პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ავიცილოთ კვებითი ალერგია სადღესასწაულო დღეებში - ალერგოლოგის რეკომენდაციები
როგორ ავიცილოთ კვებითი ალერგია სადღესასწაულო დღეებში - ალერგოლოგის რეკომენდაციები

კვე­ბი­თი ალერ­გია 21-ე სა­უ­კუ­ნის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 200-250 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი კვე­ბი­თი ალერ­გი­ით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია კვე­ბი­თი ალერ­გი­ის გავ­რცე­ლე­ბა ბავ­შვებ­ში. პრობ­ლე­მა აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­ქარ­თვე­ლო­შიც, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში, რო­დე­საც სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა დატ­ვირ­თუ­ლია სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტი­თა და ტკბი­ლე­უ­ლით.

რო­გორ ავა­რი­დოთ თავი კვე­ბით ალერ­გი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში - ამ თე­მა­ზე ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ექი­მი-ალერ­გო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ნინო ლო­მი­ძე გირ­ჩევთ.

- ყვე­ლა­ზე უფრო ხში­რად რო­მე­ლი საკ­ვე­ბი იწ­ვევს ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ას?

- კვე­ბი­თი ალერ­გია თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელს მსოფ­ლი­ო­ში. ცნო­ბი­ლია, რომ ბავ­შვთა პო­პუ­ლა­ცი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 პრო­ცენტს აღე­ნიშ­ნე­ბა კვე­ბი­თი ალერ­გია, ხოლო მოზ­რდი­ლე­ბის 1-2 პრო­ცენტს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია 200-ზე მეტ­მა საკ­ვებ­მა კვე­ბი­თი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს, სტა­ტის­ტი­კუ­რად ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კვე­ბი­თი ალერ­გე­ნე­ბია რძე, კვერ­ცხი, თევ­ზი, ხორ­ბა­ლი, სოიო, არა­ქი­სი, თევ­ზი და ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში "დიდი რვი­ა­ნის" სა­ხელ­წო­დე­ბი­თაც არის ცნო­ბი­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რძის, კვერ­ცხი­სა და ხორ­ბლის ალერ­გია ბავ­შვთა და­ახ­ლო­ე­ბით 90%-ს სკო­ლის ასა­კამ­დე გას­დის, ხოლო თხი­ლის, ნიგვზის, თევ­ზის, არა­ქი­სის მი­მართ ალერ­გია პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დეც მიყ­ვე­ბა.

- რო­გორ უნდა იკ­ვე­ბონ სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში ალერ­გი­ულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა?

- რო­დე­საც დღე­სას­წა­უ­ლე­ბია, ადა­მი­ა­ნებ­მა და გან­სა­კუთ­რე­ბით ალერ­გი­ულ­მა პა­ცი­ენ­ტებ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ შემ­დე­გი რჩე­ვე­ბი: ვი­საც უკვე დად­გე­ნი­ლი აქვს ალერ­გია სხვა­დას­ხვა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის მი­მართ, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბაა, რომ სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი საკ­ვე­ბის ხილ­ვი­სას ცდუ­ნე­ბას ვერ გა­უძ­ლონ, ხან­და­ხან სტუმ­რად ყოფ­ნის დროს მშობ­ლე­ბი ბო­ლომ­დე ვერ აკონ­ტრო­ლე­ბენ ბავ­შვებს და ალერ­გი­უ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბი­სას ვი­თარ­დე­ბა ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია.

ხან­და­ხან კონ­კრე­ტულ საკ­ვებ­ზე ალერ­გია შე­ნიღ­ბუ­ლი ფორ­მი­თაც გვევ­ლი­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ თხი­ლი შე­დის ზო­გი­ერ­თი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ლუ­დე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რძე, ნა­ღებ­სა და თეთ­რი შო­კო­ლა­დის ლი­ქი­ო­რებ­ში. კვერ­ცხის ცილა კი შე­საძ­ლოა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას სპე­ცი­ა­ლურ სას­მე­ლებ­ში ქა­ფის და­სა­მა­ტებ­ლად. თუ ადა­მი­ან­მა იცის რა­ზეა ალერ­გი­უ­ლი, სჯობს ერი­დოს ან ალერ­გო­ლოგ­თან შე­თან­ხმე­ბით გა­ი­წე­როს გეგ­მა, რა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს, რა დო­ზით და ა.შ. ეს ეხე­ბათ ალერ­გი­ულ პა­ცი­ენ­ტებს, ვინც გა­მოკ­ვლე­უ­ლია, ხოლო მათ ვი­საც არ ჰქო­ნი­ათ ალერ­გი­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია და­იც­ვან ზო­მი­ე­რე­ბა რათა მო­სა­ლოდ­ნელ ალერ­გი­ულ გარ­თუ­ლე­ბას თავი აა­რი­დონ, რად­გან არა­ა­ლერ­გი­ულ ადა­მი­ან­საც შე­საძ­ლოა გა­ნუ­ვი­თარ­დეს კვე­ბი­თი რე­აქ­ცი­ე­ბი ახა­ლი წლის დღე­ებ­ში.

- რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის მი­ზე­ზი?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი უპი­რა­ტე­სად საკ­ვე­ბის სი­ჭარ­ბის გამო ხდე­ბა. როცა რამ­დე­ნი­მე დღის მან­ძილ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ალერ­გი­ულ საკ­ვებს ღე­ბუ­ლობს ადა­მი­ა­ნი, იქ­ნე­ბა ეს თხი­ლი, ნი­გო­ზი, შო­კო­ლა­დი, თაფ­ლი, ციტ­რუ­სე­ბი თუ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლია სი­ჭარ­ბის გამო მოხ­დეს ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა. ალერ­გი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბას ახ­დენს ასე­ვე ციტ­რუ­სე­ბი, ლი­მო­ნა­თი, გო­ზი­ნა­ყი, ცხა­რე, მწა­რე, მჟა­ვე საკ­ვე­ბი, სა­წებ­ლე­ბი, მა­ი­ო­ნე­ზი და სხვ. ზუს­ტად სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში გა­დავ­სე­ბუ­ლია სუფ­რა ამ პრო­დუქ­ტე­ბით, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­რო.

- არის თუ არა ალერ­გი­უ­ლი ღვი­ნო?

- ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ღვი­ნომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს, ღვი­ნო უმ­ჯო­ბე­სია სუფ­თა და ნა­ტუ­რა­ლუ­რი იყოს, რად­გან შე­საძ­ლოა, სულ­ფი­ტე­ბის შემ­ცველ­მა ღვი­ნო­მაც მო­ახ­დი­ნოს ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბა. უფრო მე­ტად ალერ­გი­უ­ლია წი­თე­ლი ღვი­ნო, ვიდ­რე თეთ­რი ღვი­ნო.

- რა ნიშ­ნე­ბით ვლინ­დე­ბა ალერ­გია სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში?

- უხ­ში­რე­სად ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა კა­ნის ალერ­გი­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბით. ჭინჭრის ნა­სუს­ხის მაგ­ვა­რი გა­მო­ნა­ყა­რი არის ერთ-ერთ ხში­რი ალერ­გი­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს რო­გორც მსუ­ბუ­ქი, ასე­ვე გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ფორ­მით. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ად­გი­ლი ჰქონ­დეს ტუ­ჩის, ქუ­თუ­თო­ე­ბის, მთლი­ა­ნი სა­ხის შე­შუ­პე­ბა­საც, რთულ შემ­თხვე­ვებ­ში კა­ნის გარ­და შე­საძ­ლე­ბე­ლია ბრონ­ქოს­პაზ­მიც გან­ვი­თარ­დეს, იშ­ვი­ა­თად შო­კუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბიც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

- რა რე­კო­მენ­და­ცია შე­გიძ­ლი­ათ მის­ცეთ სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში მკი­თხველს?

- პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა და­იც­ვან ზო­მი­ე­რე­ბა, არ არის სა­სურ­ვე­ლი ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სხვა­დას­ხვა ალერ­გი­უ­ლი საკ­ვე­ბის ერ­თბა­შად, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა. მა­მა­კა­ცე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ კი უნდა ით­ქვას, რომ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის არე­ვა არ არის კარ­გი. ღვი­ნის, არ­ყის, კო­ნი­ა­კის არე­ვა და­უშ­ვე­ბე­ლია! ეს იწ­ვევს არა მარ­ტო ალერ­გი­ას, არა­მედ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ა­საც. ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ალერ­გო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია, იმის­თვის რომ მი­ი­ღონ სწო­რი რჩე­ვე­ბი.

- რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი თუ არის ახა­ლი წლის დღე­ებ­ში პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით ალერ­გი­ის წამ­ლის მი­ღე­ბა ?

- იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც აქვთ ეჭვი რომ არი­ან ალერ­გი­უ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის მი­მართ, სა­სურ­ვე­ლია წი­ნას­წარ ანა­ლი­ზე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და სწო­რი მე­დი­კა­მენ­ტის სწო­რი დო­ზი­რე­ბით და­ნიშ­ვნა ექი­მის მიერ, რომ მკურ­ნა­ლო­ბა იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ხში­რად თვით­ნე­ბუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა მე­ზობ­ლის, ფარ­მა­ცევ­ტის, ახ­ლობ­ლის რჩე­ვით იმ მო­მენ­ტში გარ­კვე­ულ შე­ღა­ვათს აძ­ლევს პა­ცი­ენტს, მაგ­რამ მის და­ა­ვა­დე­ბას სა­ბო­ლო­ოდ არ კურ­ნავს, ამი­ტომ ექიმ­თან მის­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მით უმე­ტეს, რომ დღე­ვან­დელ დღეს მე­დი­ცი­ნა ძა­ლი­ან სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა, მათ შო­რიც ალერ­გო­ლო­გი­აც, სულ იც­ვლე­ბა მიდ­გო­მე­ბი, უფრო დე­ტა­ლუ­რი ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და სპე­ცი­ა­ლის­ტის რჩე­ვა და რე­კო­მენ­და­ცია ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ ავიცილოთ კვებითი ალერგია სადღესასწაულო დღეებში - ალერგოლოგის რეკომენდაციები

როგორ ავიცილოთ კვებითი ალერგია სადღესასწაულო დღეებში - ალერგოლოგის რეკომენდაციები

კვებითი ალერგია 21-ე საუკუნის აქტუალური პრობლემაა, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 200-250 მილიონი ადამიანი კვებითი ალერგიით არის დაავადებული, განსაკუთრებით ხშირია კვებითი ალერგიის გავრცელება ბავშვებში. პრობლემა აქტუალურია საქართველოშიც, განსაკუთრებით კი საახალწლო დღეებში, როდესაც საახალწლო სუფრა დატვირთულია სხვადასხვა პროდუქტითა და ტკბილეულით.

როგორ ავარიდოთ თავი კვებით ალერგიას, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში - ამ თემაზე ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე გირჩევთ.

- ყველაზე უფრო ხშირად რომელი საკვები იწვევს ალერგიულ რეაქციას?

- კვებითი ალერგია თანამედროვე სამყაროს აქტუალური პრობლემაა, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ცნობილია, რომ ბავშვთა პოპულაციის დაახლოებით 5-6 პროცენტს აღენიშნება კვებითი ალერგია, ხოლო მოზრდილების 1-2 პროცენტს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია 200-ზე მეტმა საკვებმა კვებითი რეაქცია გამოიწვიოს, სტატისტიკურად ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენებია რძე, კვერცხი, თევზი, ხორბალი, სოიო, არაქისი, თევზი და ზღვის პროდუქტები, რომელიც სამედიცინო ლიტერატურაში "დიდი რვიანის" სახელწოდებითაც არის ცნობილი. საინტერესოა, რომ რძის, კვერცხისა და ხორბლის ალერგია ბავშვთა დაახლოებით 90%-ს სკოლის ასაკამდე გასდის, ხოლო თხილის, ნიგვზის, თევზის, არაქისის მიმართ ალერგია პაციენტების გარკვეულ ნაწილს ცხოვრების ბოლომდეც მიყვება.

- როგორ უნდა იკვებონ სადღესასწაულო დღეებში ალერგიულმა ადამიანებმა?

- როდესაც დღესასწაულებია, ადამიანებმა და განსაკუთრებით ალერგიულმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რჩევები: ვისაც უკვე დადგენილი აქვს ალერგია სხვადასხვა საკვები პროდუქტის მიმართ, ძალიან მაღალი ალბათობაა, რომ სადღესასწაულო დღეებში მრავალფეროვანი საკვების ხილვისას ცდუნებას ვერ გაუძლონ, ხანდახან სტუმრად ყოფნის დროს მშობლები ბოლომდე ვერ აკონტროლებენ ბავშვებს და ალერგიული საკვების მიღებისას ვითარდება ალერგიული რეაქცია.

ხანდახან კონკრეტულ საკვებზე ალერგია შენიღბული ფორმითაც გვევლინება, მაგალითად გასათვალისწინებელია, რომ თხილი შედის ზოგიერთი მაღალი ხარისხის ლუდების შემადგენლობაში, რძე, ნაღებსა და თეთრი შოკოლადის ლიქიორებში. კვერცხის ცილა კი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სპეციალურ სასმელებში ქაფის დასამატებლად. თუ ადამიანმა იცის რაზეა ალერგიული, სჯობს ერიდოს ან ალერგოლოგთან შეთანხმებით გაიწეროს გეგმა, რა შეიძლება მიიღოს, რა დოზით და ა.შ. ეს ეხებათ ალერგიულ პაციენტებს, ვინც გამოკვლეულია, ხოლო მათ ვისაც არ ჰქონიათ ალერგიული გამოვლინება რეკომენდებულია დაიცვან ზომიერება რათა მოსალოდნელ ალერგიულ გართულებას თავი აარიდონ, რადგან არაალერგიულ ადამიანსაც შესაძლოა განუვითარდეს კვებითი რეაქციები ახალი წლის დღეებში.

- რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- ეს ყველაფერი უპირატესად საკვების სიჭარბის გამო ხდება. როცა რამდენიმე დღის მანძილზე დიდი რაოდენობით ალერგიულ საკვებს ღებულობს ადამიანი, იქნება ეს თხილი, ნიგოზი, შოკოლადი, თაფლი, ციტრუსები თუ ალკოჰოლური სასმელი, შესაძლებელია სიჭარბის გამო მოხდეს ალერგიული რეაქციის განვითარება. ალერგიის პროვოცირებას ახდენს ასევე ციტრუსები, ლიმონათი, გოზინაყი, ცხარე, მწარე, მჟავე საკვები, საწებლები, მაიონეზი და სხვ. ზუსტად სადღესასწაულო დღეებში გადავსებულია სუფრა ამ პროდუქტებით, ამიტომ მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო.

- არის თუ არა ალერგიული ღვინო?

- ზოგიერთ შემთხვევაში ღვინომ შესაძლებელია ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ღვინო უმჯობესია სუფთა და ნატურალური იყოს, რადგან შესაძლოა, სულფიტების შემცველმა ღვინომაც მოახდინოს ალერგიული რეაქციის პროვოცირება. უფრო მეტად ალერგიულია წითელი ღვინო, ვიდრე თეთრი ღვინო.

- რა ნიშნებით ვლინდება ალერგია სადღესასწაულო დღეებში?

- უხშირესად ეს გამოიხატება კანის ალერგიული გამოვლინებებით. ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი არის ერთ-ერთ ხშირი ალერგიული გამოვლინება, რომელიც შეიძლება გამოხატული იყოს როგორც მსუბუქი, ასევე გართულებული ფორმით. ასევე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ტუჩის, ქუთუთოების, მთლიანი სახის შეშუპებასაც, რთულ შემთხვევებში კანის გარდა შესაძლებელია ბრონქოსპაზმიც განვითარდეს, იშვიათად შოკური რეაქციებიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

- რა რეკომენდაცია შეგიძლიათ მისცეთ სადღესასწაულო დღეებში მკითხველს?

- პირველ რიგში, ადამიანებმა უნდა დაიცვან ზომიერება, არ არის სასურველი ძალიან დიდი რაოდენობით სხვადასხვა ალერგიული საკვების ერთბაშად, დიდი რაოდენობით მიღება. მამაკაცების საყურადღებოდ კი უნდა ითქვას, რომ ალკოჰოლური სასმელების არევა არ არის კარგი. ღვინის, არყის, კონიაკის არევა დაუშვებელია! ეს იწვევს არა მარტო ალერგიას, არამედ ინტოქსიკაციასაც. ასევე სასურველია წინასაახალწლოდ ალერგოლოგის კონსულტაცია, იმისთვის რომ მიიღონ სწორი რჩევები.

- რეკომენდებული თუ არის ახალი წლის დღეებში პროფილაქტიკის მიზნით ალერგიის წამლის მიღება ?

- იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ეჭვი რომ არიან ალერგიული კონკრეტული პროდუქტის მიმართ, სასურველია წინასწარ ანალიზების ჩატარება და სწორი მედიკამენტის სწორი დოზირებით დანიშვნა ექიმის მიერ, რომ მკურნალობა იყოს წარმატებული. ხშირად თვითნებური მკურნალობა მეზობლის, ფარმაცევტის, ახლობლის რჩევით იმ მომენტში გარკვეულ შეღავათს აძლევს პაციენტს, მაგრამ მის დაავადებას საბოლოოდ არ კურნავს, ამიტომ ექიმთან მისვლა აუცილებელია. მით უმეტეს, რომ დღევანდელ დღეს მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება, მათ შორიც ალერგოლოგიაც, სულ იცვლება მიდგომები, უფრო დეტალური ხდება დაავადებების დიაგნოსტირება და სპეციალისტის რჩევა და რეკომენდაცია ამ დროს მნიშვნელოვანია.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი