პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ყველაზე ორიგინალური საახალწლო რეცეპტი, რომელსაც რამდენიმე წუთში მოამზადებთ
3 ყველაზე ორიგინალური საახალწლო რეცეპტი, რომელსაც რამდენიმე წუთში მოამზადებთ

ალ­ბათ ყვე­ლა დი­ა­სახ­ლი­სის სურ­ვი­ლია, რომ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე, კერ­ძე­ბი არა მარ­ტო გემ­რი­ე­ლი გა­მო­ვი­დეს, არა­მედ მიმ­ზიდ­ვე­ლა­დაც გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს. ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ გან­წყო­ბას ათ­მა­გად ამაღ­ლებს სა­ა­ხალ­წლო ხა­სი­ა­თის, ორი­გი­ნა­ლუ­რი და ლა­მა­ზი სა­სუსნა­ვე­ბი, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად სუფ­რის დე­კო­რა­ცი­ის როლ­საც ას­რუ­ლებს.

სწო­რედ ასე­თი სამი სა­ა­ხალ­წლო რე­ცეპ­ტის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა გვსურს თქვენ­თვის. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ა­ხალ­წლო კერ­ძე­ბის სამ­ზა­დი­სი ძა­ლი­ან დიდ დროს და ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს, კომ­პა­ნია "ნი­კო­რა" იდე­ა­ლურ გა­მო­სა­ვალს გთა­ვა­ზობთ, რო­მე­ლიც ბევრ დროს და­გი­ზო­გავთ და ისეთ კერ­ძებს და­ამ­ზა­დებთ, რო­მე­ლიც თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სტუმ­რე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს.

1. სა­ა­ხალ­წლო ორ­ცხო­ბი­ლე­ბი

თქვენ დაგ­ჭირ­დე­ბათ მხო­ლოდ ფე­ნო­ვა­ნი ცომი (შე­გიძ­ლი­ათ "მზა­რე­უ­ლის" ბრენ­დის ცომი მზა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ი­ძი­ნოთ, "ნი­კო­რას" და სხვა სუ­პერ­მარ­კეტ­ში),

ასე­ვე ორ­ცხო­ბი­ლე­ბის საჭ­რე­ლი ფორ­მე­ბი (ვარ­სკვლა­ვი, ნაძ­ვის ხე, გული, კა­ცუ­ნა და ა.შ.). მო­სარ­თა­ვად შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ შო­კო­ლა­დის, ან ფე­რა­დი მი­ნან­ქა­რი, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად მზად­დე­ბა:

თეთ­რი მი­ნან­ქა­რი

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

შაქ­რის პუდ­რა - 1 ჭიქა

ვა­ნი­ლის შა­ქა­რი - 1 ჩ/კ

კა­რა­ქი - 1,5 ჩ/კ

მომ­ზა­დე­ბა:

პა­ტა­რა სქელ­ძი­რი­ან ქვაბ­ში ჩა­ყა­რეთ შაქ­რის პუდ­რა, ვა­ნი­ლის შა­ქა­რი, და­უ­მა­ტეთ კა­რა­ქი. დად­გით და­ბალ ცე­ცხზლე და ური­ეთ, სა­ნამ მასა არ გა­თხელ­დე­ბა. რო­დე­საც შეგ­რილ­დე­ბა, მო­ას­ხით ორ­ცხო­ბი­ლებს.

შო­კო­ლა­დის მი­ნან­ქა­რი:

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

კა­კაო - 3 ს.კ

შაქ­რის პუდ­რი - 1/2 ჭიქა

რძე - 1/2 ჭიქა

კა­რა­ქი - 1.5 ს.კ

მომ­ზა­დე­ბა:

შე­ვუ­რი­ოთ კა­კაო და შაქ­რის პუდ­რი, შემ­დეგ გავ­ხსნათ ცხელ რძე­ში. ჩა­ვა­მა­ტოთ კა­რა­ქი და ვა­ნი­ლი. კარ­გად ვუ­რი­ოთ, სა­ნამ ერ­თგვა­რო­ვან, პრი­ა­ლა მა­სას არ მი­ვი­ღებთ. მი­ნან­ქა­რი სწრა­ფად ცივ­დე­ბა, ამი­ტომ ბოლო ეტაპ­ზე უნდა მო­ვამ­ზა­დოთ და მა­შინ­ვე და­ვას­ხათ ორ­ცხო­ბი­ლებს.

ორ­ცხო­ბი­ლის მომ­ზა­დე­ბა:

გა­შა­ლეთ ფე­ნო­ვა­ნი ცომი მა­გი­და­ზე, ამო­ჭე­რით სა­სურ­ვე­ლი ფორ­მე­ბი, გა­და­ი­ტა­ნეთ ცხიმ­წას­მულ სა­ცხობ სინ­ზე და გა­მო­ა­ცხვეთ გა­ზ­ქუ­რა­ში. რო­დე­საც ოდ­ნავ გაგ­რილ­დე­ბა, მო­ას­ხით მი­ნან­ქა­რი, ზე­მო­დან შე­გიძ­ლი­ათ მო­ა­ყა­როთ ფე­რა­დი სა­კონ­დიტ­რო "მძი­ვე­ბი", ან სხვა ნე­ბის­მი­ე­რი მო­სარ­თა­ვი.

2. ნაძ­ვის ხე

აქაც მზა ფე­ნო­ვა­ნი ცომი დაგ­ჭირ­დე­ბათ.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

2 ცალი მზა ფე­ნო­ვა­ნი ცომი;

3-4 ს/კ ჯემი, ან "ნუ­ტე­ლა";

1 კვერ­ცხის გული წა­სას­მე­ლად;

მომ­ზა­დე­ბა:

გა­შა­ლეთ პირ­ვე­ლი ფენა ცომი, მი­ე­ცით სამ­კუ­თხე­დი ფორ­მა, გა­მო­ჭე­რით ნაძ­ვის ხე კონ­ტუ­რის მი­ხედ­ვით. წა­უს­ვით ჯემი და და­ა­ფა­რეთ ცო­მის მე­ო­რე ფენა.

მო­ა­ჭე­რით ზედ­მე­ტი ნა­წი­ლე­ბი. მი­ი­ღებთ ნაძ­ვის ხეს. ნა­პი­რე­ბი ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად, პა­რა­ლე­ლუ­რად და­ჭე­რით (ორი­ვე მხრი­დან). დაგ­რი­ხეთ. წა­უს­ვით ზე­მო­დან კვერ­ცხის გული და აცხვეთ 180 გრა­დუს­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 25 წთ. ზე­მო­დან მო­ა­ყა­რეთ შაქ­რის პუდ­რი.

3. ღვე­ზე­ლი სო­სი­სე­ბით

დაგ­ჭირ­დე­ბათ მზა ფე­ნო­ვა­ნი ცომი და "ნი­კო­რას" სო­სი­სი ("მი­უნ­ხე­ნუ­რი", ან "სა­ქონ­ლის ივე­რია"). გა­შა­ლეთ ცომი, და­ჭე­რით ზონ­რე­ბად (რო­გორც ფო­ტო­ზეა მო­ცე­მუ­ლი), მო­ა­თავ­სეთ სო­სი­სე­ბი და კა­ლ­ა­თა­სა­ვით "და­წე­ნით". მი­ირ­თვით პო­მიდვ­რის სა­წე­ბელ­თან ერ­თად.

ბედ­ნი­ერ შობა-ახალ წელს გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

3 ყველაზე ორიგინალური საახალწლო რეცეპტი, რომელსაც რამდენიმე წუთში მოამზადებთ

3 ყველაზე ორიგინალური საახალწლო რეცეპტი, რომელსაც რამდენიმე წუთში მოამზადებთ

ალბათ ყველა დიასახლისის სურვილია, რომ საახალწლო სუფრაზე, კერძები არა მარტო გემრიელი გამოვიდეს, არამედ მიმზიდველადაც გამოიყურებოდეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ განწყობას ათმაგად ამაღლებს საახალწლო ხასიათის, ორიგინალური და ლამაზი სასუსნავები, რომელიც ამავდროულად სუფრის დეკორაციის როლსაც ასრულებს.

