სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია
გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ გუ­და­უ­რი-კო­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გუ­და­უ­რი-კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. გა­და­კე­ტი­ლი გზის მო­ნაკ­ვე­თის მი­სას­ვლე­ლებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გუ­და­უ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ.

შსს-ს ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ყვე­ლა სა­ხის ავ­ტო­მან­ქა­ნებს დაბა ჟინ­ვალ­ში აჩე­რე­ბენ, გზის გა­და­კეტვის შე­სა­ხებ აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას და ურ­ჩე­ვენ ახ­ლომ­დე­ბა­რე და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში გან­ლაგ­დნენ. ხოლო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მძღო­ლებს უხ­სნი­ან, რომ გუ­და­უ­რი-კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე შექ­მნი­ლი ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ზღვრამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბას უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში ვერ შეძ­ლე­ბენ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, გზა­ზე გა­ჩე­რე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მძღო­ლებ­სა და მგზავ­რებს, შე­სა­ბა­მის დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია

გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია

საპატრულო პოლიციამ გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გადაკეტილი გზის მონაკვეთის მისასვლელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის გუდაურის განყოფილების თანამშრომლები აკონტროლებენ.

შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყველა სახის ავტომანქანებს დაბა ჟინვალში აჩერებენ, გზის გადაკეტვის შესახებ აწვდიან ინფორმაციას და ურჩევენ ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში განლაგდნენ. ხოლო რუსეთის ფედერაციაში მიმავალი ავტომანქანების მძღოლებს უხსნიან, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, საქართველო-რუსეთის საზღვრამდე გადაადგილებას უახლოეს საათებში ვერ შეძლებენ.

მათივე ინფორმაციით, ასევე საჭიროების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, გზაზე გაჩერებულ ავტომანქანების მძღოლებსა და მგზავრებს, შესაბამის დახმარებას უწევენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი