როგორ შეიძლება, არ გჯეროდეთ სანტა-კლაუსის, როცა მის არსებობას ქვეყნის პრეზიდენტი და მისი მეუღლე ადასტურებენ?! დონალდ და მელანია ტრამპებმა პირადად მიიღეს მონაწილეობა მხიარულ ტრადიციაში - არსებობს სპეციალური სატელეფონო ხაზი, სადაც შობის წინა დღეს რეკავენ ბავშვები და არკვევენ, სად არის სანტა და როდის მივა მათთან სახლში. ეს სატელეფონო ხაზი 1955 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა არცერთმა ბავშვმა არ იცოდა, რომ მათ ტრამპები უპასუხებდნენ. პრეზიდენტმა 11 ბავშვთან გასაუბრება მოასწრო, ერთ-ერთს უამრავ საჩუქარსა და სათამაშო კუბს შეპირდა, მეორეს კი უთხრა, რომ მისი ბებია საავადმყოფოდან სახლში ძალიან მალე დაბრუნდებოდა.
იხილეთ ვიდეო
მელანიაც არ ჩამორჩა ქმარს და თითქმის ყველა ბავშვი დაარწმუნა, მალე წასულიყვნენ დასაძინებლად, რადგან სანტა მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც ბავშვები იძინებენ. სამწუხაროა, რომ პატარა აბონენტებმა ვერ შეძლეს დაენახათ როგორი ლამაზი იყო მათი "ფიფქია" წითელ კაბაში.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით