Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰაკათონი "მედიაინოვაცია" - გამარჯვებულ სამ გუნდს 4 500 დოლარი გადაეცათ
ჰაკათონი "მედიაინოვაცია" - გამარჯვებულ სამ გუნდს 4 500 დოლარი გადაეცათ

"ინ­ტერ­ნი­უ­სი - სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ა­ჰა­კა­თო­ნის - "ინო­ვა­ცია ოლ­ნა­ინ­მე­დი­ა­ში" სამი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 24 დე­კემ­ბერს ჟი­უ­რიმ გა­მო­ავ­ლი­ნა.

"სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის" სივ­რცე­ში აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის, "ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვე­რი­სი­ტე­ტი­სა და მე­დია ჰოლ­დინგ "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" მხარ­და­ჭე­რით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მე­დი­ა­ჰა­კა­თო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი 22-24 დე­კემ­ბერს გა­მოც­დილ ქარ­თველ და უცხო­ელ მენ­ტო­რებ­თან ერ­თად თა­ვი­ანთ იდე­ებ­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ურ რე­სურ­სებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ, რომ­ლე­ბიც მე­დი­ას საქ­მი­ა­ნო­ბა­ში - კონ­ტენ­ტის შექ­მნა­ში, მის მო­ნე­ტა­რი­ზა­ცი­ა­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის ზრდა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. მე­დი­ა­ჰა­კა­თონ­ში 2-4 პი­რის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, რომ­ლებ­მაც მე­სა­მე დღეს ჟი­უ­რის თა­ვი­ან­თი ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბი დე­ტა­ლუ­რად გა­აც­ნეს.

იდე­ე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჟი­უ­რის შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობ­დნენ, თუ რა­ტომ იყო მათი პრო­ექ­ტი მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­მუ­შაო პრო­ცესს რო­გორ გა­უ­მარ­ტი­ვებ­და. ჟი­უ­რი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად, ონ­ლა­ინ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბო­და, სვამ­და კრი­ტი­კულ შე­კი­თხვებ­საც, ცდი­ლობ­და, ღიად არც ერთი სა­კი­თხი არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. პრე­ზენ­ტა­ცი­ამ დიდი კონ­კუ­რენ­ცია წარ­მო­ა­ჩი­ნა, ამი­ტომ ჟი­უ­რის წევ­რებ­მა სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ხანრგრძლი­ვი დის­კუ­სი­ის შემ­დეგ და­ა­ფიქ­სი­რეს.

მე­დი­ა­ჰა­კა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე გუნ­დებს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰქონ­დათ ონ­ლა­ინ მე­დი­ა­ში ვი­დე­ოს ინ­ტეგ­რი­რე­ბის, აუ­დი­ტო­რი­ის კვლე­ვის, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის აუ­დიო ფორ­მატ­ში ჩა­წე­რის, სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა თუ თა­მა­შე­ბის პრო­ექ­ტე­ბი, სა­ი­და­ნაც ჟი­უ­რის სამი სა­უ­კე­თე­სო უნდა ამო­ერ­ჩია.

გუნ­დე­ბი ხმის მი­ცე­მის შემ­დეგ შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცესს მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ, სა­ბო­ლო­ოდ კი სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტე­ბის ავ­ტო­რე­ბად და­სა­ხელ­დნენ: ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ა­ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გუნ­დი, გუნ­დი "მიქ­სე­რი" და გუნ­დი "2" - მათ თა­ვი­ან­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად 4 500 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის გრან­ტი გა­და­ე­ცათ.

"ინ­ტერ­ნი­უ­სი - სა­ქარ­თვე­ლოს" პრო­ექ­ტის დი­რექ­ტო­რის, მაია მი­ქა­შა­ვი­ძის შე­ფა­სე­ბით, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი რე­ა­ლის­ტუ­რი და შეს­რუ­ლე­ბა­დია და ისი­ნი ქარ­თულ მე­დი­ა­ბა­ზარს გან­ვი­თა­რე­ბა­ში ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა.

