პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არსებობს თუ არა მყინვარწვერზე ვულკანის ამოფრქვევის საფრთხე - "ერთ დღეში 91 მიწისძრვა დაფიქსირდა"
არსებობს თუ არა მყინვარწვერზე ვულკანის ამოფრქვევის საფრთხე - "ერთ დღეში 91 მიწისძრვა დაფიქსირდა"

"სექ­ტემ­ბერ­ში ჩვენ­მა ინ­სტი­ტუტ­მა სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით აღად­გი­ნა მე­ტე­ოს სად­გუ­რი... 91 მი­წისძვრა დღე­ში… ეს არის მი­ზე­ზი დევ­დო­რა­კის მთა­ვა­რი აქ­ტი­ვო­ბის", - წერს სე­ის­მო­ლო­გი - თეა გო­დო­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში... თეა გო­დო­ლა­ძე მო­სა­ლოდ­ნელ რის­კებ­ზე გვე­სა­უბ­რა...

- მყინ­ვარწვე­რის მა­სი­ვი გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბით. მა­გა­ლი­თად, 2014 წელს იყო დღე­ე­ბი, რო­დე­საც სა­ათ­ში 400 მი­წისძვრა ხდე­ბო­და. ეს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მოვ­ლე­ნაა ვულ­კა­ნუ­რი პრო­ცე­სე­ბის­თვის, მაგ­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბის დროს ხდე­ბა პა­ტა­რა მი­წისძვრე­ბი, ზოგ­ჯერ დი­დიც. სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა მსგავს პრო­ცე­სებს ყო­ველ­თვის თან ახ­ლავს... ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ მყინ­ვარწვე­რი არის ვულ­კა­ნუ­რი მა­სი­ვი. იმი­სათ­ვის, რომ გან­ვსა­ზღვროთ აქ­ტი­ვო­ბის თუ რა ფა­ზა­ში იმ­ყოფ­ბა იგი, სა­ჭი­როა ვა­წარ­მო­ოთ მისი მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი და და­მა­ტე­ბი­თი მრა­ვალ­მხრი­ვი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი. ვულ­კა­ნუ­რი მი­წისძვრე­ბი ძი­რი­თა­დად ვულ­კა­ნუ­რი მა­სი­ვის სიღ­რმე­ში ხდე­ბა, ვულ­კა­ნის მაგ­მურ კა­მე­რას­თან ახ­ლოს...

მი­წისძვრე­ბი ძი­რი­თა­დად შე­და­რე­ბით და­ბა­ლი მაგ­ნი­ტუ­დით ხა­სი­ათ­დე­ბა და ხში­რად ხდე­ბა. მაგ­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბის დროს მი­წისძვრე­ბის რი­ცხვი იზ­რდე­ბა. ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ზრდის ერთ-ერთი ინ­დი­კა­ტო­რი მა­ღა­ლი სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბაა.

მყინ­ვარწვე­რი ისე­თი­ვე აქ­ტი­უ­რი ვულ­კა­ნი არ არის, რო­გორც მა­გა­ლი­თად - ფუ­ჯი­ა­მაა ია­პო­ნი­ა­ში, ან პე­ნე­ტუ­ბო ფი­ლი­პი­ნებ­ში. საბ­ჭო­თა მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, მყინ­ვარწვე­რის ბოლო ამოფრქვე­ვა 2400 წლის წინ მოხ­და. ვთვლით, რომ ეს სა­კი­თხი კი­დევ და­მა­ტე­ბით, ხან­გრძლივ კვლე­ვას სა­ჭი­რო­ებს. ვულ­კა­ნი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წესი აქვს.

2014 წლის მოვ­ლე­ნებ­მა ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა, რომ დიდი სიფრ­თხი­ლით უნდა მო­ვე­კი­დოთ მყინ­ვარწვე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

- რას გვე­ტყვით ყაზ­ბეგ­ში და­გეგ­მილ გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ექ­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად კვა­ლი­ფი­ცი­ურ კვლე­ვას სა­ჭი­რო­ებს... ამ­ჟა­მად რე­გი­ონ­ში გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა და პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ეს­პა­ნე­ლებ­თან ერ­თად ვა­წარ­მო­ებთ წი­ნას­წარ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზუს­ტად ვი­ცო­დეთ, რას­თან გვაქვს საქ­მე! არ შე­იძ­ლე­ბა იგი­ვე და­ვუშ­ვათ, რაც მოხ­და და­რი­ალ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის დროს. არ შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი­ვე აშე­ნე­ბულ­მა ობი­ექ­ტებ­მა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­როს. ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ გა­რე­მოს გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი. ბუ­ნე­ბას­თან ერ­თად თა­ნახ­ცოვ­რე­ბა უნდა ვის­წავ­ლოთ. ჩვენს სა­ვა­ლა­ლო შეც­დო­მას ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­იძ­ლე­ბა შე­ე­წი­როს მო­მა­ვალ­ში. ჩვე­ნი ჯი­ბის გა­ს­ქე­ლე­ბას ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე არ უნდა ეწი­რე­ბო­დეს.

გა­და­ხე­დეთ თბი­ლისს რა ხდე­ბა, რო­გო­რი დარ­ღვე­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს მშე­ნებ­ლო­ბე­ბი სამ­წუ­ხა­როდ, აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მალე ივი­წყებს ტრა­გე­დი­ებს... ვე­რეს ხე­ო­ბა­ში კვლავ ცდი­ლო­ბენ მშე­ნებ­ლო­ბის გა­ჩა­ღე­ბას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამას შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ. დე­ვე­ლო­პერ­მა კორ­პუ­სი აა­შე­ნოს და შენს შვი­ლიშ­ვილს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი გა­მო­უ­წე­როს?! ეს არ უნდა და­ვუშ­ვათ!

ყაზ­ბეგ­ში გვი­რა­ბი კი არ არის პრობ­ლე­მა, არა­მედ თუ რო­გორ გა­იყ­ვა­ნენ იმ გვი­რაბს. ზო­გა­დად, მშე­ნებ­ლო­ბა კი არ არის პრობ­ლე­მა, პრობ­ლე­მაა თუ რო­გორ ვა­შე­ნებთ შე­ნო­ბას. მგლის ში­შით ცხვა­რი ვის გა­უ­წყვე­ტია და ჩვენც რომ არა­ფე­რი ავა­შე­ნოთ, ასეც არ გა­მო­ვა... უბ­რა­ლოდ ისე არ უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ მო­მა­ვალ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­ვუქ­მნათ. ხში­რად არის კომ­პა­ნი­ე­ბი ისე აშე­ნე­ბენ, აზ­რზე არ არი­ან რას აკე­თე­ბენ. მთავ­რო­ბე­ბი მი­დის და მო­დის და ვისი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, მო­მა­ვალ­ში კა­ტას­ტრო­ფა თუ მოხ­და? ვინ არის დღეს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმათ სი­ცო­ცხლე­ზე, ვინც ყაზ­ბეგ­ში შე­ი­წი­რა ღვარ­ცოფ­მა? თუ უსაფრ­თხო­ე­ბას დღეს არ და­ვი­ცავთ, შე­საძ­ლოა 30 წელი გა­ვი­დეს და შემ­დეგ დად­გეს სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი... ამ­დე­ნი წლე­ბის შემ­დეგ ვიღა აგებს პა­სუხს, რომ ვი­ღა­ცამ არას­წო­რად აა­შე­ნა, არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო? პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბია სა­ჭი­რო, რათა იმ ქვეყ­ნებს არ და­ვემ­სგავ­სოთ, სა­დაც პა­ტა­რა მი­წისძვრის დროს ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა.

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

არსებობს თუ არა მყინვარწვერზე ვულკანის ამოფრქვევის საფრთხე - "ერთ დღეში 91 მიწისძრვა დაფიქსირდა"

არსებობს თუ არა მყინვარწვერზე ვულკანის ამოფრქვევის საფრთხე - "ერთ დღეში 91 მიწისძრვა დაფიქსირდა"

"სექტემბერში ჩვენმა ინსტიტუტმა საკუთარი სახსრებით აღადგინა მეტეოს სადგური... 91 მიწისძვრა დღეში… ეს არის მიზეზი დევდორაკის მთავარი აქტივობის", - წერს სეისმოლოგი - თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში... თეა გოდოლაძე მოსალოდნელ რისკებზე გვესაუბრა...

- მყინვარწვერის მასივი გამოირჩევა მაღალი სეისმური აქტივობით. მაგალითად, 2014 წელს იყო დღეები, როდესაც საათში 400 მიწისძვრა ხდებოდა. ეს დამახასიათებელი მოვლენაა ვულკანური პროცესებისთვის, მაგმური აქტივობის დროს ხდება პატარა მიწისძვრები, ზოგჯერ დიდიც. სეისმური აქტივობა მსგავს პროცესებს ყოველთვის თან ახლავს... ყველასთვის ცნობილია, რომ მყინვარწვერი არის ვულკანური მასივი. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ აქტივობის თუ რა ფაზაში იმყოფბა იგი, საჭიროა ვაწარმოოთ მისი მუდმივი მონიტორინგი და დამატებითი მრავალმხრივი სამეცნიერო კვლევები. ვულკანური მიწისძვრები ძირითადად ვულკანური მასივის სიღრმეში ხდება, ვულკანის მაგმურ კამერასთან ახლოს...

მიწისძვრები ძირითადად შედარებით დაბალი მაგნიტუდით ხასიათდება და ხშირად ხდება. მაგმური აქტივობის დროს მიწისძვრების რიცხვი იზრდება. ვულკანური აქტივობის ზრდის ერთ-ერთი ინდიკატორი მაღალი სეისმური აქტივობაა.

მყინვარწვერი ისეთივე აქტიური ვულკანი არ არის, როგორც მაგალითად - ფუჯიამაა იაპონიაში, ან პენეტუბო ფილიპინებში. საბჭოთა მონაცემებზე დაყრდნობით, მყინვარწვერის ბოლო ამოფრქვევა 2400 წლის წინ მოხდა. ვთვლით, რომ ეს საკითხი კიდევ დამატებით, ხანგრძლივ კვლევას საჭიროებს. ვულკანი ცოცხალი ორგანიზმია და თავისი ცხოვრების წესი აქვს.

2014 წლის მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

- რას გვეტყვით ყაზბეგში დაგეგმილ გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით?

ნებისმიერი პროექტი თავდაპირველად კვალიფიციურ კვლევას საჭიროებს... ამჟამად რეგიონში გვირაბის მშენებლობა იგეგმება და პროექტის განხორციელებისთვის ესპანელებთან ერთად ვაწარმოებთ წინასწარ სამეცნიერო კვლევას. აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე! არ შეიძლება იგივე დავუშვათ, რაც მოხდა დარიალჰესის მშენებლობის დროს. არ შეიძლება ჩვენივე აშენებულმა ობიექტებმა ადამიანების სიცოცხლე შეიწიროს. ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას უნდა გავითვალისწინოთ გარემოს გეოლოგიური პროცესები. ბუნებასთან ერთად თანახცოვრება უნდა ვისწავლოთ. ჩვენს სავალალო შეცდომას ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეეწიროს მომავალში. ჩვენი ჯიბის გასქელებას ადამიანების სიცოცხლე არ უნდა ეწირებოდეს.

გადახედეთ თბილისს რა ხდება, როგორი დარღვევით მიმდინარეობს მშენებლობები სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა ძალიან მალე ივიწყებს ტრაგედიებს... ვერეს ხეობაში კვლავ ცდილობენ მშენებლობის გაჩაღებას. აუცილებელია ამას შევეწინააღმდეგოთ. დეველოპერმა კორპუსი ააშენოს და შენს შვილიშვილს გარანტირებული სიკვდილი გამოუწეროს?! ეს არ უნდა დავუშვათ!

ყაზბეგში გვირაბი კი არ არის პრობლემა, არამედ თუ როგორ გაიყვანენ იმ გვირაბს. ზოგადად, მშენებლობა კი არ არის პრობლემა, პრობლემაა თუ როგორ ვაშენებთ შენობას. მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია და ჩვენც რომ არაფერი ავაშენოთ, ასეც არ გამოვა... უბრალოდ ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შევუქმნათ. ხშირად არის კომპანიები ისე აშენებენ, აზრზე არ არიან რას აკეთებენ. მთავრობები მიდის და მოდის და ვისი პასუხიმგებლობა იქნება, მომავალში კატასტროფა თუ მოხდა? ვინ არის დღეს პასუხისმგებელი იმათ სიცოცხლეზე, ვინც ყაზბეგში შეიწირა ღვარცოფმა? თუ უსაფრთხოებას დღეს არ დავიცავთ, შესაძლოა 30 წელი გავიდეს და შემდეგ დადგეს სავალალო შედეგი... ამდენი წლების შემდეგ ვიღა აგებს პასუხს, რომ ვიღაცამ არასწორად ააშენა, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო? პრევენციული ზომებია საჭირო, რათა იმ ქვეყნებს არ დავემსგავსოთ, სადაც პატარა მიწისძვრის დროს ათასობით ადამიანი იღუპება.

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

როგორ მუშაობს და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს? - ყველაფერი ჩინურ "სინოვაკზე", რომლითაც აცრა საქართველოში დღეს იწყება

"ივანიშვილის სახელის ხსენება "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით, არის უადგილო" - ვარლამ გოლეთიანი

"მზად ვართ, გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია... "ნამახვანჰესის" პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება მთელი ქვეყნის კეთილდღეობას" - "ენკა"