კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო დღეებში, თურქეთში 2 500 სახელმწიფო და სამხედრო პირი გაათავისუფლეს სამსახურიდან - სადამდე მივა ერდოღანის დიქტატურა?
ბოლო დღეებში, თურქეთში 2 500 სახელმწიფო და სამხედრო პირი გაათავისუფლეს სამსახურიდან - სადამდე მივა ერდოღანის დიქტატურა?

თურ­ქეთ­ში სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის მო­რი­გი ტალ­ღა გან­ხორ­ცი­ელ­და, - ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 2 756 ადა­მი­ა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ყვე­ლა მათ­განს, ერ­დო­ღა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით ცნო­ბი­ლია, რომ მათ შო­რის, 667 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეა, 360 ჟან­დარ­მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, 150 კი, - პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ბოლო ცნო­ბე­ბით, მთლი­ა­ნო­ბა­ში, 2016 წლის 16 ივ­ლი­სის ღა­მის შემ­დეგ, თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, სულ 50 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის არი­ან უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი... 110 ათას­ზე მეტი კი, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს... 240 ადა­მი­ა­ნი არე­უ­ლო­ბის შემ­დეგ და­ი­ღუ­პა, 20 სამ­ხედ­რო­ზე მეტს სა­ხელ­მწი­ფოს გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის­თვის, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღან­მა ათზე მეტი გა­მო­ცე­მა და­ხუ­რა და რამ­დე­ნი­მე გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რი, ფე­თჰუ­ლა გი­უ­ლენ­თან კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს. სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, არა­ერ­თხელ გან­ხორ­ცი­ელ­და მა­სობ­რი­ვი და­კა­ვე­ბე­ბი და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი... ათე­უ­ლო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტმა ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. თურ­ქეთ­ში მუ­შა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი, ან უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტებს.

ერ­დო­ღა­ნის ბრძა­ნე­ბით, ასე­ვე იკ­რძა­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტე­ბი­სა და "ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ის" მიერ და­გეგ­მი­ლი თავ­დას­ხმე­ბის გა­შუ­ქე­ბა, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი და და­სავ­ლუ­რი მე­დია, თურ­ქე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დის შემ­ცი­რე­ბის ში­შით ხსნის...

მი­უ­ხე­და­ვად მსოფ­ლიო მე­დი­ის მწვა­ვე კრი­ტი­კი­სა, თუ რო­გორ სწრა­ფად გახ­და ან გა­მო­ავ­ლნა თუქ­რე­თის მმარ­თველ­მა დიქ­ტა­ტო­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბე­ბი, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ჯერ­ჯე­რო­ბით, მმარ­თვე­ლო­ბას ინარ­ჩუ­ნებს.

თურ­ქი ბლო­გე­რე­ბის თქმით, ერ­თის მხრივ, შე­საძ­ლოა, ამას ხელს უწყობ­დეს სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბი, ქურ­თის­ტა­ნის ამ­ბე­ბი და მსოფ­ლი­ო­ში დაქ­საქ­სუ­ლი "აი­სი­სი". "მშვი­დო­ბის მოყ­ვა­რე თურ­ქე­ბი ორ­გა­ნი­ზე­ბულ პრო­ტესტს ვერ ბე­და­ვენ, რად­გან ეში­ნი­ათ, რომ ამით გარე ძა­ლე­ბის ისარ­გე­ბე­ლე­ბენ და ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი უა­რე­სო­ბის­კენ წავა... ამით კი სარ­გებ­ლობს ერ­დო­ღა­ნი და მარ­თვის მე­ქა­ნიზ­მებს სულ უფრო მე­ტად ხელ­ში" - წე­რენ ისი­ნი.

ამას­თან, INTERFAX-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უსაფრ­თხო­ე­ბის ღო­ნის­ძი­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის გამო, სტამ­ბოლ­ში. წელს, სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ გა­ი­მარ­თე­ბა. თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, მთელ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტე­ბის საფრ­თხე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სტა­მობ­ლის ცენ­ტრში, ტაქ­სი­მის მო­ე­დან­ზე სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ბე­ბე­ბი არ გა­ი­მარ­თე­ბა.

"ახა­ლი წლის დღე­ებ­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მაქ­სი­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი და და­ცუ­ლი" - აცხა­დებს სტამ­ბო­ლის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ბე­ი­ოღ­ლუ ის­მა­ილ კი­ლი­ჩი, რომ­ლის თქმი­თაც, - შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით წელს სტამ­ბო­ლის მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ქა­ლა­ქის სტუმ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას ორ­მა­გად გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ.

შარ­შან ახა­ლი წლის დღე­ებ­ში, სტამ­ბო­ლის ერთ-ერთი ღა­მის კლუბ "რე­ი­ნა­ში", ტე­რო­რის­ტმა ცე­ცხლი გახ­სნა, რის შე­დე­გა­დაც, და­ი­ღუ­პა 39 და და­იჭ­რა 70 ადა­მი­ა­ნი.

თურ­ქე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით, ისი­ნი, ტე­რო­რის­ტე­ბი­სა და "ქურ­თის­ტა­ნის მუშ­თა პარ­ტი­ის" მიერ და­გეგ­მი­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, - მაქ­სი­მა­ლურ ღო­ნის­ძი­ბე­ბეს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ბოლო დღეებში, თურქეთში 2 500 სახელმწიფო და სამხედრო პირი გაათავისუფლეს სამსახურიდან - სადამდე მივა ერდოღანის დიქტატურა?

ბოლო დღეებში, თურქეთში 2 500 სახელმწიფო და სამხედრო პირი გაათავისუფლეს სამსახურიდან - სადამდე მივა ერდოღანის დიქტატურა?

თურქეთში სამსახურიდან გათავისუფლებების მორიგი ტალღა განხორციელდა, - ადგილობრივი გამოცემების თანახმად, 2 756 ადამიანი გაათავისუფლეს. ყველა მათგანს, ერდოღანის ხელისუფლება სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

არსებული მონაცემებით ცნობილია, რომ მათ შორის, 667 სამხედრო მოსამსახურეა, 360 ჟანდარმერიის თანამშრომელი, 150 კი, - პროფესორ-მასწავლებელი.

ბოლო ცნობებით, მთლიანობაში, 2016 წლის 16 ივლისის ღამის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ, სულ 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან უცხოეთის მოქალაქეები, ასევე ჟურნალისტები... 110 ათასზე მეტი კი, სამსახურიდან გაათავისუფლეს... 240 ადამიანი არეულობის შემდეგ დაიღუპა, 20 სამხედროზე მეტს სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობისთვის, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ათზე მეტი გამოცემა დახურა და რამდენიმე გაზეთის რედაქტორი, ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააპატიმრეს. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტის ბრძანებით, შეიარაღებულ ძალებში, არაერთხელ განხორციელდა მასობრივი დაკავებები და გათავისუფლებები... ათეულობით ჟურნალისტმა ქვეყანა დატოვა. თურქეთში მუშაობა შეზღუდული, ან უმეტეს შემთხვევაში აკრძალული აქვთ დასავლეთის ქვეყნების ჟურნალისტებს.

ერდოღანის ბრძანებით, ასევე იკრძალება ქვეყანაში მომხდარი ტერაქტებისა და "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მიერ დაგეგმილი თავდასხმების გაშუქება, რასაც ადგილობრივი და დასავლური მედია, თურქეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ტურისტების ნაკადის შემცირების შიშით ხსნის...

მიუხედავად მსოფლიო მედიის მწვავე კრიტიკისა, თუ როგორ სწრაფად გახდა ან გამოავლნა თუქრეთის მმართველმა დიქტატორული თვისებებები, სხვადასხვა მიზეზების გამო, ჯერჯერობით, მმართველობას ინარჩუნებს.

თურქი ბლოგერების თქმით, ერთის მხრივ, შესაძლოა, ამას ხელს უწყობდეს საგარეო ფაქტორები, ქურთისტანის ამბები და მსოფლიოში დაქსაქსული "აისისი". "მშვიდობის მოყვარე თურქები ორგანიზებულ პროტესტს ვერ ბედავენ, რადგან ეშინიათ, რომ ამით გარე ძალების ისარგებელებენ და ქვეყანაში ყველაფერი უარესობისკენ წავა... ამით კი სარგებლობს ერდოღანი და მართვის მექანიზმებს სულ უფრო მეტად ხელში" - წერენ ისინი.

ამასთან, INTERFAX-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების ღონისძიბების გაძლიერების გამო, სტამბოლში. წელს, საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება. თურქეთის ხელისუფლების თქმით, მთელ მსოფლიოში არსებული ტერაქტების საფრთხეების გათვალისწინებით, სტამობლის ცენტრში, ტაქსიმის მოედანზე საახალწლო ღონისძიბებები არ გაიმართება.

"ახალი წლის დღეებში, უსაფრთხოების ღონისძიებები მაქსიალურად იქნება გაორმაგებული და დაცული" - აცხადებს სტამბოლის რაიონის პოლიციის უფროსი ბეიოღლუ ისმაილ კილიჩი, რომლის თქმითაც, - შარშანდელთან შედარებით წელს სტამბოლის მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრების უსაფრთხოებას ორმაგად გააძლიერებენ.

შარშან ახალი წლის დღეებში, სტამბოლის ერთ-ერთი ღამის კლუბ "რეინაში", ტერორისტმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, დაიღუპა 39 და დაიჭრა 70 ადამიანი.

თურქეთის ხელმძღვანელობის თქმით, ისინი, ტერორისტებისა და "ქურთისტანის მუშთა პარტიის" მიერ დაგეგმილი ტერორისტული საქმიანობის წინააღმდეგ, - მაქსიმალურ ღონისძიბებეს ახორციელებენ.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"