სწორედ ასეთი სამი საახალწლო რეცეპტის შემოთავაზება გვსურს თქვენთვის. იმის გათვალისწინებით, რომ საახალწლო კერძების სამზადისი ძალიან დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, კომპანია "ნიკორა" იდეალურ გამოსავალს გთავაზობთ, რომელიც ბევრ დროს დაგიზოგავთ და ისეთ კერძებს დაამზადებთ, რომელიც თქვენი ოჯახის წევრებისა და სტუმრების აღფრთოვანებას აუცილებლად გამოიწვევს.

1. საახალწლო ორცხობილები

თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ფენოვანი ცომი (შეგიძლიათ "მზარეულის" ბრენდის ცომი მზა მდგომარეობაში შეიძინოთ, "ნიკორას" და სხვა სუპერმარკეტში),

ასევე ორცხობილების საჭრელი ფორმები (ვარსკვლავი, ნაძვის ხე, გული, კაცუნა და ა.შ.). მოსართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ შოკოლადის, ან ფერადი მინანქარი, რომელიც მარტივად მზადდება:

თეთრი მინანქარი

ინგრედიენტები:

შაქრის პუდრა - 1 ჭიქა

ვანილის შაქარი - 1 ჩ/კ

კარაქი - 1,5 ჩ/კ

მომზადება:

პატარა სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ შაქრის პუდრა, ვანილის შაქარი, დაუმატეთ კარაქი. დადგით დაბალ ცეცხზლე და ურიეთ, სანამ მასა არ გათხელდება. როდესაც შეგრილდება, მოასხით ორცხობილებს.

შოკოლადის მინანქარი:

ინგრედიენტები:

კაკაო - 3 ს.კ

შაქრის პუდრი - 1/2 ჭიქა

რძე - 1/2 ჭიქა

კარაქი - 1.5 ს.კ

მომზადება:

შევურიოთ კაკაო და შაქრის პუდრი, შემდეგ გავხსნათ ცხელ რძეში. ჩავამატოთ კარაქი და ვანილი. კარგად ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან, პრიალა მასას არ მივიღებთ. მინანქარი სწრაფად ცივდება, ამიტომ ბოლო ეტაპზე უნდა მოვამზადოთ და მაშინვე დავასხათ ორცხობილებს.

ორცხობილის მომზადება:

გაშალეთ ფენოვანი ცომი მაგიდაზე, ამოჭერით სასურველი ფორმები, გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ სინზე და გამოაცხვეთ გაზქურაში. როდესაც ოდნავ გაგრილდება, მოასხით მინანქარი, ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ფერადი საკონდიტრო "მძივები", ან სხვა ნებისმიერი მოსართავი.

2. ნაძვის ხე

აქაც მზა ფენოვანი ცომი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

2 ცალი მზა ფენოვანი ცომი;

3-4 ს/კ ჯემი, ან "ნუტელა";

1 კვერცხის გული წასასმელად;

მომზადება:

გაშალეთ პირველი ფენა ცომი, მიეცით სამკუთხედი ფორმა, გამოჭერით ნაძვის ხე კონტურის მიხედვით. წაუსვით ჯემი და დააფარეთ ცომის მეორე ფენა.

მოაჭერით ზედმეტი ნაწილები. მიიღებთ ნაძვის ხეს. ნაპირები ჰორიზონტალურად, პარალელურად დაჭერით (ორივე მხრიდან). დაგრიხეთ. წაუსვით ზემოდან კვერცხის გული და აცხვეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 25 წთ. ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი.

3. ღვეზელი სოსისებით

დაგჭირდებათ მზა ფენოვანი ცომი და "ნიკორას" სოსისი ("მიუნხენური", ან "საქონლის ივერია"). გაშალეთ ცომი, დაჭერით ზონრებად (როგორც ფოტოზეა მოცემული), მოათავსეთ სოსისები და კალათასავით "დაწენით". მიირთვით პომიდვრის საწებელთან ერთად.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს