საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაბლუანების კლანის" ახალი ნამუშევარი - რამდენი წელი დასჭირდა გელა ბაბლუანს "ფულის" გადასაღებად და რა იყო მისი ინსპირაცია
"ბაბლუანების კლანის" ახალი ნამუშევარი - რამდენი წელი დასჭირდა გელა ბაბლუანს "ფულის" გადასაღებად და რა იყო მისი ინსპირაცია

რა ად­გი­ლი უკა­ვია ფულს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში და რა ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ის ერთ ღა­მე­ში უნდა იშო­ვო, - ადა­მი­ა­ნის და­უნ­დო­ბე­ლი სახე, კო­რუფ­ცია ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში, მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი, სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის შიში და იმე­დი - ეს არის ის, რაც რე­ჟი­სორ­მა გელა ბაბ­ლუ­ან­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი "ცა­მე­ტის" შემ­დეგ გა­და­ი­ღო.

რე­ჟი­სორს მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა სწო­რედ "ცა­მეტ­მა" მო­უ­ტა­ნა (2005 წლის ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის სა­უ­კე­თე­სო სა­დე­ბი­უ­ტო ფილ­მი, 2006 წლის სან­დენ­სის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის "გრანპ­რი", 2005 წლის თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის "ვერ­ცხლის პრო­მე­თე" სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის და სხვა). "მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე" მა­მას­თან, რე­ჟი­სორ თე­მურ ბაბ­ლუ­ან­თან ერ­თად იმუ­შა­ვა, შემ­დეგ კი ჰო­ლი­ვუდ­ში "ცა­მე­ტის" ამე­რი­კუ­ლი ვერ­სია გა­და­ი­ღო.

4 წლის წინ კი საფ­რან­გეთ­ში, წარ­მა­ტე­ბულ მსა­ხი­ობ­თა ჯგუფ­თან ერ­თად, მუ­შა­ო­ბა ახალ პრო­ექ­ტზე და­ი­წყო. ბე­ნუა მა­ჟი­მე­ლი, ანუკ გრინ­ბე­რი, ვენ­სან რო­ტიე, ლუი-დო დე ლან­კე­სე და გე­ლას ძმა - გი­ორ­გი ბაბ­ლუ­ა­ნი - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი "ფუ­ლის" პერ­სო­ნა­ჟებს გან­სა­ხი­ე­რე­ბენ.

გი­ორ­გი­ზე თა­ვად რე­ჟი­სო­რი ასე ამ­ბობს: "რო­დე­საც იღებ ფილ­მს, კარ­გად უნდა იც­ნობ­დე მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ მსა­ხი­ობს, გი­ორ­გის ვფიქ­რობ, სხვა თვი­სე­ბებ­თან ერ­თად, აქვს კა­ცუ­რი მო­მენ­ტიც, რაც მისი პერ­სო­ნა­ჟე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია". გი­ორ­გი ბაბ­ლუ­ა­ნი მისი წინა ფილ­მის მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია...

რე­ჟი­სო­რი არც სცე­ნა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც არ­ღვევს ტრა­დი­ცი­ას და სა­კუ­თა­რი ფილ­მის სცე­ნა­რის­ტი ისევ თვი­თონ არის. ბოლო ნა­მუ­შე­ვა­რი გვი­ამ­ბობს მა­მა­კაც­ზე, რო­მე­ლიც ჰავ­რის (ჩრდი­ლო­ეთ საფ­რან­გე­თი) მუ­შა­თა გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობს და მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მარ­ტო ზრდის ერ­თა­დერთ შვილს. ის ვალ­შია ად­გი­ლობ­რი­ვი ბან­დის ლი­დერ­თან და ამის გამო იძუ­ლე­ბუ­ლია, ფუ­ლით სავ­სე ჩან­თა მო­ი­პა­როს...

"ვთვლი, რომ ეს არის უნი­ვერ­სა­ლუ­რი თემა, დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა არის და­ყო­ფი­ლი ორად, - მსოფ­ლიო სულ უფრო მა­ტე­რი­ა­ლის­ტუ­რი ხდე­ბა და ვფიქ­რობ, რომ ეს სი­უ­ჟე­ტი ყვე­ლას­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია," - ამ­ბობს გელა ბაბ­ლუ­ა­ნი.

ფილმმა უკვე და­იმ­სა­ხუ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა. იგი ბრი­უ­სე­ლის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გრან-პრის მფლო­ბე­ლი გახ­და, ხოლო თა­ვად რე­ჟი­სო­რი, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­და.

"ფუ­ლის" ფრან­გუ­ლი პრე­მი­ე­რა ოქ­ტომ­ბერ­ში შედ­გა და მას მერე უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში იმოგ­ზა­უ­რა და არა­ერთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. ქარ­თუ­ლი პრე­მი­ე­რა 14 დე­კემ­ბერს შედ­გა, ხოლო გა­სულ კვი­რას ქარ­თუ­ლი მე­დი­ის­თვის "ფუ­ლის" და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. იმის გამო, რომ გელა ბაბ­ლუ­ა­ნი თბი­ლის­ში არ იყო, მის დას­თან, სოფო ბაბ­ლუ­ან­თან ვი­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით ასე­ვე კი­ნო­რე­ჟი­სო­რია და საფ­რან­გე­თის კი­ნო­ცენ­ტრში მოკ­ლე­მე­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის ჟი­უ­რის წევ­რია. ფილ­მი "ფული" სო­ფოს სიმ­ღე­რით იწყე­ბა.

"სცე­ნა­რი და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 წლის წინ და­ი­წე­რა, მაგ­რამ გა­და­ღე­ბას დრო დას­ჭირ­და იმის გამო, რომ დიდი დრო უნდა სხვა­დას­ხვა ეტა­პის გავ­ლას, ასე­ვე და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბას, რომ სრულ­მეტ­რა­ჟი­ნი ფილ­მი შედ­გეს. მით უმე­ტეს, საფ­რან­გეთ­ში, ეს დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გე­ლას ამ ყვე­ლაფ­რის­თვის 4 წელი დას­ჭირ­და", - გვე­უბ­ნე­ბა სოფო ბაბ­ლუ­ა­ნი და გვიხ­სნის, თუ რა­ტომ გახ­და რე­ჟი­სო­რის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლად იგი­ვე თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რაც "ცა­მეტ­ში". 

"მა­შინ, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს, რო­მელ­მაც მისი ცხოვ­რე­ბა უნდა შეც­ვა­ლოს, ამას გა­რე­მო და მძი­მე ფონი უშ­ლის ხელს. გე­ლას­თვის ამის ინ­სპი­რა­ცია თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლოს 90-იანი წლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გახ­და, ის გა­რე­მო, რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რდე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­დნენ. დიახ, ზო­მი­ე­რე­ბი­სა და ზო­მის გა­დაც­დე­ნის სა­კი­თხია, რო­დე­საც გა­რე­მო კარ­გავს რე­ა­ლო­ბას და ადა­მი­ა­ნი ვე­რა­ფერს სა­ზღვრავს, ვერც ფა­სე­უ­ლო­ბებს. ეს ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და აღ­მოჩ­ნდა, რომ გე­ლას­თვი­საც ცენ­ტრა­ლუ­რი თე­მაა".

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ აფა­სებთ ფილ­მს?

- ოჯახ­ში ყვე­ლა­ნი კრი­ტი­კუ­ლე­ბი ვართ და ბევ­რად უფრო კრი­ტი­კუ­ლე­ბი, ვიდ­რე ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია. ალ­ბათ და­უნ­დობ­ლე­ბიც, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა ამის უფ­ლე­ბა თავს ვინ­მემ გა­რე­დან მის­ცეს. ჩვე­ნი "კლა­ნი", ანუ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ყვე­ლა ეტაპ­ზე სცე­ნარ­საც ვკი­თხუ­ლობთ და ერ­თმა­ნეთს აზრს ვაწ­ვდით, ჩვენ­თვის არა­ნა­ი­რი კომ­პრო­მი­სი არ არ­სე­ბობს. კინო ისე­თი რამ არის, არა­ფერს გპა­ტი­ობს, შეც­დო­მას ვერც დიდ ეკ­რან­ზე და­მა­ლავ. ამი­ტომ არის, რომ ახლა ასე თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია ფილმზე ვი­ლა­პა­რა­კო. ვი­ტყვი იმა­საც, რომ ის მოს­წონს მა­ყუ­რე­ბელს. ფილ­მი ჩემი სიმ­ღე­რით იწყე­ბა და ბო­ლო­ში იმა­ვე მე­ლო­დი­ით მთავ­რდე­ბა. ეს ჩემ­თვის სი­ურპრი­ზი იყო, რაც ეკ­რან­ზე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ გე­ლას ფილმში ჩემი სიმ­ღე­რა გა­მო­უ­ყე­ნე­ბია.

-ე.ი. მღე­რით?

- ვღი­ღი­ნებ... მაგ­რამ ალ­ბათ უფრო მემ­ღე­რე­ბა და ვმღე­რი... თუ ფილმზე გავ­ნაგ­რძობთ სა­უ­ბარს, "ორანჟს­ტუ­დი­ოა" მისი მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი, არი­ან სხვე­ბიც... მა­ყუ­რე­ბე­ლი აქ­ტი­უ­რობს, მოს­წონს სცე­ნა­რი, რე­ჟი­სუ­რა, ჟან­რიც, შეს­რუ­ლე­ბა. მშვე­ნი­ე­რი პრე­სა აქვს, გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. საფ­რან­გეთ­ში ხაზს უს­ვა­მენ იმას, რომ ეს არის ე.წ. შავი ჟან­რის დარ­გი, რო­მე­ლიც ბოლო დროს და­ი­კარ­გა და მას თა­ვის ნა­მუ­შევ­რებ­ში მხო­ლოდ გელა აცო­ცხლებს.

- თა­ვად რე­ჟი­სო­რი ახლა რაზე მუ­შა­ობს?

- ყო­ველ­თვის იმა­ზე ფიქ­რობს, რა შეძ­ლე­ბო­და კი­დევ გა­ე­კე­თე­ბი­ნა და რას გა­ა­კე­თებს შემ­დეგ­ში. მას აქვს რამ­დე­ნი­მე სცე­ნა­რი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი დრა­მა­ტუ­ლი, შავი ჟან­რის, თუმ­ცა ბო­ლომ­დე ვერ გა­ვამ­ხელ, რად­გან მას ჯერ არ გა­და­უ­წყვე­ტია, რას გა­და­ი­ღებს.

პ.ს. ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა "ფული" მხო­ლოდ იმი­ტომ არ უნდა ნა­ხოს, რომ ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის ნა­მუ­შე­ვა­რია, უბ­რა­ლოდ, ის არის კინო, რო­მე­ლიც სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭებს!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ბაბლუანების კლანის" ახალი ნამუშევარი - რამდენი წელი დასჭირდა გელა ბაბლუანს "ფულის" გადასაღებად და რა იყო მისი ინსპირაცია

"ბაბლუანების კლანის" ახალი ნამუშევარი - რამდენი წელი დასჭირდა გელა ბაბლუანს "ფულის" გადასაღებად და რა იყო მისი ინსპირაცია

რა ადგილი უკავია ფულს ადამიანის ცხოვრებაში და რა ხდება მაშინ, როდესაც ის ერთ ღამეში უნდა იშოვო, - ადამიანის დაუნდობელი სახე, კორუფცია ძალაუფლებაში, მძიმე სოციალური ფონი, სიკვდილ-სიცოცხლის შიში და იმედი - ეს არის ის, რაც რეჟისორმა გელა ბაბლუანმა წარმატებული "ცამეტის" შემდეგ გადაიღო.

რეჟისორს მსოფლიო აღიარება სწორედ "ცამეტმა" მოუტანა (2005 წლის ვენეციის კინოფესტივალის საუკეთესო სადებიუტო ფილმი, 2006 წლის სანდენსის კინოფესტივალის ჟიურის "გრანპრი", 2005 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის "ვერცხლის პრომეთე" საუკეთესო რეჟისურისთვის და სხვა). "მემკვიდრეობაზე" მამასთან, რეჟისორ თემურ ბაბლუანთან ერთად იმუშავა, შემდეგ  კი ჰოლივუდში "ცამეტის" ამერიკული ვერსია გადაიღო.

4 წლის წინ კი საფრანგეთში, წარმატებულ მსახიობთა ჯგუფთან ერთად, მუშაობა ახალ პროექტზე დაიწყო. ბენუა მაჟიმელი, ანუკ გრინბერი, ვენსან როტიე, ლუი-დო დე ლანკესე და გელას ძმა - გიორგი ბაბლუანი - ეს ადამიანები "ფულის" პერსონაჟებს განსახიერებენ.

გიორგიზე თავად რეჟისორი ასე ამბობს: "როდესაც იღებ ფილმს, კარგად უნდა იცნობდე მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობს, გიორგის ვფიქრობ, სხვა თვისებებთან ერთად, აქვს კაცური მომენტიც, რაც მისი პერსონაჟებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია". გიორგი ბაბლუანი მისი წინა ფილმის მთავარი როლის შემსრულებელია...

რეჟისორი არც სცენარის მიმართულებითაც არღვევს ტრადიციას და საკუთარი ფილმის სცენარისტი ისევ თვითონ არის. ბოლო ნამუშევარი გვიამბობს მამაკაცზე, რომელიც ჰავრის (ჩრდილოეთ საფრანგეთი) მუშათა გარეუბანში ცხოვრობს და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მარტო ზრდის ერთადერთ შვილს. ის ვალშია ადგილობრივი ბანდის ლიდერთან და ამის გამო იძულებულია, ფულით სავსე ჩანთა მოიპაროს...

"ვთვლი, რომ ეს არის უნივერსალური თემა, დღეს საზოგადოება არის დაყოფილი ორად, - მსოფლიო სულ უფრო მატერიალისტური ხდება და ვფიქრობ, რომ ეს სიუჟეტი ყველასთვის აქტუალურია," - ამბობს გელა ბაბლუანი.

ფილმმა უკვე დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება. იგი ბრიუსელის კინოფესტივალზე გრან-პრის მფლობელი გახდა, ხოლო თავად რეჟისორი, ნომინაციაში "საუკეთესო რეჟისურისთვის" გამარჯვებულად გამოცხადდა.

"ფულის" ფრანგული პრემიერა ოქტომბერში შედგა და მას მერე უამრავ ქვეყანაში იმოგზაურა და არაერთ წარმატებას მიაღწია. ქართული პრემიერა 14 დეკემბერს შედგა, ხოლო გასულ კვირას ქართული მედიისთვის "ფულის" დახურული ჩვენება გაიმართა. იმის გამო, რომ გელა ბაბლუანი თბილისში არ იყო, მის დასთან, სოფო ბაბლუანთან ვისაუბრეთ, რომელიც პროფესიით ასევე კინორეჟისორია და საფრანგეთის კინოცენტრში მოკლემერაჟიანი ფილმების ჟიურის წევრია. ფილმი "ფული" სოფოს სიმღერით იწყება.

"სცენარი დაახლოებით 4-5 წლის წინ დაიწერა, მაგრამ გადაღებას დრო დასჭირდა იმის გამო, რომ დიდი დრო უნდა სხვადასხვა ეტაპის გავლას, ასევე დაფინანსების მოპოვებას, რომ სრულმეტრაჟინი ფილმი შედგეს. მით უმეტეს, საფრანგეთში, ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, გელას ამ ყველაფრისთვის 4 წელი დასჭირდა", - გვეუბნება სოფო ბაბლუანი და გვიხსნის, თუ რატომ გახდა რეჟისორისთვის პრაქტიკულად იგივე თემა აქტუალური, რაც "ცამეტში". 

"მაშინ, როდესაც ახალგაზრდამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელმაც მისი ცხოვრება უნდა შეცვალოს, ამას გარემო და მძიმე ფონი უშლის ხელს. გელასთვის ამის ინსპირაცია თუნდაც საქართველოს 90-იანი წლების მდგომარეობა გახდა, ის გარემო, რომელშიც ახალგაზრდები გადაწყვეტილებას იღებდნენ. დიახ, ზომიერებისა და ზომის გადაცდენის საკითხია, როდესაც გარემო კარგავს რეალობას და ადამიანი ვერაფერს საზღვრავს, ვერც ფასეულობებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია და აღმოჩნდა, რომ გელასთვისაც ცენტრალური თემაა".

- ოჯახის წევრები როგორ აფასებთ ფილმს?

- ოჯახში ყველანი კრიტიკულები ვართ და ბევრად უფრო კრიტიკულები, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ალბათ დაუნდობლებიც, ვიდრე შეიძლება ამის უფლება თავს ვინმემ გარედან მისცეს. ჩვენი "კლანი", ანუ ოჯახის წევრები, ყველა ეტაპზე სცენარსაც ვკითხულობთ და ერთმანეთს აზრს ვაწვდით, ჩვენთვის არანაირი კომპრომისი არ არსებობს. კინო ისეთი რამ არის, არაფერს გპატიობს, შეცდომას ვერც დიდ ეკრანზე დამალავ. ამიტომ არის, რომ ახლა ასე თავისუფლად შემიძლია ფილმზე ვილაპარაკო. ვიტყვი იმასაც, რომ ის მოსწონს მაყურებელს. ფილმი ჩემი სიმღერით იწყება და ბოლოში იმავე მელოდიით მთავრდება. ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო, რაც ეკრანზე აღმოვაჩინე, რომ გელას ფილმში ჩემი სიმღერა გამოუყენებია.

-ე.ი. მღერით?

- ვღიღინებ... მაგრამ ალბათ უფრო მემღერება და ვმღერი... თუ ფილმზე გავნაგრძობთ საუბარს, "ორანჟსტუდიოა" მისი მთავარი პარტნიორი, არიან სხვებიც... მაყურებელი აქტიურობს, მოსწონს სცენარი, რეჟისურა, ჟანრიც, შესრულება. მშვენიერი პრესა აქვს, გამოხმაურება. საფრანგეთში ხაზს უსვამენ იმას, რომ ეს არის ე.წ. შავი ჟანრის დარგი, რომელიც ბოლო დროს დაიკარგა და მას თავის ნამუშევრებში მხოლოდ გელა აცოცხლებს.

- თავად რეჟისორი ახლა რაზე მუშაობს?

- ყოველთვის იმაზე ფიქრობს, რა შეძლებოდა კიდევ გაეკეთებინა და რას გააკეთებს შემდეგში. მას აქვს რამდენიმე სცენარი, ძალიან საინტერესო თემები, დაახლოებით ისეთი დრამატული, შავი ჟანრის, თუმცა ბოლომდე ვერ გავამხელ, რადგან მას ჯერ არ გადაუწყვეტია, რას გადაიღებს.

პ.ს. ქართველმა მაყურებელმა "ფული" მხოლოდ იმიტომ არ უნდა ნახოს, რომ ქართველი რეჟისორის ნამუშევარია, უბრალოდ, ის არის კინო, რომელიც სიამოვნებას მიანიჭებს!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება