პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებული 127 პირი, ამოღებული იარაღები და ხელყუმბარები - საპოლიციო კონტროლის შედეგები
 დაკავებული 127 პირი, ამოღებული იარაღები და ხელყუმბარები - საპოლიციო კონტროლის შედეგები

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დღეს, დი­ლის 6 სა­ათ­ზე, სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლი და­ას­რუ­ლა, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შსს-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლის შე­დე­გად სულ და­კა­ვე­ბუ­ლია 127 პირი, მათ შო­რის:

• სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის - 45 პირი , მათ შო­რის არი­ან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა ტა­რე­ბის­თვის და ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი.

• გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის ძებ­ნი­ლი 5 პირი.

• ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მოვ­ლე­ნი­ლია 96 პირი.

• ამო­ღე­ბუ­ლია 1 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი ჰე­რო­ი­ნი და სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

• ასე­ვე 73 ერ­თე­უ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი

• ამო­ღე­ბუ­ლია 54 ხელ­ყუმ­ბა­რა,

• 122 კაფ­სულ-დე­ტო­ნა­ტო­რი და

• 3 740 ცალი ვაზ­ნა.

სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლის შე­დე­გად სულ გა­და­მოწ­მდა 52 000-მდე პირი.

ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი, მათ შო­რის, ერთ-ერთი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მას ქვე­ყა­ნა­ში სის­ტე­მა­ტი­უ­რად შე­მოჰ­ქონ­და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით, სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ძი­რი­თა­დად ფო­ნი­ჭა­ლა­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და.

"ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას თი­თო­ე­ულ სა­მარ­თალ­დამ­ცველს ჰქონ­და მკაც­რი მი­თი­თე­ბა, ემოქ­მე­და კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით.

რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მოკ­ვლე­ვა და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­მოვ­ლინ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გა­დაც­დო­მა, თი­თო­ე­ულ ფაქტს მოჰ­ყვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მად­ლო­ბას უხ­დის თი­თო­ე­ულ პო­ლი­ცი­ელს, რომ­ლებ­მაც ღირ­სე­უ­ლად შე­ას­რუ­ლეს მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა. ასე­ვე დიდი მად­ლო­ბას უხ­დის თი­თო­ე­ულ იმ მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლებ­მაც ითა­ნამ­შრომ­ლეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან.

მსგავ­სი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად შევ­ძლებთ მო­ვახ­დი­ნოთ და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია და შევ­ქმნათ უსაფრ­თხო გა­რე­მო", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დაკავებული 127 პირი, ამოღებული იარაღები და ხელყუმბარები - საპოლიციო კონტროლის შედეგები

 დაკავებული 127 პირი, ამოღებული იარაღები და ხელყუმბარები - საპოლიციო კონტროლის შედეგები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, დილის 6 საათზე, საპოლიციო კონტროლი დაასრულა, რომლის მიზანი იყო დანაშაულის პრევენცია და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შსს-ს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებისა და საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ დაკავებულია 127 პირი, მათ შორის:

• სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 45 პირი , მათ შორის არიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირები.

• გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია სხვადასხვა დანაშაულისათვის ძებნილი 5 პირი.

• ცივი იარაღის ტარების ფაქტზე გამოვლენილია 96 პირი.

• ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

• ასევე 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი

• ამოღებულია 54 ხელყუმბარა,

• 122 კაფსულ-დეტონატორი და

• 3 740 ცალი ვაზნა.

საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ გადამოწმდა 52 000-მდე პირი.

ასევე დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი, მათ შორის, ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მას ქვეყანაში სისტემატიურად შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და მის რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე, ძირითადად ფონიჭალაში ახორციელებდა.

"ზემოაღნიშნული ღონისძიებების მიმდინარეობისას თითოეულ სამართალდამცველს ჰქონდა მკაცრი მითითება, ემოქმედა კანონის სრული დაცვით.

რამდენიმე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა და იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება სამსახურეობრივი გადაცდომა, თითოეულ ფაქტს მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც ღირსეულად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა. ასევე დიდი მადლობას უხდის თითოეულ იმ მოქალაქეს, რომლებმაც ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან.

მსგავსი თანამშრომლობით, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შევძლებთ მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია და შევქმნათ უსაფრთხო გარემო", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."