"გუნ­დე­ბის წევ­რებ­მა მენ­ტო­რებს მო­უს­მი­ნეს, შე­დე­გად, მათ­მა პრო­ექ­ტებ­მა პროგ­რე­სი გა­ნი­ცა­და, მოხ­და მათი სა­ბო­ლოო სა­ხით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ჰა­კა­თო­ნის მე­სა­მე დღეს ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა სწო­რედ ისე­თი იყო, რო­გორ­საც ვე­ლო­დით. ვფიქ­რობ, რომ ამ მე­დი­ა­ჰა­კა­თონ­ში ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი ელე­მენ­ტი მენ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ, რად­გან მათი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დი გვყავ­და.

მე­დი­ა­ჰა­კა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და რამ­დე­ნი­მე ისე­თი გუნ­დი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან გა­მო­ცხად­დნენ, შემ­დეგ იდე­ა­ზე ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, მაგ­რამ პრო­ექ­ტი­დან წას­ვლა არ უნ­დო­დათ, იმი­ტომ რომ მენ­ტო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ღი­რე­ბუ­ლი იყო, ეს იყო სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, აზ­რე­ბის კო­ლე­გი­ა­ლუ­რი გაც­ვლა," - გან­მარ­ტავს მაია მი­ქა­შა­ვი­ძე.

მე­დი­ა­ჰა­კა­თო­ნის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ემო­ცი­ებს ვერ მა­ლავ­დნენ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც მენ­ტო­რებს პი­რო­ბა მის­ცეს, რომ პრო­ექ­ტებ­ზე უახ­ლო­ე­სი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვე­ბენ. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ა­ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გუნ­დის წევ­რს, ბა­ქარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილს, რო­გორც მან ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, გა­მარ­ჯვე­ბულ გუნ­დებს შო­რის მოხ­ვედ­რის მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და, რად­გან პრო­ექ­ტზე და­ახ­ლო­ე­ბით 10-მა ადა­მი­ან­მა ბევ­რი იშ­რო­მა, შე­დე­გად კი ჟი­უ­რიმ პრო­ექ­ტის უნი­კა­ლუ­რო­ბა და­ა­ფა­სა.

"ჩვე­ნი ვებ­სერ­ვი­სის დახ­მა­რე­ბით, რეკ­ლა­მის განმთავ­სებ­ლებს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ერთ სივ­რცე­ში მო­ძი­ე­ბას გა­ვუ­მარ­ტი­ვებთ. მა­გა­ლი­თად, რა ჯდე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა. ასე­ვე მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტით არ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით და რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბას რო­გორც გარე ბილ­ბორ­დებ­ზე, ისე რა­დი­ო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვთა­ვა­ზობთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში გვექ­ნე­ბა ე.წ სრუ­ლი "ფრი­ლან­სერ" სერ­ვი­სი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ქარ­თველ "ფრი­ლან­სე­რებს" მი­ე­ცე­მათ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში და­საქ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ერთი ვებ­სა­ი­ტი­დან გა­უს­ვლე­ლად მოხ­დე­ბა," - გან­მარ­ტავს ბა­ქარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, რომ­ლის გუნ­დის მენ­ტო­რიც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ა­ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძე იყო.

ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძის­თვის ჰა­კა­თო­ნის მე­სა­მე დღე გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან მისი შე­ფა­სე­ბით, კონ­კუ­რენ­ცია ძა­ლი­ან დიდი იყო, გუნ­დებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს, რო­მელ­თა შო­რი­საც ღირ­სე­უ­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს.

"ვფიქ­რობ, ეს გუნ­დე­ბი გა­მარ­ჯვე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­დნენ. ერთ-ერთი გუნ­დის იდეა, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც მე გახ­ლა­ვართ, ქარ­თულ მე­დი­ას რეკ­ლა­მის უფრო იო­ლად გა­ყიდ­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, რაც ჩემი აზ­რით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია," - დას­ძი­ნა მან.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის, "მიქ­სე­რის" იდეა კი მე­დი­ა­სივ­რცე­ში თა­მა­შე­ბის შე­მო­ტა­ნას გუ­ლის­ხმობს, რო­მელ­მაც ჟი­უ­რის წევ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. გუნ­დის ერთ-ერთი წევ­რის, მი­ხე­ილ ქან­თა­რი­ას თქმით, ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში თა­მა­შე­ბის შე­მო­ტა­ნა ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­აა, რომ­ლის რე­ა­ლი­ზე­ბაც ორ დღე­ში მოხ­და.

"წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტე­ბი ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა, ბევ­რი კარ­გი კონ­კუ­რენ­ტი გვყავ­და, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­ექ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ჩვე­ნი პრო­ექ­ტის თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია, რაც შე­ე­ხე­ბა უკვე მოქ­მედ ვერ­სი­ას, მას და­ახ­ლო­ე­ბით, 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვა­მუ­შა­ვებთ. პრო­ექ­ტზე 4 ადა­მი­ა­ნი ვმუ­შა­ობ­დით და ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმა­ზე დიდი შე­დე­გი დავ­დეთ, ვიდ­რე თა­ვი­დან გვქონ­და მო­ფიქ­რე­ბუ­ლი," - აღ­ნიშ­ნავს ის.

მე­სა­მე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დი "2," რო­მე­ლიც სამი წევ­რის­გან შედ­გე­ბა, ჟი­უ­რის­თვის კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც სტა­ტი­ის წე­რი­სას ვი­დე­ო­ში გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი რე­ლე­ვან­ტუ­რი კონ­ტენ­ტის ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მოკ­ვე­თა­ში მდგო­მა­რე­ობს. გუნ­დის წევ­რის, ნიკა ოთი­აშ­ვი­ლის თქმით, ამ ფორ­მით დრო­ის და­ზოგ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"მი­ღე­ბუ­ლი გრან­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას ჩვე­ნი იდე­ის გან­სავ­რცო­ბად და ქარ­თულ ბა­ზარ­ზე გა­სა­ტა­ნად ვა­პი­რებთ. ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცეს ასე­თი რამ ნამ­დვი­ლად აკ­ლია და გვინ­და, რომ ეს იდეა, სწო­რედ ჩვენს ქვე­ყა­ნას მო­ვარ­გოთ, რომ უცხო­უ­რის მსგავ­სად, აქ არ­სე­ბულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც ჰქონ­დეთ ასე­თი­ვე სწრა­ფი კონ­ტენ­ტის შექ­მნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ჰა­კა­თო­ნის და­წყე­ბამ­დე ვი­ცო­დით, რომ ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა გვინ­დო­და და სა­ბო­ლო­ოდ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თით­ქმის არ გვძი­ნე­ბია, გა­მო­ვი­და კი­დეც," - აღ­ნიშ­ნავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

მე­დი­ა­ჰა­კა­თო­ნის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სერ­ტი­ფი­კა­ტი ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს გა­და­ე­ცა, გუნ­დებ­მა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა და მენ­ტო­რებ­მა კი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ჩა­ტა­რე­ბა გლინტვე­ი­ნის სა­შო­ბაო წვე­უ­ლე­ბა­ზე აღ­ნიშ­ნეს.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჰაკათონი "მედიაინოვაცია" - გამარჯვებულ სამ გუნდს 4 500 დოლარი გადაეცათ

ჰაკათონი "მედიაინოვაცია" - გამარჯვებულ სამ გუნდს 4 500 დოლარი გადაეცათ

"ინტერნიუსი - საქართველოს" მიერ ორგანიზებული მედიაჰაკათონის - "ინოვაცია ოლნაინმედიაში" სამი გამარჯვებული 24 დეკემბერს ჟიურიმ გამოავლინა.

"სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისიტეტისა და მედია ჰოლდინგ "პალიტრა მედიის" მხარდაჭერით ჩატარებული მედიაჰაკათონის მონაწილეები 22-24 დეკემბერს გამოცდილ ქართველ და უცხოელ მენტორებთან ერთად თავიანთ იდეებსა და ტექნოლოგიურ რესურსებზე მუშაობდნენ, რომლებიც მედიას საქმიანობაში - კონტენტის შექმნაში, მის მონეტარიზაციასა და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდაში დაეხმარება. მედიაჰაკათონში 2-4 პირისგან შემდგარი ჯგუფები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მესამე დღეს ჟიურის თავიანთი ინოვაციური იდეები დეტალურად გააცნეს.

იდეების პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეები ჟიურის შეკითხვებს პასუხობდნენ, თუ რატომ იყო მათი პროექტი მედიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და ამ სფეროს წარმომადგენლებს სამუშაო პროცესს როგორ გაუმარტივებდა. ჟიური, რომელიც ძირითადად, ონლაინ მედიის წარმომადგენლებისგან შედგებოდა, სვამდა კრიტიკულ შეკითხვებსაც, ცდილობდა, ღიად არც ერთი საკითხი არ დარჩენილიყო. პრეზენტაციამ დიდი კონკურენცია წარმოაჩინა, ამიტომ ჟიურის წევრებმა საკუთარი არჩევანი მონაწილეებთან ხანრგრძლივი დისკუსიის შემდეგ დააფიქსირეს.

მედიაჰაკათონში მონაწილე გუნდებს წარმოდგენილი ჰქონდათ ონლაინ მედიაში ვიდეოს ინტეგრირების, აუდიტორიის კვლევის, ჟურნალისტური ნამუშევრების აუდიო ფორმატში ჩაწერის, სარეკლამო ბაზრის შესახებ ინფორმირებისა თუ თამაშების პროექტები, საიდანაც ჟიურის სამი საუკეთესო უნდა ამოერჩია.

გუნდები ხმის მიცემის შემდეგ შედეგების გამოცხადების პროცესს მოუთმენლად ელოდნენ, საბოლოოდ კი საუკეთესო პროექტების ავტორებად დასახელდნენ: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მედიალაბორატორიის გუნდი, გუნდი "მიქსერი" და გუნდი "2" - მათ თავიანთი პროექტების განსახორციელებლად 4 500 დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცათ.

"ინტერნიუსი - საქართველოს" პროექტის დირექტორის, მაია მიქაშავიძის შეფასებით, გამარჯვებული პროექტები რეალისტური და შესრულებადია და ისინი ქართულ მედიაბაზარს განვითარებაში ძალიან დაეხმარება.

"გუნდების წევრებმა მენტორებს მოუსმინეს, შედეგად, მათმა პროექტებმა პროგრესი განიცადა, მოხდა მათი საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ჰაკათონის მესამე დღეს ეს ღონისძიება სწორედ ისეთი იყო, როგორსაც ველოდით. ვფიქრობ, რომ ამ მედიაჰაკათონში ყველაზე ღირებული ელემენტი მენტორები იყვნენ, რადგან მათი ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა.

მედიაჰაკათონში მონაწილეობდა რამდენიმე ისეთი გუნდი, რომლებიც თავიდან გამოცხადდნენ, შემდეგ იდეაზე ვერ ჩამოყალიბდნენ, მაგრამ პროექტიდან წასვლა არ უნდოდათ, იმიტომ რომ მენტორებთან ურთიერთობა ღირებული იყო, ეს იყო სასწავლო პროცესი, აზრების კოლეგიალური გაცვლა," - განმარტავს მაია მიქაშავიძე.

მედიაჰაკათონის შედეგების გამოცხადების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდნენ გამარჯვებულები, რომლებმაც მენტორებს პირობა მისცეს, რომ პროექტებზე უახლოესი თვეების განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მედიალაბორატორიის გუნდის წევრს, ბაქარ ფალავანდიშვილს, როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გამარჯვებულ გუნდებს შორის მოხვედრის მოლოდინი ჰქონდა, რადგან პროექტზე დაახლოებით 10-მა ადამიანმა ბევრი იშრომა, შედეგად კი ჟიურიმ პროექტის უნიკალურობა დააფასა.

