა მსახიობის საოცნებო ნიუ-იორკის აკადემიაში ჩაირიცხა

24 წლის ქართველი ბიჭი, ყველა მსახიობის საოცნებო ნიუ-იორკის აკადემიაში ჩაირიცხა

ალ პაჩინო, რობერტ დენირო, ენტონი ჰოპკინსი - ეს იმ ლეგენდარულ მსახიობთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ნიუ-იორკის კინოაკადემიაში 24 წლის ქართველი მსახიობის, ირაკლი გრძელიშვილის ლექტორები იქნებიან... ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ის მაგისტრატურაზე სწავლის საფასურს გადაიხდის.

ახალგაზრდა მსახიობს "ნიუ-იორკის კინოაკადემიამ", რომელიც ლოს ანჯელესში მდებარეობს, ფილმის მსახიობის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების შესახებ დასტური მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გამოუგზავნა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სწავლის საფასური 51 000 აშშ დოლარს შეადგენს, ირაკლიმ დაფინანსების მისაღებად ისევ აკადემიას მიმართა, შედეგად თანხის 30%-ს სასწავლებელი დაფარავს.

"თბილისში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ჩემი ინგლისურ ენაზე ჩაწერილი მონოლოგები და აქ შესრულებული როლების მონაკვეთები ნიუ-იორკის კინოაკადემიაში გავგზავნე, საიდანაც ძალიან მალე გამომეხმაურნენ და მიმიღეს. შემდეგი ეტაპი იყო დაფინანსების მოპოვება, რისთვისაც მივმართე როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერის ადმინიტრაციას, საიდანაც პასუხი საერთოდ არ მიმიღია. ასევე მივმართე განათლების საერთაშორისო ცენტრს, სადაც მითხრეს, რომ დაფინანსებაზე განაცხადების მისაღებად რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და განაცხადი 2018 წელს უნდა გავაკეთო," - აღნიშნავს ირაკლი გრძელიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ირაკლი გრძელიშვილის ვარაუდით, აკადემიაში, სავარაუდოდ, მისი მონოლოგები და შესრულებული როლებიდან ამოჭრილი მონაკვეთები მოეწონათ. მისი თქმით, ნიუ-იორკის კინოაკადემიაში მოხვედრა საკმაოდ რთულია, რადგან როგორც სამსახიობო, ისე რეჟისურისა და დრამატურგიის განხრით, ის ერთ-ერთი უპირველესი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც სწავლის შანსის ხელიდან გაშვება არ სურს, თუმცა საფასურის გადახდის ბოლო ვადა 30 დეკემბერია.

"იმედს არ ვკარგავ, რადგან ჩემი ოჯახი მეხმარება და მაინც ვეცდები, რომ სწავლა გავაგრძელო. აკადემიაშიც მითხრეს, რომ შესაძლებელი იქნება, თანხა გარკვეულ პერიოდზე გადამინაწილონ. აქ სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობის მომენტია. ზოგადად, კულტურის სფეროში ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რაც შემდეგ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებზე აისახება. ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფომ ჩვენ მიმართ ყურადღება გამოიჩინოს, რაც სამწუხაროდ, ახლა არ ხდება," - აღნიშნავს ახალგაზრდა მსახიობი.

მსახიობის პროფესიის მიმართ ინტერესი 15 წლის ასაკიდან დაეწყო, როცა თეატრალურ სკოლა-სტუდია "ბერიკებში" მივიდა და რეჟისორ გოგი თოდაძეს შეხვდა:

"ჩემი პროფესიული კარიერა აქედან დაიწყო," - იხსენებს ახალგაზრდა მსახიობი. მანამდე, 6 წლის ასაკში ირაკლი გრძელიშვილი ჯანსუღ კახიძის ბიჭუნათა კაპელაში მღეროდა. 18 წლისამ კი ფეხი დიდ სცენაზე შედგა და რუსთაველის თეატრში დადგმულ "პატარა უფლისწულში" მთავარი როლი შეასრულა. ამას მოჰყვა გიორგი მაჭარაშვილის მიერ მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლი "მეტამორფოზა." შემდეგ საქართველოში ჩატარებულ მაჩაბლის კონკურსზე, რომელიც თეატრალურ დასებს შორის გაიმართა, მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლის ტიტული მიიღო.

ახალგაზრდა მსახიობი ცოდნის გასაღრმავებლად და კარიერული წინსვლის გასაგრძელებლად, ცდილობს ნიუ-იორკის კინოაკადემიაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის დაფინანსება მოიპოვოს. როგორც თავად ამბობს, აკადემიის სამაგისტრო პროგრამით განათლება ჯერ საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ მიუღია, საბაკალავრო პროგრამაზე კი მხოლოდ ერთი ეთნიკურად ქართველი, თუმცა აშშ-ს მოქალაქე სწავლობდა. როგორც თავად ამბობს, დაფინანსების მისაღებად განათლების საერთაშორისო ცენტრში მომავალ წელს განაცხადს აუცილებლად შეიტანს, თუმცა ახალგაზრდა მსახიობს სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა წელსაც ესაჭიროება.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს