სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს 22-23 დეკემბერს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგებს აქვეყნებს
შსს 22-23 დეკემბერს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგებს აქვეყნებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მიმ­დი­ნა­რე სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლის და სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, მიმ­დი­ნა­რე წლის 22-23 დე­კემ­ბერს, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, მათ შო­რის თბი­ლის­ში, სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლი და ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად სულ და­კა­ვე­ბუ­ლია 69 პირი, მათ შო­რის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის 32, აქე­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა ტა­რე­ბის­თვის 6, ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის - 12. ასე­ვე, წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბი­სა და პო­ლი­ცი­ი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლია 37 პირი. გარ­და ამი­სა, სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის 4 ძებ­ნი­ლი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და 50 ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, მათ შო­რის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ბა­რე­ბუ­ლია 16. ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია 33 ხელ­ყუმ­ბა­რა, 12 კაფ­სულ-დე­ტო­ნა­ტო­რი და 2278 ცალი ვაზ­ნა.

"სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლი, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში გუ­ლის­ხმობ­და ზე­და­პი­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ის ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლის დროს სულ გა­და­მოწ­მდა 36 330 პირი.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შსს 22-23 დეკემბერს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგებს აქვეყნებს

შსს 22-23 დეკემბერს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე საპოლიციო კონტროლის და სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 22-23 დეკემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, საპოლიციო კონტროლი და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები განხორციელდა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებების შედეგად სულ დაკავებულია 69 პირი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32, აქედან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის 6, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის - 12. ასევე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 37 პირი. გარდა ამისა, სხვადასხვა დანაშაულისათვის 4 ძებნილი პირია დაკავებული.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და 50 ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ნებაყოფლობით ჩაბარებულია 16. ასევე, ამოღებულია 33 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 2278 ცალი ვაზნა.

"საპოლიციო კონტროლი, რიგ შემთხვევებში გულისხმობდა ზედაპირული შემოწმების განხორციელებას და ის ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას", - ნათქვამია განცხადებაში.

საპოლიციო კონტროლის დროს სულ გადამოწმდა 36 330 პირი.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