"ჩვენი ვებსერვისის დახმარებით, რეკლამის განმთავსებლებს სრული ინფორმაციის ერთ სივრცეში მოძიებას გავუმარტივებთ. მაგალითად, რა ჯდება ინტერნეტში რეკლამის განთავსება. ასევე მხოლოდ ინტერნეტით არ შემოვიფარგლებით და რეკლამის განთავსებას როგორც გარე ბილბორდებზე, ისე რადიოსა და ტელევიზიაში ვთავაზობთ. აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოში გვექნება ე.წ სრული "ფრილანსერ" სერვისი, რომლის მეშვეობითაც ქართველ "ფრილანსერებს" მიეცემათ სხვადასხვა პროექტში დასაქმების საშუალება, ეს ყველაფერი კი ერთი ვებსაიტიდან გაუსვლელად მოხდება," - განმარტავს ბაქარ ფალავანდიშვილი, რომლის გუნდის მენტორიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მედიალაბორატორიის ხელმძღვანელი, ლევან ტაბატაძე იყო.

ლევან ტაბატაძისთვის ჰაკათონის მესამე დღე განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა, რადგან მისი შეფასებით, კონკურენცია ძალიან დიდი იყო, გუნდებმა საინტერესო იდეები წარმოადგინეს, რომელთა შორისაც ღირსეულებმა გაიმარჯვეს.

"ვფიქრობ, ეს გუნდები გამარჯვებას იმსახურებდნენ. ერთ-ერთი გუნდის იდეა, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ, ქართულ მედიას რეკლამის უფრო იოლად გაყიდვაში დაეხმარება, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია," - დასძინა მან.

გამარჯვებული გუნდის, "მიქსერის" იდეა კი მედიასივრცეში თამაშების შემოტანას გულისხმობს, რომელმაც ჟიურის წევრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. გუნდის ერთ-ერთი წევრის, მიხეილ ქანთარიას თქმით, ქართულ მედიასივრცეში თამაშების შემოტანა ინოვაციური იდეაა, რომლის რეალიზებაც ორ დღეში მოხდა.

"წარმოდგენილი პროექტები ძალიან მოგვეწონა, ბევრი კარგი კონკურენტი გვყავდა, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენი გამარჯვება მრავალფეროვანი პროექტის შეთავაზებამ განაპირობა. ჩვენი პროექტის თავდაპირველი ვერსიის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რაც შეეხება უკვე მოქმედ ვერსიას, მას დაახლოებით, 3 თვის განმავლობაში დავამუშავებთ. პროექტზე 4 ადამიანი ვმუშაობდით და ამ დღეების განმავლობაში იმაზე დიდი შედეგი დავდეთ, ვიდრე თავიდან გვქონდა მოფიქრებული," - აღნიშნავს ის.

მესამე გამარჯვებული გუნდი "2," რომელიც სამი წევრისგან შედგება, ჟიურისთვის კიდევ ერთი საინტერესო იდეით იყო წარმოდგენილი, რომელიც სტატიის წერისას ვიდეოში გამოსაყენებელი რელევანტური კონტენტის ავტომატურად გამოკვეთაში მდგომარეობს. გუნდის წევრის, ნიკა ოთიაშვილის თქმით, ამ ფორმით დროის დაზოგვაა შესაძლებელი.

"მიღებული გრანტის გამოყენებას ჩვენი იდეის განსავრცობად და ქართულ ბაზარზე გასატანად ვაპირებთ. ქართულ მედიასივრცეს ასეთი რამ ნამდვილად აკლია და გვინდა, რომ ეს იდეა, სწორედ ჩვენს ქვეყანას მოვარგოთ, რომ უცხოურის მსგავსად, აქ არსებულ მედიასაშუალებებსაც ჰქონდეთ ასეთივე სწრაფი კონტენტის შექმნის საშუალება. ჰაკათონის დაწყებამდე ვიცოდით, რომ ვიდეოსთან დაკავშირებული პროექტის გაკეთება გვინდოდა და საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ გვძინებია, გამოვიდა კიდეც," - აღნიშნავს გამარჯვებული.

მედიაჰაკათონის შედეგების გამოცხადების შემდეგ სერტიფიკატი ყველა მონაწილეს გადაეცა, გუნდებმა, ორგანიზატორებმა და მენტორებმა კი წარმატებული პროექტის ჩატარება გლინტვეინის საშობაო წვეულებაზე აღნიშნეს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი