მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია მძღოლებისთვის - რა მდგომარეობაა საქართველოს გზებზე უხვი ნალექის გამო
ინფორმაცია მძღოლებისთვის - რა მდგომარეობაა საქართველოს გზებზე უხვი ნალექის გამო

უხვი ნა­ლე­ქის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრალ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­თუ­ლე­ბუ­ლია.

რო­გორც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­დეს, ჯვრის უღელ­ტე­ხი­ლის მო­ნაკ­ვეთ­ზე გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ი­წყე­ბა, ამ დრო­ის­თვის კი აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე ყვე­ლა სა­ხის ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

"რო­გორც კო­ბის, ასე­ვე გუ­და­უ­რის მხრი­დან, ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის შე­დე­გად მო­სუ­ლი 1 მეტ­რამ­დე თოვ­ლის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ამ მო­ნაკ­ვე­თის შუ­ა­ში - ჯვრის უღელ­ტე­ხილ­ზე, ნარ­ჩუნ­დე­ბა ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა. ჩვენ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს, თუ რო­დის იქ­ნე­ბა უსაფრ­თხო ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბა", - აცხა­დე­ბენ გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში.

ასე­ვე, ყვე­ლა სა­ხის ტრან­სპორ­ტის­თვის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია, კორ­შა-შა­ტი­ლის მო­ნაკ­ვეთ­ზე.

"ქუ­თა­ი­სი-მო­წა­მე­თა-ტყი­ბუ­ლი-ამ­ბრო­ლა­უ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით 71-ე კი­ლო­მეტრზე ჩა­მო­სუ­ლია დიდი მო­ცუ­ლო­ბის კლდო­ვა­ნი მასა, თუმ­ცა მოძ­რა­ო­ბა გა­დარ­თუ­ლია შიდა სა­სოფ­ლო გზებ­ზე - სო­ფელ იწა­სა და ახალ­სო­ფე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამ­რი­გად, მოძ­რა­ო­ბა არ ფერ­ხდე­ბა. ჟინ­ვა­ლი-ბა­რი­სა­ხო-შა­ტი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით კორ­შა-შა­ტი­ლის 53-ე და 106 კმ-ზე ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია", - გა­ნა­ცხა­დეს გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო (ძლი­ე­რი ქარ­ბუ­ქი და შე­ზღუ­დუ­ლი ხილ­ვა­დო­ბა), ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის კოდა-ფარ­ცხი­სი-მან­გლი­სი-წალ­კა-ნი­ნოწ­მინ­დის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ94-კმ110 (ფა­რა­ვა­ნის უღელ­ტე­ხი­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

რო­გორც დე­პარ­ტა­მენ­ტში აცხა­დე­ბენ, გზის და­ნარ­ჩენ მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი მძღო­ლებს მო­უ­წო­დებს, იმოძ­რა­ონ ზამ­თრის პე­რი­ო­დი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­რა­ვე­ბით, გა­მარ­თუ­ლი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი­თა და და­ე­მორ­ჩი­ლონ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე და­წე­სე­ბულ რე­ჟი­მებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ინფორმაცია მძღოლებისთვის - რა მდგომარეობაა საქართველოს გზებზე უხვი ნალექის გამო

ინფორმაცია მძღოლებისთვის - რა მდგომარეობაა საქართველოს გზებზე უხვი ნალექის გამო

უხვი ნალექის გამო, საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება რამდენიმე მიმართულებით გართულებულია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, ამ დროისთვის კი აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"როგორც კობის, ასევე გუდაურის მხრიდან, ინტენსიური თოვის შედეგად მოსული 1 მეტრამდე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ამ მონაკვეთის შუაში - ჯვრის უღელტეხილზე, ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. ჩვენ გარემოს ეროვნული სააგენტოდან ველოდებით პასუხს, თუ როდის იქნება უსაფრთხო ამ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყება", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ასევე, ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია, კორშა-შატილის მონაკვეთზე.

"ქუთაისი-მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება გართულებულია, ამ მიმართულებით 71-ე კილომეტრზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, თუმცა მოძრაობა გადართულია შიდა სასოფლო გზებზე - სოფელ იწასა და ახალსოფელის მიმართულებით, ამრიგად, მოძრაობა არ ფერხდება. ჟინვალი-ბარისახო-შატილის მიმართულებით კორშა-შატილის 53-ე და 106 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - განაცხადეს გზების დეპარტამენტში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი